„საქართველო არ იყიდება, არა ნამოხვანჰესს“  – აქცია გრძელდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების განცხადებით, საპროტესტო აქციისას, მათ ირგვლივ თავს იყრიან გარკვეული „პროვოკატორები“, რომლებიც  პროვოცირებას და არეულობას გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, პოლიციამ სათანადო ზომები უნდა მიიღოს.

„ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან აქციაზე თავს. მივმართეთ პოლიციის უფროსს, რომ შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია. ამ ყველაფერის თავის ასარიდებლად და პრევენციისთვის ვაკეთებთ განცხადებას და ვემიჯნებით პროცესებს. ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. თუკი სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ, ამ ადგილზე მოვლენ, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ჩვენ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გადავინაცვლებთ ქვემოთ. პოლიციამ აღნიშნა, რომ ამ ვითარებას არ გააკონტროლებს“ – განაცხადა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გუმათში, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია ამ დრომდე გრძელდება. „საქართველო არ იყიდება, არა ნამოხვანჰესს“ –  ეს არის წარწერა, რომელიც აქციის მონაწილეებმა ადგილზე გააკრეს.

მსგავსი თემები