ენტონი ბლინკენი ქაბულში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ჩავიდა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. სახელმწიფო მდივანი, ავღანეთის ხელმძღვანელობასთან სწორედ, ამერიკული ჯარების გაყვანის პროცესს განიხილავს. „დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი და ამერიკული ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები