ვეტერანებისთვის, ფოთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო ცენტრ ‘’ვივამედის’’ ექიმებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს.  უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით, აქციის ფარგლებში, ისარგებლა 130-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 470- მდე სამედიცინო ვიზიტი.  აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია და მისი მოადგილე მამუკა პაპასკირი. “დღეს ფოთში იმართება სამედიცინო აქცია კლინიკა “ვივამედის”, სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და ჩვენი მეგობრების მიერ,…

მეტი...

ცხინვალიდან სროლის ხმა ისმის

რამდენიმე საათია ცხინვალიდან სროლის ხმა ისმის, ცხინვალის მიმდებარედ მცხოვრები ქართული სოფლების მოსახლეობა სროლებს შესაძლო წვრთნებს უკავშირებს: „მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის ხმაა, შეიძლება „БМП 3“-ისაც იყოს, ისეთი სროლის ხმაა თითქოს ომი იწყება,“ – ამბობს „მედიაცენტრ მთავართან“  ადგილობრივი.

მეტი...

„გაუქმდეს კომენდანტის საათი“ – კარვების აქცია მთავრობის კანცელარიასთან

სამოქალაქო აქტივისტები ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან და კარვების გაშლას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც მათ კარვის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევს. პოლიციამ აქტივისტებს 2 კარავი წაართვა. „სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს კომენდანტის საათი, რომ ბიზნესმა ოპერირება შეძლოს. ამ აქციით გამოვხატავთ პროტესტს, ეს არის სიმბოლური აქცია იმ ადამიანების მხრიდან ვინც დაკარგა სამსახური და შემოსავალი. წაიღონ, წაგვართვან, კიდევ მოვიტანთ და მაინც გავშლით კარავს. ღამეს აქ გავათენებთ, პროტესტი გაგრძელდება“ – აცხადებენ აქტივისტები. ისინი ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენელს ელოდებიან, რადგან, თვლიან რომ პროტესტის გამოხატვის უფლება შეეზღუდათ.

მეტი...

„ცხვრების შეკრება და არა გაბნევა, შერიგება და არა – დაპირისპირება და დაყოფა“ – მეუფე გრიგოლი სასულიერო პირების დაპირისპირებაზე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ  ეკლესიაში დიალოგის დაწყება საჭირო და აუცილებელია. მეუფე გრიგოლის განმარტებით, დიალოგი მნიშვნელოვანია კონფლიქტური ვითარების გასანეიტრალებლად. „ის, რაც იქ ხდება, არ არის ერთი ეპარქიის პრობლემა, არამედ მთელი ეკლესიის სატკივარია და რომ ჯერ კიდევ არსებობს, თუნდაც მცირედი რესურსი იმისთვის, რომ ქუჩაში გასულ პროცესებს არ მიეცეს განვითარებისა და გაღრმავების საშუალება და შემოტანილ იქნეს საეკლესიო (კანონიკურ) სივრცეში. მეუფე გრიგოლმა ასევე განაცხადა, რომ დიდი და გამოუსწორებელი შედეგების მომტანია როგორც ცოდვებისა და სხვადასხვა დარღვევების მიმართ წაყრუება, ასევე სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა. ფოთისა და…

მეტი...

ენგურზე დაღუპულებისთვის ილორის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადეს

მდინარე ენგურზე ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პატივი მიაგეს. ოკუპირებული ტერიტორიიდან 7 აპრილს მდინარე ენგურის გადმოლახვისას ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე, თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ენგურის საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთა – ელგუჯა გვალიას, მაყვალა გამისონიას, თამუნა ცატავას, თამაზ ბასლანძის  სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები, ასევე აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჯემალ გამახარიამ გამოთქვა რა, ღრმა…

მეტი...

“გიგიმ დღესაც ვერ შეიკავა თავი პოლიტიკური ჩხვლეტისგან” – ბოკერია უგულავაზე

ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიას განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ გიგი უგულავამ  დღესაც ვერ შეიკავა თავი პოლიტიკური ჩხვლეტისგან. როგორც ბოკერია აღნიშნავს, პარტიიდან წასვლა თავდასხმის გარეშე უნდა მომხდარიყო. „მინდა, ისევე, როგორც ყველა სხვას, მას კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე გავლილი გზისთვის. პატივს ვცემ მათ არჩევანს და წარმატებას ვუსურვებ ყველაფერში, რაც „ევროპული საქრთველოსა“ და ამ გუნდის ფასეულობების თანხვედრაში იქნება. ყოფილა იქამდეც, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ადამიანებს სხვა გზა აურჩევიათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკეთ მოქცეულა, ზოგი ნაკლებად უკეთ, ამ ტიპის თავდასხმებისგან თავი შეუკავებია“ – განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ „ევროპულ საქართველოს“ დატოვების შესახებ…

მეტი...

„მეწყერზე გამავალი მილსადენი “დაკვერცხდა”, ანუ მეწყერი მიაწვა მილს და დააზიანა“ – სპეციალისტი

„ვაშლიჯვრის მეწყერზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ბევრი კითხვა ისმის, მაგრამ სრულად პასუხის გაცემა ჩვენთვისაც რთულია, რადგან ვერ ვხსნით რა ხდება. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ერთი კვირის წინ, მშენებელმა კომპანიამ გამოთქვა შეხვედრის სურვილი. შეხვედრა საუბრის და თხრობით რეჟიმში გაიმართა და პასუხების ნაცვლად კითხვების რაოდენობა გაგვეზარდა“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი. სპეციალისტი მეწყრულ ფერდობზე არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ გერმანელები აქ იყვნენ, ნგრევის და შესაძლო “დაკვერცხების” პროცესი ანახეს, მაგრამ ისინი მაინც თავიანთ ჩვენებაზე დარჩნენ. „პირველი უმთავრესი…

მეტი...

გიგი უგულავამ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა

დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება – მე პარტია დავტოვე“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, პარტიას განახლება სჭირდება. „2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემი აზრით, ეს არასწორია,…

მეტი...

ევროკავშირის ელჩი ენგურის ტრაგედიას ეხმიანება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ეხმიანება მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიას და უსამძიმრებს დაღუპულთა ახლობლებს. „დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა“, – ამბობს ელჩი. 7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან ოპოვეს ადიდებულ მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანი. ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

მეტი...

“ევროპული საქართველოს” პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

“ევროპული საქართველოს” პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დღეს მიიღეს. ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იქნება, ხოლო გენერალური მდივანი – აკაკი ბობოხიძე. პარტიის დღევანდელ ყრილობას არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოს” უკვე ყოფილი წევრები დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა.

მეტი...

“სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად” – გიგა ბოკერია

სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად“,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, ყოფილმა თანაგუნდელებმა პარტიის დატოვებაზე გადაწყვეტილება რთულ დროს მიიღეს. „სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის. რა თქმა…

მეტი...

“გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა” – ოთარ კახიძე

გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა, ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი ტიპის ლიდერები, რომლებიც ასე გააგრძელებენ მართვას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძე პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, გიგა ბოკერია ყოველთვის ახერხებდა ერთ ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში. „მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას როლს ზოგადად ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობში, ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებდა, რომ ჰქონოდა, ეთქვა ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, ყოველთვის დაეცვა ის პრინციპები, რომლისაც მას სჯერა, ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, ქვეყნის დასავლურ…

მეტი...

მიტროპოლიტმა სტეფანემ მედია და არასამთავრობოები “მებრძოლ უღმერთოთა კავშირს” შეადარა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა ქადაგებისას არასამთავრობო ორგანიზაციები ანტირელიგიურობაში დაადანაშაულა და მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” წევრებად მოიხსენია. “მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში გადავიდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციებში – ასოებში და იმ ასოებით ცდილობენ რომ ებრძოლონ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ღმერთს. ვერ უპირისპირდება სახელმწიფო ასეთ ორგანიზაციებს და პირიქით, ყოველდღე ტელევიზორში ჰყავთ გამოჭიმული. საინტერესო რა არის, რომ ასეთ ცრუ თაღლითურ, ვითომ რელიგიურ ორგანიზაციასთან დაიწყეს თანამშრომლობა განდგომილმა მღვდელმსახურებმა და დაუჯდნენ იქ სტუდიაში,” – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მეტი...

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

წნორში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. წნორი-ტიბაანის-ჯუგაანის გზაზე ერთმანეთს “მერსედერსისა” და “ფორდის” მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

სამართალდამცველებმა „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქუთათელაძე გადაადგილებას „გუმათჰესთან“ სამართალდამცავების მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა. სალდაძის განცხადებით, ქუთათელაძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რასაც როგორც ადვოკატი ამბობს, რეალურად ადგილი არ ჰქონია. „უკვე შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ლაშა ქუთათელაძეს და მივიღე მისგან ინფორმაცია. მიგვაჩნია, რომ წარდგენილი პრეტენზია, რაც აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს მასთან მიმართებაში, არ არის საფუძვლიანი და არ უნდა მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად ეს პირი. მას ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია“,…

მეტი...

შესაძლოა, უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდეს

შესაძლოა, უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდეს. ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრო დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის გაგზავნის შესახებ მსჯელობს. საქართველოს ელჩი უკრაინიდან საკონსულტაციოდ, დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოიწვიეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობენ და შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. საკითხზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდეს, ოპოზიციაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ თავისი ინტერესები უკრაინასთან ერთად უნდა დაიცვას. “ნაციონალურ მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის, რომ უკრაინაში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვყავს, მძიმე…

მეტი...

არსებული რეგულაციების დარღვევისთვის, შსს-მ 1126 სუბიექტი დააჯარიმა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1126 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 114 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 918 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 94 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება…

მეტი...

„არ ვესწრები ყრილობას“ – დავით ბაქრაძე პოლიტიკიდან დროებით მიდის

დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს და პარტიის დღევანდელ ყრილობასაც არ დაესწრება. მიზეზებზე ბაქრაძე თავად საუბრობს და ამბობს, რომ იღებს „პარტიულ პაუზას“. „მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, „ევროპული საქართველოს“ მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან – წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება,…

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 370-ია

კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 7 083-ია, საიდანაც: 2 190 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 074, აჭარაში – 331, იმერეთში – 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, მათ შორის, თბილისში – 186, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 – თბილისში, 117 – აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. შეგახსენებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 506 ახალი შემთხვევა…

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 11 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა – 76, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 13, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 66, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

მეტი...

კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 751 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  506 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 285 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.96% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  287 689-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.49 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 276 711-მდე.

მეტი...

„ქვეყნის მთავარი ინდიკატორი,  თერმომეტრი, რასაც ლარი ჰქვია, კატასტროფულ მდგომარეობაშია“ – ივა ჭყონია

„ქვეყნის ხერხემალი, ქვეყნის და ეკონომიკის ინდიკატორი, ქვეყნის თერმომეტრი, რასაც ლარი ჰქვია, კატასტროფულ მდგომარეობაშია“ – აცხადებს „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” ხელმძღვანელი ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავართან“ და ფასების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებს. „ერონული ვალუტა 100%-ით და უფრო მეტით არის გაუფასურებული. ყველაფერი სახეზეა, რამდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. ქართველი ერი თავმოყვარე ერი ვართ და ხალხი შიმშილის გამო ქუჩაში არ გამოდის. ვითარება საკმაოდ მძიმეა“ – განუცხადა ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარს.“ მისი შეფასებით, მწარმოებელს ნედლეული დღითიდღე უძვირდება, რაც ბაზრის ფასებზე პირდაპირ აისახება და ამავდროულად, მსყიდველუნარიანობა დაქვეითებულია.   „დღითიდღე ძვირდება ნედლეული, რადგან ეს გამოწვეულია როგოც საერთაშორისო ბაზარზე ფასების…

მეტი...

„ერთი გზაა ჩვენი დამპყრობელი მეზობელი, მეორე – ცივილიზებული ევროპა“ – ივა ჭყონია ბაზრის დივერსიფიცირებაზე

„დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” ხელმძღვანელი ხელისუფლებას მიმართავს, ბაზრის დივერსიფიცირებაზე იმუშაოს. როგორც ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ქვეყნისთვის ყოველთვის საფრთხეა.   „ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად, ბაზრების დივერსიფიცირებაზე იმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ვითარებაში, შესაძლოა, რთულ ვითარებაში ვიყოთ და ქვეყნის ეკონომიკა საფრთხის წინაშე დადგეს. საუბარია  რუსულ ბაზარზე  დამოკიდებულებაზე. ამ მხრივ, სერიოზული სამუშაოა. თუ გვინდა, გვქონდეს სტაბილური მომავალი, ეს არის გზა მხოლოდ და მხოლოდ ევროპისკენ. ერთი გზაა ჩვენი მეზობელი, რომელიც არის დამპყრობელი და მეორე გზა – ევროპა, რომელიც გვერდით გვიდგას და სადაც არის ცივილიზაცია და განათლება“ – განუცხადა ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ…

მეტი...

„თუ ვირუსის შემთხვევების მატება ასე გაგრძელდა, მივიღებთ ე.წ. მესამე ტალღას“ – ივანე ჩხაიძე

„დღევანდელი რეალობა „მესამე ტალღას“ არ ნიშნავს, თუმცა, საკმაოდ ახლოს ვართ“ – განუცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ და არ გამორიცხა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობა განმეორდეს. „ვირუსის შემთხვევების ტემპი მზარდია ბოლო კვირის განმავლობაში. ასე რომ, ამ რეალობიდან და ამ ტემპიდან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ჩვენ მივიღებთ ინფექციის  მატების მაღალ მაჩვენებელს და გვექნება მესამე ტალღა, სამწუხაროდ რეალურია.  თუ ამას თვალს არ გავუსწორებთ, გვექნება ისეთივე სურათი, რაც გვქონდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში“ – განუცხადა  ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.   პროფესორის…

მეტი...

10 აპრილი გლოვის დღეა – დროშები დაშვებულია

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. დროშა ყველა სახელმწიფო შენობდან დაუშვეს. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას, მდინარე ენგურში 4 ადამიანი დაიხრჩო.

მეტი...