თბილისის მერია გარე განათების ნათურებისთვის 100 781 200 ლარს დახარჯავს

თბილისის მერია, დედაქალაქში  გარე განათების  LED სანათების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათურების შესასყიდად  100 781 200 ლარი აიხარჯება და არა 65 მილიონი ლარი. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მცდარ და შეგნებულად დამახინჯებულ ინფორმაციას დედაქალაქის გარე განათების სისტემის განახლების მიზნით, LED სანათების შესყიდვის თაობაზე. აღნიშნული მედიასაშუალების მიხედვით, თბილისის მერია თითქოს გეგმავს 33 000 ნათურის 65 მლნ ლარად შესყიდვას, რაც სრული სიცრუეა. დედაქალაქის გარე განათების განახლებისთვის, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, საჭიროა 11 კატეგორიის 100 000 LED სანათის შესყიდვა. აღნიშნული სანათების ჯამური ღირებულებაა 100 781 200 ლარი.…

მეტი...

ევროპის წამლის სააგენტომ ჩინური ვაქცინის შესწავლა დაიწყო

ჩინური წარმოების ვაქცინა  „სინოვაკისთვის“ავტორიზაციის მინიჭება-არმინიჭება მიმდინარე კვირას გადაწყდება. ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების განხილვა დღეს დაიწყო. სააგენტო ყველა იმ ლაბორატორიულ კვლევებსა და ჩატარებული  ცდების შედეგებს გაეცნობა, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს. „ეს კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინა უწყობს ხელს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც კორონავირუსს ებრძვის და დაავადებისგან დაცვა შეუძლია“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამ ეტაპისთვის, ევროპის წამლის სააგენტოს მხრიდან დამტკიცებულია შემდეგი ვაქცინები: „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „იენსენი“.

მეტი...

„აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 55%-ზე მეტი აცრილია, მეც ავიცერი, ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ“ – ამერიკის ელჩი  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებს, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას,  ასევე კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში შექმნილ გამოწვევებსა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას. შეხვედრისას, ხაზი გაუსვეს ვაქცინაციის სწრაფად წარმართვისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის პროცესში. „დღეს მომეცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განმეხილა ჩვენს დღის წესრიგში არსებული მრავალი საკითხი. ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომლებთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ ქვეყნის მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ შორისაა კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის…

მეტი...

ამნისტიის კანონპროექტი ძებნილებზეც გავრცელდება

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი იმ ადამიანებსაც შეეხებათ, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებიან. კანონპროექტის მიხედვით, შესაბამის გადაწყვეტილებას იღეს საქმის პროკურორი და მოსამართლე მიიღებს.    „გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში იღებს შესაბამისი პროკურორი. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება“ – ვკითხულობთ კანონპროექტში. მის მიხედვით, ამნისტიის გავრცელების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიება უქმდება. „სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ამნისტიის კანონპროექტი 19-21 ივნისის მოვლენების ყველა დამნაშავეს შეეხება

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი  სისხლისსამართლებრივ ყველა დანაშაულს შეეხება და 19-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულები  პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს. როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, მნიშვნელოვანია, შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში. „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე“ – ვკითხულობთ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში. ამნისტია მათაც შეეხებათ, რომლებმაც ჩაიდინეს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა. „ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას მალე მოუწევს მელიას გათავისუფლება” – საძაგლიშვილი

როგორც საძაგლიშვილმა ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, “ხელისუფლების გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ნიკა მელიას პოლიტიკურ ტყვეობას”. “ნიკა მელიას დატყვევების გადაწყვეტილება მიიღო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, შესაბამისად ახლა მათზეა დამოკიდებული თუ როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დამთავრდეს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს მისი განთავისუფლება, ვინაიდან ერთის მხრივ პრობლემას წარმოადგენს ნიკა მელია პატიმრობაში და მეორეს მხრივ, კიდევ უფრო დიდ პრობლემაა ნიკა მელია თავისუფლებაზე. ამიტომ, ხელისუფლებას არ სურს მისი გათავისუფლება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას ძალიან მალე მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურას ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, ბუნებაში…

მეტი...

“ნიკაზე ხომ არ დგას სამყარო, შეუძლებელია ერთი ადამიანის სურვილებით იმართებოდეს პოლიტიკური პროცესი” – ვახტანგ მეგრელიშვილი

როგორ უნდა დატოვოს ნიკა მელიამ საპატიმრო – ოპონენტები მელიას ისევ დესტრუქციის მცდელობებში ადანაშაულებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთ ადამიანზე ვერ იქნება დამოკიდებული პოლიტიკური პროცესები. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები აქვს “ქართულ ოცნებას”. “ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები აქვს “ქართულ ოცნებას”. შესაბამისად რა ინტერპრეტაციაც აქვთ მათ ეს საიდან მოიგონეს რთული სათქმელია. ჩვენთვის არავითარი გირაო არ არის მისაღები ამიტომ ზის ის ადამიანი,”- აღნიშნა ბაჩო დოლიძემ. პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიაზე არ არის დამოკიდებული სამყარო. “ნიკაზე ხომ არ დგას…

მეტი...

“გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს…გამბედაობა არ ჰყოფნის” – პაპუაშვილი მელიაზე

“გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ. არ ყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა.ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება”. წერს Facebook-ზე “ქართული ოცნების” დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე.

მეტი...

„საქართველოშიც „ინდური შტამის“  რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული“ – ლადო კახაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მართალია, ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება,“  – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ განაცხადა. მისივე იფორმაციით ინდოეთიდან შემოსული ადამიანები 14 დღიან კარანტინს გაივლიან: „ჩვენთან ძირითადად „ბრიტანული შტამი“ მოძრაობს, თუმცა „ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, რომ განსაკუთრებით ინდოეთიდან შემოსულ ადამიანებს, 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა, ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია თუ…

მეტი...

“სიტყვა “გიჟური” კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე” – სოზარ სუბარი

სიტყვა “გიჟური” კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, სააკაშვილი უკვე 8 წელია საქართველოში არჩევნებს აგებს. “სააკაშვილი 8 წელია ყველა არჩევნებს აგებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს. „გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ,”- განაცხადა სუბარმა. ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს. მისივე თქმით, მას “საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს”.

მეტი...

“საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს, წელს მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მთავრობა წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. “ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება მთავრობა წელს. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ მერე ჩაერივნენ ევროპელები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ რომელიც ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ასევე, სააკაშვილმა შეკითხვას შეიძლება თუ არა, მთავრობა მას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნივით მოექცეს უპასუხა, რომ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა…

მეტი...

“საქართველოში “ინდური შტამი” ლაბორატიულად არ დაფიქსირებულა” – ამირან გამყრელიძე

საქართველოში “ინდური შტამი” ლაბორატიულად არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილის, ლადო კახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველოში “ინდური შტამის” რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. „საქართველოში “ინდური შტამი” ლაბორატიულად არ დაფიქსირებულა. ბატონ ლადოს შეიძლება აქვს სხვა მონაცემები. მე გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა. ალბათობა იმისა, რომ იყო ქვეყანაში, ნამდვილად არის, მაგრამ ჩვენ, რასაც ვასეკვენირებთ და ვიკვლევთ შტამებს ძირითადად არის “ბრიტანული შტამი“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“ის, რომ 67 წლის მამაკაცი აცრიდან 2 დღეში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით თბილისში მცხოვრები 67 წლის მამაკაცი აცრიდან ორ დღეში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ წუთებშიც ზუსტდება. ,,ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას ბაზებით. წინასწარი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულთა ბაზები და დაბადება-გარდაცვალების ბაზა, ორი ადამიანის სახელი და გვარი ემთხვევა ერთმანეთს, ერთი გახლავთ აცრილი, მეორე გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებია. როგორც მეუბნებიან, აცრილი გარდაცვლილი არ არის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.…

მეტი...

“სოლიდარული ვარ ყველა იმ პოლიციის მუშაკის მიმართ, ვინც საფლავების დარაჯად განამწესეს“ – ირაკლი ღლონტი

სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები საფლავზე გასვლის აკრძალვას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ „საფლავების დადარაჯება“ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისთვის დამაკნინებელია: „სოლიდარული ვარ ყველა იმ პოლიციის მუშაკის მიმართ, ვინც საფლავების დარაჯად განამწესა ე.წ. მმართველმა ძალამ!,“ – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი.

მეტი...

ობიექტებს, რომელთა პერსონალიც ვაქცინირებული იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ე.წ. კოვიდუსაფრთხო ობიექტებად ჩაითვლება. ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო და მასში შემავალი ტურისტული ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან, შეიქმნება სპეციალური სიები რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორი კომპანიების, რომელთა თანამშრომლების უმრავლესობა ნებაყოფლობით, მაგრამ ორგანიზებულად აიცრება. ამ გზით მთავრობა ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის გახსნას იწყებს. “დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ უწყებათაშორის საბჭოზე. საუბარი არის ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაზე. გადავწყვიტეთ პრემიერ-მინისტრის დავალებით, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში. ჩვენ და ჩვენს სამინისტროში შემავალი ტურისტული ადმინისტრაცია იმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან: ეს არის ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა და სასტუმროების…

მეტი...

“ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ ვაქცინაციის შემდგომ აღმოცენდა, შესწავლას ექვემდებარება” – თამარ გაბუნია 67 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე

ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის და გვექნება დასკვნა მიზეზშედეგობრიობის შესახებ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თბილისში, 67 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას უკავშირდება თუ არა. მისივე თქმით, ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ ვაქცინაციის შემდგომ აღმოცენდა, შესწავლას ექვემდებარება. „ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ აღმოცენდა ვაქცინაციის შემდგომ რა თქმა უნდა, შესწავლას ექვემდებარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ მაქვს, მაგრამ ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის და გვექნება…

მეტი...

“კლინიკებში დღეს 4200-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში კი 888 პირი იმყოფება” – თამარ გაბუნია

კლინიკებში საწოლფონდის მობილიზება დამატებით კიდევ მოხდება, დაახლოებით 6000 საწოლი გვინდა, რომ კვირის ბოლომდე იყოს მობილიზებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკებში დღეს 4200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. „დღეს კლინიკებში 4200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, აქედან 811 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 149 რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. დამატებით კიდევ მოხდება საწოლფონდის მობილიზება, დაახლოებით 6000 საწოლი გვინდა, რომ კვირის ბოლომდე იყოს მობილიზებული, რადგან კლინიკებში დატვირთულობა არ იყოს. ასევე კოვიდსასტუმროები მუშაობას აგრძელებენ. 888 პაციენტია კოვიდსასტუმროში, ხოლო თავისუფალი ადგილი 300-მდეა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მეტი...

„კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი” – თამარ გაბუნია

„კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც გაბუნია განმარტავს, ბაზარზე შესაძლოა, გააქტიურდეს ამერიკული კომპანია „ნოვავაქსის“ ვაქცინაც. „ამ ეტაპზე „სინოფარმი“ გვაქვს. ასევე იცით, „სინოვაკია“ ქვეყანაში და მის გამოყენებასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად დავიწყებთ. გუშინ უკვე გამოქვეყნდა ძალიან კარგი მონაცემები, ორივე ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, რაც იმედის მომცემია იმ კუთხით, რომ ავტორიზაციას ორივე ვაქცინა მალე მიიღებს. მოკლე ხანში შესაძლებელია ბაზარზე „ნოვავაქსის“ მეტად აქტიურად გამოჩენა, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმით, ასევე უშუალოდ „ნოვავაქსთან“ მოლაპარაკების საშუალებით. ასევე „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები ივნისშია…

მეტი...

კოვიდპასპორტები დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს პერიოდში წარედგინება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს ე.წ. მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. „ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები. საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ…

მეტი...

“ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია, გირაოსთან დაკავშირებით მისი თანხმობა არაფერ შუაშია” – ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია და გირაოს გადასახდელად მისი თანხმობა საჭირო არაა. “დღეს იყო მორიგი შეხვედრა დღესასწაულების შემდგომ. შევხვდით და გავიარეთ სხვადასხვა საკითხები. რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ არავითარ შემთხვევაში არ არის დღისწესრიგში. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა და სასამართლო. ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მოითხოვონ გირაო და ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე. ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომის დარბაზიდან. ისევე…

მეტი...

„ნაპრალები ზემოთაც არის და ქვემოთაც, ეს აუცილებლად წამოვა,დაძრულ  მეწყერს არაფერი არ შველის“ – თეა გოდოლაძე „ლისის ფერდის“ შესახებ

„აქ უნდა ვიცოდეთ, გრუნტი როგორ გავიტანოთ, როგორ შეისწავლა ეს მერიამ, თქვენ გგონიათ, რომ ეს შესწავლილია?“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“,  „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა – თეა გოდოლაძემ განაცხადა.  გოდოლაძე აცხადებს, რომ ანალოგიური შემთხვევები რამდენიმე ხნის წინ თბილისის სხვა უბნებშიც დაფიქსირდა, თუმცა მისვე განმარტებით ეს მერიისთის მაგალითად ვერ გამოდგა: „პრაქტიკულად არსებობს მაგალითი, როდესაც ააშენეს კორპუსი, უნივერსიტეტის კორპუსებს ეძახიან, ერთ – ერთი დაიძრა და მილიონ ნახევარი დაუჯდა მერიას გამაგრება, ახლა იგივე გაიმეორეს, ვესაუბრეთ, რომ იგივე პრობლემა შეიქმნებოდა თუ გრუნტი არასათანადოდ დაიტვირთებოდა, სამი სართული არ არის ჯერ ამოყვანილი და უკვე დაიწყო გრუნტმა…

მეტი...

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს დექსამეტაზონით უმკურნალონ​ – ჯანმო ინდოეთს რეკომენდაციებს აძლევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ბრაზილიასა და ინდეოთში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ საუბრობს. ჯანმოს ხელმძღვანელი ინდოეთის მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.  “ინდოეთსა და ბრაზილიაში საკმაოდ მყიფე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდოეთს ჟანგბადის მარაგი მიაწოდა და ჰუმანიტარული დახმარებაც გაუწია. ჩვენ რეკომენდაციებს ვაძლევთ იმ ადამიანებს, რომლებიც კლინიკაში მკურნალობას ვერ ახერხებენ და სახლის პირობებში ცდილობენ ვირუსის დამარცხებას. ჩვენი ორგანიზაციის მოწოდებაა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს დექსამეტაზონით უმკურნალონ. აუცილებელია მოქალაქეები ხალხის დიდ მასებს მოერიდონ, ატარონ პირბადე და გაითვალისწინონ ყველა გაცემული რეკომენდაცია. რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდეს თუ ჩვენს მიერ აღნიშნულ წესებს არ დავიცავთ,” – აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. 

მეტი...

„გეოლოგია და გეოფიზიკა გადაიქცა კასტად, რომელიც 300 ლარად პროფესიას და პატიოსნებას ყიდის“ – თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ეს არ არის მშენებლობა, ეს არის პროცესი, მე არ ვიცი რა პროცესი დაიწყეს და რას ასრულებენ,“ – ამის შესახებ „მედიცენტრ მთავარში“, „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა – თეა გოდოლაძემ მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.  სპეციალისტი აცხადებს, რომ ყველა დამწეყრილ ადგილას აუცილებელია მშნებლობის შეჩერება, მისივე თქმით მერია კომპეტენციას მოკლებულ განცხადებებს ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ პროცესი დასრულებულია: „ბუნებრივად არ არის დასრულებული და რას ასრულებენ არ ვიცი, მივიღეთ ის, რომ ვიღაცას თავში მოუვიდა ჩვეულებრივ მეწყერზე გზის გაყვანა, რადგან არ უსმენენ დარგის პროფესორებს, გეოლოგია და გეოფიზიკა გადაიქცა კასტად, რომელიც 300 ლარად პროფესიას და…

მეტი...

„მდგომარეობა ვაშლიჯვარში არ შეცვლილა, ეს არ არის მხოლოდ წერტილოვანი პრობლემა“ – თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„ეს არის მთლიანად ფერდის სტაბილურობის პრობლემა, მთლიანად ფერდს აქვს პრობლემა, იმის გამო, რომ მოხდა გრუნტის კვეთა არასწორად, რომელმაც რეალურად პრობლემა შექმნა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა. სპეციალისტი ვარაუდობს, რომ პრობლემა მალე ვერ მოგვარდება, მისივე თქმით, საკითხი „მუდმივად თავს შეგვახსენებს:“  „ეს არ მოგვარდება მალე და მუდმივად თავს შეგვახსენებს, ვიდრე ბუნებრივი დასტაბილურება არ მოხდება, ეს იყო გეოდინამიკურად აქტიური ფერდი და მასში ჩარევა ყოველთვის გამოიწვევს პრობლემას, ჩვენ დავაჩქარეთ პროცესები, რომელიც ბუნებრივად ისედაც ხდებოდა. ფერდი იყო არასტაბილური და დანაპრიალიანება ამ ჩარევამ გამოიწვია. ძალიან ვთხოვ  გადაწყვეტილების მიმღებ…

მეტი...

აპრილში ყველაზე მეტად, 40 პროცენტით ზეთი გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, აპრილში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 40.2 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 12.3 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე ფასებმა 10.1 პროცენტით მოიმატა. პურისა და პურ-პროდუქტების ფასი კი წლიურ ჭრილში 6.4 პროცენტით არის გაზრდილი. ამასთან, 22.2 პროცენტით ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე 18.2 პროცენტით გაიაფდა ხილი და ყურძენი. შეგახსენებთ, რომ აპრილის მსგავსად, მარტშიც წლიური ინფლაცია 7.2%-ზე იყო.

მეტი...

“ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა” – ირაკლი ქადაგიშვილი

ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი საპატიმროში აღმოჩნდა და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა. “მისი ყველა განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ გამოჩენილიყო თავისუფლებისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად. სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი და კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი აღმოჩნდა საპატიმროში და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს, რადგან იცის, რომ აბსოლუტურად წამგებიანი, უპერსპექტივო, ძალიან დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის მისი პატიმრობაში ყოფნა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჰქვია უპრინციპობა, სახელმწიფოს…

მეტი...

მოქალაქეები საფლავებზე გასვლას ხვალიდან შეძლებენ

დღეს პანდემიის პიროებებში სადღესასწაულოდ საფლავებზე გასვლასთან დაკავშირებით ამოქმედებული შეზღუდვის ბოლო დღეა. საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე დღეა სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. შეზღუდვის დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. უკვე ხვალიდან კი შეზღუდვა მოიხსნება და მოქალაქეები საფლავებზე გასვლას შეძლებენ.

მეტი...

6 მაისს, საქართველოში Astrazeneca-ს 43 ათასი დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 6 მაისს, საქართველოში Astrazeneca-ს 43 ათასი დოზა შემოვა. “Astrazeneca 6 მაისს კიდევ შემოვა 43 ათასი დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. Astrazeneca-ს ვაქცინით დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს, ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს Astrazeneca-ს ათვისებასთან დაკავშირებით,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 206 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში  1 206 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 790 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 802, „პისიარ“ ტესტით –4 988. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,05%, ბოლო 14 დღის – 5,02%, ბოლო 7 დღის – 5,74%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 313 742 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 295 458 გამოჯანმრთელდა, 4 183 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 209…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 8,05 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,74 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,05 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,02 პროცენტი. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 206 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 1 206 შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 206 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“ქირურგებს ფეხბურთელებივით ყიდულობენ” – ანზორ მელია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

კლინიკა “გულის” დამფუძნებელის ანზორ მელიას განცხადებით, დიდი სახელმწიფო კლინიკების შექმნა პატარა კერძო კლინიკების “ჩაყლაპვას” გამოიწვევს. “ქირურგებს ფეხბურთელებივით ყიდულობენ და ეს დაუშვებელია. ეს გააკოტრებს კლინიკებს. სახელმწიფო კლინიკების ნაწილში მინისტრს არ ვეთანხმები. საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. სახელმწიფო კლინიკები უნდა იყოს ქვეყანაში, თუმცა კერძო კლინიკებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს”, – აღნიშნა ანზორ მელიამ. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომ სახელმწიფო კლინიკები კონკურენციის გარანტი იქნებიან, არასწორია, რადგან ისინი კერძო კლინიკას ხარისხით ვერასდროს აჯობებენ. “ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. სახელმწიფო კლინიკაში მეც ნამუშევარი ვარ და ვიცი, რომ არასოდეს იქნება იქ ისეთი ხარისხი, როგორიც არის კერძო კლინიკაში, რომელიც…

მეტი...

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი მოსახლეობის 20%-ს აქვს გადატანილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა ის მართვას ექვემდებარება.  ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობიდან, საკმაოდ ბევრს – 20%-ს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი და შესაბამისად ქვეყანაში გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი არის.  “ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტ-აპრილში იყო. მაგრამ ეს ვითარება საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე. დღევანდელი ეპიდვითარება არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი, წამლები და ა.შ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 75%-ია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95%-ზე, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება.  საქართველოში  საკმაოდ ბევრს –…

მეტი...

აშშ-ის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტომ გლობალური საფრთხეების შესახებ 2021 წლის ანგარიში მოამზადა. ერთ-ერთ ქვეთავში, სადაც „რეგიონალურ პრობლემებსა და დაბალი ინტენსივობის კონფლიქტზეა“ საუბარი, საქართველოა მოხსენიებული. ანგარიშში მითითებულია, რომ კრემლის მოთხოვნილება მის უახლოეს სახმელეთო სამეზობლოში დარჩეს, როგორც „უსაფრთხოების მთავარი გარანტორი“, კვლავ მზარდია. ამის მიუხედავად, უსაფრთხოების სექტორში საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნატო-სთან და სხვა საგარეო მხარდამჭერებთან თვალსაჩინოდ ასახავს, რომ რუსული „დომინირების მცდელობებს“ რთული გარემო ექმნება. დოკუმენტი ხაზგასმით ამბობს, რომ 2008 წლიდან რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შეარყია ამ ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით და საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებით. აქვე, კრემლი საქართველოს ოკუპირებულ…

მეტი...