“წინა ხელისუფლებამ ჯერ გაყიდა მიწები და შემდეგ დააგეგმარა ქალაქი” – ირაკლი ხმალაძე

პირადად მე ასე დავარქმევდი, რომ ჯერ გაყიდეს [წინა ხელისუფლებამ] მიწები და მერე დააგეგმარეს მთელი ქალაქი, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

„მერე გაყიდულ სივრცეებზე მშენებლობის ნებართვას იღებდნენ და მიმდინარეობდა მშენებლობა. ამის მერე დამტკიცდა ქალაქის გენერალური გეგმა და მერე დადგინდა, სად უნდა ყოფილიყო რეკრეაციული ზონები, სად იყო დასაშვები მშენებლობა და ა. შ. სწორი პროცესი ასეა, ჯერ აგეგმარებ ქალაქს, განსაზღვრავ, რა არის შესანარჩუნებელი სივრცე, რისი განვითარება არის შესაძლებელი და აქედან გამომდინარე იღებ გადაწყვეტილებას. ძალიან ბევრი პრეცედენტი შეიქმნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მწვანე სივრცეა, სკვერია თუ სპორტული მოედანი, ყველა მაინც ახერხებდა მშენებლობის ნებართვის მიღებას.

რა თქმა უნდა, ავტომატურად, ნებისმიერი მიწის ნაკვეთი იძენდა ჩვეულებრივ დეველოპერულ საბაზრო ღირებულებასა და ჩაშვებული იყო სამოქალაქო ბრუნვაში. კახა კალაძის მმართველობაზე რომ გადავიდეთ, 2019 წელს დავამტკიცეთ ახალი გენერალური გეგმა, სადაც გეგმარებითად ვუყურებთ, რომელი არეალის სამშენებლოდ განვითარება არის შესაძლებელი და რომელია შესანარჩუნებელი, რადგან საჭიროა სასუნთქი დავუტოვოთ ადამიანებს. ახლა წყნეთში რომ გაისეირნოთ ტყეში და გესიამოვნება, იცოდეთ, რომ ეს გაყიდულია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მსგავსი თემები