„ჩვენი ღირსეული მამულიშვილები დაუბრუნდნენ ოჯახებს“ – კობა კობალაძე

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, უწყების თანამშრომლებთან ერთად, წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომის 6 მონაწილის ნეშტები, 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა. ” ჩვენი ღირსეული მამულიშვილები დაუბრუნდნენ ოჯახებს. საქართველოს მიწა ეყარათ გულზე, მაგრამ დღეს ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ. საკმაოდ მძიმეა, მაგრამ,…

მეტი...

„არ ნამახვანჰესს“ – აქცია ქუთაისში გრძელდება

ამ წუთებში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. მათ აქცია გუმათში დაიწყეს, თუმცა,  ქუთაისში გადაინაცვლეს. ისინი გუმათიდან ავტოკოლონებით დაიძრნენ. აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ რადგანაც სამართალდამცველებმა მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება არ მისცეს, ამიტომ მიიღეს ქუთაისში გადანაცვლების გადაწყვეტილება. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო გზა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ჰესის მშენებლობაზე, 9-დან 12 თვემდე მორატორიუმი გამოცხადდა.

მეტი...

კობახიძე თალაკვაძეს მადლობას უხდის და განმარტავს, რატომ დატოვა მან პარლამენტის თავმჯდომარეობა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, განპირობებული იყო კონკრეტული მოსაზრებით.   „გახსოვთ, რომ მან ურთულეს პერიოდში ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, ეს იყო 2019 წლის ივნისი, იყო ძალიან რთული პერიოდი როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე მის გარეთ. ამ ორი წლის განმავლობაში ის დიდი წარმატებით უძღვებოდა პოლიტიკურ მუშაობას. როგორც პარტიის ლიდერი, ის აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელმაც სერიოზული წარმატებები მოუტანა ჩვენს პარტიას და მათ შორის ჩვენს ქვეყანას“ – განცხადა ირაკი კობახიძემ და ახსნა, რატომ გადადგა ის თავმჯდომარეობიდან. „როდესაც მან ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება…

მეტი...

“გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა, ორშაბათიდან ვიწყებთ მნიშვნელოვან ეტაპს” – კახა კუჭავა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტლება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სამომავლო განვითარებას. კუჭავამ არჩილ თალაკვაძეს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოწვევები, რომლის წინაშეც პარლამენტია, შესაძლებლობად უნდა გამოიყენონ. „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება და ძალიან ღირსეულად გაართა თავი ამ საქმეს. მისი ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და რაც მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სამომავლო განვითარებას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს და მთლიანად…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის პოზიციას დაიკავებს

პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადამდგარი არჩილ თალაკვაძე ახალი თავმჯდომარის მოადგილე იქნება. როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თალაკვაძეს საპარლამენტო თანამდებობაც ექნება და ის ვიცე-სპიკერი იქნება. „არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ამ თემაზე ხანგრძლივი დისკუსია გამართა და გუნდი პატივს სცემს არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ,,რომ არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან დღეს გადადგა.

მეტი...

16:00 საათზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქცია დაიწყება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქალაქებში მოეწყობა აქციები, ხოლო 23 მაისს დედაქალაქში გაიმართება გაერთიანებული აქცია. როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, სხვადასხვა ქალაქებში მოეწყობა აქციები, 16:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება ერთი საათის განმავლობაში, ეს იქნება ერთსაათიანი პიკეტირება. „რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, რა თქმა უნდა მივდივართ საბოლოო ჯამში 23 მაისისკენ, ვიდრე გადავიტანთ დედაქალაქში ჩვენ გაერთიანებულ აქციას, მოვემზადებით შესაბამისად ეს პერიოდი. მიწასთან დაკავშირებით გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, რომ შორია, სჭირდება ამ ყველაფერს შესაბამისი მომზადება, რათა განგძობადად შევძლოთ 23 მაისიდან იქ აქციები ისე, რომ მივაღწიოთ საბოლოო შედეგს. ამას ვერ გავაკეთებთ ერთ და ორ დღეში,…

მეტი...

„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს

„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „,მინდა გაცნობოთ, რომ „ქართული ოცნების“ სახელით, პარლამენტის თავმჯდომარის კანიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა“,- აცხადებს კობახიძე.

მეტი...

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. “იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, რომელშიც მე პარტია “ქართული ოცნებას წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პროცესების სწორად წარმართვისთვის დავტოვო, სპიკერის პოზიცია,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

“ვინც ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება ტერაქტს ამზადებს ” – მიტროპოლიტი სტეფანე

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების მცდელობა კვლავ დაძაბულობაში გადაიზარდა და გამწვავდა – დასჯილი სასულიერო პირებმ მიტროპოლიტ სტეფანეს მოუწოდეს ეკლესიაში აღარ მისულიყო, რადგან მათივე თქმით, ეკლესიაში “ომია” და მისი გამოჩენა სიტუაციას მხოლოდ ამწვავებს. რაზეც მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ვინც ამბობს სისხლისღვრა იქნება პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან ის ტერაქტს ვამზადებს. ამის შემდეგ, მიტროპოლიტი სტეფანემ  ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამბოხებულთა საქმის გამოსაძიებლად შს სამინისტროს მიმართავს. “ვინც ამბობს, რომ მოხდება დაპირისპირება და სისხლისღვრა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საიდან ამბობს ამას. ამის თქმით, ან თვითონ ამზადებს ტერაქტს, ან კიდევ მან იცის, რომ ტერაქტი მზადდება. მე წირვას ვატარებ, არ ვარ გამომძიებელი,…

მეტი...

“ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავიცილოთ მასშტაბური მესამე ტალღა” – თენგიზ ცერცვაძე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანას შანსი აქვს, რომ კორონავირუსის მასშტაბური მესამე ტალღა აიცილოს. “თუ ჩვენ დროზე მოვუხმობთ გონიერებას და დავიწყებთ პირბადეების მასობრივ გამოყენებას, დავიცვამთ სოციალურ დისტანციას და მოვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავიცილოთ მასშტაბური მესამე ტალღა,”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 14:00 საათისთვის არის დანიშნული. უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატები სავარაუდოდ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მომავალ სამშაბათს ამნისტიის შესახებ კანონის დაინიცირების პროცესზე იმსჯელებენ.

მეტი...

“შექებას ორივე მხარე იმსახურებს, შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს” – სენატორი რიში

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია სენატში – სენატორებმა ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ჯინ შაჰინმა – ჩვენს ქვეყანაში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მხარდამჭერი რეზოლუცია სენატს წარუდგინეს. დოკუმენტი მიესალმება შარლ მიშელის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმების სრული განხორციელება მოხდება პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად რეზოლუციის ტექსტის გამოქვეყნების პარალელურად, სენატორებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, განცხადებებიც გაავრცელეს. “უკვე ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე იმსახურებს შექებას მათი ლიდერობისა და სითამამისთვის, ყველა ქართველის სასარგებლოდ, ამ შეთანხმებაზე რომ მუშაობდნენ,” – აცხადებს ჯეიმს რიში. “უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ აუცილებელი საარჩევნო და სასამართლოს…

მეტი...

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 1992- 1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 14 პირია ამოცნობილი, რომელთაგან 13 ქართველია და 1 აფხაზი. ნეშტების ექსჰუმაცია 2017-2019 წლებში სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გაგრაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს განხორციელდა. ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს. დღეს, ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.…

მეტი...

დასჯილი მღვდლები მიტროპოლიტ სტეფანესთან შეხვედრას ითხოვენ

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება – ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარ თამაკონში, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილი სასულიერო პირები ისევ მივიდნენ, მათ შორის არის 3 მღვდელმსახური, რომლებიც მიტროპოლიტმა სტეფანემ განკვეთა. როგორც ისინი აცხადებენ, მათ მეუფესთან დალაპარაკება, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სურთ. მრევლი და სასულიერო პირები, ქადაგების დასრულებას ელოდებიან, ამის შემდეგ კი, სასულიერო პირებს მიტროპოლიტ სტეფანესთან დალაპარაკება სურთ.  ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.  

მეტი...

„შენმა “სიშიშვლემ” ქვეყანა მოიცვა და ეგ ჩვენ არ გვიქნია, თავად მიაღწიე მაგას“ – ოქრუაშვილი გიორგი ვაშაძეს პასუხობს

„მეფეა ტიტველი გოგიტაჯან და შენ მასთან შედარებით ვასალი კი არა პლებეა ხარ, რა ჩემი ბრალია,“ – ასე პასუხობს „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძის კომენტარს. „შენ და ხაზარაძე ნიკა მელიას და 20 ივნისის გაშავებას ცდილობთ და ჩვენ რომ “გაგატიტვლოთ” ეგ რატომ არ მოსულა? შენმა “სიშიშვლემ” ქვეყანა მოიცვა და ეგ ჩვენ არ გვიქნია, თავად მიაღწიე მაგას,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე დღის წინ, გიორგი ვასაძის ფოტო გამოაქვეყნა, რასაც თან სდევდა სარკაზმი. აღნიშნული გუშინ გიორგი ვაშაძემ გააპროტესტა.

მეტი...

“ამით ჩვენს თანამოქალაქეებს გავწირავთ” – იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

„ერთ მხარეს არის ადამიანების სიცოცხლე, მეორე მხარეს არის ყველაფერი დანარჩენი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა 100 ადამიანი ავად გახდება, მინიმუმ ერთი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.  „ეს არის რეალობა. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. დღეს ჩვენ რომ ავედით 1200-1300 ადამიანზე დღეში, ეს იმას ნიშნავს რომ ცოტა ხანში ჩვენ ასიდან ერთზე მეტი დაგვეღუპება. ამ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ. აქედან გამოსავალი რა არის? მე მესმის, რომ ყველას უნდა საღამოს საათებში რესტორნებში იქეიფონ, დაბადების დღეც გადაიხადონ, სამწუხაროდ ჭირის სუფრაც არის, მაგრამ ამას მოჰყვება რა?! – რომ…

მეტი...

“ეს არ არის უწყინარი დემაგოგია, ეს არის სახელმწიფოსთვის საშიში დემაგოგია” – ცერცვაძე კალოიანს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ანესთეზიოლოგსა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელს ვახტანგ კალოიანი ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. “მე არ შემიძლია, რომ არ გამოვთქვა მკაცრი საყვედური ბატონ ვახტანგ კალოიანის მიმართ, მისი ერთ-ერთი გამონათქვამის მიმართ. ის ხშირად გამოთქვამს საყვედურებს და ნეგატიურ პოზიციას იმაზე, თუ როგორ მუშაობს და როგორ ემზადება კოვიდპანდემიისთვის საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო სამსახური, მაგრამ ეს მისი ნებაა, მისი პოზიციაა, ამაზე ჩვენ არ ვედავებით. ვედავები ერთ გამონათქვამზე: მან სიტყვასიტყვით თქვა, რომ საქართველოში არ არსებობს ვაქცინაციის სისტემა და ასევე, სიტყვასიტყვით თქვა, რომ…

მეტი...

ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აქციას გამართავენ

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აქციას გამართავენ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროტესტი კვლავ გაგრძელდება. „აქაც გაგრძელდება პროტესტი, სადაც ვართ. 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში“, -აცხადებს გოლეთიანი.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,62 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,62 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,91 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,88 პროცენტი. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 463 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 007-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 463 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 23 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 271 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 729 პაციენტი, 11 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 463 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 463 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 958 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 801, პისიარტესტით – 17 157. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,91 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,88 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,62 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 302 785 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 749 გამოჯანმრთელდა, 4 007 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია 36 056…

მეტი...

„ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაევალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო იურიდიული კომპანია უნდა იქირაოს, რომელიც კომპანია „ენკასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას შეისწავლის.    “ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება –  კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“ – ვკითხულობთ მთავრობის გადაწყვეტილებაში.  

მეტი...

ვაკეში, ლესბოსელ წყვილს ბინის მეპატრონე სასტიკად გაუსწორდა

თბილისში, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსხმელი იმავე ბინის მეპატრონეა, სადაც წყვილი დროებით ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გოგო სასტიკადაა ნაცემი. შემთხვევა ვაკეში გამთენიისას მოხდა. ამჟამად ლესბოსელი წყვილი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გამოკითხცაზეა გადაყვანილი. 

მეტი...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა – საქართველოს მთავრობის განცხადება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტიებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე მორატორიუმი ცხადდება. მთავარობის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. “ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები: პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს. კაშხლის…

მეტი...

თენგიზ ცერცვაძე მზადაა, ჩინური ვაქცინით აიცრას

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის მეორე ეტაპზე ჩინური ვაქცინით აიცრება.  როგორც მთავარი ინფექციონისტი აცხადებს, ერთხელ უკვე აცრილია, მეორე აუცილებელი დოზა კი ჩინური წარმოების ვაქცინა იქნება. „ვაქცინა ერთხელ  გაკეთებული მაქვს. როდესაც შემდეგი დოზის ეტაპი მოვა და ეს ექვსი თვის შემდეგ ხდება, თამამად ავიცრი ჩინური ვაქცინით. ის დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიით. მას ეფექტი ნაკლები აქვს, თუმცა, უსაფრთხოა“, – აცხადებს მთავარი ინფექციონისტი. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჩინეთიდან SINOPHARM-ის 100 000 დოზა მიიღო, რომელიც დასაწყობებულია.

მეტი...

„კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე“ – ვაშაძე თალაკვაძეზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ე.წ. შერიგების დოკუმენტზე ხემლოწერამდე განვითარებულ რთულ, კულუარულ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვითარება ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. როგორც ვაშაძე აცხადებს, ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ დაიძაბა, ამნისტიის შესახებ პროექტს უკავშირდებოდა.    „კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს. კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედით… ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები. ექვსი თვეა, ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, ის რაც არის. ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე. კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი. დაპირისპირება იყო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო და რა უნდა ყოფილიყო“ , – განაცხადა გიორგი ვაშაძე.

მეტი...