ვეტერანებს ჩაფიძის გულის ცენტრში გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ

მიმდინარე წლის 3 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 45-მა ბენეფიციარმა; განხორციელდა 180-მდე სამედიცინო ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის…

მეტი...

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის რამდენიმე სოფელში კარვები დადგეს და საკონტროლო პუნქტები მოეწყო

„კოვიდ პანდემიის“ გავრცელების საპრევენციოდ, ამჯერად, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭყონაგორასა და ჩოჩხათა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. „გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნული სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.…

მეტი...

„გაუქმდეს კომენდანტის საათი“ – აქცია-მსვლელობა თბილისში

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათს აპროტესტებენ და მის დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვენ. პლაკატებითა და ტრანსფარანტებით აღჭურვილი აქციის მონაწილეები, თბილისში სამ ლოკაციაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტისკენ დაიძრნენ. გეგმის მიხედვით, მათ პარლამენტის შენობის წინ სცენა უნდა დაემონტაჟებინთ, სადაც საღამოს კონცერტს გეგმავდნენ. თუმცა, სამართალდამცველებმა მათ სცენის დამონტაჟიბის შესაძლებლობა არ მისცა. აქციის მონაწილეები აპირებენ, პროტესტის ნიშნად „კომენდანტის საათი” დაარღვიონ და ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაატარონ. აქციაში მონაწილეობას ღებულობენ: „გირჩი – მეტი თავისუფლების;“ მოძრაობა „სირცხვილია“ „ლელო;“ „ევროპული საქართველო“ და სხვები. ისინი ითხოვენ იმ ჯარიმების გაუქმებას, რომელიც, “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის ამ დრომდე გამოწერეს.

მეტი...

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებს 8 ტომი გადასცეს

ახალციხეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა სს საქმის მასალები მიიღეს. 8 ტომიანი საქმე ადვოკატებს დღეს გადასცეს. როგორც საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ორივე ადვოკატი საქმის მასალების გაცნობას დღეს დაიწყებს და სრულად გასაცნობად რამდენიმე დღე დასჭირდებათ. „მასალები საკმაოდ მოცულობითია, სულ 8 ტომია. შევისწავლით უახლოეს პერიოდში და ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, უფრო  კვალიფიციური, ინფორმირებული და დასაბუთებული პოზიციები დავაფიქსიროთ. საქმის მასალებში არის „იმედის კლინიკის“ მედპერსონალის გამოკითხვის ოქმები, ასევე თბილისის კლინიკის მედპერსონალი. ასევე, გამოკითხული არიან პირები, რომელთა აცრა მეგისთან ერთად მოხდა“ – განაცხადა ადვოკატმა. მისივე…

მეტი...

“ნამახვან ჰესის“ საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვენ ჰესის“ მშენებლობა გრძელდება, სამართალდამცველებმა 2 ადამიანი დააკავეს. მიზეზი საპროტესტო აქცია და დაპირისპირება გახდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა. კერძოდ, 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი დანაშაული. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დღეს ისევ შეიკრიბნენ და ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. დღეს დაპირისპირება მოხდა “ნამახვანი ჰესის” ინვესტორი კომპანიის – „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძესთან. დღესვე, უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით შეიზღუდა.  ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

მეტი...

ოპოზიცია 15 მაისისთვის ემზადება და სპეციალურ „შტაბს“ ქმნის

„ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციის შეკრება დასრულებულია.  საერთო გადაწყვეტილებით, იქმნება „15 მაისის შტაბი,” რომელიც დაგეგმილი აქციების განრიგსა და სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს. პირველი ეტაპი კი 15 მაისს დაგეგმილი აქციისთვის მზადება იქნება. როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერები რეგიონებში გადანაწილდებიან და პროცესებს ადგილზე უხელმძღვანელებენ. „ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას“ – განაცხადა ბურჯანაძემ მედიასთან.

მეტი...

ნამახვან ჰესის“ მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია – შსს განცხადებას ავრცელებს

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის გამო, ადგილზე აქტივისტები ისევ შეიკრიბნენ და მშენებლობას აპროტესტებენ. ჰესის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა და აქციაში მონაწილეობის მსურველებს ადგილზე მისვლის შესაძლებლობა არ ეძლევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს.    „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვან ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს“ – ვკითხულობთ განცხადებაში. უწყებაში ადასტურებენ, რომ ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია. „უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს…

მეტი...

“გირჩი” ქლიავების პარტიაა, ალეკო ელისაშვილი კობახიძეზე უფრო უარესი “ქოცი” – გიგი უგულავა

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ “გირჩი” ქლიავების პარტიაა. “ალეკო ელისაშვილს რა დაეჯერება, კობახიძეზე უარესია და უფრო ქოცი, იმის მიხედვით რასაც იძახის, ის კობახიძეზე უფრო მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას. რაც შეეხება “გირჩს”, ეგ ქლიავების პარტიაა,”- აღნიშნა გიგი უგულავამ. გიგი უგულავა ამ კომენატარით პარტია “მოქალაქეების” ლიდერი განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ალეკო ელისაშვილი ევროპული ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდის ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებს. ამ წუთებში ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები სამომავლო გეგმებსდა და 15 მაისს დაგეგმილ  აქციას განიხილავენ. 

მეტი...

“რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს” – უკრაინული მედია

გასული დღის განმავლობაში, 2 აპრილს, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებაშია აღნიშნული. ”ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 21 დარღვევა დაფიქსირდა, აქედან 20 უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციების დაბომბვა, ერთი კი – ქალაქ კრასნოგოროვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა იყო,“- აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბში. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდნენ.

მეტი...

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. დოჩანაშვილის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძილზე მძიმე იყო. მწერალი 1 საათის წინ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” გარდაიცვალა. გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები ჟურნალ “ცისკარში” 1961 წელს დაიბეჭდა. მწერალი ლიტერატურული პრემია – “საბას” მფლობელია, ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. გურამ დოჩანაშვილი 82 წლის იყო. მან ბოლო 1 თვე კლინიკაში გაატარა. მწერალს გულსისხლძარღვთა და ფილტვების პრობლემა ჰქონდა.

მეტი...

“ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე” – ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. ამის შესახებ ზელენსკიმ დონბასში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით გაკეთებული სპეციალური მიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა მინსკისა და ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია, ნებისმიერ ძალას გაუწიოს წინააღმდეგობა. „ცეცხლის სრულად შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება მინსკისა და ნორმანდიულ ფორმატებში რთული, თუმცა ძალიან აუცილებელი მოლაპარაკებების გაგრძელების საწინდარია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ჩვენს არმიას შეუძლია, ნებისმიერს გაუწიოს წინააღმდეგობა. ეს აძლიერებს ჩვენს პოზიციებს დიპლომატიური გზით ვითარების დასარეგულირებლად, რაც უკრაინამ…

მეტი...

“ვოლსკი შე ნაბიჭვარო” – მალხაზ მაჩალიკაშვილი გია ვოლსკის

„შენი ადგილი პარლამენტში, თუ სხვა სახელისუფლებო დაწესებულებაში უნდა იყოს?“, – ასე მიმართავს მალხაზ მაჩალიკაშვილი გია ვოლსკის. მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც გია ვოლსკი „ჟესტით“ მიმართავს აქციის მონაწილეს: „დედაშენს და ყველა შენს ოჯახის წევრს გაუკეთე, რასაც ახლა ახალგაზრდების მიმართ ამ შენი ბინძური სულით ჟესტს აჩვენებ, შე მართლა რუსის ბინძურო ღორო. ძალიან მაინტერესებს ოჯახი როგორი გაქვს, ერთი ფაქტი კი ცნობილია ჩემთვის ის. რომ მამა – შვილი “გეროინს” ერთად იჩხირავდით, შე ნაგავო და ვირთხა,“ – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა გაეროს ბავშვთა ფონდს სტუმრობდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ჰასან ხალილს შეხვდნენ, – ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეს – სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გაიმართა. „განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში ბავშვთა უფლებების დარღვევის, ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვისა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის გამონახვის საკითხებზე გამახვილდა. წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ  მართლდება პროგნოზი ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ ენაზე სწავლების თანდათანობითი შეზღუდვისა და ზოგადად ქართული ენის მიზანმიმართული გამოდევნის თაობაზე. ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს საერთაშორისო პლატფორმებზე…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი სამებაში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ​მივიდა

სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაიშვიდი მიმდინარეობს.  ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ. ის კორონავირუსით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახელოვან მუსიკოსს პანთეონში ანა კალანდაძის და ნოდარ დუმბაძის გვერდით დაკრძალავენ.

მეტი...

სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. გამოძების ვერსიით, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა “ფოთის” მომსახურების სამმართველოს უფროსი – საზღვარზე პირადი მოტივით მოქმედებდა. მან დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ავტომანქანა საზღვარზე დაადეკლარირა, მაშინ როცა მისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ.

მეტი...

„სინოფარმის“ ვაქცინას ამჟამად ათეულობით ქვეყანა იყენებს, 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული” – თამარ გაბუნია

„სინოფარმის“ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს, 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის“ საქართველოში შემოსვლის კომენტირებისას განაცხადა. როგორ თამარ გაბუნია აცხადებს, „სინოფარმზე“ ჩატარებული კვლევები კარგ შედეგებს უჩვენებს. მისივე თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. „ საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ჩინური წარმოების გახლავთ. ამ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს, „სინოფარმის“ ვაქცინით 40 მლნ-ზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული. კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აპრილის შუა რიცხვებისკენ მიიღებს ვაქცინა…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 331, იმერეთში – 56, აჭარაში – 51

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 331, იმერეთში – 56, აჭარაში – 51, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 729 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 531 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 198 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 580 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 369-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 804-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 580 ადამიანს დაუდასტურდა, 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 2 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 326 პაციენტი, 13 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 729 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 531, „პისიარ“ ტესტით – 13 198. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,95% ბოლო 14 დღის – 1,81%, ბოლო შვიდი დღის – 1,85%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 283 369 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 274 145 გამოჯანმრთელდა, 3 804 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 250, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 758 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 231 პირი. ამასთან, 2…

მეტი...

ჩინური ვაქცინა SINOPHARM-ი საქართველოშია

SINOPHARM-ის ჩინური ვაქცინა უკვე საქართველოშია. სამედიცინო ტვირთი ჩინეთიდან, დღეს შემოვიდა.  როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც SINOPHARM-ის პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს. ქვეყანამ ჩინეთიდან SINOPHARM-ის 100 000 დოზა მიიღო.

მეტი...

ე.წ. კომენდანტის საათისა და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტთან დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

ე.წ. კომენდანტის საათისა და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით დღეს, “სირცხვილია” სხვა 13 სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად აქციას გამართავენ. სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს 2 პოლიტიკური პარტიაც –  “ლელო” და “გირჩი” უერთდება. აქციის მონაწილეები შეკრებას სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყებენ, თავს ფილარმონიასთან მოიყრიან და შემდეგ პარლამენტისკენ 18:00 საათზე მსვლელობას გამართავენ, სადაც ე.წ კომენდანტის საათს და ჯარიმებს გააპროტესტებენ.

მეტი...

უკრაინამ დონბასში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა

უკრაინამ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზების გაზრდისა და დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა. “ჩვენ პარტნიორებს – გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს ვაცნობეთ დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების გაძლიერების შესახებ. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას და დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი მოქმედება და რუსეთზე ზეწოლის განხორციელება შეაჩერებს სამხედრო დაძაბულობას”, – ნათქვამია გაეროში უკრაინის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში სიტუაციის…

მეტი...

გურიის რამდენიმე სოფელში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, კონტროლი მკაცრდება

გურიის რამდენიმე სოფელში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, კონტროლი მკაცრდება. სოფლების შესასვლელებში, მოსახლეობის თერმოსკრინინგი ჩატარდება. სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად რეგიონში არსებული ეპიდვითარება განიხილა. „განსაკუთრებით გახშირებულია კოვიდდადებითი პაციენტების რაოდენობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის, ჩოჩხათისა და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ხვალიდან, ზემოაღნიშნული სოფლების შესასვლელებში, მოსახლეობას ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ასევე, ამავე სოფლებში გაგრძელდება მოსახლეობის მასიური ტესტირება“, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

საქართველოში დღეს ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვა

საქართველოში დღეს ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს. მისივე თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლებათ.

მეტი...

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ. ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“. 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი…

მეტი...

კაპიტოლიუმთან მომხდარ თავდასხმას ერთი სამართალდამცავი ემსხვერპლა

შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში თავდასხმის შედეგად ერთი სამართალდამცავი გარდაიცვალა, ხოლო მეორე ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში მჯდომი მამაკაცი კაპიტოლიუმთან მდებარე საგუშაგოსთან შლაგბაუმს შეეჯახა, რა დროსაც ორი სამართალდამცავი გაიტანა. შეჯახების შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა ის სასიკვდილოდ დაჭრეს. პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, თავდასხმა ტერაქტთან დაკავშირებული არ არის. “არ ვიცით ეს იყო თავდასხმა სამართალდამცავებზე თუ არა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულნი ვართ საქმე ბოლომდე გამოვიძიოთ და ჩვენ ამას ვიზამთ კიდეც,” – განაცხადა მან. გავრცელებული ინფორმაციით, კაპიტოლიუმის შენობასთან მომხდარი თავდასხმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უკვე აცნობეს.

მეტი...