რუსთაველის თეატრის დასის ნაწილი ბესო ზანგურის წინააღმდეგ არის, ნაწილი კი სოლიდარობას უცხადებს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის თეატრის დასში განხეთქილებაა – ნაწილი ნინუცა მაყაშვილს, ნაწილი კი – ბესო ზანგურს უცხადებს სოლიდარობას. 

განხეთქილების შესახებ ინფორმაციას უარყოფს თეატრის ადმინისტრაცია –  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ია შერაზადიშვილის თქმით, შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ თეატრის მსახიობებს რეჟისორთანაც.

“მე მსგავსი არაფერი მსმენია, მე რეპეტიციებზეც ვმჯდარვარ, როცა რეპეტიცია მიმდინარეობს და მსახიობსა და რეჟისორს შორის არის აბსოლუტურად სხვა ურთიერთობა… ასეთი რამე მე ბატონი რობერტისგან არ მომისმენია,” – ამბობს ია შერაზადიშვილი.

მსგავსი თემები