„100 წლით მიწის გადაცემა კომპანიისათვის იწვევს ძალიან ბევრ შეკითხვას“ – საპატრიარქო „ნამახვანჰესზე“

საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიატორის ფუნქციას კისრულობს და მხარეებს მოუწოდებს, დიალოგი სამღვდელოების ჩართულობით გაიხსნას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. „ხელშეკრულების პირობები ცხადი არ არის მოსახლეობის უმრავლესობისათვის, ეს იწვევს დაძაბულობას. ჩვენ ბოლო დღეებში ვუყურებთ, რომ ესკალაცია ხდება, პოლარიზებული არის პოზიციები. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო განცხადება. საპატრიარქო პირველად არ ერევა ამ საკითხში, ის დიალოგები, რომლებიც აქამდე შედგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჩვენი ჩარევის შედეგად მოხდა. ისმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საპატრიარქო რატომ არ ერევა, სინამდვილეში, ვმუშაობთ ორივე მხარესთან იმისათვის, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის.…

მეტი...

„ხალხის გადარჩენაზე უნდა ვიზრუნოთ, დეფოლტი რომ არ მივიღოთ, გადარჩებიან მხოლოდ მევახშეები “ – შოთა ბურჯანაძე

„უქმეები, რაც მთავრობამ გამოაცხადა, არის იმისთვის, რომ თბილისიდან გავიდეს ხალხი და რაიონებში გადანაწილდნენ, რომ მოხდეს დედაქალაქიდან მოხდეს მასის განტვირთვა. მაგრამ, მაქვს კონტრშეკითხვა – ეს ხალხი რაიონებში რომ ჩავა, იქიდან ხომ უნდა ჩამოვიდნენ? ალოგიკურია ეს ყველაფერი“ – აცხადებს „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავართან“ და „ჩაკეტვის“ შემთხვევაში ეკონომიკისა და ქვეყნის ჩამოშლაზე საუბრობს. „მთავარი კითხვა დღეს უნდა იყოს, თუ რა ელის ქვეყანას. 64%-მდეა ქვეყნის ვალი, რომელიც ზღვარს არის გადასული.  ბიზნესს კი არა, ქვეყანას რა ელის, ასე უნდა დაისვას საკითხი. ბიზნესის გადარჩენაზე კი არა, ხალხის, მოქალაქეების გადარჩენაზე უნდა ვზრუნავდეთ, რომ ვიღაც შიმშილით…

მეტი...

შს სამინისტროსთან დაპირისპირებაა, არიან დაკავებულები

შს სამინისტროსთან, ამ წუთებში ხმაურია. მოძრაობა „საქართველოს“ წევრები სამინისტროსთან აქციას მართავენ. ადგილზე დაპირისპირებაც კი მოხდა. აქტივისტები სამინისტროს შენობაში შესვლას ითხოვენ. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. აქციის მიზეზი კი სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავება გახდა, რასაც ისინი აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ მუმლაძე სამართლდამცველებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შს სამინისტრომაც გაავრცელა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.მ. პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს,…

მეტი...

“დემაგოგია, სოფიზმი და უპასუხისმგებლობა, ეს არის ქართულო მოვლენა“ – ბიზნესი მორიგ ჩაკეტვაზე

„ვითარება რთულდება, გვყავს გარდაცვლილები, „ლოქდაუნის“ მესამე ეტაპზე ვიმყოფებით და ამ ვითარებაში, როცა გვიცხადებენ სიტუაციას ვმართავთ, რას ნიშნავს მართვა, გაუგებარია“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე. მისი განცხადებით, დაკეტვა-გაღება და „კატა-თაგვობანას“ თამაში ეკონომიკას მოკლავს. „დემაგოგია, სოფიზმი და უპასუხისმგებლობა არის ქართულო მოვლენა. დღეს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები,  რომლებიც მართავენ დღევანდელ ვითარებას –  ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლი თუ მთავრობა, განმარტავენ, რომ პასუხისმგებლობას იღებენ და მართავენ ვითარებას. არადა, გვაქვს სურათი, რომ ვითარება რთულდება. გვყავს გარდაცვლილები, „ლოქდაუნის“ მესამე ეტაპზე ვიმყოფებით და ამ ვითარებაში, გაუგებარია, რას ნიშნავს მართვა,  პასუხისმგებლობის აღება და სისტემური მიდგომა“ –…

მეტი...

სემეკსა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  სემეკის  თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და  „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარება და საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, დანერგვა. ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განვითარებას. „მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის პოპულარიზაცია სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, სემეკი განიხილავს სადავო საკითხებს სხვადასხვა სუბიექტს შორის. აქედან გამომდინარე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობა და…

მეტი...

„ექიმები და სამედიცინო პერსონალი ინფექციის მართვით გადაიღალა“ – თემურ მიქელაძე

იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძე საკუთარ კოლეგებს, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობ, ურჩევს, ინფორმაცია სამედიცინო წყაროებიდან მიიღონ და არა სოციალურ ქცელებიდან. როგორც პედიატრმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მთავარი პრობლემა განათლებაა.    „მთავარია, ისეთივე ვითარება არ მივიღოთ, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. ექიმები და სამედიცინო პერსონალი გადაიღალა ინფექციის მართვით. შესაბამისად, გადაღლილი ადამიანის მხრიდან ინფექციის მართვა შეიძლება, მეტ-ნაკლებად ხარვეზებთან იყოს დაკავშირებული.  ამიტომ, ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებთან ერთად, ჩავიტაროთ ვაქცინაცია. მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია და ეს მაშინ დაიწყება, როცა იქნება დოზების დიდი რაოდენობა“ – განუცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარს“. ჩვენს კითხვას, ვაქცინაციის პროცესის მიმართ სამედიცინო…

მეტი...

თუ რეანიმაცია გადაიტვირთა, მიიღებენ ჩაკეტვის გადაწყვეტილებას

„თუ ერთი  წელი გავიჭირვებთ, მომავალ წელს შევხვდებით ცუდი დანაკარგების გარეშე“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“  იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ გააკეთა. პედიატრის შეფასებით, თუ გვინდა, აღდგომის დღესასწაულს შევხვდეთ, აუცილებელია, ერთი წელი კიდევ გავიჭირვოთ. „თუ გვინდა, არ იყოს შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. არადა სახეზეა, რომ მოვდუნდით და ნიღბის ტარება ჩამოვიდა დაახლოებით 40%-ზე. სწორედ ამან გამოიწვია „მესამე ტალღის“ დასაწყისი. თუ გვინდა, რომ სააღდგომო დღესასწაულებს ნორმალურად შევხვდეთ, ერთი წელი მაინც უნდა გავიჭირვოთ. მომავალ წელს შევხვდებით ყველაზე ცუდი დანაკარგების გარეშე. კოვიდის შემდგომ შეიძლება განვითარდეს ფატალური დანაკარგი.  თუ გვინდა, რომ…

მეტი...

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი შეცდომა 20 ივნისს გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ჩაჯდომა იყო” – ბექა ლილუაშვილი

პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი “ქართული ოცნების” შეცდომებზე საუბრობს და ერთ-ერთ მთავარ შეცდომას სწორედ 20 ივნისს ასახელებს, როდესაც გავრილოვი პარლამენტის სავარძელში ჩაჯდა. “ოცნების” ყოფილი წევრი ასევე ამბობს, რომ ამ შეცდომისთვის “ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. “რაც შეეხება შეცდომებს, ესეც შეცდომაა, მათ შორის. არსებითად დღეს, “ქართული ოცნების” მმართველი გუნდის პირობებში ჩვენ გვაქვს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხი და არ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ორიენტირები, თუ როგორ უნდა გადავრთოთ ჩვენი ძალისხმევა ისეთი სისტემური გამოწვევების გადაჭრაზე, როგორიც არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და ეკონომიკური გამოწვევა. ასევე შეცდომა იყო 20 ივნისის დღეს გავრილოვის პარლამენტის სავარძელში…

მეტი...

“შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს – აუცილებელია შედგეს დიალოგი” – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებული მხარეები, პასუხისმგებელი პირები და სპეციალისტები ერთმანეთის პოზიციებს მოისმენენ. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას. „შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით…

მეტი...

“მესამე რაუნდი ჯერ ბუნებაში არ არსებობს, რაც არ არსებობს იმაზე როგორ არ მოვლენ?” – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის დღესაც გუნდის სახელით აფიქსირებს, რომ მოლაპარაკებისთვის და შეთანხმებისთვის კარი კვლავ ღიაა და “ქართული ოცნების” მხრიდან არსებობს მზადყოფნა დოკუმენტზე ხელმოწერისთვის: “მესამე რაუნდი ჯერ ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, თუ ისინი ამბობენ, რომ არ მოვლენ მესამე რაუნდზე, რაც არ არსებობს, იმაზე როგორ არ მოვლენ, ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ მე გეუბნებით, რომ მოლაპარაკებისთვის და შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ კარი ღიაა. ჩვენი მხრიდან არსებობს მზადყოფნა დოკუმენტის ხელმოსაწერად. ეს პრინციპული მზადყოფნაა და ველით, თუ ოპოზიცია თავის ბოლო გადაწყვეტილებას გადახედავს, ვფიქრობ, ეს მიღწევადია. ამ მოლაპარაკებების ჩაშლა და ბლოკირება არის ოპოზიციის მხარეს. ნიკა…

მეტი...

“ძალაუფლების დათრევისთვის ჩხუბობენ”- იაგო ხვიჩია ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგზე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე პროცესს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია “ძალაუფლების დათრევისთვის” ჩხუბს უწოდებს. “ძალაუფლების დათრევისთვის ჩხუბობენ და ერთ მხარეს ჰყავს მეორე მხარის 2 მებრძოლი დატყვევებული, ესენი ითხოვენ მებრძოლების გამოშვებას, ოღონდ მერე რომ ისევ ბრძოლაში ჩაერთონ და “ქართული ოცნება” ამაზე უარს აცხადებს, რაც გასაგებია რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ბრძოლა თუ არ მორჩა დატყვევებულ მხედართმთავრებს არავინ არ უშვებს,” – აცხადებს იაგო ხვიჩია, მისი თქმით, “გირჩს” თავისი გზა აქვს არჩეული და დიალოგს გააგრძელებს იმ 7 საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პარტიამ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ წარუდგინა. “ახლა თუ გახურებული ჩხუბი მიდის და ამ მხარეებმა…

მეტი...

“ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და მთავარი განხილვის საგანი იქნება, დავიწყებთ თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე” – ამირან გამყრელიძე

ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და განვიხილავთ, დავიწყებთ თუ არა “სინოფარმის” ვაქცინით ვაქცინაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა თავის მთავარ დანიშნულებას კარგად ასრულებს. “ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და მთავარი განხილვის საგანი იქნება დავიწყებთ თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე. იმიტომ, რომ “სინოფარმის” ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებულია 40-მდე ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც “სინოვაკით”, თავიანთი ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე და მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს. ყველა ის…

მეტი...

კობა კობალაძე ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოში იმყოფებოდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. მაღალმთიან აჭარაში შეხვედრებს ადგილობრივი ვეტერანებიც დაესწრნენ. ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს მათ რაიონში მცხოვრებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ადამიანებზე, რომლებსაც მიმდინარე პერიოდისთვის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ მინიჭებიათ და ასევე, სურვილი გამოთქვეს, რომ მათ რაიონში მოქმედი სამედიცინო მომსახურების სერვისი გაუმჯობესდეს. კობა კობალაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ომარ ტაკიძესა და ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს, მადლობა გადაუხადა ვეტერანების თანადგომისა და მათთვის აუცილებელი პროგრამების განხორციელებისთვის. სამუშაო შეხვედრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო…

მეტი...

სამეგრელოში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ახალგარზრდა  მამაკაცი ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 90 წლამდე მამაკაცმა 22 წლის  შვილიშვილი დანით დაჭრა. მას ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ხობის საავამდყოფოში უტარდება. შემთხვევა დღეს დილით საცხოვრებელ სახლში მოხდა, მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, შესაბამისად, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს. აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ქვეყანა უახლოეს მომავალში ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, რაც ვაქცინაციის პროცესის უწყვეტად წარმართვას უზრუნველყოფს.

მეტი...

„ქართული ოცნების“ შეცდომებიო, საინტერესოა რა შეცდომებზე აქვთ საუბარი, აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ” – ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას გუნდზე

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი გახარიას თანამოაზრეების მხრიდან „ქართული ოცნების“ დატოვებას ეხმაურება. როგორც ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ასეთი უცნაურობა პოლიტიკაში მას იშვიათად უნახავს. „ასეთი უცნაურობა პირადად მე, პოლიტიკაში ხშირად არ მინახავს. „ქართული ოცნების“ შეცდომებიო, ხუთივემ ცალ-ცალკე აღნიშნა… საინტერესოა რა შეცდომებზე აქვთ საუბარი, აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ, რადგან მათი ლიდერი ჯერ შსს მინისტრი იყო, მერე პრემიერ მინისტრი. თუ რამე შეცდომებზე უნდა ისაუბრონ, ალბათ თავად შეიკრიბონ დახურულ სივრცეში და იქ გააანალიზონ, თორე სხვა მხრივ, ასეთი არაადეკვატური განცხადებებით შორს ვერ წავლენ“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლებმა უმრავლესობა დატოვეს.

მეტი...

19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება; კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ასევე წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები…

მეტი...

დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა

ცოლისა და შვილის ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ ის ვერ დაარწმუნა, რომ კოდუას მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. “ვერ დამარწმუნეთ, რომ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. პოლიციელების, ექიმების ჩვენებები, დაზიანებები მაძლევს იმის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი”,- განაცხადა მოსამართლემ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას…

მეტი...

“გაუმართლებელი ნაბიჯი და უბრალოდ სირცხვილი” – არჩილ თალაკვაძე 6 დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 6 დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” გუნდის დატოვებას გაუმართლებელ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ დღეს დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ პირადი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედა. “ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლოს რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების და მიზნების პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს. ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ რა პოლიტიკური პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე…

მეტი...

“მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად ქმედით ნაბიჯები გადავდგათ” – გახარიას გუნდში წასული დეპუტატები

გიორგი გახარიას გუნდის წევრები, “ქართულ ოცნებას” ვოტვებთ და პარტიის მშენებლობის პროცესში გადავდივართ – მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად ქმედით ნაბიჯები გადავდგათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გააგრძელებს. „ჩვენ, გიორგი გახარიას გუნდის წევრები „ქართულ ოცნებას“ ვტოვებთ და პარტიის მშენებლობის პროცესში გადავდივართ. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ჩართული ვიქნები, როგორც რეგიონული მიმართულებით, ასევე მაღალმთიანი სოფლების განვითარების საქმეში. ჩვენ „ქართულ ოცნების“ წევრები ვიყავით, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში,…

მეტი...

ხუთმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა

საქართველოს პარლამენტის ხუთი წევრი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ეს ადამიანები გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე. ისინი საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.

მეტი...

გიორგი ხოჯევანიშვილი სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება

უმრავლესობის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება. ხოჯევანიშვილი უმრავლესობის დატოვების საკითხზე განცხადებას დღესვე გააკეთებს. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პარტიას ქმნის.

მეტი...

“1978 წლის 14 აპრილს დედაენის დაცვა ქვეყნის თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებად იქცა” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დედაენის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დედაენა იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია და მისი დაცვა  ქვეყნის თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებად იქცა:  “დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანის მიერ მისი დაცვა ამავდროულად ქვეყნის თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებად იქცა. ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმების შესახებ. ეს იყო პირველი მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში, და, ამავე დროს, პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი იძულებული გახდა, ხალხისათვის დაეთმო. სახალხო ძალისხმევის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 901 -ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 1085 ადამიანს დაუდასტურდა, 432 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 13 აპრილს საქართველოში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 863 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 896, „პისიარ“ ტესტით – 11 967. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,03% ბოლო 14 დღის – 2,56%, ბოლო შვიდი დღის – 2,67%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 291 214 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 683 გამოჯანმრთელდა, 3 901 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 162, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 546 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 338 პირი. ამასთან,…

მეტი...

“ამ ფორმატში „ენკა“ ნამახვანის კასკადს ვერ ააშენებს, ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს” – ვარლამ გოლეთიანი

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის რკინის ბარიერებით გადაკეტვა მათ გეგმებს ვერ შეცვლის. „ჩვენს გეგმებში ეს არაფერს არ ცვლის, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს ხეობაში და ვიქნებით აქ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. დამერწმუნეთ, რომ ამ ფორმატში კომპანია „ენკა“ ნამახვანის კასკადს ვერ ააშენებს რიონის ხეობაში, ანუ თვითონ ეს პროცესი გამორიცხავს, რომ მშენებლობის პროცესი გაგრძელდეს. ახლა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების თანადგომა, რომ ვიყოთ რაც შეიძლება მეტი და მშვიდობიანად გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ეს ბარიერები გამთენიისას, ოთხ საათზე დადგეს. უბრალოდ, ეს დემონსტრირება და გამოხატულებაა ძალის,…

მეტი...

“რუსეთს შეუძლია 2008 წლის საქართველოს სცენარის გამეორების დაგეგმვა” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოსავლეთ უკრაინასთან რუსი სამხედროების მობილიზებას გმობენ და შეშფოთებას გამოთქვამენ. რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ვითარება სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განიხილეს. დონბასის საკითხზე ისაუბრებენ უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები 16 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზეც. უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ “რუსეთს შეუძლია 2008 წლის საქართველოს სცენარის გამეორების დაგეგმვა და პროვოკაციების გამოყენებით უკრაინული შეიარაღებული ძალების მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დადანაშაულება.”

მეტი...

14 აპრილი დედაენის დღეა – 1978 წლის მოვლენებიდან 43 წელი გავიდა

14 აპრილი დედაენის დღეა. ზუსტად 43 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლების დადგენილების გასაპროტესტებლად ქუჩაში ასი ათასი ადამიანი გამოვიდა. გადაწყვეტილება კი ასეთი იყო – საქართველოში ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა გაუქმებულიყო. თბილისთან ერთად აქციები ბათუმშიც მიმდინარეობდა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. საბჭოთა კავშირში შემავალი 15 ქვეყნიდან, გენერალური მდივნის გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველომ, სომხეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააპროტესტეს.

მეტი...