„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის ისევ დაპირისპირებაა

სოფელ გუმათში, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ისევ გრძელდება. ამჯერად, აქციის მონაწილეები მშენებელი კომპანია „ენკას“ ბაზასთან არიან მობილიზებულები. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეები კომპანიის ავტომანქანებს ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ და ამას იმით ხსნიან, რომ კომპანიის მოთხოვნით აქციის მონაწილეებს არ აძლევენ „ნამხვანისკენ“ გადაადგილების უფლებას. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ცოცხალი ჯაჭვიც კი გააკეთეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია „ენკამ“ მშენებლობა ვერ უნდა გააგრძელოს.

მეტი...

„ველოდებით, ჯანმო როდის მიანიჭებს ჩინურ ვაქცინას ავტორიზაციას“ – პედიატრი თემურ მიქელაძე

საქართველო ჩინური ვაქცინისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება. სხვა შემთხვევაში, მისი გამოყენება არ მოხდება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ განუცხადა, ჩინური ვაქცინა ავტორიზაციას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს მიიღებს.   „სავარაუდოდ, ჯანმო ჩინურ ვაქცინას მიმდინარე თვის ბოლოს ავტორიზაციას მიანიჭებს. ჩვენთან იცით, რომ შემოტანილია და დასაწყობებულია ჩინური ვაქცინა. ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი რეგულაცია, რომ ვაქცინის გამოყენება არ მოხდება, თუ მას არ აქვს რაიმე,  მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. „სინოფარმზე“ თუ ვისაუბრებთ, მას აქვს დაალხოებით 70%-იანი დაცვა. თუმცა, თუ არ იქნება ავტორიზაცია, მისი გამოყენება ისე არ მოხდება. მთავარია მოსახლეობის…

მეტი...

„მელიას გირაოს საკითხი დაცვისა და ბრალდების მოლაპარაკებით უნდა გადაჭრილიყო“ – პროკურორის განმარტება

​ნიკანორ მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, თუ დაცვის მხარე თანხმობას განაცხადებდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იშუამდგომლებდა ბრალდება სასამართლოსთან, აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა, გირაოთი შეცვლილიყო.   „25 თებერვალს, ისევე როგორც 8 აპრილს, გავაკეთეთ შეთავაზება დაცვის მხარესთან, რომ თუ დაცვის მხარე იქნებოდა თანხმა, შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე იშუამდგომლებდა სასამართლოს წინაშე და მოითხოვდა პატიმრობის შეცვლას გირაოთი. ლოგიკურად, იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას და გარკვეული სახით. ეს დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაჭრილიყო. არანაირი სახის ინიციატივა…

მეტი...

ლაგოდეხში 48 კაციანი კლასტერი გაჩნდა

ლაგოდეხში ფართომასშტაბიანი კვლევა იგეგმება. მიზეზი 48-კაციანი კლასტერია, რომელიც სავარაუდოდ, ეკლესიას უკავშირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის წარმომადგენლის,  ნელი ხიზანიშვილის გაცხადებით, ლაგოდეხში სწრაფი ტესტით გაფართოებული კვლევა იგეგმება. ორი კვირის განმავლობაში, ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირების 60-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის არიან სასულიერო პირები. კლინიკაში 9 ინფიცირებული გადაიყვანეს, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლასტერები დაფიქსირდა ლაგოდეხში, მაწიმში, კავშირსა და შრომაში.

მეტი...

“მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს” – ნიკა მელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პატიმრობაში მყოფი ლიდერი  ნიკა მელია  მისი სასამართლოს დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს: “გასაგებია, რაც ხდება… დღეს ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ხომ ვერ აღიარებდნენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს?! ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი პროპაგანდა, თითქოს სასამართლო დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა დეზინფორმაციის დონეზეც აღარ იარსებებდა. ასევე, სასამართლოს ინიციატივით დღეს ჩემს გათავისუფლებას ივანიშვილის მორჩილები პოლიტიკურ კომპრომისად ვერ გაასაღებდნენ. შესაბამისად, უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმეთ და ახლა ოპოზიციამ დათმოს. ამიტომ, მათი ჭკუით, მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს. ასე და ამგვარად, მოლაპარაკების პროცესში ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ შემოთავაზებული…

მეტი...

ბავშვებში კორონავირუსის გავრცელებამ მოიმატა

 „პედიატრიულ ასაკში კორონავირუსის გავრცელებამ მოიმატა“ –  განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ. „ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევების მატება გამოიწვია მეტნაკლებად, სკოლებისა და ბაღების გახსნამ. იმისათვის, რომ არ მივიღოთ იგივე, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში და არ მოხდეს სასკოლო დაწესებულებების დახურვა და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა დანის წვერზე უნდა ვიაროთ. ამისთვის კი აუცილებელია, ჰიგიენური ნორმები თითოეულმა ჩვენთაგანმა დაიცვას“ – განუცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

მეტი...

თბილისში ვაქცინები არ დარჩა, რეგიონებში კი მოთხოვნა დაბალია

„თბილისში, ორივე ვაქცინაზე ადგილები უკვე შევსებულია“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ და რეგიონის მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. „თბილისში, ორივე ვაქცინაზე, რაც ქვეყანაში არსებობს, ადგილები შევსებულია, რეგიონებში კი დარჩენილია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ თბილისში უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია. თუ გვინდა, გლობალურად პანდემია დავასრულოთ, მოსახლეობის 60-70% მაინც უნდა აიცრას, სხვანაირად, პანდემიას ვერ დავასრულებთ“ – განუცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარს“.   მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინის ახალ „პარტიას“ ელოდებიან, მთავარია არსებულის ათვისება მოხდეს. „თუ სამიზმე ჯგუფის მოცვა არ მოხდა წლის ბოლომდე, პანდემიას გავახანგრძლივებთ“ – განუცხადა…

მეტი...

„მესამე ტალღის დრამატულ გავრცელებას არ უნდა ველოდეთ“ – თემურ მიქელაძე

„ერთადერთი გამოსავალი, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ეს არის ვაქცინაცია“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, პედიატრიული განყოფილების უფროსი თემურ მიქელაძე და მოსახლეობას აფრთხილებს. „მესამე ტალღა ალბათ, უკვე დაწყებულია, თუმცა, ისეთი გავრცელება არ უნდა იყოს, როგორც ნოემბერ-დეკემბერში იყო. ამის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ ზაფხულის პერიოდი იწყება, დახურული სივრციდან ადამიანები გადადიან ღია სივრცეში.  მესამე ტალღის გავრცელებას დრამატულად არ უნდა ველოდოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის 100%-იანი. მთავარია ჰიგიენური ნორმების დაცვა. ასევე, დროულად უნდა ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც დღეს გვაქვს. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან ვაქცინის ახალ დოზებსაც მივიღებთ“ –…

მეტი...

„ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს 5 წელი მომისაჯეს იგივე საქმეზე, იგივე მოწმეებით“ – ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას პატიმრობაზე

„13 აპრილი ხელისუფლების მიერ უგუნურების გამოვლინების დღედ უნდა მივიჩნიოთ აწი. არ გამკვირვებია ნიკას პატიმრობაში დატოვება,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი წერს. ოქრუაშვილი, მელიას პატიმრობას, ხელისუფების მხრიდან უგუნურ ნაბიჯად აფასებს: „ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს 5 წელი მომისაჯეს იგივე საქმეზე, იგივე მოწმეებით, იგივე პროკურორებით და იგივე დირიჟორით. და რა მერე? ერთ თვეში თვითონვე გაგვათავისუფლეს, 20 ივნისის საქმეზე ყველა დაკავებული. ნიკასაც მალე გამოუშვებენ,“ – წერს ოქრუაშვილი.

მეტი...

“ეს სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა!” – გიგი უგულავა

არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა – თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცვინო რაღაცები აკეთა, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობა შეეფარდა. უგულავას განმარტებით, „ქართული ოცნება“ პროკურორის ენით მოსახლეობას რამდენიმე თვის განმავლობაში ტყუილს ახვევს თავს, თითქოს ყველაფერი მელიაზე იყოს დამოკიდებული და მას საპატიმროს დატოვება გირაოს სანაცვლოს შეეძლო. „ეს საერთოდ სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა! ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ორთვიანი ტყუილი, რასაც საზოგადობას ურცხვად აჩეჩებს ბულბულაშვილის სახით პროკურატურა და მთელი „ქართული ოცნება“, რომ ღიაა კარი, ფაქტობრივად და გამოვიდეს, მის ხელშია გადასახადი გადაიხადოს…

მეტი...

პროკურატურამ დავით კოდუას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის და შვილის მიმართ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აპრილს, ქ.თბილისში, დ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის – ნ.გ.-ს და შვილის ე.კ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.…

მეტი...

„ჩინჩალაძის მონა“ – ნიკა მელია მოსამართლეს

ჩინჩალაძის მონა ხარ, – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ნიკა მელია სასამართლოს შეურაცხყოფის გამო პროცესიდან გააძევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მეტი...

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი, ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას, რაჭაში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 17 აპრილს, ონში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: შპს. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, ონის საავადმყოფო, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა. მემორანდუმის…

მეტი...

“არ მომაყენოთ შეურაცხყოფა და ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წახვიდეთ კომპრომისზე” – ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს

ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან კოლეგა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს,  მისი თავისუფლების ხარჯზე კომპრომისზე არ წავიდნენ. “ამბობენ, რომ მელია პატიმრობაში უნდა იყოს და რატომ იცით? ჩემი თავისუფლებით რომ ივაჭრონ.  მივმართავ ყველა კოლეგა ოპოზიციონერებს – არ მომაყენოთ შეურაცხყოფა და ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წახვიდეთ კომპრომისზე. თუ უნდათ ჩემი გამოშვება, როგორც შემაგდეს, ისე გამომიშვან. კომპრომისი ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ იქნება,” – აცხადებს ნიკა მელია. ნიკა მელიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მეტი...

“ინფიცირების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში იყო” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში იყო.  “ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ყველაზე უკეთესი მდგომარეობა იყო მოლებში და სკოლებში, შედარებით ნაკლები მაჩვენებელი იყო ბაზრობებზე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი, ყოველთვის რელიგიის მსახურებში იყო,”- აცხადებს ამირან გმყრელიძე. 

მეტი...

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ იზრდება საქართველოში რეინფიცირების შემთხვევები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ცხადებს, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კორონავირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. “სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ის, რომ კორონავირუსს გადავიტან და მეორედ არ შემხვდება – ასე არ არის. იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, წამყვანი არის ბრიტანული შტამი, იზრდება რეინფიცირების შემთხვევები, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში”, – აცხადებს გამყრელიძე.

მეტი...

“COVID კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 2333 სწოლია COVID კლინიკებში და საჭიროების შემთხვევაში,  საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს. “დღეის მდგომარეობით, 2333 საწოლია თავისუფალი კოვიდკლინიკებში. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესია და რა მდგომარეობაც იქნება იმის მიხედვით, კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა კლინიკების დემობოლიზაცია 21 აპრილიდან, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ვთხოვეთ გააგრძელონ ფუნქციონირება ისევ COVID-ის მართვის რეჟიმში,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აღინიშნა, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით საყურადღებო მაჩვენებელია. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისი, ხოლო მეორე ადგილზე – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საბჭო ასევე მსჯელობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე და შემდგომ გადაწყვეტილებებს,…

მეტი...

“სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ!” – ნიკა მელია მოსამართლეს

სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ, – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მოსამართლეს. მან ადვოკატებს და მოსამართლესაც პროცესის მალე დასრულებისკენ მოუწოდა. „მალე დავასრულოთ ეს პროცესი, ბევრი საუბარი ნიშნავს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ვართ სასამართლოში. ჩემი თხოვნაა, მალე დავასრულოთ პროცესი, ვიცი ის გადაწყევტილება, რაც უნდა გამოაცხადოთ, უკვე ცნობილია… თითქოს, მე შემიძლია სურვილის შემთხვევაში გადავიხადო გამოსასყიდი, გირაოს რომ ეძახიან. გეკითხებით, მე შემიძლია რომც მინდოდეს, გირაო გადავიხადო? არა, რა თქმა უნდა, ჩემზე კარგად იცით ეს. ან რამდენი ათასი ლარი უნდა გადავიხადო? არავინ იცის, რადგან სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობს. აქ სხედან პროკურორები,…

მეტი...

„მელიების“ აქცია – პერფორმანსი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული გუნდი “მელიები” საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბანერებით და ფერადი კვამლებით მივიდნენ, გააპროტესტეს მელიას უკანონო პატიმრობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მას.

მეტი...

კობა კობალაძე ქობულეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, აჭარაში იმყოფება. დღეს, იგი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრეჩველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ლევან ზოიძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ანანიძე ესწრებოდნენ. სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებისგან მოისმინა მათთვის და მათი ოჯახებისთვის პრობლემური, აქტუალური და სამომავლოდ გასათვალისწინებელი საკითხები. მათ ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა საკითხის გადაჭრის…

მეტი...

“მე დევნილი ვარ, ომშიც ვარ ნამყოფი, დარწმუნებული ვარ, თქვენ ჯარშიც არ ყოფილხართ” – მელიას საქმის პროკურორი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. საქმის პროკურორმა ია დარჯანიამ ნიკა მელიას დაცვის მხარეს მიმართა და უთხრა, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია და ომშიც არის ნამყოფი. “მე დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ომშიც ვარ ნამყოფი. დარწმუნებული ვარ, თქვენ ჯარშიც არ ყოფილხართ”, – განაცხადა ია დარჯანიამ, რაზეც ნიკა მელიამ უპასუხა:“ვის ეუბნებით? პროკურორი საუბრობთ თუ შოთაძე”. პროკურორმა ია დარჯანია სასამართლო პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ “როცა საქმე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება თქვენთან ვარ, მაგრამ ახლა საქმე ეხება შტურმს პარლამენტზე”.

მეტი...

“გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი იყო” – ნიკა მელია

გახარია ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან ადვოკატების შუამდგომლობაზე პოზიციის დაფიქსირებამდე მის მხარდამჭერებს და დარბაზში მყოფ მეგობრებს მადლობა გადაუხადა. ამასთან, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილსაც მიმართა. “თქვენც მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ, ენთუზიაზმს მაძლევთ, მოტივაცია მეძლევა და მეძლევა, როცა ვიცი, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი გულუაშვილის მსგავსი პროკურორები. ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ…

მეტი...

ვაკეში მიწის მასა ჩამოწვა

ვაკეში, “მეტრა დეველოპმენტის” ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოწვა. ინფორმაციას სოციოალურ ქსელში გავრცელდა.  საგანგებო სიტუაციების სამსახურს განცხადებით, შეტყობინება მსგავსი ინფორმაციის შესახებ უწყებაში ამ დრომდე არ შესულა.

მეტი...

“დაივიწყეთ ეს გირაო, არ გადაიხდის” – ანზორ მელია

ნიკა მელიას მამა ანზორ მელია, თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილის სასამართლო პროცესზე მივიდა. ანზორ მელია იმედოვნებს, რომ მოსამართლე ამჯერად პირველი გადაწყვეტილების საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ენმ-ის თავმჯდომარის მამა აცხადებს, ნიკა გირაოს არ გადაიხდის. “ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება. თქვენ იცით რომ მე ექიმი ვარ და უამრავ ავადმყოფს ვიღებ ყოველ დღე . ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისთვის. ხალხს ძალიან უყვარს ნიკა და ალბათ მოსამართლე გამოასწორებს თავის პირველ შეცდომას. დაივიწყეთ ეს გირაო, არ გადაიხდის, არ არსებობს გირაო. ნიკას მისჯილი აქვს პატიმრობა, ამას რომ არ იხდიდა მაგიტომ წავიდა შეგნებულად პატიმრობაში,”…

მეტი...

“ჩვენი პოზიციაა არგუმენტირებული, მელიას მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე” – ნიკა მელიას პორცესი გრძელდება

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ მოსამართლემ გაითვალისწინოს ეხება ძირითად საქმეზე მტკიცებულებების დართვას, მათ შორის, სხვადასხვა მოწმეების გამოკითხვას.  სამართალდამცავი ორგანოებიდან “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირებისა და სხვადასხვა მაღალჩინოსნების გამოკითხვას. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ძირითად, საქმეში, რაც ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას ეხება, გავლენაზე  და მოწმეების მხრიდან ჩვენებების შეცვლას აქვს ადგილი. “2 თვეა გასული ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების დღიდან და ერთი სასამართლოს სხდომაც კი არ ჩატარებულა, სადაც მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდებოდა. ეს ბუნებრივია, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, პროკურატურას და სასამართლოს, როგორც მის განშტოებებს, მიზნად აქვთ არა საქმის განხილვა და ამისთვის არ სჭირდებათ…

მეტი...

„მესამე ტალღა დაწყებულია“ – თემურ მიქელაძე „მედიაცენტრ მთავარში”

„ისეთი გავრცელება არ უნდ იყოს, როგორც ეს იყო დეკემბერში და ჩემი აზრით დრამატულად არ უნდა ველოდოთ მესამე ტალღის გავრცელებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა, თემურ  მიქელაძემ განაცხადა. მისივე მოსაზრებით პანდემიის შესაჩერებლად აუცილებელია ვაქცინაცია: „ვაქცინა შემოვა, მთავარია მოხდეს ვაქცინის ათვისება, ძირითადი ვაქცინაცია ივნისის პერიოდში დაიწყება და თუ უარს ვიტყვით ვაქცინაზიაზე პანდემიას გავახანგრძლივებთ. დროულად უნდა ჩავიტაროთ ის ვაქცინები,რ აც გვაქვს ბაზარზე, ეს ორი ტიპის ვაქცინა, რომელიც არის საკმაოდ მაღალი ხარისხის და აპრილის ბოლოდან დაგვემატება კიდევ, თბილისში პრაქტიკულად შევსებულია ორივე ვაქცინაზე მოთხოვნა,…

მეტი...

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი დაიწყო. სასამართლოს პროცესს ნიკა მელია ესწრება. დღეს სასამართლო სავარაუდოდ მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას გადასინჯავს.  ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა. ენმ-ს ლიდერი, პარტიის ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს. სასამართლოს ეზოში პოლიტიკოსის გულშემატკივრები არიან შეკრებილები.

მეტი...

“19 კილო დავიკელი” – ნიკა მელია პროცესის დაწყებამდე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ციხეში 19 კილო დაიკლო. პროცესის დაწყებამდე მელიას ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მიმართა, რომ „კარგ ფორმაში“ იყო, რაზეც მელიამ უპასუხა, რომ „19 კილო დაიკლო“. თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია. ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებული იყო, თუმცა, გასულ სხდომაზე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ პროცესზე დასწრების ნება დართო.

მეტი...

ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს

ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პროცესი ამ წუთებში იწყება.  სასამართლო სავარაუდოდ მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას გადასინჯავს. ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა. ენმ-ს ლიდერი, პარტიის ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 92 ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 290 129-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 894-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსის 1 374 შემთხვევა გამოვლინდა, 422 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 12 აპრილს „კოვიდ-19“ 359 ადამიანს დაუდასტურდა, 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 524 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 078, „პისიარ“ ტესტით – 9 446. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,66% ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო შვიდი დღის – 2,58%.

მეტი...

რუსეთი თურქეთთან ფრენებს დროებით წყვეტს

რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვა 15 აპრილს ამოქმედდება და 1-ელ ივნისამდე დარჩება ძალაში. ”მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთის საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის აეროპორტებში და პირიქით, რეგულარული და ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ 15 აპრილიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით, გარდა იმ ფრენებისა, რომლებიც აუცილებელია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში კომპანია Concern Titan-2-ის მონაწილეობისთვის და თურქეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ჩამოსაყვანად,”- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ მოსკოვიდან სტამბოლამდე და სტამბოლიდან მოსკოვამდე კვირაში მხოლოდ ორი რეისი დაიშვება. გოლიკოვამ ასევე განაცხადა, რომ…

მეტი...