„როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ, კიდევ ჩავალ საქართველოში“ – ვლადიმერ პოზნერი

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც საქართველოში 40 სტუმართან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა, კვერცხებით დახვედრის გამო იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, სოციალურ გვერდზე განცხადებას აკეთებს. რუსი ჟურნალისტი წერს, რომ ის საპატიო კახელია და კიდევ ჩავა საქართველოში. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაბადების დღე მომილოცა. თქვენ არ იცით, იყო ძალიან ბევრი მოლოცვა და თითოეულისთვის პასუხისა და მადლობის გადახდისთვის ძალა არ მეყო. ამიტომ, მინდოდა ეს დღეს გამეკეთებინა. ასევე მადლობა გადამეხადა ყველასთვის, ვინც შეშფოთდა ჩემი მდგომარეობის გამო, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიყავით თბილისში, რათა იქ აღგვენიშნა ჩემი დღესასწაული. ეს არის გარკვეული ტრადიცია, ეს ჩვენ ორჯერ უკვე…

მეტი...

ქუთაისის მერიაში, ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დაკავების დროს შეუძლოდ გახდა

ხმაური იყო ქუთაისის მერიაში, სადაც ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავეს. მას, სავარაუდოდ, პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ჟურნალისტს პოლიციელებმა ხელბორკილები დაადეს და შენობიდან იძულებით გამოიყვანეს. დაკავების დროს ჟურნალისტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საპატრულო პოლიციიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადვოკატის თქმით, ის უგონო მდგომარეობაში იყო. დაპირისპირება მერიის შენობაში ჟურნალისტების შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვას მოყვა. ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მერიის შენობაში შესვლისას დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც გააპროტესტა და მერთან შეხვედრა მოითხოვა. 

მეტი...

პუტინი აპირებს 2036 წლამდე მართოს ქვეყანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას კიდევ ორი ვადით თანამდებობაზე ყოფნის უფლებას აძლევს, ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს. ახალი კანონის მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2024 წელს პუტინს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება, იგი არჩევნებში მონაწილეობას კიდევ 2-ჯერ შეძლებს. კანონში ცვლილება ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე იყოს.

მეტი...

“სახლში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ” – ვანო მაჭავარიანი

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვანო მაჭავარიანი დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა თავად მაჭავარიანი უარყოფს. “ტყუილია. სახლში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ,” – ამბობს ვანო მაჭავარიანმა. ცნობისთვის: გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვანო მაჭავარიანი დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა, მოგვიანებით თავად მაჭავარიანმა განმარტა, რომ თანამდებობიდან გადადგომამდე დაახლოებით 10 დღით ადრე პოლიპები ამოიჭრა და ცხვირის ძგიდე გაუსწორეს.

მეტი...

27% – ხმას არ მისცემდა “ქართულ ოცნებას”, 26% – კი “ნაციონალურ მოძრაობას – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე – “რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში”, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 26% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ არ მისცემდა, 9%-მა „პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა, 8%-მა კი – „გირჩი“ დაასახელა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა პარტია „გაერთიანებულ საქართველოს“, 5%-მა – „ლეიბორისტული პარტია“ დაასახელა, 5-5%-მა – „მოქალაქეები“ და „ევროპული საქართველო“, 4%-მა – პარტია „სამართლიანობისთვის“, 4%-მა – პარტია „ლელო“, 2-2%-მა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“, 1 %-მა დაასახელა სხვა პარტია, 6%-მა – არცერთი, 26%-ს კი…

მეტი...

მომღერალ ნეკა სებისკვერაძის მშობლები კორონავირუსით გარდაიცვალნენ

მომღერალ ნეკა სებისკვერაძის მშობლები კორონავირუსით გარდაიცვალნენ. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. „21 მარტს მამამ დამტოვა, დღეს კი დედამ“, – წერს მომღერალი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მეტი...

ილია მეორე 89%, გიორგი გახარია 65% – მოსახლეობის აზრი პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების შესახებ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი- 89% დადებითად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ არის განწყობილი.  პოლიტიკოსებში მოსახლეობის დადებითი განწყობით გიორგი გახარია ლიდერობს. მის მიმართ კეთილგანწყობილი გამოკითხული მოქალაქეების 65%-ია. მას მოსდევს კახა კალაძე 65%-ით. გამოკითხვაში მონაწილეების კეთილგანწყობა სხვა დასახელებულების მიმართ ასეთია :  დავით ბაქრაძე 52%, ნიკა მელია 42%, ბიძინა ივანიშვილი 40%, გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი 39%, დავით უსუფაშვილი 36%, არჩილ თალაკვაძე 33%, ირაკლი კობახიძე 33%, სალომე ზურაბიშვილი 31%, გიგი უგულავა 29%, შალვა ნათელაშვილი 27%, მამუკა ხაზარაძე 26%, ალეკო ელისაშვილი 26%, ლევან ხაბეიშვილი 24%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე…

მეტი...

“მოსახლეობის 39% აზრით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა” – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.  კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% თვლის, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა “მეტ-ნაკლებად გაუარესდა” (37%) და “მნიშვნელოვნად გაუარესდა” (39%). გამოკითხულთა 63% მიიჩნევს რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის რომ ეკონომიკური მდგომარეობა “მეტ-ნაკლებად” ან “ძალიან” ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც…

მეტი...

“ოპოზიციის ბოიკოტს პარლამენტში შესვლაზე მოქალაქეების 60% მხარს არ უჭერს” – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის, 42% – “სრულიად არ უჭერს მხარს” და 18% – “გარკვეულწილად არ უჭერს მხარს”. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა “IPM” მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა…

მეტი...

„9 აპრილის გაგრძელებაა 20 ივნისი, 9 აპრილის ტრაგედიის მომტანები, ის ძველი „გკბ -ეშნიკები“ ახლა ხელისუფლებაში სხედან“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი „ჯაპანას“

„მე არ ვიცი ვინ ხარ ჯაპანა, მართალი გითხრა არც მაინტერესებს, მაგრამ ერთს გეტყვი 9 აპრილი არაა მარტო შენი, იქ მდგომი ადამიანებისაა, იმ ახალგაზრდების, იმ 9 აპრილის გაგრძელებაა  და მათი პროტესტის, იქ ვისაც თვალები დასთხარეს და სულით დაასახიჩრეს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს. მალხაზ მაჩალიკაშვილი მსახიობს  20 ივნისს ახსენებს: „შენი მტრის რუსი გავრილოვის გამპროტესტელები დგანან, იქ, ჩემი კარავიც დგას და იქ სხვადასხვა ამ ხელისუფლების უსამართლობის გამპროტესტელების ხალხის კარვებიც დგას . მე ასე გეტყოდი შენ პირადად, დარწმუნებული ვარ შენივე ჭერქვეშ შენივე ოჯახში ხარ აყროლებული, ამაში დარწმუნებული ვარ არა მარტო ჰიგიენურად,…

მეტი...

“დავემორჩილოთ დაწესებულ რეგულაციებს!” – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ილია მეორემ 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, სიცრუეა. მეტიც 4 აპრილს პატრიარქი საკვირაო მსახურებაზე არ იმყოფებოდა. “სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მეტიც, უწმინდესი და უნეტარესი 4 აპრილის საკვირაო მსახურებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუვებისა და რეგულაციების დაცვის შესახებ…

მეტი...

„მეშინია, რომ კიდევ ბევრ მეგობარს, თანაქალაქელს დავკარგავ“ – პროფესორი კორონავირუსის საფრთხეზე

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აცხადებს, რომ ქვეყანას კორონავირუსის კიდევ ერთი ტალღის გადატანა გაუჭირდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება. „მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა” – აცხადებს გადელია და მოქალაქეებსა და კოლეგებს მიმართავს. “კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა! ქვეყანასაც გაუჭირდება! ამავე დროს, უნდა გითხრათ,  გაგაფრთხილოთ,  რომ ეს დღეებია იმატებს სასტაციონარე ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია! მეშინია, რომ კიდევ ბევრ მეგობარს, თანაქალაქელს დავკარგავ. დღეს სამი მეგობარი პირადად…

მეტი...

ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი გადაისინჯება, სასამართლო პროცესი ჩაინიშნა უკვე ჩაინიშნა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფ ნიკანორ მელიას მელიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. სხდომა 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. პროცესი, დიდი ალბათობით, სწორედ მის აღკვეთის ღონისძიებას –  პატიმრობის გადასინჯვას შეეხება. დაცვის მხარისთვის, ამ ეტაპისთვის უცნობია, რატომ ჩაინიშნა სასამართლო პროცესი და ბრალდების მხარე სასამართლოსთვის რა დაკუმენტების წარდგენას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელიას ბრალად ედება  20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მისი ხელმძღვანელობა. ის პატიმრობაში გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო მოხვდა.

მეტი...

„მესამე ტალღა ქვეყნისთვის სრულიად დამანგრეველი იქნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„პანდემიის მესამე ტალღასთან საკმაოდ ახლოს ვართ და თუ ეს ვითარება რეალურად დადგა, ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა. როგორც ჩხაიძემ განმარტა, ერთადერთი გამოსავალი რომ შემდგომი ტალღას თავი ავარიდოთ იმუნიზაციაა, რომელიც დღეს საკმაოდ დაბალია.    „პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. ერთადერთი შესაძლებლობა არის ვაქცინაცია. ან ვაგრძელებთ გარდაცვალების მართლაც კატასტროფულ მაჩვენებელს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ან ვზრდით იმუნიზირებული მოსახლეობის რაოდენობას და ვამბობთ, რომ შესაძლებელია, პანდემია დავამარცხოთ 2021 წლის ბოლოსთვის. თუ ასე…

მეტი...

„ან გვექნება გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ან ვზრდით იმუნიზაციის რაოდენობას“ –  ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში

„თუ ამ ტემპით წავედით, ისევ მივიღებთ გარდაცვლილთა დიდ რაოდენობას და გადატვირთულ სტაციონარებს“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, თუ ვაქცინაცია არსებული ტემპებით გაგრძელდა, იმუნიზაციის გეგმა ვერ შესრულდება და პანდემიას 3 წელი ვერ დავამარცხებთ.   „იმისთვის, რომ გეგმა შესრულდეს და საქართველომ გააკეთოს განაცხადი პანდემიის დამარცხებაზე, დღეში გვჭირდება 5-6 000-მდე ადამიანის ვაქცინაცია.  დღეს ეს მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლებია,  ვიდრე საჭიროა.  თუ ასე გაგრძელდა  და არ მოხდება ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდა, ვერ შევასრულებთ იმუნიზაციის გეგას…

მეტი...

“მესამე ტალღა დაიწყო!.. გადავდგებოდი!” – გიორგი ფხაკაძე

მესამე ტალღა დაიწყო, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ქვეყანა კიდევ 2 კვირის წინ იყო ჩასაკეტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. „გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩაკეტვასთანაა დაკავშირებული, სუფთა პოლიტიკურია. მე რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, გადავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა შეზღუდვა მოხსნეს. და ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ შეზღუდვებზე მანიპულაციას ცდილობენ თქვენით, ისინი ყველაზე მავნებლები არიან. თქვენს ემოციებზე თამაშობენ და ქულების აღება უნდათ, ეს ქულები დროებითია“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მეტი...

„აღდგომის დღესასწაულზე მაქსიმალურად თავი ავარიდოთ საზოგადოებრივ თავშეყრილ ადგილებს, ეს იქნება ეკლესია თუ სასაფლაოები“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„აუცილებლად უნდა შევიკავოთ თავი ხალხმრავალ ადგილებში შეკრებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ მივიღებთ დღეში 400 – 5000 შემთხვევას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ – თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორი აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „თავი უნდა შევიკავოთ აღდგომის პერიოდში თავყრილობებისგან, ეს სასაფლაო იქნება თუ ეკლესია, არ შეიძლება ხელაღებით დავუშვათ, რომ ყველაფერი დამთავრდა და თავს მივანიჭოთ სრული თავისუფლება, აქ თუ ჩვენ არ მივიღეთ რეალურად ეფექტური ზომები, მართლა გვექნება შემთხვევების მატება, რაც დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში და გამოიწვია ზუსტად ამ თავყრილობებმა. აღდგომის დღესასწაულზე მაქსიმალურად თავი ავარიდოთ საზოგადოებრივ…

მეტი...

ოზურგეთში დედა და 2 შვილი ავარიაში მოყვნენ – ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთ-ერთი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაღალი სიჩქარით მოძრავმა “ჰიუნდაის” ფირმის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. მცირეწლოვნები კი ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” არიან გადაყვანილები. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის 11 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ევროჯასტთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა გამოავლინეს. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან – გ.გ.-სთან და გ.ლ.-სთან ერთად, ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი…

მეტი...

“ერთადერთი შესაძლებლობა არის ვაქცინაცია, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ველოდებოდით” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„გეგმის შესასრულებლად, პირველ რიგში, საჭიროა მოსახლეობის, და არამარტო მოსახლეობის, ალბათ, პირველ რიგში ჩვენ სამედიცინო საზოგადოებაზეც ვსაუბრობთ, დარწმუნება, რომ პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. ერთადერთი შესაძლებლობა არის ვაქცინაცია, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ველოდებოდით,” – ამის შესახებ “მედიცანტრ მთავარში” იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დღიური მაჩვენებელი 1 000-ს შეადგენს. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი აღნიშნავს იმასაც, რომ თუ იმუნიზაციის მაჩვენებელი ამ ტემპით გაგრძელდება, სამი წელი იქნება საჭირო, რათა…

მეტი...

“სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ თუ მოგვმართავენ, უარს ვეტყვით, ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმართვის შემთხვევაში, უარს ეტყვის. როგორც ჟურნალისტებს პაპუაშვილმა განუცხადა, მანდატების გაუქმებაზე მმართველი გუნდის პასუხი ცნობილია, რადგან წინა შემთხვევაშიც ეს პოზიცია ჰქონდათ. „კიდევ ერთხელ თუ მოგვმართავენ, უარს ვეტყვით, ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება. ამის არგუმენტია თითოეული დეპუტატის ნება, მიაჭიროს თითი ღილაკს ან – არა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

“ამ ეტაპზე კლინიკური რესურსის დეფიციტის პრობლემა არ დგას” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კლინიკური რესურსის დეფიციტის პრობლემა არ დგას.  მისი განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მართვის მთავარი მექანიზმები, ამ ეტაპზე, პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვებია. “არის 4500 საწოლი მობილიზებული, ასევე, დაახლოებით, რეანიმაციის 800 საწოლი. კლინიკური სექტორის რესურსი გავიარეთ, ვიცით და ისიც ვიცით, როგორ გამოვიყენოთ კოვიდსასტუმროები. ის, რომ კლინიკურ სექტორს რესურსი არ ეყოფა, ამისი პრობლემა დღეს ნაკლებად დგას, თუმცა, საყურადღებოა ის, რომ ჩვენ ასეთ მაღალ დატვირთვაზე არ უნდა გავიდეთ, რადგან ვიცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იქნება მაღალი და მაქსიმალურად მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ შემთხვევების ესკალაცია. ასე რომ, პრევენციული ზომები და წერტილოვანი…

მეტი...

“დაუსაბუთებელი აქციები საჭირო არ არის, საჭიროა, დავიცვათ წესები” – დიმიტრი ხუნდაძე

შეზღუდვების წინააღმდეგ არ არის საჭირო დაუსაბუთებელი აქციები ქუჩაში, არამედ საჭიროა, დავიცვათ წესები, რომელსაც ყოველდღიურად გვახსენებენ დარგის სპეციალისტები, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. „შეზღუდვების გამკაცრება, თუ შემსუბუქება, დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება იმდაგვარი, რომ მინიმალურ მოთხოვნებს შევასრულებთ, რაც რთული არ არის – მოვიხმართ პირბადეს, დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, შესაბამის დროს ჩავიტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემსუბუქდება​, ეპიდემიოლოგოირი სტაბილურობა უფრო მეტად იქნება შესაძლებელი. ამ დროს საჭირო არ იქნება შეზღუდვები. შეზღუდვების წინააღმდეგ არ არის საჭირო დაუსაბუთებელი აქციების მოწყობა ქუჩაში, არამედ საჭიროა, დავიცვათ ის წესები, რომელსაც ყოველდღიურად გვახსენებენ დარგის სპეციალისტები, მაგრამ…

მეტი...

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ უსაფრთხოების, ეფექტურობის მხრივ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ” – ჩინეთის ელჩი

ბოლო დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ უსაფრთხოების და ეფექტურობის მოთხოვნების მხრივ ეს ორივე ვაქცინა აკმაყოფილებს ორგანიზაციის მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენიმ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ლი იენიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ვიცით, რომ გადაუდებელი გამოყენების სიაში ვაქცინა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ იქნება სანდო, მაღალი ხარისხის, თუ განიხილავთ ვერსიას, რომ ვაქცინამ ორგანიზაციისგან არ მიიღოს აკრედიტაცია და რას გულისხმობს ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების სიაში მოხვედრა“. როგორც საქართველოში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, ყველა უნდა დაელოდოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებას. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეფასების ეტაპზეა როგორც „სინოფარმის“ ისე…

მეტი...

„ერთი თვის განმავლობაში გასამმაგდა აქტიური ინფიცირების რაოდენობა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ზოგადი ეპიდვითარება ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში არის გაუარესებული,“ – ამის შესახებ „მედიცანეტრ მთავარში,” თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორის ვარაუდით, თუ არ იქნება გათვალისწინებული რეკომენდაციები შესაძლოა ქვეყანა ნოემბერ – დეკემბრის ნიშნულს დაუბრუნდეს: „დღეს შემთხვევების რაოდენობა გასამმაგებულია, ერთი თვის განმავლობაში გასამმაგდა აქტიური ინფიცირების რაოდენობა. 400 – 500 ინფიცირებული ეს არის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ეს მატება არ არის ისეთი კატასტროფული, რომ მესამე ტალღად აღვიქვათ, მე არ ვთვლი, რომ მესამე ტალღა არ იქნება არასოდეს, ეს მიდგომა არასწორია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი უნდა გავითვალისწინებთ მწარე გამოცდილებას ნოემბერი…

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი ვაქცინა SINOVAC-ი შემოვა

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. “ჩინეთის მთავრობა საქართველოს, ასევე გადასცემს უსასყიდლოდ SINOVAC-ის ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. მხედველობაში მაქვს თურქეთში დაახლოებით 15 მილიონი დოზა. დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა აზერბაიჯანში. წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებს აპრილის შუა რიცხვებში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ საქართველომ ჩინეთისგან ვაქცინა უკვე მიიღო, საუბარია SINOPHARM-ზე რიომელიც ქვეყანაში შაბათს, 2 აპრილს შემოვიდა. 

მეტი...

დაწესდება თუ არა აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვები – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება უწყების გეგმა ცნობილი, დაწესდება თუ არა, რაიმე შეზღუდვები. “ჩვენთვის, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომითი ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე ვიფიქროთ. ამ ეტაპისთვის, ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე.  ამ ეტაპისთვის, საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით. რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან, ამ ეტაპისთვის, ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა…

მეტი...

“ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია ქელეხებთან და ქორწილებთან” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახლა ეპიდსიტუაციის მხრივ დაახლოებით ისეთი სურათია როგორიც ოქტომბერში იყო. გამყრელიძის თქმით, დინამიკა ნელ-ნელა იმატებს.  “ბოლო 2 კვირა, 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა შეიმჩნევა. ამ დინამიკას არ აქვს ნახტომისებური სახე. ის ნელ-ნელა იმატებს.  ასევე შეიმჩნევა დინამიკა აქტიური შემთხვევების და ეს არის დაახლოებით ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასული ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის. გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც გვქონდა. მთავარია მაქსიმალურად ავწიოთ და, ოდნავ გამოჩნდა დინამიკა პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოვარდნილი იყო 75%-დან  43%-ზე, ბოლო მონაცემით გვაქვს 51%. უნდა ავიდეთ…

მეტი...

“ამ ეტაპისთვის გაგვაჩნია რესურსი, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე” – ეკატერინე ტიკარაძე

ამ ეტაპისთვის გაგვაჩნია რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომის ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა იმ წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშნველოვანია თითოეული მოქალაქის…

მეტი...

“ჩინურ ვაქცინა SINOPHARM-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს” – ამირან გამყრელიძე ​​

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინურ ვაქციანა SINOPHARM-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი იმ ქვეყნებს ასახელებს, რომელიც ჩინურ პრეპარატს იმუნიზაციისათვის იყენებს.   “ჩვენი არეალი და იარაღი უფრო ფართოვდება კოვიდთან ბრძოლაში, უკვე მესამე ვაქცინაა ქვეყანაში. SINOPHARM–ის, გარდა ჩინეთისა, ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში – ბრაზილია, ჩილე, ევროპის ქვეყნებიდან უნგრეთი, სერბეთი და ა.შ. დაახლოებით, 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს მას. ის არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.    შეგახსენებთ საქართველომ ჩინური ვაქცინა SINOPHARM-ი შაბათს, 2 აპრილს მიიღო. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ჩინეთიდან კიდევ ერთ ვაქცინას –  SINOVAC-ს, სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. 

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,1 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,1 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,48 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,85 პროცენტი. საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი, 11 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 425 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 211 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 090, „პისიარ“ ტესტით – 4 121. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,1%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 061 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 024 გამოჯანმრთელდა, 3822 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 219, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 876 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 218 პირი. ამასთან, 4 აპრილის მდგომარეობით,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით  11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 822-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 228  ადამიანს დაუდასტურდა, 425 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.

მეტი...

სოფელ შრომას შესასვლელებში სპეციალური საგუშაგოებია განთავსებული

საგანგებო მდგომარეობაა გურიაში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის შესასვლელებში სპეციალური საგუშაგოებია განთავსებული, სადაც მოსახლოებას უზომავენ სიცხეს და ხდება მასობრივი ტესტირება. აღებული ნიმუშებიდან გუშინ 4 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულების მატება რეგიონებში კოვიდრეგულაციების დარღვევას უკავშირდება და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

დღეს, დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

5 აპრილს დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...