„ძნელია ისეთი ოჯახების მოძიება, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიასთან არ არიან კავშირში“ – კობა კობალაძე

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. “მოგილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს და თითოეულ თქვენგანს  კვირაცხოვლობას.   მეორე მსოფლიო ომში  ჩართული  იყო 72 სახელმწიფომდე, აქედან 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა უშუალოდ  საომარი მოქმედებები. საქართველო პროცენტულად იყო ერთ-ერთი პირველი თავისი შვილებით, რაოდენობით, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში მიიღეს მონაწილეობა. 700 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო…

მეტი...

სამართლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა“ – მელიას საქმის პროკურორი

„პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს“ – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის – ნიკანორ მელიას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე და შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.   “შუამდგომლობა ნიკარონ მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. სასამართლოზეა დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა. ჩვენ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ. როგორც საზოგადოებაში არის ცნობილი ჩვენი დეკლარირებური პოზიცია იყო ის, რომ როგორც ზოგადად ასევე ამ შემთხვევაშიც პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს“ – განმარტავს პროკურორი.   ხვალ გახდება ცნობილი, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას ნიკანორ მელიას საქმეზე როდის განიხილავს. პროკურორმა საქალაქო…

მეტი...

„მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი, მან უნდა დაიკავოს ადგილი პარლამენტში“ – პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან ნიკანორ მელიას გირაოს თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. როგორც კუჭავა განმარტავს, მელიამ, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ადგილი უნდა გაუკავოს. „ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს, რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელიც მათ მანდატებს ეკადრება. ევროკავშირის სურვილი და შარლ მიშელის დოკუმენტი და ამ პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის,  მათ შორის, ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა გამოვა…

მეტი...

„კოვიდ 19“-ის მძიმე ფორმით ინფიცირებულია 909 ადამიანი

საქართველოში, კორონავირუსით  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 623-ია. აქედან: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 514, აჭარაში – 499, იმერეთში – 461. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 909 პირი, მათ შორის, თბილისში – 479, აჭარაში – 86, იმერეთში -116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში – 128, აჭარაში – 8, იმერეთში – 15. 812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 433 – თბილისში, 348 – აჭარაში. 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – 7.

მეტი...

კორონავირუსით 18 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 281 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 108, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 24, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 83, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი –  25, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მეტი...

კორონავირუსით 1 089 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 662 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 952 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 710 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 089 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  321 919-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.55%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 300…

მეტი...

„აღარ არის საინტერესო, არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ“ – ღარიბაშვილი მელიაზე

„არ არის საინტერესო, აღარ არის საინტერესო. მე ასე ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.  მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ არასოდეს იდგება კანონზე მაღლა. „ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით არასოდეს, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა…

მეტი...

ნამახვანჰესთან, რიონში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რამდენიმეკვირიანი  საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც უწყებაში აცხადებენ,  მამაკაცის ცხედარი რიონიდან  ამოასვენეს.  ოჯახის წევრებმა მისი იდენტიფიცირებაც მოახდინეს და ცხედარი გადაასვენეს. ძებნის სამუშაოებში 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ მამაკაცი მდინარე რიონში შევიდა და უკან არ გამოსულა. მას შემდეგ, ძებნის ოპერაცია მიმდინარეობდა.

მეტი...

22 ტონიანი რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივდა

მსოფლიოს ერთ-ერთი თავსატეხი დასრულებულია. ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, 22-ტონიანი ჩინური რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა. „რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილის კოორდინეტორებია: აღმოსავლეთი – 72.47°, ჩრდილოეთი – 2.65°. ეს ადგილი მალდივის კუნძულების დასავლეთითაა“ – ვკითხულობთ შესახებ BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აშშ-ის კოსმოსური სარდლობის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენა იქონია ნარჩენებმა წყალსა და მიწაზე.

მეტი...

„ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება“ – ელჩის განცხადება

დღეს, ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს, ევროკავშირი და მისი ყველა წევრი ქვეყანა ზეიმობს. როგორც ევროკავშირის ელჩი საქარველოში კარლ ჰარცელი აცხადებს,  როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. „დღეს ევროპის დღეა. დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს – იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ჩვენ…

მეტი...

ფონდი, რომელმაც ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ამაყი და ბედნიერია

„ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში“, –  აცხადებს „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი იერჟი პომანიოვსკი. შეგახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნულმა ფონდმა – ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გადაიხადა  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას გირაოს თანხა. „ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში. იმედი მაქვს, ეს გზას გაუხსნის უფრო ფართო რეფორმებს“, – ასეთია პომანიოვსკის გზავნილი.

მეტი...

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ

9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვაკის პარკის ნაცვლად, წელს   ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. ყოველი წლის 9 მაისს, საქართველოში, ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიება იმართებოდა, პატივს მიაგებდნენ ომში დაღუპულებს, ვეტერანები და საზოგადო მოღვაწეები იკრიბებოდნენ მარადიულ ცეცხლთან, თუმცა, წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

მეტი...