„თავისუფლებისთვის ბრძოლა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის ოკუპაცია, რომლსაც ჩემს ქალაქში დაბადებული ადამიანი ედგა სათავეში“ – არინა თავაქარაშვილი ოკუპაციაზე

სამოქალაქო აქტივისტი და ლექტორი არინა თავაქარაშვილი ოკუპაციაზე საუბრობს, იგი „სტალინის“ კულტის „სინდრომსაც” ეხება და გორიდან დანარჩენ საქართველოს ოკუპაციის სიმძიმეზე ესაუბრება:

„ერთ დღეში საათნახევარი დასჭირდათ იმისათვის, რომ გორში დაენგრიათ ყველა ეკლესია, სულ რაღაც ორი სამი წუთი დასჭირდა, როცა თავის თანაკლასელმა მიმართა: „კობა გაიყვანე ჯარი“ და სანაცვლოდ ყველა დაეპატიმრებინათ.

ოკუპაცია გრძელდება და უფრო საშინლად, ვიდრე ეს დედაქალაქიდან ჩანს. მოქალაქეები უფრო მეტს ვცდილობთ ოკუპაციის წინააღმდეგ, ვიდრე ხელისუფლება.

პროცესი არის საზარელი, გრძელდება ძალადობრივი ფორმით, პროპაგანდისტული ფორმით, ძველი საბჭოური იდეოლოგიის შეხსენებით, ძალადობრივი ფორმა ჩანს ზოგი მედია საშუალებებიდანაც,“ – ამბობს არინა თავაქარაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი  და ლექტორი აღნიშნავს, რომ „ბელადის“ ძეგლის დადგმა კვლავ აქტუალურია დაბომბილ ქალაქში:

„ჩვენ ძეგლებს არ ვებრძვით, მაგრამ საშინელებაა, როცა გამგეობის დონეებზე წყდება სტალინის ძეგლის ხელახალი დადგმის იდეა.

მე ომის დროს ვეცადე ვყოფილიყავი ქალაქში, იმიტომ, რომ შემძლებოდა გადაღება, ბევრი რამ თქვენთვის ცნობილია, მაგრამ ომის დღეებში რუსულ სამხედრო შენაერთებს თან მოჰყვა რუსი სამღვდელო პირი, რომელიც დღეში ორჯერ გამოდიოდა ქალაქის ცენტრში და ეწეოდა პროპაგანდას, თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ოკუპაციის გაგრძელების ერთ – ერთი საშიში ფორმა მართლმადიდებლობის სახელით ოკუპაციაა.“

მსგავსი თემები