საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტით ჩავა

დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა, ხაზგასმით აღნიშნეს, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით, ნატოსა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე, საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებს, უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალი ვიზიტის დროს განიხილავენ.

მსგავსი თემები