გირაოს ევროპელები იხდიან, რადგან მელია უარზეა, ის ამნისტიით გამოვა

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შარლ მიშელის მონაწილეობით აქტიური განხილვა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, ნიკანორ მელიას საპატიმროდან გათავისუფლებს საკითხია. ევროპელი პარტნიორები თანახმა არიან, ნიკანორ მელიას გირაო, ევროპულმა ფონდმა გადაიხადოს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე წინააღმდეგია. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განმარტავს, ეს სწორედ ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც მოლაპარაკებაზე განიხილებოდა. „რა თქმა უნდა, დაისვა საკითხი პატიმრებთან დაკავშირებით, რადგან ეს მყისიერად გადასაჭრელი თემაა. როგორც შეთანხმებაშია გაწერილი, დღეების და საათების საქმეა, რომ ეს ორი საკითხი გადაიჭრას. შეთანხმების თანახმად, პირველი შესაძლებლობა არის გირაოს გადახდა, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები იხდიან. ისინი მზად არიან, ეს გააკეთონ, თუმცა იქვე ამატებენ,…

მეტი...

„დოკუმენტში არის „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების მექანიზმები, არ გადადოს, დღესვე გაათავისუფლოს“ – დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, მხარეების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არის ყველა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. „დღეს, პარლამენტში მოსვლით დავადასტურე ჩემი პატივისცემა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ მიშელის მიმართ. ეს არის ღონისძიება, რომელიც ტარდება პირადად პრეზიდენტ მიშელის მოწვევით.  ამიტომ, ჩვენი მასპინძელი ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში გახლავთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი და არა საქართველოს პარლამენტი. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პლენარულ სხდომებში მონაწილეობის მიღება. სრულფასოვანი მონაწილეობა ჩემი მხრიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიხილავ კონკრეტულ შედეგებს „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში არის ყველა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის ჩვენ გუშინ მოვისმინეთ პრეზიდენტის…

მეტი...

„პროკურატურას შეუძლია, მალია დღესვე გაანთავისუფლოს“ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი სასჯელთაღსრულების დაწესებულებიდან გამოვიდა, სადაც ის ნიკანორ მელიას შეხვდა. როგორც ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა, პროკურატურას მელიას გათავისუფლება დღესვე შეუძლია. „ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა ნიკანორ მელიას გათავისუფლება. პროკურატურა შეუძლია მელია დღესვე გაათავისუფლოს გირაოს გარეშეც. ციხიდან იმ მიზნით არ გამოვსულვარ, რომ ნიკას დანაბარები საზოგადოებას გადავცე“ – განუცხადა სახალხო დამცველმა მედიას და აღნიშნა, რომე მელია გირაოს ნაწილში იგივე პოზიციაზე რჩება. „მას პოზიცია არ შეუცვლია გირაოსთან დაკავშირებით და თვლის, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი” – განმარტა ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

მეტი...

„შევქმენით საფუძველი, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ, ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი  იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. ახლა ჯერი არის ოპოზიციასა და მათ ქმედებაზე“, – განაცხადა ღარიბაშილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პასუხი გაცემულია კითხვაზე, ახლა კი ჯერი ოპოზიციაზეა. პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს პარტიების ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა. დღეს კი, დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

მეტი...

„შეთანხმების შესრულებაზე ჩვენი მხრიდან შეყოვნება არ იქნება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„რაც შეეხება უშუალოდ იმპლემენტაციას და ასე ვთქვათ, შეთანხმების შესრულებას, მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.  მთავრობის მეთაურმა ოპოზიციასთან შესაძლო კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ხელისუფლება კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის მომხრეა.  „ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული და მომხრე კონსტრუქციული დიალოგის…

მეტი...

„ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე და გონივრული მიდგომა“ – შარლ მიშელი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

ევროპის საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დასრულდა. როგორც შარლ მიშელმა მედიასთან განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია პარლამენტს უბრუნდება და ამიერიდან, პარლამენტი ინკლუზიური გახდება. „მოხარული ვარ, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში“ – განაცხადა შარლ მიშელმა და ოპოზიციის ერTგულებაზეც ისაუბრა. „მსურს, ჩემი დაფასება გამოვხატო ოპოზიცის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თვიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე და გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ აი, ამ მომენტით…

მეტი...

„მანამ არ აგიდგეთ გვერდები“ – ნიკანორ მელიას გზავნილი ხელისუფლებას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია კიდევ ერთ გზავნილს ავრცელებს და ამბობს, რომ ის გირაოს გადამხდელი არაა.    „მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით, – აცხადებს ნიკანორ მელია რუსთავის ციხიდან.

მეტი...

თბილისში, ზრდასრულების მესამედს „კოვიდ 19“ გადატანილი აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში, კორონავირუსთან მიმართებაში კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ზრდასრულების მესამედს ვირუსი გადატანილი აქვს. „ჩვენ შევისწავლეთ COVID-19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობა (გავრცელება) თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში, სისხლში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრის გზით, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი COVID-19 ისე, რომ თვითონ ამის შესახებ არ იცის და აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. ეს მონაცემები შევადარეთ COVID გადატანილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) პაციენტების რაოდენობას. კვლევა ჩატარდა ა.წ. მარტში. კვლევაში მონაწილეობდა 903 პირი თბილისის ყველა რაიონიდან, რომელთაც არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19. მიღებული შედეგები გადაანგარიშებულ…

მეტი...

„ნაციონალები“ მელიას გათავისუფლებას უპირობოდ ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სასჯელაღსრულების რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გამოვიდნენ, სადაც ისინი ნიკანორ მელიას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. როგორც შეხვედრიდან გამოსულები აცხადებენ,  ნიკანორ მელიას პოზიცია უცვლელია. მისი გათავისუფლება ყოველგვარი პირობის თუ გირაოს გარეშე უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში, დოკუმენტს, რომელიც მხარეებს შარლ მიშელმა შესთავაზა, „ნაციონალების“ ხელმოწერა არ ექნება.

მეტი...

მას შემდეგ, რაც საქართველო რეფორმებს გაატარებს, ევროკავშირი პროექტების დაფინანსებას გააგრძელებს

„პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა“ – აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც მედიისთვის განცხადება პრეზიდენტის რეზიდენციაში გააკეთა. შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი საქართველოში 200-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და მას შემდეგ, რაც საქართველო რეფორმებს გაატარებს, პროექტებიც გაგრძელდება. „განსაკუთრებით საინტერესოა დღევანდელი ვიზიტი, რადგან პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი.  დღეს გახლავთ ახალი დასწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით. ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი“ – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა. რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის შემდგომ თანამშრომლობას, შარლ მიშელმა განაცხადა:…

მეტი...

„დღეს იწყება მძიმე გამოწვევა“ – შარლ მიშელი პრეზიდენტს ხვდება   

საქართველოში სტუმრად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანია და აწი იწყება მძიმე სამუშაო. „სალომე ზურაბიშვილთან და ყველა ლიდერთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დღეს იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის. ეს მიღწევა თქვენია. ახლა გამოწვევაა, რომ ამან იმუშაოს“, – აცხადებს შარლ მიშელი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდა და ამ წუთებში, პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება. შარლ მიშელი დღესვე პირისპირ შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლიტიკურ პარტიებს.

მეტი...

მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე 19 აპრილს სახლიდან სათევზაოდ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. შეტყობინების მიღებისთანავე, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მდინარე მტკვარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მაშველები დაკარგულ მოქალაქეს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ. მაშველებმა აქტიური სამუშაოების შედეგად, მამაკაცის ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, წყალში აღმოაჩინეს. პროცესში ჩართული იყო 3 მყვინთავი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო 4 ნავი,”- ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მეტი...

“გავრილოვის სპეცოპერაცია ჩემი ხელისმოწერით ვერ დაკანონდება” – ეკა ხერხეულიძე

გავრილოვის სპეცოპერაცია ჩემი ხელისმოწერით ვერ დაკანონდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. “ვიღაცას პოლიტიკა ლაჩრობა გონია,ვიღაცას დაუსაბუთებელი კომპრომისი,ვიღაცას კონფორმიზმი,ვიღაცას საკუთარი კომპლექსების თავშესაფარი…აი, მე არცერთი არ მგონია… არცერთ ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას (შეფასებითი კი არა,დასაბუთებული) სიბეცის წუნი არ დასდებია.უსინდისობის, მითუმეტეს..დრო იყო ვიღაცეებს დსთ ეგონათ ხსნა,შევარდნაძე თანამედროვე პოლიტიკის კორიფე და დღემდე ევროპაში ფანჯრის გამჭრელ სინათლედ მიიჩნევენ… მოკლედ, დრომ სხვა რამ აჩვენა…ზემოთ ჩამოთვლილი წარმოდგენების ხალხი დღეს მადლობას თავისუფლებას უხდის, რაც ძალიან კარგია და ესაა უმთავრესი დაფასება გაწეული ბრძოლის. მაგრამ, ვხედავ,…

მეტი...

“ამინისტიის მხარდაჭერა, მკრეხელობად მიმაჩნია” – გია ბარამიძე

20 ივნისის დროს გავრილოვების ბანდის მაღალჩინოსნების მიერ, ჩადენილი დანაშაულის ამინისტიის მხარდაჭერა, მკრეხელობად მიმაჩნია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება, რომლის დოკუმენტიც 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულების ამნისტირებას ითვალისწინებს. “ყველამ იცის ჩემი და მიშას ძმაკაცობაც და ჩემი მისდამი, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ უღრმესი პატივისცემა და პირადად მის მიმართ და ჩვენი ერთად გაკეთებული საქმისადმი ერთგულების შესახებ. ეს უცვლელი იყო და დარჩება. მიშას იმიტომაც (სხვა უამრავი კარგი თვისებისა და დამსახურების გარდა) ვცემ პატივს, რომ (მიუხედავად…

მეტი...

“მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია, ყოველდღიურად უკვე 1 700-მდე ადამიანს ვცრით, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა საჭიროა მეტი ჩართულობა” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით „სინოფარმის“ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს და აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ მოქალაქეები სხვა ვაქცინებს უფრო ირჩევენ. თუმცა, მისივე შეფასებით, აკრედიტაციის მიღების შემდეგ რეიტინგში „სინოფარმის“ პოზიციები მნიშვნელოვნად დაწინაურდება. „სინოფარმთან“ მიმართებაში ეს არ არის მოულოდნელი შედეგი, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი საჯარო კვლევა, რომელიც ვებპორტალზე დაიდო, თუმცა ჩვენ არაერთ მსგავს კვლევას ვატარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს გამჭვირვალე.სწორედ აქედან გამომდინარე არის შექმნილი ეს პორტალი, რომ საზოგადოებამაც ნახოს, თუ რა არის ის მოთხოვნა, რომელიც არსებობს. „სინოფარმთან“ მიმართებაში ყველამ ვიცით, რომ ის არის მოლოდინის ფურცელზე, ვიდრე…

მეტი...

შარლ მიშელი პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში მივიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში მივიდა. სალომე ზურაბიშვილი მას ორბელიანების სასახლის ეზოში დახვდა. შარლ მიშელთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს კარლ ჰარცელიც.  როგორც წინასწარ არის ცნობილი, შევხედრისთვის ერთი საათია განსაზღვრული, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.  შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაეშვა. ეს საქართველოში მისი მეორე ვიზიტია. შარლ მიშელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.   შარლ მიშელმა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება გუშინ, იმ დროს მიიღო, როდესაც მის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს მხარეებმა, ხელი მოაწერეს. 

მეტი...

“კახა კალაძეს არაფერი სჭირს საამისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ” – კახა კალაძე

„კახა კალაძეს არაფერი სჭირს საამისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ,“- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გუნდთან შეერთებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ნაადრევია საუბარი მერობის კანდიდატებზე და მმართველი პარტია ყველა მათგანს, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატებს არჩევნებამდე 1 – 1,5 თვით ადრე დაასახელებს.

მეტი...

“ადამიანებმა უნდა დაიცვან წესები და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, ეს პირველ რიგში დავით ბაქრაძეს ეხება” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ოპოზიციონერების ჯგუფმა შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერით შეცდომა დაუშვეს. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტს დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ ნდობა უნდა აღედგინა, თუმცა არსებული მოცემულობით, ამის საპირისპირო სურათს ხედავენ. „ჩვენი საერთო ამოცანა იყო უზარმაზარი ზიანის შემდეგ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მიაყენა, ამ შეთანხმებას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ ნდობის აღდგენისკენ გადაედგა ნაბიჯი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე როგორც არის ვითარება, ჩვენი გუნდი ამ შედეგს ვერ ვხედავთ, პირიქით საფრთხეს ვხედავთ, რაც ძალიან ცუდია. მიუხედავად ამისა, პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, მჯერა, რომ უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკურ პარტნიორებს…

მეტი...

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. ეს საქართველოში მისი მეორე ვიზიტია.  შარლ მიშელმა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება გუშინ, იმ დროს მიიღო, როდესაც მის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს მხარეებმა, ხელი მოაწერეს.   თავად ის, პროცედურას ონლაინ დაესწრო. “საქართველოს გაუმარჯოს!” – შარლ მიშელმა “ტვიტერზე” ქართულად დაწერა.  ცნობილია, თუ როგორი იქნება მისი საქართველოში ვიზიტის პროგრმა. 

მეტი...

საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა ვაქცინაცია იწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესი იწყება.  “დღეს ჩვენ პედაგოგებისთვის განსკუთრებულ აქციას ვიწყებთ,”- აღნიშნა ეკატერინე ტიკრაძემ. 

მეტი...

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა

გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმეტნს ხელი მოაწერა.  შეგახსენებთ, გუშინ ისტორიული შეთანხმება შედგა – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოაწერა. დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : “გირჩი, “გირჩი მეტი თავისუფლება”, “მოქალაქეები”, “ლელო”, “რესპბუბლიკელები”, “ქართული ოცნება” და ინდივიდუალურად – დავით ბაქრაძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.

მეტი...

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. ის თრომბის დიაგნოზით “ავერსის” კლინიკაში იყო მოთავსებული.

მეტი...

“საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელიას დღესვე შეუძლია ციხის დატოვება. ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა. „საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე. მან უნდა გადაიხადოს გირაო და გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღესვე გამოვა გარეთ. რაც შეეხება რურუას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განმარტებები და ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები”, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა. „ყოველთვის მივესალმებოდი და მოვუწოდებდი ყველას, შეთანხმება შემდგარიყო. კომპრომისები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკაში და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა…

მეტი...

“ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას” – ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „სრულიად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის ძალიან სწორ პოზიციას: ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. მანამდე, რაც გუშინ ვთქვი, ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მორალური შეცდომა და პოლიტიკური დევნის დაკანონება. მელია უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის არჩევნებზე და გავმართოთ მართლაც დიდი რეფერენდუმი ქვეყნისთვის“, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.

მეტი...

“სააკაშვილის განცხადება სწორია, ერთობა უნდა შენარჩუნდეს, ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში, ამისთვის მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან” – გიგი უგულავა

სწორი განცხადებაა, ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში“, – ასე აფასებს პოლიტიკოსი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ. როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, ოპოზიციამ ამომრჩეველს ერთობის ახალი საფუძვლები უნდა შევთავაზოს. „სწორი განცხადებაა. ერთობა უნდა შენარჩუნდეს. ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში. ამისთვის ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციურ ამომრჩეველს ერთობის ახალი საფუძვლები უნდა შევთავაზოთ“, – წერს გიგი უგულავა. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

მეტი...

გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრებმა, ევროკავშირის ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტს  – “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოაწერეს.  დოკუმენტს გახარიას გუნდიდან ხელი დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა და ანა ბუჩუკურმა მოაწერეს.  გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ეს შეთანხმება, ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვისა და შემცირების შესაძლებლობაა.

მეტი...

“შეთანხმება მართლაც კარგი სიახლეა, ის საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა უნდა გახდეს” – ჯეიმს აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი “ფეისბუკში” წერს, რომ საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება კარგი სიახლეა, როგორც ქართველებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.  “საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია, ქართველებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის საერთაშორისო საზოგადოებაში, ვისაც საქართველოს წარმატების ხილვა გვსურს. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩის ძალისხმევას, რომ ეს შესაძლებელი გახდეს. ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა უნდა იყოს,”- წერს ჯეიმს აპატურაი. 

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლა დაანონსა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი არჩევნების წინ  საქართველოში ჩამოსვლა დაანონსა.  “მე, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის (ადგილობრივი არჩევნები) წინ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის, თუ ჩემი თავისუფლებისთვის. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების შემოქმედი,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვაში.

მეტი...

“გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია… რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩი საქართველოში” – შალვა ნათელაშვილი

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი გუშინ, პოლიტიკური პარტიების ნაწილის მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენ სპეცოპერაციას უწოდებს.  შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელმოწერით პოლიტიკა დაასრულეს.  “გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. პარტიის პოზიცია გაახმოვანა ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” რეგიონული მდივანმა, ლაშა…

მეტი...

„პოლიტიკა დღეს უფრო ყარს, ვიდრე გუშინ, ყარს ხელისუფლების და ოპოზიციის ნაწილის ერთობლიობით“ – ირაკლი ღლონტი

„სცენასა და ტვ ეთერებში ვრცლად წარმოდგენილი ,,ლიდერების” უმრავლესობა ჩემგან განსხვავებით პირდაპირ კავშირშია მ. სააკაშვილთან, პარტნიორობის გარდა ისინი იყვნენ მეგობრებიც, ზოგიერთი ამ კაცმა შექმნა, როგორც საჯარო ფიგურა, მაგრამ არცერთს არ უხსენებია იგი !,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი წერს. ღლონტი ოპოზიციას ახსენებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, ის თვლის, რომ დღეიდან პარლამენტმა კიდევ უფრო დაკარგა ლეგიტიმაცია: „ბევრისგან განსხვავებით მე მრავალი წელია თავისუფლად ვამბობ, რომ სააკაშვილს არ ველოდები არცერთ სტრატეგიულ პოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ იქ, სადაც ეს ხალხი 2021 წლის აპრილში დედაქალაქის ცენტრში გამოდიან ხმამაღალი სიტყვით, დიდი ბოდიში, მაგრამ, როცა…

მეტი...

“შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ პირველივე პლენარულ სხდომას უნდა დაესწროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შეუერთდა დოკუმენტს” – ირაკლი კობახიძე

პირველი განცხადება დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბრიუსელში გააკეთა – ირაკლი კობახიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იმ პარტიებმა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, საკუთარი რეალური სახე გამოაჩინეს. “მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ლეიბორისტული” პარტია. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ საკუთარი ორიენტირი, მათ შორის, საკუთარი საგარეო პოლიტიკური…

მეტი...

ნაკაშიძის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ნაკაშიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტი წარსულშიც ჰქონდათ. შეგახსენებთ,რომ ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს. ადგილობრივების ცნობით, თავდამსხმელი მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასსა და ორ პირს შორის შელაპარაკება მოხდა.

მეტი...

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში, გიორგი ვაშაძის ფოტოს აქვეყნებს

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში, გიორგი ვაშაძის ფოტოს აქვეყნებს: „როდესაც პარლამენტში შესვლას დათანხმდი და უამრავი ნათევი, ნანერვიულები ღამის შემდეგ სიდედრმა გამოძინების უფლება მოგცა. პ.ს. არ გეწყინოს გიოჯან სარკაზმს ყველა ვიმსახურებთ ამ ქვეყანაში,„ – წერს ოქრუაშვილი

მეტი...

“შარლ მიშელს ჩავეხუტებოდი კორონა რომ არ იყოს” – ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი და “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას “ჩაწიკწიკებულ” საარჩევნო რეფორმას ახვედრებენ. “შარლ მიშელს ჩავეხუტებოდი კორონა რომ არ იყოს. ოპოზიციას ჩაკწიკწიკებულ და გაწიკწიკებულ საარჩევნო რეფორმას ვახვედრებთ,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მეტი...

სროლა თბილისის ცენტრში – ნაკაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრეს დაჭრეს

ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ადგილობრივების ცნობით, თავდამსხმელი “გლოვოს” მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა, არსებული ინფორმაციით ნაცემია სავარაუდო დამნაშავეც. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 30 940 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 792 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 297 728-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.92%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა…

მეტი...