“ვალდებულებად ჩავთვალე, ინფორმაცია მოგაწოდოთ” – კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დამატებითი კვლევები ჩავიტარე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ის ორშაბათიდან სრულფასოვან საქმიანობას დაუბრუნდება.

„რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და სვავმს კითხვებს, თუ რა ხდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვალდებულად ჩავთვალე თავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. დამატებითი კვლევები ჩავიტარე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის. ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან უკვე სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას,“ – ამბობს კახა კალაძე.

მსგავსი თემები