„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები მმართველ გუნდს ხვდებიან

ამ წუთებში, “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულია და სავარაუდოდ, ის კონფლიქტის დარეგულირებას ეხება.   როგორც მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,  ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, თუმცა, მოხდება გადაღება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, აქციის ორგანიზატორებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. შეხვედრა ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ სლოგანი „არა ნამახვანჰესს“ ამ დრომდე აქტუალობას არ კარგავს და აქცია გრძელდება. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით…

მეტი...

„10 წელი სად იყო?“ – ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე მედიასთან კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ვიღაცას ეს თემა რაღაცის ასაგორებლად სჭირდებოდეს. „ადამიანი 10 წლის შემდეგ იძახის, რომ იძალადეს, 10 წელი სად იყო?!“ – კითხულობს ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას კომენტარსაც აფასებს. “ძალიან კარგად იცით, რომ რობერტ სტურუა არის უდიდესი ხელოვანი.  მან შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, ვისაც ეუბნებიან, რომ ძალადობაში იყო ჩათრეული. ის ამბობს, ჯერ გაარკვიეთო. როცა ამხელა აგრესია წამოვიდა, ამას კარგად გაანალიზება უნდა. მსოფლიოს ახსოვს…

მეტი...

საგარეო უწყება უკრაინიდან გამოწვეულ ელჩს ისევ უკან დააბრუნებს

„უახლოეს დღეებში, საქართველოს ელჩი უკრაინაში, კიევში დაბრუნდება“, – განაცხადა საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა. როგოც მინისტრი აცხადებს, ელჩის დაბრუნებას უკრაინელი მეგობრები დადებითად მიიღებენ. „უკრაინა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან გვინდა, ის პროცესები, რამაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელი შეუშალა ორმხრივ ურთიერთობებს, აღმოიფხვრას. ამ მიმართულებით, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი. უახლოეს დღეებში, ჩვენი ელჩი უკრაინაში დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან, პოზიტიურად იქნება აღქმული. ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, რაც დაკავშირებულია მიმდინარე ოკუპაციასთან, ყირიმის ანექსიასთან. ასევე, ჩვენ ვართ ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირში, ვართ ნატოს ასპირანტი ქვეყნები და გვინდა საერთო კოორდინირებული ქმედება,…

მეტი...

დაკავებულია ადამიანი, ვინც ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძეს ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენა

ხმაურიანი, ხორავას ქუჩის ინცინდენტზე, რომელსაც არასრულწლოვანი დავით სარალიძე ემსხვერპლა, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითხვალისწინებს. დაკავებული გიორგი მენაბდე დეკანოზ შიო მენაბდის შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი…

მეტი...

ევროკავშირი „გამშვები პუნქტების“ გახსნას და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას ევროკავშირის სახელით განცხადება გაკეთდა. განცხადებაში ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი შენარჩუნების მნიშვნელობას. ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ანგარიშგების კვლავ გაგრძელებას. განცხადებაში ევროკავშირი გამოთქვამს სინანულს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შეუსრულებლობის გამო და მოითხოვს გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ შესრულებას. ევროკავშირი გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონი რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ხაზს…

მეტი...

„გამაგდეთ და წავალ“ – რობერტ სტურუა თეატრიდან წასვლაზე

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მსახიობ ბესო ზანგურის საკითხთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თეატრიდან მხოლოდ მაშინ წავა, როცა მას გააგდებენ.     „დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო!“- აცხადებს სტურუა. შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუას მორიგი განცხადება ისევ მსახიობ ბესო ზანგურს ეხება, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ზანგური მას ფეხმძიმობის პერიოდშიც სცემდა. რობერტ სტურუამ კი მსახიობ ზანგურს სოლიდარობა გამოუცხადა.

მეტი...

ენტონი ბლინკენი ქაბულში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ჩავიდა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.  14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. სახელმწიფო მდივანი, ავღანეთის ხელმძღვანელობასთან სწორედ, ამერიკული ჯარების გაყვანის პროცესს განიხილავს. „დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი და ამერიკული ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მეტი...

იაპონიაში ოლიმპიადის გაუქმებას არ გამორიცხავენ

იაპონიის მმართველი, „ლიბერალ დემოკრატიული პარტიის“ გენერალური მდივანი, ტოშიჰირო ნიკაი თვლის რომ, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უნდა გაუქმდეს. „ოლიმპიადის მასპინძლობა იაპონიისთვის დიდი შანსია და მისი წარმატებულად ჩატარებისთვის, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. მაგრამ თუ, მისი ჩატარება შეუძლებელი იქნება, ის უნდა გაუქმდეს. სიტუაცია ყველა ეტაპზე კარგად უნდა გავაანალიზოთ და საჭიროების შემთხვევაში, მკაფიო გადაწყვეტილება მივიღოთ“, – აღნიშნა ტოშიჰირო ნიკაიმ.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტით ჩავა

დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა, ხაზგასმით აღნიშნეს, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით, ნატოსა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე, საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებს, უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალი ვიზიტის დროს განიხილავენ.

მეტი...

„საქართველო არ იყიდება, არა ნამოხვანჰესს“  – აქცია გრძელდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების განცხადებით, საპროტესტო აქციისას, მათ ირგვლივ თავს იყრიან გარკვეული „პროვოკატორები“, რომლებიც  პროვოცირებას და არეულობას გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, პოლიციამ სათანადო ზომები უნდა მიიღოს. „ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან აქციაზე თავს. მივმართეთ პოლიციის უფროსს, რომ შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია. ამ ყველაფერის თავის ასარიდებლად და პრევენციისთვის ვაკეთებთ განცხადებას და ვემიჯნებით პროცესებს. ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. თუკი სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ, ამ ადგილზე მოვლენ, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ჩვენ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გადავინაცვლებთ ქვემოთ. პოლიციამ აღნიშნა, რომ ამ ვითარებას არ…

მეტი...

გოგი წულაია ციხიდან წერილს ავრცელებს

„მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მხარდამჭერებო და კეთილმოსურვეებო, ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ ნორმალურად, ვარ ისევ საავადმყოფოში და ვარ 10 მაისის მოლოდინში“ – ამის შესახებ გოგი წულაია წერს და ციხიდან წერილს ავრცელებს. „ამ წერილს არა საკუთარი ამბის მოსაყოლად, არამედ სოლიდარობის ნიშნად ვწერ. პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას, რომლის სასამართლო პროცესი პოლიტიკური ზეწოლით მიმდინარეობს, ასევე ნიკასთან ერთად მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გიორგი რურუას და მინდა ვუსურვო თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ასევე, შეშფოთებული ვარ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებით, ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო “რიონის ხეობის მცველებს” და ყველა იმ ადამიანს ვინც ქვეყნის…

მეტი...

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოშია

თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე. არმენ და ნუნე სარქისიანების დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა. სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.

მეტი...

“სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის გადასარჩენად დაძრულ ეროვნულ ლაშქარს” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტულ პარტიას“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი და ითხოვს ყველა კონტრაქტის, ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც კომპანია „ენკასთან“ გაფორმდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სოლიდარობას უცხადებენ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს და „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივი ხალხთან ერთად დგას. „გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ რიონის გადასარჩენად დაძრულ დიდ, სახალხო, ეროვნულ ლაშქარს, რომელთა ბრძოლისუნარიანობით ყველა უკლებლივ აღფრთოვანებული ვართ. რა თქმა უნდა, „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივი იმერეთისა და არა მარტო, იქ დგას, ხალხთან ერთად. ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, საქართველოში საერთოდ, სამუდამოდ აიკრძალება მეგა და გიგანტური…

მეტი...

“გუმათში ჩამოვედით, როგორც ქართველები” – ირაკლი შიხიაშვილი

გუმათში ჩამოვედით არა როგორც პოლიტიკური პარტია, რომელსაც ხალხის წინაშე კეკლუცობა უნდა, არამედ როგორც ქართველები, რომელთათვის უპირველესი და მთავარი სიტყვაა „ვემსახურები საქართველოს“ და „ვემსახურები ჩემს ერს“, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი შიხიაშვილმა სოფელ გუმათში განაცხადა, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას შეუერთდა. „მინდა, დიდი პატივისცემა და თანადგომა გამოვხატო იმ ქართველების მიმართ, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, ამ გაუსაძლის პირობებში ხეობას იცავენ მიტაცებებისგან. ჩვენ აქ ჩამოვედით არა როგორც პოლიტიკური პარტია, რომელსაც უნდა ხალხის წინაშე კეკლუცობა, არამედ როგორც ქართველები, რომელთათვის უპირველესი და მთავარი სიტყვაა „ვემსახურები საქართველოს“ და „ვემსახურები ჩემს ერს“. მისი განცხადებით, ხელისუფლება საკუთარ ხალხს…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი გორდება. როგორც რამდენიმე უცხოური გამოცემა, მათ შორის Gotennis.ru და ВсёПроСпорт” იუწყება, ნიკოლოზ ბასილაშვილს ძველი ინვესტორი უჩივის. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020…

მეტი...

რუსთაველის თეატრის დასის ნაწილი ბესო ზანგურის წინააღმდეგ არის, ნაწილი კი სოლიდარობას უცხადებს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის თეატრის დასში განხეთქილებაა – ნაწილი ნინუცა მაყაშვილს, ნაწილი კი – ბესო ზანგურს უცხადებს სოლიდარობას.  განხეთქილების შესახებ ინფორმაციას უარყოფს თეატრის ადმინისტრაცია –  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ია შერაზადიშვილის თქმით, შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ თეატრის მსახიობებს რეჟისორთანაც. “მე მსგავსი არაფერი მსმენია, მე რეპეტიციებზეც ვმჯდარვარ, როცა რეპეტიცია მიმდინარეობს და მსახიობსა და რეჟისორს შორის არის აბსოლუტურად სხვა ურთიერთობა… ასეთი რამე მე ბატონი რობერტისგან არ მომისმენია,” – ამბობს ია შერაზადიშვილი.

მეტი...

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი – სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან, როგორც მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ამახვილებდა ყურადღებას. ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, სულიკო საყევარაშვილის და გიორგი სახელაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით კი, 4 000-ლარიანი გირაოს სთავაზობდნენ. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას…

მეტი...

ოპოზიცია 15 მაისის აქციისთვის ემზადება

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს. 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა დღეს კახეთში გაიმართება. დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და თელავისკენ გაემართებიან. დაგეგმილია შეხვედრები, როგორც თელავში, ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში. ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ემზადება, იქამდე კი პოლიტიკური ძალები რეგიონებს მოივლიან.  “მთელი საქართველოს მასშტაბით, კახეთი იქნება ეს, თუ სხვა რეგიონი, პირველ რიგში ჩვენს ამომრჩევლებს უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ ბრაზი, რადგან ქვეყანა, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს, უკან მიდის, ხელისუფლება კი ილუზიას უქმნის, თითქოს საქართველო ჰყვაოდეს. პირველ რიგში, ჩვენ იმ ადამიანებს შევხვდებით, ვისაც პროტესტი აქვს,” – განაცხადა გიგი…

მეტი...

“ვალდებულებად ჩავთვალე, ინფორმაცია მოგაწოდოთ” – კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დამატებითი კვლევები ჩავიტარე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ის ორშაბათიდან სრულფასოვან საქმიანობას დაუბრუნდება. „რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და სვავმს კითხვებს, თუ რა ხდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვალდებულად ჩავთვალე თავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. დამატებითი კვლევები ჩავიტარე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის. ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან უკვე სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას,“ – ამბობს კახა კალაძე.

მეტი...

შსს-მ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით, ძმები წულუკიძეების გარდა კიდევ 4 პირი დააკავა

ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით, ძმები წულუკიძეების გარდა კიდევ 4 პირი დააკავეს, ინფორმაციას შსს ავრცელებს. “სამართალდამცველებმა ბათუმში, 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს,” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს.…

მეტი...

ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი დაარბიეს

ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი დაარბიეს – აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩამსხვრეულია მინები. არსებული ინფორმაციით, ოფისიდან არაფერია წაღებული.  ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

“ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება” – ირაკლი კობახიზე გიორგი გახარიაზე

ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას მხარდამჭერი 6 დეპუტატის მმართველი გუნდიდან წასვლას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქმედება არასწორია და როდესაც პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმა ასე იწყება, გაგრძელებაც ასეთი იქნება. „სამწუხაროა, რაც ვნახეთ. ბევრი მიზეზის გამო, ეს არ იყო სწორი ქცევა, რაც ვიხილეთ, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე არ ყოფილა არანაირი საუბარი და კონსულტაცია ამის შესახებ. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ამ ყველაფერს ჰქონდა არასწორი დასაწყისი და მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი“,- განაცხადა კობახიძემ.…

მეტი...

„თავისუფლებისთვის ბრძოლა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის ოკუპაცია, რომლსაც ჩემს ქალაქში დაბადებული ადამიანი ედგა სათავეში“ – არინა თავაქარაშვილი ოკუპაციაზე

სამოქალაქო აქტივისტი და ლექტორი არინა თავაქარაშვილი ოკუპაციაზე საუბრობს, იგი „სტალინის“ კულტის „სინდრომსაც” ეხება და გორიდან დანარჩენ საქართველოს ოკუპაციის სიმძიმეზე ესაუბრება: „ერთ დღეში საათნახევარი დასჭირდათ იმისათვის, რომ გორში დაენგრიათ ყველა ეკლესია, სულ რაღაც ორი სამი წუთი დასჭირდა, როცა თავის თანაკლასელმა მიმართა: „კობა გაიყვანე ჯარი“ და სანაცვლოდ ყველა დაეპატიმრებინათ. ოკუპაცია გრძელდება და უფრო საშინლად, ვიდრე ეს დედაქალაქიდან ჩანს. მოქალაქეები უფრო მეტს ვცდილობთ ოკუპაციის წინააღმდეგ, ვიდრე ხელისუფლება. პროცესი არის საზარელი, გრძელდება ძალადობრივი ფორმით, პროპაგანდისტული ფორმით, ძველი საბჭოური იდეოლოგიის შეხსენებით, ძალადობრივი ფორმა ჩანს ზოგი მედია საშუალებებიდანაც,“ – ამბობს არინა თავაქარაშვილი. სამოქალაქო აქტივისტი  და ლექტორი…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 908 -ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“  1030 ადამიანს დაუდასტურდა, 706 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 14 აპრილს საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

ინფიცირების 1030 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 706 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 919 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 882 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 030 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  292 244-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.82 %.

მეტი...

„მიღებულია რისკიანი, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია  საქართველოს მთავრობის მიერ 5 დღიანი კარანტინის მოხსნის გადაწყვეტილებას ეხმიანება: „აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ უმაღლესი საბჭოს ამა წლის 25 მარტის წერილობითი მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებისადმი მთლიანად დაკმაყოფილებულია – მიღებულია რისკიანი, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ჩვენი მოქალაქეების 2021 წლის 19 აპრილიდან ხუთდღიანი კარანტინისაგან განთავისუფლების შესახებ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოსულ ადამიანებს, კარანტინის ნაცვლად, ჩაუტარდებათ ანტიგენ-ტესტით ტესტირება, ასევე მათ ექნებათ შესაძლებლობა ნებაყოფლობით ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა  ამასთან დაკავშირებით, მადლობას…

მეტი...

მოჭიდავე ძმები წულუკიძეები დააკავეს – ფირუზ და რევაზ წულუკიძეების დაკავება სავარაუდოდ ნამოხვანის აქციას უკავშირდება

ძმები წულუკიძეები დაკავებული არიან – მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზი სამართალდამცველებმა ბათუმში აიყვანეს. დაკავებულია ირაკლი ჭელიძეც. ისინი პოლიციამ საკუთარ სახლთან აიყვანა და გვიან ღამით აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ნამოხვანში აქციას უკავშირდება. ძმები წულუკიძეები ჭელიძესთან ერთად იმერეთში აქციაზე, რამდენიმე დღის წინ, აჭარიდან ჩავიდნენ. დაპირისპირების შემდეგ გამოკითხვაზე გადაყვანილი სპორტსმენები მაშინვე ამბობდნენ, რომ აქციაზე მათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირები შეამჩნიეს, რომლებიც ბოლო პერიოდში თითქმის ყველა საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდნენ – მათ შორის გურიაში, სადაც მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის რამდენიმე თვის წინ დაპირისპირება მოხდა. ნამახვანში კონფლიქტის მიზეზად კი შეკითხვა დასახელდა – თუ…

მეტი...

“გახარიას გამოჩენა აშინებს და ადამიანურ სახეს აკარგვინებს მოქმედი პოლიტიკური ელიტის” – ბერდია სიჭინავა

„გიორგი გახარიას და მისი გუნდის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა აშინებს, პოლიტიკურ ისტერიაში აგდებს და სამწუხაროდ, ადამიანურ სახეს აკარგვინებს მოქმედი პოლიტიკური ელიტისა და მათი მხარდამჭერების რადიკალურ ნაწილს ორივე პოლიტიკურ პოლუსზე“ – აცხადებს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ბერდია სიჭინავა, რომელმაც თანამდებობა გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ დატოვა და მის გუნდს შეუერთდა. სიჭიანავას განცხადებით, პარლამენტის ექვსმა წევრმა, მმართველი უმრავლესობის დატოვების შესახებ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენმა თანაგუნდელებმა საქართველოს პარლამენტში მიიღეს ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი რადიკალიზაციისა და პოლიტიკურად პოლარიზებული გარემოს დასასრულებლად…

მეტი...

გახარიას გუნდმა, შესაძლოა ხელახალი არჩევნების დანიშვნას მხარი დაუჭიროს

პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელმაც დღეს 5 თანაგუნდელთან ერთად “ქართული ოცნება” დატოვა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, აცხადებს, რომ, შესაძლოა, ხელახალი არჩევნების დანიშვნას მხარი დაუჭირონ. გიორგი ხოჯევანიშვილმა ისაუბრა ე.წ. პოლიტპატიმრებზეც და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან. “მე პირადად და ჩემი გუნდი მივიჩნევთ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, თუ იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს რადიკალიზაცია დამთავრდეს, ჩვენ განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს და განხილვის შედეგად შესაძლოა მხარიც დავუჭიროთ. არჩევნები არ გაყალბებულა, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ყოფილიყო მცირედი დარღვევები, რომელიც ზეგავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. ნიკა მელია და…

მეტი...

“წინა ხელისუფლებამ ჯერ გაყიდა მიწები და შემდეგ დააგეგმარა ქალაქი” – ირაკლი ხმალაძე

პირადად მე ასე დავარქმევდი, რომ ჯერ გაყიდეს [წინა ხელისუფლებამ] მიწები და მერე დააგეგმარეს მთელი ქალაქი, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. „მერე გაყიდულ სივრცეებზე მშენებლობის ნებართვას იღებდნენ და მიმდინარეობდა მშენებლობა. ამის მერე დამტკიცდა ქალაქის გენერალური გეგმა და მერე დადგინდა, სად უნდა ყოფილიყო რეკრეაციული ზონები, სად იყო დასაშვები მშენებლობა და ა. შ. სწორი პროცესი ასეა, ჯერ აგეგმარებ ქალაქს, განსაზღვრავ, რა არის შესანარჩუნებელი სივრცე, რისი განვითარება არის შესაძლებელი და აქედან გამომდინარე იღებ გადაწყვეტილებას. ძალიან ბევრი პრეცედენტი შეიქმნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მწვანე სივრცეა, სკვერია თუ სპორტული მოედანი, ყველა მაინც ახერხებდა მშენებლობის ნებართვის მიღებას.…

მეტი...

“მადლიერი ვართ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების საერთო მისიაში შეტანილი წვლილისა და მსხვერპლისთვის” – ჯო ბაიდენი

სამხედრო კონტინგენტის გაყვანას სრული კოორდინაციით განვახორციელებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომელთაც ახლა იმაზე მეტი შეიარაღებული ძალები ჰყავთ ავღანეთში, ვიდრე ჩვენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს, რომლებიც, მისი თქმით, 20 წლის განმავლობაში ავღანეთში აშშ-ის მხარდამხარ იდგნენ. „თალიბანმა“ უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი ჩვენ დაგვესხმებიან, დავიცავთ საკუთარ თავს და პარტნიორებს ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ჩვენს მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში თითქმის 20 წლის განმავლობაში, ძალიან მადლიერი ვართ მათ მიერ საერთო მისიაში შეტანილი წვლილისა და მსხვერპლისთვის. ერთად ვიყავით და ერთად გამოვალთ. აშშ-ის ჯარები, ისევე…

მეტი...

„ხელისუფლება მიწების გასხვისებასა და მოსახლეობის დაყაჩაღებაზეა გადართული“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ხელისუფლება უსამართლოდ გექცევა, მიწების გასხვისება და ქვეყნის მოსახლეობის დაყაჩაღებაზეა გადართული, როცა ხედავ ხელისუფლებას სულ ფეხებზე ვკიდივართ, პოლიცის ძალის გამოყენებით ცხვრის ფარასავით გვერეკებიან აღმა -დაღმა და სულში გაფურთხებენ თითოეულს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს: მაჩალიკაშვილი თვლის, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს მოსახლეობამ ერთობლივად უნდა იბრძოლოს: „სისტემაც ჩამოშლილია, პირდაპირ დიქტატურაზეც, რომ არც ვისაუბროთ ამ ყველაფრის ერთად აღებული უსამართლობის წინაამღდეგ ებრძვის ოპოზიცია და ქვეყნის დიდი ნაწილი მოსახლეობის, თუ ჩვენ არ ვართ მათიანები, მაშინ უნდა ვიყოთ ჩვენიანები და უნდა ვიბრძოლოთ ყველა საკითხში ერთად, ოპოზიციასთან ერთად,“ – წერს მაჩალიკაშვილი.

მეტი...