თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩო თურქეთში,  საქართველოს მოქალაქეებისთვის  ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მიმდინარე წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე. „ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა. ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში! დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80;  ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00; ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90…

მეტი...

“არ ვაპირებ უფლება მივცე შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია ჩამოანგრიოს“ – სამადაშვილი ბარამიძეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი სალომე  სამადაშვილი ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი ბარამიძეს პასუხობს და მას ჩამორჩენილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსს უწოდებს. „მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს.ამნისტიის კანონზე ვმუშაობთ, რომ მელიას ბრალდება მოეხსნას, იქით „ლელოს“ ინციატივას ვეხმარები ბრუსელში, რომ ეგება უფრო ადრეც გამოვიდეს. და შენ რას აკეთებ მელიას ციხიდან გამოსაყვანად, მოყევი, მაინტერესებს“, – პასუხობს სამადაშვილი ბარამიძეს. შეგახსენებთ, რომ გიორგი  ბარამიძემ „ფეისბუქზე“ წერილი გამოაქვეყნა, სადაც სალომე სამადაშვილი. ე.წ. მორიგების დოკუმენტზე ხელმოწერის გამო,  პარტიის „ფეხებზე…

მეტი...

“ლელოს” ლიდერები ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობას სთავაზობენ

“ლელოს” განცხადებით, პარტიის ლიდერები  მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ნიკა მელიას საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემაზე მუშაობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება. “მეორე დღეა, “ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობენ ნიკა მელიას საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემაზე. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც “ლელოს” ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, არის, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია იქნას გათავისუფლებული, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა…

მეტი...

“სასულიერო პირების ნაწილი გამოირჩევა ზღვარგადასული ქმედებებით” – საპატრიაქრო

საქართველოს საპატრიარქო, გუშინ, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე განცხადებს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი დაპირისპირება უპრეცედენტოა და  იმავე პათოსს იმეორებს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. “ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ: მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით. ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი – მიტროპოლიტი სტეფანე…

მეტი...

“გია ბარამიძისნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს არ მივცემ უფლებას, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს” – სალომე სამადაშვილი

მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის სტატუსს აკომენტარებს. როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნა, არ მიცემს უფლებას ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს. „მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია, მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს“, – წერს სალომე სამადაშვილი. გია ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა,  რომ სალომე სამადაშვილთან დებატები სიამოვნებას არ მიანიჭებს, მაგრამ საჭიროდ მიაჩნია, საჯაროდ უთხრას, რასაც მასზე ფიქრობს…

მეტი...

“დიდი სურვილი მექნებოდა, რომ იაგო ხვიჩიას დაეკავებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, სანდრო რაქვიაშვილს კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია” – ვახო მეგრელიშვილი

ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ იაგო ხვიჩიას დაეკავებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე, სანდრო რაქვიაშვილს-საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია,- ამის შესახებ “გირჩის” ერთ- ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, თავად სიამოვნებით დაიკავებდა განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, თუმცა, ამის შესაძლებლობას შეთანხმება არ იძლევა, ამიტომ განათლების კომიტეტისა და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრობა სურს. “კიდე ერთი კომიტეტი შევარჩიე – ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრობაც მინდა, განათლების კომიტეტის წევრობასთან ერთად. დიდი სურვილი მექნებოდა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე რომ ვყოფილიყავი, უბრალოდ, ეს შეთანხმება არ იძლევა ამის საშუალებას და თეორიულად გამორიცხულია. ძალიან…

მეტი...

“იმედია, „ნაცმოძრაობის“ წევრების უმეტესობა შეუერთდება დოკუმენტს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით” – ანდრიუს კუბილიუსი

მე ვფიქრობ, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად კარგი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომავალ კვირებზე და იმაზე, თუ როგორ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის იმპლემენტაცია სათანადოდ და ეფექტურად განხორციელდება. ამასთანავე, კუბილიუსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიციაც გაიზიარებს თავის წილ პასუხისმგელობას ქვეყნის წინაშე, რათა მან იფუნქციონიროს, როგორც საპარლამენტო დემოკრატიამ. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა პოლიტიკურ დელეგაციასთან, პარტია „ლელოსთან“ და, რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, ვისაუბრეთ უკანასკნელ მოვლენებზე საქართველოში, შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც შეთავაზებული იყო…

მეტი...

“ლელოს”, გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციის გავრცელებულ განცხადებაზე მათი პარტიის ხელმოწერას უარყოფს

პარტია “ლელოს” პრესსამსხურის წარმომადგენელი თიკო ძნელაძე, ოპოზიციის მიერ გოგი წულაისთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პარტია “ლელოს” ხელმოწერა, რომელიც განცხადებას ახლავს, მცდარი ინფორმაციაა.  “ბატონი გოგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ,”- წერს თიკო ძნელძე. 

მეტი...

“ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა შეძლოს გამოწვევებზე პასუხის გაცემა. მისივე თქმით, ამნისტიის კანონზე მსჯელობა მიმდინარეობს. “შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. პროცესი წინ მიდის. მტკივნეული პერიოდი იყო 2019-2020, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ადვილი არ იყო კომპრომისის მიღწევა. ამნისტიის კანონზე მიდის მსჯელობა. ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში. მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ. ქვეყანამ უნდა შეძლოს უდიდეს გამოწვევებზე პასუხის გაცემა,” – აღნიშნა დეგნანმა.

მეტი...

თბილისში 30 წლამდე მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა და ხელი მოტეხა

თბილისში 30 წლამდე მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა და მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ფიზიკური ძალადობის დროს ქალი 3 თვის ორსული გახლდათ. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. შსს – ში ადასტურებენ, რომ მამაკაცი უკვე დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

გოგი წულუასთან დაკავშირებით ოპოზიცური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გოგი წულუასთან დაკავშირებით, ოპოზიცური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. “მედიაცენტრი მთავარი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “ერთ თვეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება თუ რა ფორმით და როგორ ახდენდნენ ზეწოლას, ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, მხოლოდ იმისთვის რომ ბერას მიმართ კრიტიკული ან თუნდაც უცენზურო ტერმინების შემცველი პოსტი დაწერეს ფეისბუქზე. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟის და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა. ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის რაც მოქალაქეებმა “ტვ პირველის”…

მეტი...

„ნაცმოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად – შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი” – ალეკო ელისაშვილი

როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს ამნისტია უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, შეთანხმებაში ნათლად წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტსა და სუბიექტს. „აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამნისტია უნდა იყოს საყოველთაო. მესმის, რომ გარკვეული ნაწილი შფოთავს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას შეეხოს და ვიღაცას არა, მაგრამ ამ მოვლენის გარშემო საყოველთაო ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ფიგურანტი ურთიერთკავშირშია – პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგის მხრიდანაც გადამეტება. ასე რომ, ერთი მეორესთან კავშირშია.…

მეტი...

კაცის ცემისა და მისთვის საფლავის გათხრაში ბრალდებულებს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. დამნაშავედ ცნო.   უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, კ.პ.-მ და ი.გ.-მ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, იმ მოტივით, რომ კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი მ.მ-ს ეღიარებინა, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, მიაყენეს   სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემით აიძულეს საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა.  “სამართალდამცველებმა კ.პ და ი.გ.…

მეტი...

“შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე იყოს პიკური მაჩვენებლები” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე საწოლების, კოვიდსასტუმროებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელის მობილიზაცია ხდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავისურის შემთხვევების პიკურ პერიოდს ქვეყანა მაისის შუა რიცხვებამდე ელის. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება. ამ სიტუაციაში სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია კიდევ უფრო აქტიური გახდა. კვირის განმავლობაში დაახლოებით 1000-მდე საწოლი ეტაპობრივად ემატება იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ მობილიზაციის იმ ნიშნულს, რაც თებერვლის დასაწყისში გვქონდა – 5300 -მდე საწოლი იყო იმ პერიოდში მობილიზებული. ასევე, მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის ქსელი. შემთხვევების ამგავრი მატების პირობებში, შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან მაისის შუა…

მეტი...

20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” პატიმრობაში მყოფი თავმჯდომარის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია. “20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ!” – წერს “ფეისბბუქში ნიკა მელია.

მეტი...

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებული შსს-ს თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ წარმომადგენელს ბრალს დღეს წაუყენებენ. საქმეში იაღლუჯის ბაზაზე მომხდარი სამი სავარაუდო დანაშაულის სხვადასხვა ეპიზოდი ფიგურირებს – მათ შორის არის 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილი ჯარისკაცებისთვის კბილის ჯაგრისებით ყაზარმის საპირფარეშოს იატაკის წმენდის იძულება. საქმის ძიება ომბუდსმენის ზედამხედველობით მიმდინარეობს. დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ასევე იყო ფიზიკურ ძალადობა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. როგორც ბრალდებულის უფლებადამცველი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, დაცვის მხარე მოითხოვს ყველაზე მსუბუქ ფორმას, გირაოთი განთავისუფლებას.

მეტი...

“როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე” – ირაკლი ქადაგიშვილი

როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს ამნისტია უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, შეთანხმებაში ნათლად წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტსა და სუბიექტს. „აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამნისტია უნდა იყოს საყოველთაო. მესმის, რომ გარკვეული ნაწილი შფოთავს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას შეეხოს და ვიღაცას არა, მაგრამ ამ მოვლენის გარშემო საყოველთაო ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ფიგურანტი ურთიერთკავშირშია – პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგის მხრიდანაც გადამეტება. ასე რომ, ერთი მეორესთან კავშირშია.…

მეტი...

მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში იმყოფება. მეუფემ წმინდა გიორგის ტაძარში ლიტურგია ჩაატარა. ფოტოებს, რომელსაც ერთ-ერთი რუსული სააგენტო ავრცელებს, ირკვევა, რომ ქართველ მიტროპოლიტთან ერთად ამბიონზე დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვიც იდგა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ლიტურგია 18 აპრილს, დიდმარხვის მე-5 კვირას, ეგვიპტის წმინდა მარიამის ხსენების დღეს, რუსეთის პატრიარქის, კირილის კურთხევით ჩატარდა. „მე ვხედავ მრევლის მხიარულ სახეებს. ქრისტიანობა სიხარულის რელიგიაა. გვიხარია, რომ ჩვენთვის ცათა სასუფეველი ღიაა, ჩვენ მხოლოდ უნდა მოვინდომოთ. ამ ტაძარში აშკარად იგრძნობა სიხარული და ამისთვის მადლიერი ვარ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“, –…

მეტი...

„იმოქმედეთ, საქართველოს კეთილდღეობისთვის“ – ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ

„მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და საქართველოს კეთილდღეობისთვის იმოქმედონ, რათა პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოდ დარჩეს წარსულში“, – ნათქვამია, სამი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის, ვიოლა ფონ კრამონისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიესალმებიან 19 აპრილს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას და სჯერათ, საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში შეძლებს სრულად ფუნქციონირებას. „ჩვენ მთელი გულით მივესალმებით, 19 აპრილს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას – საქართველოში პოლიტიკური ჩიხი დასრულდეს“, – წერია განცხადებაში. აღნიშნულია ასევე,  რომ,…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 731 თბილისში, 75 იმერეთში, 101 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 731 შემთხვევა, აჭარა – 101, იმერეთი – 75, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 56, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – რვა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 700, საიდანაც 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 883, აჭარაში – 385, იმერეთში – 422. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 568 პირი, მათ შორის, თბილისში – 272, აჭარაში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 981-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 688 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 21 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 995 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 456, პისიარტესტით – 14 539. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,55 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,37 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 300 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 283557 გამოჯანმრთელდა, 3 981 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია 33 337 პირი, დღიურად…

მეტი...

„ქართული ოცნება“ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი დასრულდა. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, ვიზიტის ფარგლებში მან სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ევროკავავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. „დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს, ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის, ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს, ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და…

მეტი...

ამერიკის პრეზიდენტი სომეხთა გენოციდის, ოფიციალურად აღიარებას აპირებს

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიის მიერ, სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად, ოფიციალურად აღიარებას გეგმავს. ინფორმაციას „Reuters“-ი ავრცელებს. „24 აპრილს ბაიდენი, მსხვერპლთა მოხსენიების დღეს, სიტყვა გენოციდის გამოყენებას აპირებს“, – წერს „Reuters“-ი. „Reuters“-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სიტყვა გენოციდს გამოიყენებს. თუმცა, არ არის გამორიცხული, თურქეთთან ორმხირვი ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბაიდენმა ამ ტერმინის გამოყენება, ბოლო წუთს გადაიფიქროს. ჯერ კიდევ, ერთი წლის წინ, როცა ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მან ოსმალეთის იმპერიის მიერ დახოცილი მილიონ ნახევარი სომეხი, კაცი, ბავშვი და ქალი ახსენა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობების გენოციდად აღიარების…

მეტი...

„მკურნალობას ვაგრძელებ“ – კახა კალაძე

თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა მკურნალობას ვაგრძელებ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. „ვცდილობ ყოველდღიურ რეჟიმში გავაკეთო საქმე, რომელიც სჭირდება ჩვენს თბილისსა და თბილისელებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ცნობისთვის, კახა კალაძეს ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა დაუდგინდა, ჯერ თბილისში მკურნალობდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ გაემგზავრა.

მეტი...

“მოხარული ვარ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი დაჟინებით იღწვოდნენ” – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართვცელოში ჰუბერტ ქნირში პოლიტკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა პოლიტიკაში  ახალ სულისკვეთებას მოითხოვს. ელჩის განცხადება საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. “ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის. მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ქალბატონი ელჩი კელი დეგნანი და ბატონი ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ. შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას,” – აცხადებს ქნირში.

მეტი...

“სასამართლოზე უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ” – ზურაბ ჯაფარიძე

ხვალ, 12:00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ,- ამის შესახებ პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე მისი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა. „პარლამენტის წარმომადგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე. საკონსტიტუციო სასამართლო, დღეს პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. საკითხს განიხილავს პლენუმი, ცხრა მოსამართლის შემადგენლობით და არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს. როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების”…

მეტი...

გურიაში დაკარგული 17 წლის გოგონა იპოვეს

ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა. ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.  შეგახსენებთ, ოზურგეთში გაუჩინარებულ 17 წლის გოგოს ოჯახი და სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მეტი...

ელექტროენერგიის ხაზის აღდგენისას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ლაგოდეხში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი სამუშაოს შესრულებისას გარდაიცვალა. 59 წლის მამაკაცი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე მუშაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. მამაკაცია გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის მიღებული შოკის შედეგად გარდაიცვალა. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...