„ხელისუფლება მიწების გასხვისებასა და მოსახლეობის დაყაჩაღებაზეა გადართული“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ხელისუფლება უსამართლოდ გექცევა, მიწების გასხვისება და ქვეყნის მოსახლეობის დაყაჩაღებაზეა გადართული, როცა ხედავ ხელისუფლებას სულ ფეხებზე ვკიდივართ, პოლიცის ძალის გამოყენებით ცხვრის ფარასავით გვერეკებიან აღმა -დაღმა და სულში გაფურთხებენ თითოეულს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს:

მაჩალიკაშვილი თვლის, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს მოსახლეობამ ერთობლივად უნდა იბრძოლოს:

„სისტემაც ჩამოშლილია, პირდაპირ დიქტატურაზეც, რომ არც ვისაუბროთ ამ ყველაფრის ერთად აღებული უსამართლობის წინაამღდეგ ებრძვის ოპოზიცია და ქვეყნის დიდი ნაწილი მოსახლეობის, თუ ჩვენ არ ვართ მათიანები, მაშინ უნდა ვიყოთ ჩვენიანები და უნდა ვიბრძოლოთ ყველა საკითხში ერთად, ოპოზიციასთან ერთად,“ – წერს მაჩალიკაშვილი.

მსგავსი თემები