ევროპარლამენტარები საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტასა და სანქციების დაწესებას ითხოვენ   

„უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა და უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე… დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“ – ეს არის ამონარიდი ევროპარლამენტართა მიერ მომზადებული პროექტიდან, რომელსაც რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს. ევროპარლამენტარების ნაწილი ითხოვს, რომ სანქციები მკაცრი უნდა იყოს, სანამ მხარეები რეალურ შეთანხმებამდე არ მივლენ.    „პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი,…

მეტი...

„ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები,“ – იუბილარი პოზნერი თბილისის ინცინდენტზე

რუსი  ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც თბილისიდან სკანდალით გააბრუნეს მოსკოვში, საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს. „ძვირფასო კოლეგებო! მინდა აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არც ერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა, არავის მოწვევა არ მივიღე მოვსულიყავი გადაცემაში. ახსნა მარტივია და როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები. თქვენი ვ.ვ.“ – წერს პოზნერი. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, 41 თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტები კვერცხებით დახვდნენ და იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო.    

მეტი...

„თუ შემთხვევები გაიზარდა, სააღდგომოდ მოგვიწევს შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, აპრილი საფრთხილოა. თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ეპიდემიოლოგი ვარაუდობს, რომ სააღდგომოდ დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება გახდება საჭირო.    „გთხოვთ ყველას, აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომ სააღდგომო, ყველაზე დიდ დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად. თუ დაახლოებით ეს ეპიდსიტუაცია გვექნა, რაც დღეს გვაქვს და არ წავიდა სერიოზულ, ნახტომისებურ ზრდაში და შევინარჩუნეთ ამ ფარგლებში, 300-400-500 დღეში, მაშინ სერიოზული წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება. მაგრამ, თუ იქნა ეს კლასტერები, რაც დღეს გვაქვს და ისინი გამრავლდა, თუ შიდა გავრცელება იქნა…

მეტი...

მეწყერი მაჭავარიანის ქუჩიდან გელოვანის გამზირამდე ჩადის – რა წერია შუალედურ ანგარიშში

„დედამიწის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ ხანგრძლივი დაკვირვებისა და მონიტორინგის შემდეგ, ის ქუჩები დაასახელა, რა მიმართულებითაც მეწყერი, დაძვრის შემდეგ გადაადგილდება. როგორც გამოქვეყნებულ პირველად ანგარიშში ვკითხულობთ, მეწყერი გელოვანის გამზირამდე ჩადის, თუმცა, უფრო რთული სცენარიც არსებობს.    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შუალედურ ანგარიშის მიხედვით: „მეწყრის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ აგენტებად განიხილება ჭარბი ნალექი და მიწისძვრა. ასეთ შემთხვევაში მეწყერი აზიანებს მაგისტრალურ წყალსადენის სამ 900 მმ-იან და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენებს, რის გამოც მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყრის ამგებ…

მეტი...

დავით ნარმანიამ, კომისიის წევრებთან ერთად, ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის წევრებთან ერთად სს „ენერგო-პრო გენერაციის“ ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ასევე, გაეცნო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფას.   სემეკის თავმჯდომარე და წევრები, აპარატის თანამშრომლებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ რიონჰესზე, გუმათჰესების კასკადსა და ლაჯანურჰესზე. დაათვალიერეს როგორც ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ასევე ქვესადგურები და ძალოვანი აგრეგატები (ტურბინა-გენერატორები). კომისიამ ასევე დაათვალიერა შპს „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო მოედანი და გაეცნო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით ქსელზე მიერთების შესაძლო ვარიანტებს.

მეტი...

მამუკა მდინარაძე ჟიგიმანტას პავილიონისისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჟიგიმანტას პავილიონისს თავისი სიტყვების გამო, სადაც ის ამბობს, რომ – “აფხაზეთი უკვე დაკარგეთ, ახლა იმედსაც ნუ დაკარგავთო” ბოდიში ჯერ არ მოუხდია. როგორც მდინარაძე აცხადებს, პავილიონისი ამ განცხადების გამო, პრემიერმა ღარიბაშვილმა და მან თავად გააკრიტიკეს, ახლა კი, უმრავლესობის ლიდერი პავილიონისისგან ამ სიტყვების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.  “ჟიგიმანტას პავილიონისი ჩვენ მაშინაც გავაკრიტიკეთ, როდესაც თქვა – აფხაზეთი უკვე დაკარგეთ, ახლა იმედსაც ნუ დაკარგავთო. ახლა არ მოგვიფიქრებია. გახსოვთ პრემიერ ღარიბაშვილის მწვავე კრიტიკა, პირადად ჩემი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით და ჟიგიმანტასმა დღეს მიპასუხა სირცხვილიაო. როგორც ვიცი, ჯერ ამ ადამიანს ბოდიში არ მოუხდია თავის სიტყვებისთვის. აფხაზეთი უკვე დაკარგეთო ამაზე ბოდიში მოიხადა გია ბარამიძის მეგობარმა პავილიონისმა? ჩემს ნათქვამს რომ…

მეტი...

“აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა” – სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების შუალედური ანგარიში

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილშია აღნიშნული, ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს. ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა. „გოლოგიური, გეოდეზიური და გეოფიზიკური კვლევების საფუძველზე, ვასკვნით, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია. მეწყერის გამომწვევი მიზეზებია: მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული…

მეტი...

ასლან ბჟანია პოზნერს აფხაზეთში იწვევს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანს ვლადიმირ პოზნერს დაბადების დღე მიულოცა და აფხაზის მოსანახულებლად დაპატიჟა. ინფორმაციას ე.წ. პრეზდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „პატივცემულო, ვლდიმირ ვლადიმიროვიჩ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. ბედნიერებას და ჯანმთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს. აფხაზეთის მთელი მოსახლეობა გააოგნა, ვითარებამ რომელიც თქვენ გარშემო შექმნა, თქვენი თბილისში ყოფნისას. მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელების მოქმედებებმა, რომლებმაც დაარღვიეს კავკასიელი ხალხის საუკუნოვანი ტრადიციები. პატივცემულო ვალიდიმირ ვლადიმიროვიჩ, აფხაზეთში თქვენ ყოველთვის გელიან. გიწვევთ რესპუბლიკის მოსანახულებლად თქვენთვის ხელსაყრელ დროს“,- ნათქვმია ბჟანიას განცხადებაში. პოზნერი აფხაზეთში უკვე მიიწვია ოპოზიციური „აფხაზეთის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევა დადასტურდა – საეჭვო 140-მდე შემთხვევის კვლევა გრძელდება

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადგენილი. როგორც NCDC-ს წარმომადგენელმა, ხათუნა ზახაშვილმა “ფეისბუქლაივის” დროს აღნიშნა, სულ რეინფექციაზე საეჭვო 140 შემთხვევას იკვლევენ, 16-მდე შემთხვევაზე კვლევა უკვე დასრულდა, საიდანაც სამში დადასტურდა ხელმეორედ დაინფიცირება.  მისივე განმარტებით, ​რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ხდება 2-ჯერ თანმიმდევრულად, როდესაც პირველი შემთხვევისგან ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა და ის ხელახლა დაავადდა ამავე ვირუსით. ხათუნა ზახაშვილის თქმით, მსოფლიოს მოლოდინი, რომ ვირუსით ხელახლა ცოტა ადამიანი დაავადდებოდა, არ გამართლდა და რეინფიცირების სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება. “​ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რადმენჯერმე დაავადდეს და ყველას მოგიწოდებთ ყურადღებისკენ,” – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 

მეტი...

“სირცხვილი” – პავილიონისი მდინარაძეს

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ტვიტერზე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებას. “სირცხვილი. რუსეთ-საქართველოს ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე, რათა ქართველები გამკლავებოდნენ ამ აღმაშფოთებელ აგრესიას. ამ რთულ პერიოდში და მას შემდეგ ყოველ დღეს ვებრძvი რეგიონში რუსულ აგრესიას”,- დაწერა პავილიონისმა. საქართველოს პარლამენტის წევრმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის და ​თავის დროზე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონის საქართველოში შემოშვება ერთ კონტექსტში განიხილა. ამ საკითხზე მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძისა და საქართველოს პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის…

მეტი...

“ლურჯი მიკროავტობუსებით” მგზავრობის ფასები იცვლება

დღეიდან, 1 აპრილიდან თბილისში მოძრავი ახალი, “ლურჯი მიკროავტობუსებით” მგზავრობის ფასები იცვლება. სტანდარტული ფასი უვე 50 თეთრი იქნება (მანამდე სხვადასხვა მარშუტებზე ეს ფასი 50 თეთრიდან 80 თეთრამდე მერყეობდა). დღეიდანვე “ლურჯი მიკროავტობუსები” ერთვება საერთო სატრანსპორტო ქსელში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიკროავტობუსებით, ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობა (მგზავრობის ოდენობის მიუხედავად) 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი 50 თეთრით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ავტობუსისა და მეტროს მსგავასად დაწესდება შეღავათიანი ტარიფები. უფასო – დედაქალაქში რეგისტრირებული: უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები…

მეტი...

დასაშვებია თუ არა ვაქცინაცია ორსულებში? – მედიკოსის განმარტება

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედების შესახებ ორსულ ქალებში კვლევა არ ჩატარებულა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.  მისი განმარტებით, კვლევა მხოლოდ ცხოველებზე ჩატარდა და ტერატოგენული მოქმედება ნაყოფზე არ დაფიქსირებულა.  “თუ მოხდება აცრა შემთხვევითი მიზეზით ორსულობისას, როდესაც არ არის ჯერ კიდევ იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას და ორსულობა უნდა გაგრძელდეს,” – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 

მეტი...

“ვიღაც ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ცუდ რაღაცებს ფიქრობენ საზღვარზე არ შემოვუშვათ, მგონია აბსოლუტური იდიოტიზმი “- ვახტანგ მეგრელიშვილი

რუსი ჟურნალისტისა და კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ამ ადამიანებს კანონი არ დაურღვევიათ: “ამ ადამიანებს არანაირი კანონი არ დაურღვევიათ, ეს არის ჩვენი ემოციური დამოკიდებულება, რომ ვიღაც ადამიანები, რომლებიც ჩვენი აზრით ჩვენზე ცუდ რაღაცებს ფიქრობენ, შესაძლებელია, რომ საზღვარზე არ შემოვუშვათ, ეს მგონია აბსოლუტური იდიოტიზმი. მაშინ რაღაც სიცრუის დეტექტორები გვაქვს საზღვრებზე დასაყენებელი. ხელისუფლების ამ ქმედებას, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებდით როგორც კი დაიწყო და იქ გუშინ მყოფი ადამიანები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდიდნენ ჩვენი კარგად ჩაკეტვისთვის, ძალიან დიდი ბოდიში, ეს ორმაგი სტანდარტები ყელშია ამოსული,” – განაცხადა…

მეტი...

„რა მოუნელებელს ეწევა ამ გაგანია მარხვაში“ – გურამ ჩალაგაშვილი ვახტანგ მეგრელიშვილზე

„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებებს ოპოზიციონერი პოლიტკოსები სოციალურ ქსელში პასუხობენ: სამოთხეში შენ არავინ მიგიღებს და ეშმაკთანაც ნუ გაიფუჭებ “ატნაშენიასო”, აშკარად მეგრელიშვილზეა ნათქვამი. ჩამოხსენით ეს კაცი ეკრანებიდან, სანამ ჩვენ ჩამოგვიხსნიან! P.S. რა მოუნელებელს ეწევა ამ გაგანია მარხვაში?“ – წერს პარტია „გამარჯვებული საქართველოს ერტ – ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ “გირჩის” წევრმა მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ რუს პროპაგანდისტს კანონი არ დაურღვევია.

მეტი...

“მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომელმაც ეს ქმედებები დაგმო” – დიმიტრი პესკოვი

რუსებმა ცხადად უნდა გაიგონ, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის უსაფრთხო არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა. „საქართველოში წასვლა უბრალოდ საშიშია. რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ,“- აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, კრემლი მკაცრად გმობს საქართველოს დედაქალაქში „ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს“. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დაგმო ნაციონალისტების ქმედებები. ”ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და…

მეტი...

“თუ პატრიარქი დამიდასტურებს რომ მე ვარ უძღები შვილი, მზად ვარ მოვინანიო” – პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან იმყოფება. მას პატრიარქთან შეხვედრა სურს. “მან თქვა, რომ მეუფე პეტრე არის უძღები შვილი და მელოდება, ამით მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და სახარება განმარტა არასწორად. უძღებმა შვილმა მამას მოსთხოვა მისი ქონების წილის აღება, მამამ გაუშვა, მის თავისუფალ ნებას არ გაუწია წინააღმდეგობა და რა თქმა უნდა, თავი ვერ გაართვა უძღებმა შვილმა დამოუკიდებელ ცხოვრებას, ჩავარდა ცოდვებში, მაგრამ შემდეგ მოეგო გონს და დაბრუნდა მამასთან სინანულით. თუ პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მივედი მამასთან, ე.წ მამასთან და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არის უსამართლობა, სისტემური…

მეტი...

შსს პოზნერის დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც თან ახლავს ფოტო, სადაც ვლადიმერ პოზნერის დაჯარიმების ქვითარია ასახული.  “სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ, საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა,”- აღნიშნულია განცხადებაში. 

მეტი...

იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა. რატი ბრეგაძე არის  კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ასევე დაისპორასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის და ბოლოს უკვე, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი ბრეგაძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე  გოჩა ლორთქიფანიძე შეცვალა, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

მეტი...

ვლადიმერ პოზნერი ამბობს, რომ თბილისში კომენდანტის საათის დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა განაცხადა, რომ ის საქართველოში საკარანტინე წესების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ria ავრცელებს, რომელსაც პოზნერი ესაუბრა. პოზნერმა ჟურნალისტებთან დამატებითი კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ არ სურს გუშინდელი მოვლენების განხილვა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა. ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი, 50-მდე პირთან ერთადდაბადების დღის აღსანიშნად ჩამოფრინდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. მოთხოვნა ერთი იყო – ოკუპანტი რეჟიმის მომხრეებს საქართველო დაეტოვებინათ. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური…

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ და დავით უსუფაშვილის შეთანხმებით, 2016 წელს საქართველოს ესტუმრა დუმის ექვსი წევრი, მათ შორის სლუცკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური დეპუტატია” – ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ და დავით უსუფაშვილის შეთანხმებით, 2016 წელს საქართველოს ესტუმრა დუმის ექვსი დეპუტატი, მათგან სამს დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა რუსულ დელეგაციას მადლობა გადაუხადა, როდესაც ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს. „ნაციონალური მოძრაობის“ და დავით უსუფაშვილის შეთანხმებით, 2016 წელს საქართველოს ესტუმრა დუმის ექვსი დეპუტატი, მათ შორის ეუთოს ასამბლეის ფარგლებში და მათგან სამს დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი. მათ შორის იყო სლუცკი, რომელიც დუმის ერთ-ერთი…

მეტი...

“ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა თავისუფლების მოედანზე” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს და რომლებიც არიან შემჩნეულები ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან. „რომ გავყვეთ სახელებსა და გვარებს: ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა პოზნერის ვიზიტს საქართველოში მთელი თავისი ოჯახით, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული ბევრად უფრო მწვავე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც აფრიალებდა საქართველოში რუსული საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი – ეს ადამიანები აკეთებენ რუსეთის საქმეს და ისინი „აპროტესტებდნენ” გუშინ მათ შორის რუსეთის მოქალაქეების ვიზიტს საქართველოში. იქ…

მეტი...

“ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანამოაზრეების სტუმრობაც პროვოკაციული იყო და მასპინძლობაც” – დიმიტრი ხუნდაძე

სტუმრობაც პროვოკაციული იყო და მასპინძლობაც. პროტესტის მესმის, მაგრამ ფორმა არ მომწონს. ამ კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის ეს ფორმა შეუთავსებელია, თუმცა როგორც ხშირად, მიზანი სხვაა, „შემოქმედი“ – იგივე,  –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. „საბედნიეროდ, საზოგადოებაც იგივეა და კარგად „ზომავს“ პროტესტის გულწრფელობას და იმას, თუ ვინ აპროტესტებს. ისე, რა შინაარსითაც წინააღმდეგობას გამოვხატავთ, ამისთვის თავის დროზე უნდა მოგვეთხოვა პასუხი და არ ავყოლოდით „მარცხის ზეიმად გასაღებას“, ან მინიმუმ დღეს მაინც არ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების ჟინი „თუხთუხებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხიდან ოკუპანტების მიერ 2 თებერვალს გატაცებული რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხიდან, დღეს, ოკუპანტების მიერ 2 თებერვალს გატაცებული რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს. მას ქართულ მხარეს ერგნეთის საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, საგუშაგოზე გადმომოსცემენ. შეგახსენებთ, 35 წლის რამაზ ბეღელური საკუთარი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ოკუპანტებმა, ხოლო ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მეტი...

“სირცხვილია” ახლა დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს” – ლევან ნიკოლეიშვილი

„რამდენადაც ვიცი, ბიზნესმენი თემურ უგულავა, სასტუმრო “რუმსის” მფლობელი და დელეგაციის მასპინძელია,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გენშტაბის ყოფილი უფროსი, სამხედრო ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს. ნიკოლეიშვილის თქმით „რუმსის“ მფლობელი ოპოზიციას აფინანსებს: „ის, იმავდროულად აფინანსებს ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას “სირცხვილიას”. ალბათ უცნაურ ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, რადგან “სირცხვილია” ახლა დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს, სადაც საკუთარი დამფინანსებლის სტუმრები არიან განთავსებულნი,“ – წერს ნიკოლეიშვილი.

მეტი...

“საქართველო ღრმა კრიზისშია, რუსი ტურისტების იქ ჩასვლა საფრთხის შემცველია” – დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისიში ვიზიტს და განვითრებულ მოვლენებს  უკვე გამოეხმაურა სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი. მისი განცხადებით, თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რამდენად ღრმა კრიზისშია საქართველო. “რადიკალიზმი ბევრ რამეში განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, არაფერ სასიკეთოს არ მოიტანს. ანალოგიური მოხდა სერგეი გავრილოვის მიმართაც და ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საფრთხის შემცველია რუსი მოქალაქეების საქართველოში ჩასვლა,”- განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. ვლადიმერი პოზნერი, რომელსაც თბილისიდან თანმხლებ პირებთან ერთად რუსეთში დაბრუნება დაგეგმილზე ადრე მოუწია, მოსკოვში უკვე ჩავიდა, თუმცა თბილისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, რუს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია

მეტი...

სისხლიანი დაპირისპირება სტამბოლში. რა მოხდა ჩეჩნებსა და ქართველებს შორის – გარდაცვლილია 2 და დაშავებულია ასევე 2 პირი

სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ასევე ორი პირი. ინციდენტი ადგილობრივი დროით 6-ის ნახევარზე ბაშაკ-შეჰირში, სატმბოლის ერთ-ერთ უბანში, რესტორნის წინ მოხდა. დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს. სროლისა და დაპირისპირების ამსახველი მასალა ადგილობრივებმა მობილურით გადაიღეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

“ჩვენ უფლებას ვიტოვებთ აღარ დავკარგოთ დრო ოპოზიციის ახირების განხილვაზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული დიალოგის შეთანხმების გარეშე დასრულებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება აღარ აპირებს დროის კარგვას ოპოზიციის ახირებებზე: “რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, მაინც უნდა გამოვიტანოთ ამ პროცესიდან. კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, ვინაიდან, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მსოფლიო, აღიარებს 2020 წლის არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ვხედავთ, რომ არ ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც თავად ნებაყოფლობით, თუმცაღა გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა…

მეტი...

“მოქალაქეების პროტესტით ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისარგებლა” – პრემიერი პოზნერის ვიზიტზე

პრემიერ-მინისტრი პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. “მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც, “ნაციონალური მოძრაობის” და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია, რა თქმა უნდა, დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი  ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც, ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ტურისტული სექტორისთვის, ისე ზოგადად, ეკონომიკის…

მეტი...

ვლადიმერ პოზნერის და მისი თანმხლები პირების მიერ რეგულაციების დარღვევა მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. მისივე თქმით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ. ამასთან, როგორც პრემიერმა განაცხადა, თბილისის ეთ-ერთ დაწესებულებაში ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების რეგულაციების გაუთვალისწინებლად შეკრება მიუღებელია, რაზეც შესაბამის უწყებებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. „ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აგრეთვე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშრად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთან, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ეგრეთ წოდებული კოვიდპასპორტი და ასევე უარყოფითი პასუხი „პისიარ“ ტესტზე. ისინი ქვეყანაში…

მეტი...

კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 785 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 23, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 437 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 273 604-მდე.

მეტი...

კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 790  PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 499 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  282 260-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.64 %.

მეტი...

ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაჯარიმდნენ

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც მეგობრებთან ერთად საქართველოში დასასვენებლად და დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.   შსს-ს ინფორმაციით, რუსეთიდან შემოსული სტუმრებიდან დაჯარიმებულია 32 ადამიანი. ასევე, 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს სასტუმრო “ვინოტელს”. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა.

მეტი...

„გავყარეთ ქვეყნიდან, რუსეთი ოკუპანტია“ – პოზნერს ქვეყანა დაატოვებინეს

სამოქალქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, საქართველოში რუსი ჟურნალისტის – ვლადიმერ პოზნერის სტუმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს რომ ის და მისი სტუმრები ქვეყნიდან გაყარეს. „თუ ჩაგეძინათ და ახლა შიშით შემოდიხართ, წუხანდელი ამბების გასაგებად… კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან! რუსეთი ოკუპანტია“,- წერს მაქარაშვილი. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის ქვეყანაში სტუმრებთან ერთად შემოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. პროტესტი აეროპორტიდან დაიწყო და სასტუმრომდე გაგრძელდა. სასტუმრო „რუმსი“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტებმა კვერცხებით ააჭრელეს. სტუმრებმა ქვეყანა დატოვეს.

მეტი...

რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები იძულებულები გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ – კვერცხებით აჭრელებული იუბილარი

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა საქართველო იძულების წესით დატოვა. აქტივისტებმა, რომლებიც იუბილარის ქვეყანაში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, აეროპორტიდან სასტუმრომდე,  მას და სტუმრებს კვერცხები დაუშინეს. შედეგად, ჟურნალისტი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. რუსი სტუმარი, მის მეგობრებთან ერთად, უკან ჩატრერული რეისით გაფრინდა. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად და დასასვენებლად ჩამოვიდა. ის ქვეყანაში 3 დღით დარჩენას გეგმავდა, თუმცა, სამოქალაქო აქტივისტებმა დაბადების დღის აღნიშვნის შესაძლებლობა არ მისცეს და ქვეყანა დაატოვებინეს. აქტივისტები, აფხაზეთთან დაკავშირებით მის განცხადებებს აპროტესტებდნენ. კერძოდ, როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მას ეკუთვნის სიტყვები: “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

მეტი...

დაწესებულება, სადაც რუსეთიდან ჩამოსული დელეგაცია იმყოფებოდა, დაჯარიმდა

თბილისში, სანაპიროზე მდებარე დაწესებულება „ვინოტელი,“ სადაც რუსეთიდან ჩამოსული რუსი ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, დაჯარიმდა.   შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაწესებულებას 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. “ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით, რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ სასტუმრო “რუმსიდან” აღნიშნულ სასტუმრომდე, ისინიც იქნებიან დაჯარიმებული”, – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის ქვეყანაში სტუმრებთან ერთად შემოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. პროტესტი აეროპორტიდან დაიწყო და სასტუმრომდე გაგრძელდა. სასტუმრო „რუმსი“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტებმა კვერცხებით ააჭრელეს. ამ ყველაფრის მიზეზი კი…

მეტი...

ვლადიმერ პოზნერი საქართველოდან პოლიციის დახმარებით გააცილეს – შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა,  ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. უწყების განმარტებით, ის საქართველოში ამერიკის პასპორტით ამოვიდა. „აღნიშნული პირი არის  აშშ-ის მოქალაქე. მას არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“, – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღეს აღსანიშანად ჩამოვიდა. მას აეროპორტში პროტესტითა და კვერცხებით დახვდნენ.

მეტი...