„10 წელი სად იყო?“ – ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე მედიასთან კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ვიღაცას ეს თემა რაღაცის ასაგორებლად სჭირდებოდეს.

„ადამიანი 10 წლის შემდეგ იძახის, რომ იძალადეს, 10 წელი სად იყო?!“ – კითხულობს ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას კომენტარსაც აფასებს.

“ძალიან კარგად იცით, რომ რობერტ სტურუა არის უდიდესი ხელოვანი.  მან შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, ვისაც ეუბნებიან, რომ ძალადობაში იყო ჩათრეული. ის ამბობს, ჯერ გაარკვიეთო. როცა ამხელა აგრესია წამოვიდა, ამას კარგად გაანალიზება უნდა. მსოფლიოს ახსოვს მაგალითები, როცა 20-30 წლის შემდეგ ვიღაც აყვირდება, რომ რაღაც მოხდა. ამას გარკვევა სჭირდება. ის არ თვლის, რომ სავარაუდო მოძალადეა და ალბათ ამიტომ თავის მსახიობს უჭერს მხარს. არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება ამის არ სჯერა… როცა ადამიანი 10 წელი არაფერს ამბობს და 10 წლის შემდეგ ისეთ რაღაცას იტყვის, რასაც ვერ დაამტკიცებს, არ უშვებთ იმას, რომ ვიღაცას ეს რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?!“ – განაცხადა ჟურნალისტებთან ელისო ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე, ტელევიზიით 11 ალის შემდეგ ისაუბრა. მსახიობ ზანგურს კი მხარდაჭერა რობერტ სტურუამ გამოუცხადა.  თავად მსახიობი ძალადობას უარყოფს.  

მსგავსი თემები