არსებული „კლასტერების“ რაოდენობა იზრდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქარველოში „კლასტერების: რაოდენობა გაიზარდა. „დღეს, დაახლოებით 16-მდე „კლასტერული“ ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. ყველა ეპიდაფეთქება უკავშირდება დიდ თავშეყრებს. ეს არის ძირითადად საბედნიერო, თუ ჭირის სუფრები. ნებისმიერი თავშეყრა, როგორიც არ უნდა იყოს, თუ არ არის დაცული შესაბამისი რეგულაციები – დისტანცია, პირბადე, ხელების ხშირი დამუშავება, მომატებული რისკია“, – განაცხადა გამყრელიძემ. როგორც ეპიდემიოლოგი განმარტავს, ამ ეტაპისთვის ვითარება მართვადია.

მეტი...

აღდგომის შეზღუდვასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები საპატრიარქოს პოზიციას ელოდებიან

დაავადებათა კონტროლისა დ საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  განცხადებით, დაწესდება თუ არა მკაცრი შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პოზიციები საპატრიარქოსთან შესაჯერებელია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ საკითხზე  მსჯელობა  მიმდინარეობს. „დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, როგორც შარშან, რომ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. აღდგომამ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ამ ყველაზე დიდმა დღესასწაულმა რომ  ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება. ასევე,  დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობ, შეთანხმებამდე მივალთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

შაბათ-კვირის შეზღუდვა და ე.წ. კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება  

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას რესტორნები და კაფე-ბარები არ იმუშავებს. ასევე, ძალაში რჩება „კომენდანტის საათი“. „საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა. ასევე, შაბათ-კვირის შეზღუდვები“ – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მეტი...

უქმე დღეები 4-დან 11 მაისის ჩათვლით, კერძო და საჯარო სექტორს თანაბრად ეხება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, უქმე დღეები კერძო და საჯარო სექტორს თანაბრად ეხება. „უქმე დღეები ნიშნავს, რომ ის არის ყველასთვის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის. რაც შეეხება თარიღებს როგორც მოგეხსენებათ, მანამდე დღესასწაულებია, შემდგომ შაბათ-კვირა უწევს, შემდგომ ისევ დღესასწაულია 12 მაისი, შესაბამისად, ეს დღეთა რაოდენობა იქნა ამის მიხედვით განსაზღვრული“, – განაცხადა ღიბრაძემ. შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო, 4 -11 მაისი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უქმედ გამოცხადდა.

მეტი...

დასაქმებულები დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, 4 -11 მაისი კი უქმედ ცხადდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4 -11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს. საკოორდინაციო…

მეტი...

კობა კობალაძე ლანჩხუთის მერს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, შემდეგ კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, მერის პირველ მოადგილეს, ბიძინა იმნაიშვილს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა. კობა კობალაძემ, მასპინძლებს, სამსახურის გეგმები გააცნო, რომლებიც უშუალოდ, რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. მუნიციპალიტეტის მერმა, კი, ისაუბრა იმ შეღავათებსა და პროგრამებზე, რასაც მუნიციპალიტეტი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ვეტერანებისთვის ახორციელებს; საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც ადგილობრივი…

მეტი...

„ჯერ გაერკვიონ, რას ნიშნავს კასეტური ბომბი, შემდეგ – რას ნიშნავს მიზნობრიობა და აგრესია, როდესაც შენს მოსახლეობაზე ძალისმიერ ქმედებას ახორციელებს“ – კობა კობალაძე

“ჯერ ტექნიკურ მონაცემებში უნდა გაერკვიონ, რას ნიშნავს კასეტური ბომბი, შემდეგ, რას ნიშნავს მიზნობრიობა და აგრესია, როდესაც შენს მოსახლეობაზე, ფაქტობრივად, ძალისმიერ ქმედებას ახორციელებს”, – ასე გამოეხმაურა აგვისტოს ომის დროს საქართველოს მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ სერგი კაპანაძის განცხადებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. მისი თქმით, მოსახლეობას კარგად ახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. „აღარ დაიღალა გარკვეული კატეგორია ხალხის, თავის სამშობლოს დადანაშაულებაში თავიანთ უსუსურობაში. ჯერ ეს ერთი, ტექნიკურ მონაცემებში უნდა გაერკვიონ, რას ნიშნავს კასეტური ბომბი, შემდეგ – რას ნიშნავს მიზნობრიობა და აგრესია, როდესაც შენი ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქზე, მათ შორის, შენს მოსახლეობაზე,…

მეტი...

ისანში კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

ისანში, საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა.  ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” შსს-მ დაუდასტურა, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...

“დრო მოვიდა სიძულვილის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების” – პრეზიდენტის ორი ინიციატივა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილთან დაკავშირებით 2 ინიციატივა აქვს.  “მინდა, ორი ინიციატივა წარმოვადგინო ამ დღესთან დაკავშირებით. მინდა 100 წლის თავზე ჩვენ შევქმნათ მრავალი მემორიალი ვაკის პარკში, იმისათვის, რომ ყველა, ვინც იბრძოდა, მათ ადგილი ჰქონდეთ. ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებენ მათ პატივი მიაგონ და მოსწავლეებს ვასწავლოთ მათი ბრძოლის ისტორია. რაც დღეს ხდებოდა 9 აპრილის მემორიალთან, არის სრულიად მიუღებელი. ეს არ არის ის ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ უნდა ვაგებდეთ მათ პატივს.  ასევე, მეორე ინიციატივაა, რომელიც არის საზოგადოების მოთხოვნა. დრო მოვიდა მორატორიუმის გამოცხადების, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. ამის შემდეგ ქვეყანაში ატმოსფერო და განწყობები შეიცვლება,”-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაიწყო.  “სამოქალაქო თავდადებისათვის” პრეზიდენტი დათა ვანიშვილის ოჯახს ჯილდოს გადასცემს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

მეტი...

“კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე 4 განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა” – აფგან მუხთარლი

გიორგი კვირიკაშვილმა ჩემი გატაცების შესახებ იცოდა, მისი ნებართვის გარეშე ოთხი განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, თუ კვირიკაშვილი ამას უარყოფს ესე იგი, ის არც ყოფილა პრემიერი, – ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ გენერალურ პროკურატიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან მის გატაცებაში მონაწილე კონკრეტული სახელების დასახელება არ შეუძლია, თუმცა გამოძიებასთან ის უწყებები დაასახელა, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული. “4 საათიანი დაკითხვის დროს ძირითადი კითხვები, რომელიც საგამოძიებო უწყების მხრიდან იყო დასმული შეეხებოდა ჩემს გატაცებას, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მასში, რამდენი ხნით ვმგზავრობდით და სხვა. მე მივაწოდე ინფორმაცია ყველა იმ პირზე,…

მეტი...

თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება – აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ამერიკის საელჩო საქართველოში, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და წერს რომ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება.  “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს. ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად,”- აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

9 აპრილთან დაკავშირებით პარლამენტში ფოტოგამოფენა გაიმართა

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის  მიღებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტში  ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა  დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას და დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აღნიშნული მოვლენების ამსახველი არქივებში დაცული დოკუმენტები და ფოტომასალა. 1991 წლის 9 აპრილს მრავალპარტიულმა და დემოკრატიული გზით არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.…

მეტი...

თბილისის მერია “უცნობს” დააჯარიმებს

მომღერალ გია გაჩეჩილაძე, “უცნობი”, რომელმაც მისი მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტს “ღმერთი სიყვარულია” წააწერა- დაჯარიმდება. თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ “უცნობის” მიერ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთება კანონდარღვევაა. თუ, რა თანხის ოდენობის ჯარიმას გამოუწერს გაჩეჩილაძეს მუნიციპალური ინსპექცია, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

„ომარ მეტრეველის ოჯახში, ისევ შეიჭრა ემზარ კვიციანი“ – ზურაბ ნადირაძე

„ჩვენი მეგობრის და პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრის ომარ მეტრეველის ოჯახში ისევ შეიჭრა ემზარ კვიციანი (მერამდენედ)“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზურაბ ნადირაძე წერს. ნადირაძე შინაგან საქმეთა სამინსიტროს მხრიდან რეაგირებას ითხოვს, მისივე ინფორმაციით კვიციანი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს მოქალაქეების დაშინებას: „ემუქრება ოჯახის წევრებს, სადაც არის ოჯახის დიასახლისი და მცირეწლოვანი ბავშვები, მისულია შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საპატრულო პოლიცია, რომელიც მოძალადეს არამც თუ აკავებს, არამედ მოწიწებით გააცილეს ეზოდან! ქვეყანას პატრონი არ ყავს!“ – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

“ფორმულას”ჟურნალისტის ავტომობილის დაზიანების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლებზე შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  უწყების ცნობით, ავტომობილის დაზიანების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ხოლო ცემის ფაქტზე საგამოძიებო უწყებისთვის არავის მიუმართავს.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ, სოფელ გამარჯვებაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის  მფლობელი, რომელმაც აღნიშნა რომ არის ტელეკომპანია “ფორმულას” მძღოლი.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე ფაქტს, რაზეც ტელეკომპანია ფორმულა საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა, ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,”- ნათქვამია განცხადებაში. 

მეტი...

ტელეკომპანია “ფორმულას” ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია “ფორმულას” ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. ვახო სანაიას შემდეგ, ამჯერად ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანიის მძღოლს მიაყენეს, კიდევ ერთ მძღოლს კი მანქანა დაუზიანეს. არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მორიგი ფაქტია და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და გამოიძიონ საქმე.

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს

„9 აპრილის“  მემორიალი ტრადიციულად, ყვავილების გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა.“ – ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათი შეფასებით, ჩვენი ისტორიის ორი „9 აპრილი“ –  ორი უდიდებულესი თარიღია. იგი ორ უდიდეს მოვლენას –  32 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველზე მშვიდობიანი დემონსტრანტების არნახული ძალადობით დარბევას და ქართველი ახალგაზრდობის მსხვერპლს უკვდავყოფს, რომელმაც, დააჩქარა საბჭოთა იმპერიის რღვევა. და  ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, სწორედ ეს თარიღი გახდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის გამოცხადების საფუძველი. ჯემალ გამახარიას განცხადებით: „განვლილი ათასწლეულების მანძილზე საქართველოს ისტორია იყო და არის სახელმწიფოებრივი…

მეტი...

„დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, რისთვის მოხდა 9 აპრილი“ – დიმიტრი ხუნდაძე

„დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, რისთვის მოხდა 9 აპრილი, რა სჭირდება ქვეყანას და რა ძალა აქვს ერთობას“ – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დეპუტატმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „9 აპრილი ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ერთობის, თავგანწირვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. მადლობა მათ, ვინც ეს ისტორიული თარიღი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შექმნა. ჩვენმა საზოგადოებამ 32 წლის წინ ხმამაღლა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება – საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება. დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად უნდა…

მეტი...

“გვიწვევენ რომ რუსთაველზე მოხდეს სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ” – უცნობი

გია გაჩეჩილაძე ევროპის მოედანზე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. როგორც “უცნობმა” აღნიშნა, ის და მისი მხარდამჭერები ინტელექტუალური პროტესტის მომხრე არიან. “გადავინაცვლებთ დედაენის ბაღში, სადაც დავიცავთ ჩვენს ენას და ზუსტად იქ დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს. ამათ ძალიან უნდათ, გვიწვევენ რომ რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად, 1 დღით არ აიღეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არაუშავს. ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ. ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და ასე ვიქნებით, ყოველთვის,” – განაცხადა “უცნობმა.”…

მეტი...

გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე შეტევა ხორციელდება

მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე შეტევა ხორციელდება. ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თბილისში, „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეთა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გაგაჩეილაძე განმარტავს, „პატრიარქს 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან“. „ყელა ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია. ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიასა და ყველაფერზე. სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ასე ძლიერად ებრძვიან მას. ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რწმენისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მეტი...

ევროპის მოედანზე შეკრება “მარადისობის დღე” მიმდინარეობს

მომღერალი, გია გაჩეჩილაძის, “უცნობის” ინიციატივით ევროპის მოედანზე შეკრება მიმდინარეობს. გია გაჩეჩილაძე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავს. როგორც ცნობილია, შეკრებილები დაიძვრებიან ჯერ საპატრიარქოს, შემდეგ კი დედაენის ბაღის მიმართულებით. გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეს არის პროტესტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ და ის საქართველოსა და “ქართველი ხალხის მარადისობის დღეს” აფუძნებს, რადგან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დღე, როდესაც საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს შეძლებს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მდუმარე აქციით ისინი აპირებენ პროტესტი გამოხატონ, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მისამართით.  ერთი მხრივ, ისინი აპროტესტებენ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკაში ყოფნას და მეორე მხრივ, მმართველი გუნდის ქმედებებს.  როგორც შეკრების ორგანიზატორები ამბობენ, ისინი…

მეტი...

“გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს შეთანხმება შედგეს” – არჩილ თალაკვაძე

გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს ეს შეთანხმება შედგეს. ამიტომ ვფიქრობ, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი არ უჭერენ მხარს „გაკოტრებულ დესტრუქციულ გეგმას“, რომელსაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მთელ ოპოზიციას თავს ახვევდა, რომ ცვლილებები ან გადაწყვეტილებები მიღებულიყო პარლამენტის გარეთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე…

მეტი...

„სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინიდან გამოწვეული ელჩის თემაზეც ისაუბრა და მისი უკან დაბრუნება მოითხოვა. „არ მინდა, არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს, ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ, ყოველწლიური ანგარიშიც ფორმატში, დღეს, საქართველოს პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს.

მეტი...

„ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან“ – პრეზიდენტი პოლიტიკურ კრიზისზე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნაში ორივე მხარე თანაბრად დამნაშავეა და აქ გამარჯვებული არ არსებობს.   „იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მოხდება.  ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან  – იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები.  თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს. ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. ასეთი პრაგმატული და დაბალანესბული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა და კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს“ – განაცხადა პრეზიდენტმა საპარლამენტი ტრიბუნიდან, სადაც ის ყოველწლიური მოხსენების ფორმატში მივიდა.   სალომე ზურაბიშვილი ორივე მხარეს მოუწოდებს, მივიდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე.…

მეტი...

„ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, არც ერთს ეყო გამბედაობა და ვაჟკაცობა“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ხელისუფლება და ოპოზიცია თანაბრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჩვენი პარტნიორები უკეთ ხვდებიან კრიზისის დაძლევის საჭიროებას, ვიდრე პოლიტიკოსები. „უცხოელი პარტნიორები, როგორც ჩანს, ჩვენზე უკეთ ხვდებიან, რამდენად საჭირო და გარდაუვალია ამ კრიზის დაძლევა. მართალი გითხრათ, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს – 9 აპრილს – შევძლებდით კიდევ ერთი აგურის დადებას ჩვენი მომავლისთვის“ – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა. „ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა, და ეს ასეა, არ უნდა გაუშვას ხელიდან უდიდესი შანსი, რომელიც აქვს. „ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, და…

მეტი...

„სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის და არც გავრილოვის ვნებათაღელვას“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა დასრულებულია, პრეზიდენტი ქვეყანაში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და დუმის წარმომადგენლის, გავრილოვის ვიზიტსაც შეეხო და აღნიშნა რომ სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, იმას არ მივიღებდით, რაც მივიღეთ.   „მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან ოკუპაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თემა საკრალური თემაა. „ოკუპაციის თემა ყველაზე საკრალური თემაა და ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ: „არაფერს აკეთებენ“…

მეტი...

რეგულაციები ყველგან ერთი უნდა იყოს – სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ნომერ პირველი გამოწვევა პანდემიაა.  შესაბამისად, არსებული რეგულაციების დაცვა ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.    „ასეთი მიდგომის მაგალითი გვაჩვენა ისრაელმა, ამ პატარა ქვეყანამ, რომელმაც მთლიანობაში კარგად გაიაზრა, რომ სოლიდარობა და ერთიანობა განაპირობებს ეკონომიკის გადარჩენასა და თითოეული ოჯახის ხვალინდელ კეთილდღეობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეგულაციები ყველას თანაბრად უნდა ეხებოდა, ეს ეკლესია იქნება თუ ქორწილი. „რეგულაციები ყველგან თანაბრად უნდა გავრცელდეს  – ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე.…

მეტი...

„ან ერთად გადავრჩებით, ან – ვერა“ – სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის და მსოფლიოს მთავარი გამოწვევა ჯანდაცვაა და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება, მას არაფერი ესმის.  ეს განცხადება პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც მას ყოველწლიური მოხსენების ფორმატში უსმენენ. „უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ჯანდაცვა. ეს გამოწვევა არის პანდემია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია. ხომ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად…

მეტი...

„უნდა ვიცოდეთ დათმობა და სხვისი აზრის გათვალისწინება, სულ ცოტა, გაგება მაინც“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტს ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, წლიური მოხსენებისთვის 9 აპრილი იმიტომ აირჩია, რომ ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. მისი თქმით, 9 აპრილი გაიგივებულია ტრაგედიასა და გლოვასთან. თუმცა, სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა. „არ შეიძლება ავღნიშნავდეთ 9 აპრილს და არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც ხსვისი მონობით, ეს გზა გავლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობა და სხვისი აზრის გათვალისწინება,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივიდა – პრეზიდენტის გამოსვლა იწყება

ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად ემზადებიან. პრეზიდენტი უკვე მივიდა პარლამენტში. სალომე ზურაბიშვილს, დღეს, მხოლოდ საპარლამენტო უმრავლსობის ფრაქცია მოუსმენს. ყოველწლიურ მოხსენებას  „მოქალაქეები“ და „ევროპელი სიციალისტებიც“ ესწრებიან. პრეზიდენტმა პარლამენტში ვიზიტი სიმბოლურად, 9 აპრილს დაამთხვია.   

მეტი...

“ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ეხმაურება: “9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას,”- აცხადებს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 12 აპრილიდან შეეძლებათ

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. „დღეს პატივი მქონდა შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,47 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,47 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,12 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,09 პროცენტი. საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 849-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 777 ადამიანს დაუდასტურდა, 342 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 8 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 578 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 438, პისიარტესტით – 12 140. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,09 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,47 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 287 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 426 გამოჯანმრთელდა, 3 858 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 233, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 129 ადამიანი გადის, კლინიკურ…

მეტი...