„ბატონ ლევანთან საწოლების არქონა არ ნიშნავს, რომ საწოლები მთელ ქვეყანაში არ არის“ – მინისტრი ლევან რატიანის განცხადებაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ პაციენტებისთვის საწოლები არ არის, არ ნიშნავს, რომ ადგილები მთელ ქვეყანაში არ არის. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მობილიზებულია საწოლ ფონდი და მოსახლეობა საიმედო ხელშია.   „ბატონ ლევანთან საწოლების არქონა არ ნიშნავს, რომ საწოლები მთელ ქვეყანაში არ არის. გასაგებია, რომ ბატონი ლევანის კლინიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა. ჩვენ გამოვუშვით ახალი ბრძანება, რომლითაც კოვიდის მართვაში დამატებით 1000 საწოლი ჩაერთო და ჯამში, ამ ეტაპისთვის გვაქვს 5 500 საწოლზე მეტი“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პირველ…

მეტი...

„კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს“ – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა საწოლი დაკავებულია და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალი ადგილი არ გააჩნიათ. „ჩვენდა სამწუხაროდ, კლინიკაში თავისუფალი საწოლები არ გვაქვს. ამ ეტაპზე, არც ერთი საწოლი თავისუფალი არ არის კლინიკაში. როგორც კი პაციენტები ეწერებიან, ეგრევე ვღებულობთ ახალ პაციენტებს. გვაქვს 40 საწოლ ფონდი მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის და ორმოცივე დაკავებულია“ – აცხადებს ლევან რატიანი. როგორც რეანიმატოლოგი ამბობს, ვირუსის შემთხვევები მატულობს და ვირუსი საკმაოდ სწრაფად განიცდის მუტაციას, რაც ვითარებას უფრო ამძიმებს.  

მეტი...

„შემდეგი დიდი გამოწვევა იქნება საარჩევნო და სასამართლო რეფორმა“ – კელი დეგნანი

ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ პარლამენტში. როგოც კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა,  მათ ქვეყნის პროგრესზე უნდა იმუშაონ. „ძალიან ჯანსაღი პროცესია, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ დებატები. სწორედ  ისინი გადაწყვეტენ  საკითხს ისე, რომ მისაღები იყოს ყველასთვის. რაც მნიშვნელოვანია, ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში, სადაც აშშ-ის შეხედულებით ისინი უნდა იყვნენ და იმუშაონ ქვეყნის  პროგრესზე. შემდეგი დიდი გამოწვევა იქნება საარჩევნო სისტემისა და  და სასამართლოს რეფორმა. ეს  შეთანხმების ნაწილია“ – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

მეტი...

„ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, რას გადაწყვეტს ბატონი მელია“ – ამერიკის ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ნიკანორ მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ მისთვის პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანი უნდა იყოს.   „დეტალები უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკურმა ლიდერებმა, აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის ასეთი რამ. ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, რას გადაწყვეტს ბატონი მელია.   ის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, რაც მნიშვნელოვანი ადგილია. ვფიქრობ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ პარლამენტში იყოს, დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა და წარმოადგინოს მისი ამომრჩევლები. ასე რომ, იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.

მეტი...

ოკუპანტების მიერ დატყვევებული გახელაძის ოჯახი პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ორბელიანის სასახლეში მიიღო. შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს დაატყვევეს და ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება. მას ოკუპანტებმა 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს. გუშინ, ოჯახის წევრებმა განცხადება გაავრცელეს, რომ რადგანაც ხელისუფლების მხრიდან შედეგს ვერ ხედავენ, ქუჩაში გავიდოდნენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდნენ. ოჯახი ითხოვს, ხელისუფლებამ გახელაძის გასათავისუფლებლად უფრო აქტიურად იმუშაოს.  

მეტი...

„ლელო“ 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას. მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ვინ გასცა ბრძანება. “გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია. ინფორმაცია არის დახურული, ქართული ოცნება ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება, ამას სჭირდება დადგენა და შესაბამისად სჭირდება საპარლამენტო კომისიის შექმნა”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე

მეტი...

ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ საკუთარი კანონპროექტი დაარეგისტრირა

ოპოზიციის სახელით, დეპუტატმა  შალვა შავგულიძემ საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა. როგორც შავგულიძემ განმარტა, მმართველ გუნდთან პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. „ძალიან დიდი მცდელობა გვქონდა, რომ მოხერხებულიყო ხელისუფლებასთან შეჯერება და ერთი კანონპროექტი შესულიყო, მაგრამ, ვერ შევაჯერეთ პოზიციები. ჩვენი კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას და მის მოთხოვნებს. იქ აღნიშნულია, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევისა და დაკავების, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისიდან დღემდე რა დარღვევებსაც იძიებდა სახელმწიფო, უკვე არსებული, წარდგენილი ბრალდებები, დაკავებები, დარღვევები, ყველა უნდა მოყვეს. ანუ, ჩვენი კანონპროექტი შეეხება არსებულ ბრალდებებს“…

მეტი...

„გამაოგნებელია, თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ამნისტია არ გვინდა“ – ალეკო ელისაშვილი  

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი  აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ამნისტიის კანონთან შესაბამისობაში არ მოდის. მისი შეფასებით,  საგამოძიებო კომისია და ამნისტიაზე საუბარი ერთად არ გამოვა. „ურთიერთსაწინააღმდეგო რამეზე ვსაუბრობთ. წინააღმდეგი არ ვართ, საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მაგრამ, ორივე ერთად არ გამოვა.  ან ამნისტიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. გამაოგნებელია დამოკიდებულება, რომ თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, მაშინ ამნისტია არ გვინდა. ძლივს რაღაცაზე შევთანხმდით და რატომ გვინდა რევიზია. ამნისტია ხომ ნიშნავს პაუსხისმგებლობისგან ადამიანების გათავისუფლებას, თან შეთანხმებული ვართ, რომ მძიმე დანაშაულებზე არ გავრცელდება“ – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

შესაძლოა, ვაქცინირებულებისთვის კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები მოიხსნას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგდოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ვაქცინირებულებზე ქვეყანაში არსებული რეგულაციები არ გავრცელდეს. როგორც გამყრელიძე აცხადებს, აღნიშნული ინიციატივით საკოორდინაციო საბჭოსაც მიმართავს. „ვმუშაობთ რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც განიხილება ვაქცინირებული პირებისთვის. მაგალითად, კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი და სხვა, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი” – აცხადებს გამყრელიძე. 

მეტი...

თბილისის მერიის რომელი სამსახური იმუშავებს უქმე დღეებში?! – კახა კალაძის განცხადება

თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური, საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, უქმე დღეებში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.   დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყველა იმ სამსახურის თანამშრომელს, რომელიც თბილისსა და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურება. „საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებას არ შეწყვეტენ შემდეგი სამსახურები: მერიის ადმინისტრაცია, მუნიციპალური ინსპექცია, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. ვიცით, რომ ზოგადად, ბევრ ადამიანს ესაჭიროება ამ მიმართულებით მხარდაჭერა და ამიტომ, აღნიშნული სამსახურები გააგრძელებენ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.   ასევე, მუშაობას გააგრძელებს უსაფრთხოების საქალაქო სამსახური; ცხოველთა მონიტორინგის სამსახური; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ის თანამშრომლები,…

მეტი...

მაჭავარიანის ქუჩის სავალი ნაწილი ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესების საბოლოო შეჩერების შედეგად გაიხსნება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თბილისის მერის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდზე  ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობა თავად გერმანელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს. მისივე თქმით, ფერდზე დამონტაჟებული მონიტორინგის თანამედროვე სისტემა პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს. „როგორც საზოგადოებამ იცის, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პრობლემის მოწესრიგებაში.  ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა მიწის…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ“ – ზურაბ ჯაფარიძე ამნისტიის კანონპროექტზე

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელი ზურა ჯაფარიძე ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აფასებს და აცხადებს, რომ ეს „ჩამორეცხვის“ კანონპროექტია. „ქართულ ოცნებას“ უნდა, ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ. რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის შეთანხმებიდან გასვლა. ოპოზიციამ უნდა გავიაროთ, ღირს თუ არა, რომ ჩვენი ალტერნატიული ვერსია დავარეგისტრიროთ, თუ საერთოდ ამასაც აზრი აქვს. თუ ერთიანი დოკუმენტი ვერ მივიღეთ, ჩემი აზრით ირღვევა შეთანხმება და არღვევს, რა თქმა უნდა „ქართული ოცნება”. შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, რა იქნება ჩვენი შემდგომი მოქმედება, გადასაწყვეტია“ – განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან.

მეტი...

სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების წესი შეიცვლება

„იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა 45% შრომისუნარიანი პირია, ჩვენს მიზანს წარმოადგენს, აღნიშნული პირებისთვის არა გრძელვადიანი შემწეობის დანიშვნა, არამედ დასაქმების რეალური შესაძლებლობის შეთავაზება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში  ჩართვა,“ – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გააკეთა და სოციალურად დაუცველთა ბაზის განახლების საჭიროებაზე ისაუბრა. როგორც მინისტრი განმარტავს, სოციალურად დაუცველი ოჯახების  მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევა. „სტატუსის მინიჭების პროცესი უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და ობიექტური. დახმარება უნდა  მიიღონ რეალური საჭიროების მქონე ადამიანებმა და არავინ დარჩეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღმა. გაუმჯობესებული ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების პროცესის „დიჯიტალიზაცია“. სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სოციალური აგენტების მიერ, ინფორმაცია…

მეტი...

„ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა, მალე ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ“, – სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელიასთვის მთავარი ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნებაა. „ძალიან კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო როგორც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის გზას. ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა, დიდი იმედი მაქვს, მალე ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ“, – განაცხადა  სამადაშვილმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

მელია ევროკავშირის გირაოს მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდება

პატიმრობაში მყოფი ნიკანორ მელიას ადვოკატი საპატიმრო დაწესებულებიდან გამოვიდა. როგორც ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, მელია ევროკავშირის გირაოს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში დათანხმდება.   „მელია ევროკავშირის გირაოს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება. „ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტით ინდულგენციას მიიღებს ყველა პირი. ნიკას პირობაა ასეთი – თუ უარი ეთქმევა ამნისტიის კანონს და იქნება გათხოვილი, ის გირაოს დათანხმდება. პირობა ნიშნავს იმას, რომ  მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება თანახმა. ეს არის ალიან მძიმე კანონპროექტი, რომლითაც ინდულგენციას იღებენ მოძალადეები და მაღალი თანამდებობის პირები“ – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა მედიასთან.   

მეტი...

„ვერ დამისახელებთ პურის მცხობელს, ვინც ენერგომატარებლებზე სუბსიდირება მიიღო“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„სუბსიდირების მიუხედავად, ფასები იზრდება. პურის მწარმოებლებს გაუჭირდათ. ბევრი წარმოება გაჩერდა. პურის მცხობელები, სუბსიდირების გარეშე დარჩნენ“, – განაცხადა, „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, ენერგომატარებლების, საწვავის ფასი გაიზარდა და ბევრმა წარმოებამ, მუშაობა ვერ შეძლო. ამან კი, მეწარმეებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. „ლაპარაკი იყო ელექრტროენერგიის სუბსიდირებაზე, მაგრამ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პურის მცხობელს, ვინც ენერგომატარებლებზე სუბსიდირება მიიღო, რადგან ეს ინფორმაცია ჩვენამდე ვერ მოვიდა, არ იყო სათანადოდ გაჟღერებული და ამ პორტალმა მხოლოდ ორი კვირა იმუშავა და მერე დაიხურა. ეს თემა პრინციპში ჩავარდა, პურის მცხობელებისთვის ეს თემა ჩავარდა ნამდვილად“, –…

მეტი...

„მიმდინარეობს „ფაიზერის“ მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება“ – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესებში ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან. როგორც პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, სამინისტრო კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას გაზრდის. „ამ ეტაპზე, მიმდინარეობს „ფაიზერის“ მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება. მაისის ბოლომდე დამატებით მივიღებთ „ასტრაზენეკას“ 86 000 დოზას და „სინოვაკის“ 100 000 დოზას. ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება“ – განაცხადა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში. ტიკარაძის თქმით, ახალგაზრდები, ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით,  ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესში ჩაერთვებიან და მოსახლეობას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ.

მეტი...

„საქმე გვაქვს განსხვავებულ შტამთან და განსხვავებულ გამოწვევასთან“ – მინისტრი  

„ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია“ – აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქმე გვაქვს ვირუსის განსხვავებულ შტამთან და განსხვავებულ გამოწვევასთან „ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია და მიღებული გამოცდილებით აუცილებლად შევძლებთ სათანადო პასუხი გავცეთ პანდემიის სირთულეებს. დღეს ვიმყოფებით პანდემიის მესამე ტალღასთან გამკლავების პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის მესამე ტალღა ბევრად საფრთხილო და საყურადღებოა, რამდენადაც ამ ეტაპზე საქმე გვაქვს ვირუსის განსხვავებულ შტამებთან და განსხვავებულ გამოწვევებთან. სწორედ ამიტომ, მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და საზოგადოებას მოვუწოდო მეტი სიფრთხილისკენ. მაქსიმალურად დაიცვან არსებული…

მეტი...

“ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული” – შალვა პაპუაშვილი

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება არ იქნება ამნისტირებული, შესაბამისად, არ იქნებიან ამნისტირებული უშუალოდ ასეთი ბრძანების მიმცემები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტი კეტავს თუ არა შესაძლებლობას, რომ თუკი მომავალში გამოვლინდება 20 ივნისთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაული, ეს იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირები დაისაჯონ. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ამნისტიის პროექტი ევროპული კონვენციის მუხლებით არის შეზღუდული და არ ვრცელდება ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. „პირობითად რომ ვთქვათ, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება კონკრეტულ ადამიანს ესროლე და ა.შ. ეს გადის ამ მუხლში…

მეტი...

“მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს. როგორც ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5.7 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია. ამასთან, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების 38%-ი ინდოეთზე მოდის. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი -2 172 063 შემთხვევა – ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 52%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები 406 001 ახალი შემთხვევით, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 15%-ით ნაკლებია, მესამე ადგილზე…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 878 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 27 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“  1 578  პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 909 პაციენტი, 17 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 878 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 878, პისიარტესტით – 17 609. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26, ბოლო 14 დღის – 4,39, ბოლო შვიდი დღის – 4,63. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 307 401 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 288 816 გამოჯანმრთელდა, 4 077 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 41 801 ადამიანი, დღიურად აცრილია…

მეტი...

ციხეებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება იწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. უწყების ინფორმაციით, ამანათების მიღება 29-30 აპრილის 9:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 1-ელ მაისს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

მეტი...

ინდური შტამი მსოფლიოს უტევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოს 17-ზე მეტ  ქვეყანაში გავრცელდა. ჯანმო ქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს მეტი სიმკაცრით მოეკიდონ ვირუსს.   დადასტურებული ინფორმაციით, კორონავირუსის ინდური შტამი 17 ქვეყანაში დადასტურდა, თუმცა, არის ალბათობა, რომ ის მეტ ქვეყანაში იყოს გავრცელებული. როგორც ჯანმო-ში აცხადებენ, ე.წ. ინდური შტამი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გავრცელებულია ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურში.

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში წარდგება

ჯანდაცვის მინისტრის დღეს პარლამენტში ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძე კანონმდებლებს მისი უწყების მუშაობის შესახებ ანგარიშს მინისტრის საათის ფორმატში ჩააბარებს. მთავარი აქცენტი ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე გაკეთდება. კითხვების დასასმელად ოპოზიციური პარტიებიდან “გირჩი” და “მოქალაქეები” ემზადებიან. ხელისუფლების სხვა ოპონენტები პარლამენტში მუშაობას ამ ეტაპზე მხოლოდ ამნისტიის თემაზე თანხმდებიან. ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში 2 კვირის წინ იგეგმებოდა, თუმცა პროცესი მინისტრის წერილის საფუძველზე დღეისთვის გადაიდო.

მეტი...

რა დაავადებების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული „სინოფარმით“ ვაქცინაცია – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან” საუბრისას სინოფარმის ჩინურ ვაქცინაზე ისაუბრა. კულუმბეგოვმა დაასახელა ის დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც სინოფარმის ვაქცინით აცრა არ შეიძლება. „სინოფარმის” ვაქცინასთან დაკავშირებით, მწარმოებელი კომპანია ანოტაციაშია რამდენიმე საკითხზე მიუთითებს. შესაბამისად ვაქცინაციის ანკეტის ჩეკლისტში დამატებითი შეკითხვები გაჩნდება. მათ შორის ჰქონია თუ არა პაციენტს ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე რთული ალერგიული რეაქცია, ასევ აქვს თუ არა პაციენტს ეპილეფსია, ან თუ მოქალაქეს აქვს მაღალი არტერიული წნევა, რომელიც მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება – ასეთ შემთხვევებში „სინოფარმის“ ვაქცინით აცრა რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მეტი...

ვანდალიზმი – საბურთალოზე, მანქანებს შუშები ჩაუმსხვრიეს

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, ე.წ. შანხაის დასახლებაში, დილით, სახლიდან გამოსულებს საკუთარი მანქანები ამ მდგომარეობაში დახვდათ. მანქანებს, ერთმანეთის მიყოლებით შუშები ჩაუმსხვრიეს.    

მეტი...

ჩინურ ვაქცინას რამდენი მსურველი გამოუჩნდა, დღეს გამოცხადდება

მოქალაქეებს, 18 წლის ზემოთ, შესაძლებლობა ეძლევათ, ჩინური ვაქცინით აიცრან. ჩინურ „სინოფარმზე“ რეგისტრაცია გუშინ, დღის ბოლოს გაიხსნა. რამდენი მსურველი გამოუჩნდა მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დღეს გამოაცხადებს. როგორც ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე აცხადებს, დედაქალაქში აქტიურობა არის, თუმცა, რეგიონებში ნაკლებად. „სწორედ ვაქცინამ უნდა დაასრულოს პანდემია, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულებულია, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა. პირბადის ტარების მაჩვენებელი 80%-მდეა გაზრდილი. კიდევ მეტია საჭირო“ – განუცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „მედიცენტრ მთავარს“.

მეტი...

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში 29 და 30 აპრილს გაიმართება

მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხუთშაბათს და პარასკევს (29 და 30 აპრილს) 15:00-დან – 19:00 საათამდე გაიმართება. რუსთაველის თეატრის ცნობით, გამოსვენება – რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1 მაისს, 14:00. კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კახი კავსაძე გუშინ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძის გარდაცვალების გამო რუსთაველის თეატრმა 28 აპრილს დანიშნული სპექტაკლი მოხსნა.

მეტი...

“ეს არის ჩვენი პოლიტიკური, მორალური და ადამიანური პოზიცია“ – „ნაცმოძრაობის“ ულტიმატუმი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ მაშინ შევა, როცა ნიკანორ  მელია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდება. ეს არის ულტიმატუმი, რომლის გადახედვაც არ მოხდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა აცხადებს, ამ პოზიციას პარტიის არც ერთი წევრი არ უღალატებს. „სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, მათ შორის – აღკვეთის ღონისძიების გარეშე ნიკა მელიას გათავისუფლება მყისიერად და შემდეგ უკვე ბრალის მოხსნა, რაც იქნება იმ ანალოგიური მეთოდის მიღწევა, რასაც ამნისტიით ცდილობენ ახლა. ეს არ იქნება შეთანხმების დარღვევა, რადგან ძალიან კარგად გვახსოვს ეს კონკრეტული ფორმულირება ამ შეთანხმებაში. არაერთხელ ვთქვით და ეს პოზიცია საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში…

მეტი...

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ შეთანხმებას და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, – ამის­ შესახებ საუბარია ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილის შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ შეთანხმებას. “გულითადად მივესალმებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. დღეს, ოპოზიციური პარტიებისმხრიდან შეთანხმებაზე ხელმომწერნი შევიდნენ პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების სახელით საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხისმოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ვალდებულების განსახორციელებლად თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა. ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რომელსაც…

მეტი...

ზაზა გახელაძის ოჯახი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და აქციებს აანონსებს

ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქვემო ჭალაში ჩავიდა. ირაკლი ანთაძე ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა და მათ მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. გახელაძის დაკავებიდან 290 დღეა გასული. 9 თვიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ოჯახი ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. გახელაძის ოჯახი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს გეგმავენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ დახმარებას უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაში. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში შედეგი არ იქნება, არც საპროტესტო აქციების გამართვას გამორიცხავენ.

მეტი...