“ამნისტია გავრცელდება ყველა პირსა და დანაშაულზე თანაბრად – გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც ვთანხმდებით” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ არავის მისცემენ საშუალებას, უკვე მიღწეული შეთანხმება ჩაშალონ. როგორც მან ოპოზიციასთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამნისტია აუცილებლად გამოიცემა და გავრცელდება ყველა პირსა და დანაშაულზე თანაბრად – გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც მხარეები თანხმდებიან.   “გაიცვალა პოზიციები, არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები, არის რესურსი პოზიციების შეჯერების, თუ ყველას გვინდა, რომ შეთანხმება შედგეს. როგორც ჩაიწერა დოკუმენტში, რომ შეეხოს ყველას და ყველაფერს, გარდა საერთაშორისოდ დადგენილი წესისა, ამას შეასრულებს “ქართული ოცნება”,- აცხადებს ოხანაშვილი. ​დღევანდელ შეხვედრას ელჩები არ ესწრებოდნენ.

მეტი...

“ჯალათებზე ამნისტია არ გავრცელდება” – ოპოზიციის და მმართველი გუნდის შეხვედრა დასრულდა

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სავარაუდოდ, პირდაპირ გაიწერება კანონში, რომ “ჯალათების” შეწყალება ამნისტიის კანონით არ მოხდება. მისი თქმით, არის უამრავი დეტალი, რომლის დაზუსტებასაც მხარეები სამშაბათამდე ეცდებიან. “რაც მთავარია, ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი და არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა,” – ამბობს გიორგი ვაშაძე. მისივე თქმით, კანონპროექტი, ჯერჯერობით, ოპოზიციას არ უნახავს, თუმცა მხარეებმა ერთმანეთს მოუსმინეს და შეეცდებიან, პოზიციები მაქსიმალურად დააახლოვონ.

მეტი...

მმართველი პარტია და ოპოზიცია ამ წუთებში ერთმანეთს ხვდებიან – შეხვედრას ელჩები არ ესწრებიან

ევროკავშირის ოფისში ამ წუთებში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესწრებიან, მათ შორის – არც ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.  შეხვედრა 15 საათზე დაიწყო.

მეტი...

“ევროპარლამენტარები თავდებობის წერილზე ხელმოწერისთვის მზად არიან” – ბადრი ჯაფარიძე

ხელმოწერაზე თანახმა არიან ევროპარლამენტარები. თუ როგორ უნდა შედგეს ქართული კანონმდებლობის საფუძველზე წერილის მონახაზი ევროპარლამენტარებს აქვთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტარები თავის მხრივ აზუსტებენ დეტალებს. „ხუთი ევროპარლამენტარი უკვე მზად არის ამისათვის, თუმცა მოგეხსენებათ ეს ისეთი თემაა, რომელიც მათი მხრიდან, ფორმალობების გარკვევას მოითხოვს და ისინი ამ დეტალების გარკვევის პროცესშია არიან, მაგრამ პრინციპული თანხმობა მათ განაცხადეს უკვე“, – განაცხადა ჯაფარიძე.

მეტი...

“ვთხოვ საპატრიარქოს, ვიდრე არ იქნება სისხლისღვრა, სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიას” – მამა ანანია კალანდია

დიდი ჭყონის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, მამა ანანია კალანდია სალხინოში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში მივიდა. იგი საკუთარ თავს დაზარალებულს უწოდებს და აცხადებს, რომ დღეს ეკლესიის ეზოში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. „ადგილზე იმიტომ მივედი, რომ მეთხოვა კიდევ ერთხელ მეუფისთვის, ტერიტორია დაეტოვებინა კეკუტიას, კრიმინალად წოდებულ ბანდის უფროსს. კეკუტიას, რომელმაც უკვე მესამედ გამომიწვია და სიკვდილამდე მიმიყვანა. ვთხოვ მთლიანად საპატრიარქოს, ვიდრე არ იქნება სისხლისღვრა, სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიას. იმ მომენტში, როცა ხელი დამარტყეს, თავის არეში მივიღე ტრავმა. შეიძლება, გადამიყვანონ ქუთაისში. ცუდად ვგრძნობ თავს, გამოვედი პოლიციიდან რომ მივიღო წამლები“, – განაცხადა მამა ანანია კალანდიამ. სალხინოს ღვთისმშობლის შობის…

მეტი...

“ხომ ხედავთ, რაც ხდება ინდოეთში, სწრაფი გავრცელებაა…” – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის ორმაგი მუტაცია და ვირუსის სრულიად ახალი ფორმა, რომელიც მსოფლიოსთვის, ამ ეტაპზე, მთავარ საფრთხედ სახელდება. ინდური შტამი – ეს არის დღეს ნომერ პირველი გამოწვევა ექიმებისა და იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც ვაქცინებზე მუშაობენ. 4 დღეში 1 მილიონი ინფიცირებული მხოლოდ ინდოეთში, ინდური შტამი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება. ის უკვე დაფიქსირდა 6 ქვეყანაში. მეცნიერები ახლა იკვლევენ, როგორ მუშაობს ვაქცინები კოვიდ 19-ის ახალ, სახეცვლილ ფორმებზე. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი განმარტავს, რომ ინდური შტამი არის აქამდე ცნობილი სამი შტამის – ბრიტანულის, სამხრეთ აფრიკულისა და ბრაზილიურის. “სამივე ცვლილება, რაც იმ შტამებში იყო, აქ ერთდროულად…

მეტი...

“ჩვენც კაი გოიმები ვართ, რომ ვარლამ გოლეთიანის გმირობა დავიჯერეთ” – მამა მირიანი

რაც ფეიკ ქვეყანაა, იმნაირი გმირებიც გვყავს! ჩვენც კაი გოიმები ვართ, რომ ვარლამ გოლეთიანის გმირობა დავიჯერეთ, – ამის შესახებ მამა მირიან მესხაძე სოციალურ ქსელში წერს. „რაც ფეიკ ქვეყანაა, იმნაირი გმირებიც გვყავს! ჩვენც კაი გოიმები ვართ, რომ ვარლამ გოლეთიანის გმირობა დავიჯერეთ! ირმა ინაშვილთან და ფალავანდიშვილთან ერთად დაცულ სამშობლოს რა ვუთახრი მე! ეგ საპატრიარქო იქნება ბოლოს მაგ ვარლამს გაღიმებულს რომ დატოვებს,“ – წერს მირიან მესხელაძე.

მეტი...

„ხვალ ყიზილბაშები რომ შემოგვესიონ თავზე ჩალმას დაიდგამთ“ – ოქრუაშვილი ოპოზიციის ნაწილს

“არ გამოდის ძმაო ხალხი და რა ვქნათ?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი წერს, აღნიშნული პოსტით ოქრუაშვილი ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს პასუხობს: „არ გამოდის იმიტომ, რომ იციან – ხვალ ყიზილბაშები რომ შემოგვესიონ თავზე ჩალმას დაიდგამთ,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ბოძები დაამონტაჟეს

საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ – ამჯერად მათ ბოძები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთთან დაამონტაჟეს. ბოძები ყვითლადაა შეღებილი და 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთზე განთავსებული. ადგილობრივებმა ჯერ არ იციან, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ რა ფართობის ოკუპაცია მოხდება ამჯერად, თუმცა ამბობენ, რომ შიშის გამო მიწის ეს ფართობები ისედაც დაუმუშავებელი რჩება და ყურადღებას ითხოვენ.

მეტი...

“ამ გამარჯვებას ნიკა მელიას და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი” – ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც სერბეთის სახელით გუშინ ევროპის ჩემპიონი გახდა, გამარჯვებას ნიკა მელიას და მოჭიდავე ძმებ წულუკიძეებს უძღვნის. “მინდა, ეს გამარჯვება მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს და მის სამეგობროს, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, რომლებსაც მოუწყეს პროვოკაცია. ბიჭები, რომლებიც წესიერების მაგალითი უნდა იყოს მთელი საქართველოსთვის, დღეს უკანონოდ სხედან ციხეში. ასევე, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ზუსტად ამისთვის ზის საპყრობილეში. მინდა, ამ გამარჯვებით ამ ხალხს ეს მძიმე წუთები ცოტა შევუმსუბუქო. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის და სერბებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ”,–…

მეტი...

“ამას მრუდი აღარ ჰქვია სამწუხაროდ, ეს რაკეტის ტრაექტორია უფროა” – ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული კოვიდვაქცინაციას და საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას სოციალური ქსელით ეხმაურება. „ამას მრუდი აღარ ჰქვია სამწუხაროდ, ეს რაკეტის ტრაექტორია უფროა და ამ ტრაექტორიაზე მიქრის ახლა საქართველო. ქვემოთ ბრიტანეთი და ისრაელია, წარმატებით აცრილი ქვეყნები. ისრაელში უკვე აღარავინ მომკვდარა დღეს კოვიდით. აი, ამას აკეთებს ვაქცინაცია და ეს არის პასუხი შარლატანი ანტივაქსერების თუ ვაქცინა-სკეპტიკოსების ბოდვებზე. ბევრჯერ გაუმართლა საქართველოს პანდემიის დაწყებიდან და იმედია კიდევ ერთხელ გაუმართლებს; იმედია არ მოსწყინდა ფორტუნას მავანთ ბაქიბუქი და მათ ჯავრს უმწეო ადამიანებზე არ იყრის. ნუ გაწირავთ უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი კომფორტული რუტინის დარღვევა აუტანელი…

მეტი...

„მეორედ მოსვლა გარდუვალია“ – პატრიარქის ქადაგება

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იქადაგა,  მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით მიმართა. „გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბზობა – ეს არის დიდი ზეიმი, სიხარულის, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს აგრეთვე არის დღესასწაული ქართული ენისა, გილოცავთ ამ დღესასწაულებს“, – ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორეს ქადაგებით, მეორედ მოსვლა გარდუვალია და ხალხმა უნდა იფიქროს, როგორ შეხვდებიან ამ დღეს. „ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა…

მეტი...

აღდგომის ღამესთან დაკავშირებით სამღვდელოება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს

ექნებათ თუ არა მორწმუნეებს შესაძლებლობა აღდგომის ღამეს ტაძარში შეხვდნენ, ამ ეტაპზე უცნობია. ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დაწყებული მოლაპარაკებები დასრულდება. როგორც მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, აღდგომის ღამეს რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. “მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები. არც მწვადი უნდა დაიწვას და არც შამფური.  გათვალისწინებული უნდა იყოს ხალხის ინტერესი, რადგან ბევრი ადამიანია, ვისაც ეკლესიაში მოსვლის სურვილი აქვს”, – განმარტავს მეუფე.

მეტი...

მარტვილში, შობის ტაძარში მომხდარი ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც  სამეგრელო – ზემო სვანეთის პოლიციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ დიასამიძემ განაცხადა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე, არავინ დაუკავებიათ. შეგახსენებთ, რომ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მამა ანანია კალანდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ წუთებში, მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

მამაო სცემეს – ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ტაძართან

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მამა ანანია კალანდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ წუთებში, მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ტაძართან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც  ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. მეუფე სტეფანეს მხრიდან მღვდელმსახურება შეჩერებული სასულიერო პირები მას ტაძრის ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ და მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მამა ანანიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

მარტვილში, ტაძართან სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მარტვილში, სასულიერო პირების დაპირისპირება ისევ გრძელდება. ამჯერად, დაპირისპირება  სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის შესასვლელთან მოხდა.  სასულიერო პირების ნაწილი ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ მისცა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციამ შეიყვანა.

მეტი...

„კოვიდ 19“-ით აქტიურ ინფიცირებულთა რაოდენობა 13 729 ადამიანია

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა  13 729-ს შეადგენს.  აქედან: 3 582 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 970, აჭარაში – 422, იმერეთში – 397. ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 611 პირი, მათ შორის, თბილისში – 295, აჭარაში – 66, იმერეთში -86. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 121 პირი, მათგან თბილისში – 85, აჭარაში – 10, იმერეთში – 7. 717 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 407 – თბილისში, 287 – აჭარაში. 9 430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მეტი...

კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 025 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 567 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 21, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი –  7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

კორონავირუსით 966 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 888 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 974 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 914 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 966 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  303 751-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.57%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 222 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 285 971-მდე.

მეტი...

„მცირე მიზეზიც კი შესაძლოა რაიმე პროვოკაციის საბაბად იქცეს“ – ეპარქიის გაფრთხილება მრევლს

ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ დაძაბულობაა. ეპარქია  მრევლს ბზობის დღესასწაულს ულოცავს და ამავდროულად, აფრთხილებს. „ყველას გილოცავთ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულს!  ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოში, მრავალ მომლოცველს ველოდებით. ბოლო დღეებში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, მცირე მიზეზიც კი შესაძლოა რაიმე პროვოკაციის საბაბად იქცეს და გვინდა ერთგვარი წინდახედულობისკენ და ქრისტიანული სიბრძნის გამოჩენისაკენ მოგიწოდოთ. პატივისცემითა და სიყვარულით მოგმართავთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სულიერი სიფხიზლე, რომ რაიმე შემთხვევითობამ, ან პროვოკაციამ ჩრდილი არ მიაყენოს ამ დიდ დღესასწაულს და ერთად, ღირსეულად, სიმშვიდით და ზეიმით აღვნიშნოთ იერუსალიმში დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“ – აცხადებენ  ჭყონდიდის ეპარქიაში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მარტვილში მობილიზებულია…

მეტი...

მარტვილში მობილიზებულია პოლიცია, ეპარქიაში პროვოკაციას ელოდებიან

მარტვილში, სამართალდამცველების მობილიზება შეინიშნება. აღნიშნულის მიზეზი ბზობის დღესასწაულია. კერძოდ, ეპარქიის გუშინდელი მოწოდება და გაფრთხილება – ეპარქიამ მრევლს, ბზობის სადღესასწაულო ლიტურგიასთან დაკავშირებით, მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა და ამავდროულად გააფრთხილა, რომ შესაძლებელია პროვოკაცია.    სალხინოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მრევლი დილიდან  იკრიბება.

მეტი...

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება

დღეს, 25 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. მორწმუნეები  ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. „მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ ბზობის დღესასწაულს.  

მეტი...