ხვალ, საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ საქართველოში ჩამოდის. როგორც პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებს განუცხადა, ე.წ. ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერას პირადად, საქართველოში მიულოცავს.   „მაქვს პატივი, გამოვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რადგან შევხვდე თითოეულ თქვენგანს, რათა გამოვხატო პატივისცემა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ერთად, რომ გავაძლიეროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ხვალ“,- განაცხადა შარლ მიშელმა. შეგახსენებთ, რომ ორბელიანების სასახლეში,  პოლიტიკურმა სუბიექტებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს შარლ მიშელი სოციალური ქსელით ადევნებდა თვალს და სიტყვითაც მიმართა.…

მეტი...

„შეთანხმება საქართველოში, საქართველოს გაუმარჯოს!“ – შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქართულ პოლიტიკურ ლიდერებს ე.წ. ისტორიული შეთანხმების გაფორმებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს არის კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა.   „შეთანხმება საქართველოში, საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი. თქვენ დააყენეთ ხალხის ინტერესი პირველ ადგილას და მიეცით დემოკრატიას განვითარების საშუალება. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ყველა პოლიტიკურ პარტიას,“- აცხადებს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთის უკან, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ე.წ. ისტორიული შეთანხმება შედგა. დოკუმენტი ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სუბიექტები საკანონმდებლო ორგანოში შედიან. დოკუმენტზე ხელმოწერა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ამ ეტაპზე, დოკუმენტს…

მეტი...

კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტზე ხელმოწერისთის მადლობას უხდის

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კმაყოფილია, რომ 6 თვიანი დაუღალავი შრომა წარმატებით დასრულდა და ე.წ. ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერა შედგა.      „სასიამოვნოა, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები აქ. ამ 6 თვის განმავლობაში რთული მუშაობა გავწიეთ. აშშ-ის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება, რომ ქვეყანა იყოს აყვავებული. საქართველოს ჰქონდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ პროცესში ჩაბმულიყო. მის მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელს აწერენ პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. აშშ-ის სახელით მე…

მეტი...

„ისტორიული შეთანხმება“ შედგა, მხარეებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს

პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ე.წ. ისტორიული შეთანხმება შედგა. დოკუმენტი ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სუბიექტები საკანონმდებლო ორგანოში შედიან.   საქართველოს პოლიტიკური პარტიების შეთანხმების დოკუმენტს –  „საქართველოს სამომავლო გზა,“ ხელი მოაწერეს: დავით ბაქრაძემ (როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი); ალეკო ელისაშვილმა (პარტია „მოქალაქეები“);  ბადრი ჯაფარიძემ („ლელო); ზურაბ ჯაფარიძემ; მამუკა ხაზარაძემ („ლელო);  ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკელები“); სალომე სამადაშვილმა (პარლამენტის ინდივიდუალური წევრი); ვახტანგ მეგრელიშვილმა („გირჩი“); შალვა პაპუაშვილმა („ქართული ოცნება“); არჩილ თალაკვაძემ (ქართული ოცნება“) და გიორგი ვაშაძემ.      დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ხელმოწერის დოკუმენტს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და მთავარი მედიატორი შარლ…

მეტი...

მხარეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრნენ

„საქართველოს წინსვლის გზა“ – ასეთია დოკუმენტის დასახელება, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ევროპელმა მედიატორებმა შესთავაზეს. ამ წუთებში, მხარეებმა, ევროკავშირის ოფისიდან პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს. სავარაუდოდ, სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციაში მოხდება დოკუმენტზე ხელმოწერა. ევროკავშირის ოფისში მხარეების შეხვედრა სულ რამდენიმე წუთია დასრულდა. საბოლოო სურათი, ვინ აწერს დოკუმენტს ხელს, რამდენიმე წუთში გახდება ნათელი. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადებების პაკეტი შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს და მოიაზრება როგორც ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ისე ვადამდელი არჩევნები. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ, ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი გუნდი 45%-ზე მეტ მხარდაჭერას…

მეტი...

„დოკუმენტს ხელი ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს“ – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, დოკუმენტს ხეი ნიკანორ მელიამ უნდა მოაწეროს. „თუ ხელის მოწერაა, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ. უპირობოდ უნდა გამოუშვან და მან უნდა მოაწეროს ხელი. დოკუმენტი მე არ მომწონს, მაგრამ კომპრომისის და პოლიტიკური კრიზისის გადალახვისთვის შესაძლებელია, განვიხილოთ ხელის მოწერა, მაგრამ ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, მე რომ დღეს პარლამენტში შევიდე, 6 თვეში ჩვენი ხალხი უკეთესად იცხოვრებს? ვერ იცხოვრებს, სანამ “ქართული ოცნება” იქნება”, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ევროკავშირის ოფისში ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების…

მეტი...

მმართველი გუნდი და ოპოზიცია ეროკავშირის ოფისში იკრიბება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება. შეხვედრის მიზანი ის დოკუმენტია, რომელიც ევროკავშირის ოფისში მხარეებს გუშინ გააცნეს. გუშინ,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს  ახალი წინადადებების პაკეტი შესთავაზა, რომელზეც მათ ხელი უნდა მოაწერონ. დოკუმენტი ხუთ პუნქტიანია და მოიცავს იმ საკითხებსაც, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, კერძოდ, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხსა და ვადამდელ არჩევნებს. დოკუმენტის მიხედვით,  შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში მოხდება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე რეაგირება და ეს იქნება  ამნისტიის ან სხვა მექანიზმით. ასევე, თუ მმართველი გუნდი ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციის…

მეტი...

„ვინც პარლამენტში შედიხართ, იმის “ატვეჩაი” მაინც თუ ხართ რომ ტყვეებით ვაჭრობა აღარ გაგრძელდება თუნდაც 22-ე საუკუნეში?“ – ირაკლი ოქრუაშვილი

ოპოზიციის ნაწილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი, 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს: „ოპოზიციისგან სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე გამოსყიდულებივით არ ვართ გიგი უგულავა, კობა კოაშაძე, ბაჩო თამლიანი? მაგრამ ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, ნიკა მელიაზე და გიორგი რურუაზე იაფად გამოგვისყიდეს ვინც ხელს აწერთ და პარლამენტში შედიხართ, იმის “ატვეჩაი” მაინც თუ ხართ რომ ტყვეებით ვაჭრობა აღარ გაგრძელდება თუნდაც 22-ე საუკუნეში?” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“პარლამენტი ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის და „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება” – არჩილ თალაკვაძე

მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში „გირჩის“ მისვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, “გირჩს“ აქვს თავის ორიგინალური სტილი, რაც „პარლამენტის ტრადიციებზე გავლენას ვერ მოახდენს“. „გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოების ნაწილმა მისცა. მესმის, რომ მათ აქვთ თავისი ორიგინალური სტილი, თუმცა, დამერწმუნეთ, ეს პარლამენტის ტრადიციებზე, პარლამენტის სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, ისინი იქნებიან უზრუნველყოფილნი ყველაფრით თანაბარ პირობებში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ერთად დავინახავთ,…

მეტი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რა მიზეზებით აწერს ხელს დოკუმენტს. “ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტსხელს ვაწერ სამი რამის გამო: ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება…

მეტი...

„მე ვიღებ ჩემთვის სკანდალურ გადაწყვეტილებას „ – პრეზიდენტი რურუას პირობების სანაცვლოდ შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, “მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ თავად გააკეთა. „მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება…

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩაერთო პოლიტიკურ დიალოგში, გადადგა მართებული ნაბიჯები, რათა შემდგარიყო შეთანხმება” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩაერთო პოლიტიკურ დიალოგში, მან მართებული ნაბიჯები გადადგა, რათა ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით შემდგარიყო დიალოგი და შეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური როლი შეასრულა. „მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩაერთო პოლიტიკურ დიალოგში. ვფიქრობ, მან მართებული ნაბიჯები გადადგა, რათა ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით შემდგარიყო დიალოგი და შეთანხმება. შესაბამისად, ჩვენ შორის, როგორც ინსტიტუტებს შორის ყოველთვის იყო სათანადო კომუნიკაცია და ვფიქრობ, რომ მან პოზიტიური როლი შეასრულა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, წინასწარ მე არ გავაკეთებ კომენტარს,…

მეტი...

რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მხარდამჭერების შეკრება მიმდინარეობს

რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მხარდამჭერების შეკრება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც შეკრებილებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართა. “ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობა და ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური დევნილები იარსებებენ. განცდა, სადაც ხელისუფლების ყველაფერი შეიძლება, სხვებისთვის კი არაფერი. სწორედ ამიტომ ყველანი 15 მაისს რუსთაველის გამზირზრ უნდა შევიკრიბოთ. აქ არის ის ხალხი შეკრებილი, ვინც 15 მაისის აქციის ორგანიზაციაში ჩართული. რამდენიმე დღეა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ვართ გასულები, რათა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მათ , რატომ არის 15 მაისს შეკრება აუცილებელი”, – გამაცხადა უდუმაშვილმა.

მეტი...

თაკო ჩარკვიანი “სტრატეგია აღმაშენებლის” ბლოკს ტოვებს

“კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს ტოვებს. ჩარკვიანის თქმით, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მასთან ერთად პოლიტიკურ ალიანსში ყოფნის შესაძლებლობას ვეღარ ხედავს. “ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად მოხდება, როცა ასე განსხვავებული პოზიციებია. მოდით ასე ვთქვათ, 98 პროცენტით ასეა. ვინც ხელს აწერს ამ დოკუმენტს, ყველას ეხება ჩემი დამოკიდებულება. 98 პროცენტით ვტოვებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ გიორგი ამ ფორმით ხელს არ მოაწერს. მაინც არ მემეტება ასეთი შეცდომისთვის”, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი. მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტით ვერ გვარდება ვერც მართლმსაჯულების პრობლემები და ვერც საარჩევნო საკითხები.

მეტი...

“ქართული ოცნება” მზად არის არჩევნებში ნდობის 43%-იანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოაწეროს

“ქართული ოცნება” მზად არის 43%-იანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოაწეროს. “ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით,”-აცხადებენ “ოცნებაში.”

მეტი...

მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია facebook-ზე წერს, რომ ამნისტიის შედეგად გათავისუფლებას არ ეთანმხება.  მისი თქმით, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის გამოცხადების შემდეგ, შეწყალებული იქნებიან მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელებიც, რაც მისთვის მიუღებელია.  “მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება:რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია! ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული “თავისუფლების” შედეგი რა იქნება – შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. და თან იმ ფონზე,…

მეტი...

“თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, ჩვენ კრიტიკულ პოზიციას არ დავაფიქსირებთ” – “ქართული ოცნება”

“ქართული ოცნების” განცხადებით, გიორგი რურუა არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი, თუმცა, მოლაპარაკების ინტერესიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ თუ რურუას პრეზიდენტი შეიწყალებს, ისინი კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებენ. “გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით – ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანებისთვის კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩატარდა (ვიდეო)

მიმდინარე წლის 17 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ონის საავადმყოფოში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია არა მხოლოდ სამსახურის ბენეფიციარებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც. განხორციელდა 200-მდე სამედიცინო ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას, ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო- ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი,…

მეტი...

“ვფიქრობ მატარებელმა მოძრაობა დაიწყო” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ეხმაურება. ჰარცელის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს, პოზიტიურია. “ვფიქრობ მატარებელმა მოძრაობა დაიწყო” –  განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები. დოკუმენტის მიხედვით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა…

მეტი...

“ვიმედოვნებთ რომ მივალთ ამ კრიზისის დასრულებამდე” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარტიებს მოუწოდებს, კონსტრუქციული მუშაობა გააგრძელონ. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი დასრულდება.  “ჩვენ გვამხნევებს, რომ არსებობს პოზიტიური პასუხი. ვიმედოვნებთ, რომ მივალთ ამ კრიზისის დასრულებამდე. მოვუწოდებ ყველა პარტიას, გააგრძელონ ერთად კონსტრუქციული მუშაობა,”- განაცხადა კელი დეგნანმა. 

მეტი...

„ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს

„ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. „ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია დოკუმენტის შინაარსს პრინციპულად იზიარებს. „ლელო” პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. მასში არის გარკვეული საკითხები, რაც უნდა დაზუსტდეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, პოლიტპატიმრებად აღქმული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ. ამასთან, შეთანხმება გულისხმობს საარჩევნო რეფორმას, მათ შორის დოკუმენტის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ბარიერი იქნება…

მეტი...

“საკანონმდებლო ორგანო “გირჩის” სამეფო იქნება” – ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი “გირჩის” სამეფო იქნება. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმითვე, “გირჩი” დეპუტატებს საკუთარი გეგმის სისწორეში დასარწმუნებლად მწვადებზე და ყავაზე დაპატიჟებს. “საკანონმდებლო ორგანო “გირჩის” სამეფო იქნება. სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზეც დავპატიჟებთ,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა მედიასთან საუბრისას პარლამენტში მისვლის შემდეგ.

მეტი...

“ალეკო ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა” – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში მისვლის შემდეგ განაცხადა, რომ მადლიერია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის, რადგან მან “გირჩის” წარმომადგენლებზე პარლამენტში საშვი დაუშვა. “ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, რის გამოც ჩვენ მადლობლები ვართ, ამიტომ მე თქვენ ვერ დამაცდევინებთ ელისაშვილის კრიტიკას,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. “გირჩის” ლიდერები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ. მათივე განცხადებით, დღევანდელი ვიზიტი პარლამენტში ტექნიკური ხასიათის იქნება და ისინი აპარატის თანამშრომლებს გაეცნობიან.

მეტი...

„ქვეყანა არის ერთი ოლიგარქის ბოსტანი, და „ბოტასა“ ფარცხალაძის, თავი არ მოვიტყუოთ“ – სააკაშვილი მოლაპარაკებებზე

„საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პრობლემები,ქვეყანა არის ერთი ოლიგარქის ბოსტანი,“ – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებების მიმდინარე პროცესებს. სააკაშვილი საკუთარ ხედვას სთავაზობს ოპოზიციას და აღნიშნავს, რომ არსებული მოცემულობით საარჩევნო სისტემაში არაფერი შეიცვლება: „ვთქვათ 43%,  დანარჩენი ისევ ჟვანიამ უნდა დაითვალოს? ამ მექანიზმით ეს არის ზუსტად ის, რომ ისევ ისინი ჩაატარებენ არჩევნებს. მე ვთავაზობ იმ ვარიანტს,  საარჩევნო კომისიის წევრებს, პროკურორებს და მოსამართლეებს არჩევს პარიტეტული კომისია, სამი წარმომადგენელი ინიშნება ოპოზიციის ჯგუფებიდნ, ასევე როგორც ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ხმების დათვლა, მაშინ ეს არ გამოვა კომპრომისი ეს დათანხმებაა იმაზე, რომ არაფერი…

მეტი...

„გირჩმა“ მედიატორების მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

„გირჩმა“ მედიატორების მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა. „ჩემი აზრით, ხელი მოსაწერია. გუშინ განცხადებაში იყო ასეთი რამ, რაც, ჩემი აზრით, მხარდასაჭერია, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო, ანუ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს თავიანთი წინადადება. ვფიქრობ, იმ 60-მა კაცმა, თუ რამდენიცაა დარჩენილი, მართლა სათითაოდ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ყველაფერი. მოდით, ჩვენ მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია და ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა.

მეტი...

„ნიკოლოზ წურწუმიას, გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა“ – ადვოკატი „მედიაცნეტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ნიკოლოზ წურწუმიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას გულის სარქველი აქვს დახურული. სჭირდება ოპერაცია, რომელიც ცხრა ათასი ლარი ღირს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, საქართველოს ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა. ადვოკატი წურწუმიას პრობლემებზე ყვება და აცხადებს, რომ მას სამკურნალო თანხა არ ჰქონდა: „ ყავს ორსული მეუღლე. „ნიკოლოზ წურწუმიამ საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მუშაობას თავი დაანება. რადგან მშენებლობაზე, ფიზიკურად მუშაობა უჭირდა. რა თქმა უნდა, მას შეეძლო პრობლემების მოგვარება, თუმცა, მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებამ, გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. გარდა ამისა, არსებობს მოწმის ჩვენება, რომ ნიკოლოზ წურწუმიამ, გარდაცვლილი შვილის სული და…

მეტი...

„ქართული ოცნება“ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს

„ქართული ოცნება“ მზადაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს. ამასთან, “ქართული ოცნება” განმარტავს, რომ “განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და არ დაეთანხმებიან რაიმე შინაარსობრივ დამატებას”. „მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პირობებს ადგენდა. ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა…

მეტი...

მხარს ვუჭერ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ის შარლ მიშელის შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის ხელმოწერის მომხრეა. თუმცა, უგულავა იქვე აღნიშნავს, რომ პარლამენტის ბოიკოტი უნდა შეწყდეს მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.  “ხელმოწერა არმოწერა – საკითხავი აი ეს არის არსებობს მომენტი როცა უნდა იგრძნო, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო. ქართულმა ოპოზიციამ დიდი რამ შეძლო. მან ბოიკოტით ქვეყნის ივანიშვილის უკანა ეზოდ გადაქცევის საფრთხე გააცამტვერა. “ოცნებას” ეგონა, რომ პანდემიის პირობებში არავინ ამ აღვირახსნილ, ფალსიფიცირებულ არჩევნებს ყურადღებას არ მიაქცევდა. ის მწარედ შეცდა. მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ქვეყანა არაა დატოვებული გონიერებისგან დაცლილი ოლიგარქის…

მეტი...

“ველოდებით ჩვენი პირობების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით” – ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანში აქცია გრძელდება. დღეს პროტესტის 176-ე დღეა. აქტივისტები მათ მოთხოვნებზე ხელისუფლების პასუხს ელოდებიან და ამბობენ, რომ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა დიალოგი.  “ველოდებით ჩვენი პირობების შესრულებას. თუ გონივრული ლოდინის რეჟიმს გასცდა ეს ყველაფერი, ჩვენ კატეგორიულად დავსვამთ კიდევ ერთხელ საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ ისინი არ გამოდიან კომუნიკაციაზე ჩვენთან და წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით. პირობების შესრულების შემთხვევაში საუბრის დღის წესრიგი დაიგეგმება,”- აცხადებს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი. 

მეტი...

„ნიკოლოზ წურწუმიას, ბანკისთვის ფული არ მოუთხოვია“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ბანკში შეჭრა, პროტესტის ფორმა იყო, „საქართველოს ბანკში“ შეჭრისა და მძევლების აყვანის დროს, ნიკოლოზ წურწუმიას, ბანკისთვის ფული არ მოუთხოვია“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატმა, გიორი ბარდაველიძემ განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ წურწუმიამ აღნიშნული ქმედებით მხოლოდ პროტესტი გამოხატა: „ბანკში შეჭრა პროტესტის ფორმა იყო, რომ, მევალეებს მისი კუთვნილი 11 ათასი დოლარი დაებრუნებინათ. გარკვეულმა პირთა წრემ, რომლებსაც ამ ოჯახის დავალიანება აქვთ, რიგი ქმედებები განახორციელეს, რამაც, ნიკა წურწუმია აიძულა, პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართა. მას უნდოდა, მისი დარღვეული უფლება აღდგენილიყო. გარდა ამისა, მან ინფორმაცია საჯარო გახადა, რათა სხვათა უფლებებიც აღარ…

მეტი...

„ნიკოლოზ წურწუმია დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იტოვებს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„18 აპრილის ჩვენებით, თითქოს „საქართველოს ბანკში“ შეჭრისა და მძევლების აყვანისთვის დაკავებულმა, ნიკოლოზ წურწუმიამ დანაშაული აღიარა, სიმართლეს არ შეეფერება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, საქართველოს ბანკში შეჭრის ბრალდებით დაკავებული, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა. ბარდაველიძემ განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იმ ხალხს მოუხადა ბოდიში, ვინც იმ დროს ბანკში იმყოფებოდნენ: „ ამ ფორმით, მან უბრალოდ ბოდიში მოიხადა იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ზიანი მიადგა და სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ, წურწუმიას ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ, „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში განაცხადა. ნიკოლოზ წურწუმია, დანაშაულს არ აღიარებს…

მეტი...

გორში მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში – მოკლული შუა ხნის მამაკაცია. არსებული ინფორმაციით, მას თანასოფლელმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროლა და ადგილზე მოკლა. სოფელში ყვებიან, რომ ეჭვმიტანილი 75 წლის მამაკაცია. მკვლელობის ბრალდებით უკვე ნასამართლევი. ის ციხიდან ახლახანს გამოვიდა.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 750 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 650, პისიარტესტით – 4 100. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,93 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,58 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 281 574 გამოჯანმრთელდა, 3 949 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ აცრილია – 30 209 პირი, დღიურად აცრილია – 1 025 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 277, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 174 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 437პირი. ამასთან,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 949 შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 659 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 18 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 783 გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი  გარდაიცვალა

მეტი...

„გახარიას ის 6 კაცი “ოცნებიდან” ოპოზიციის სკამებზე რომ გადმოჯდა, ისევ უკან უნდა გადაჯდნენ?“ – ირაკლი ოქრუაშვილი

ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებების რაუნდებს სოციალურ ქსელში ეხმიანებიან. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი პოსტ ყოფილი პრემიერის გუნდის მისამართით აქვეყნებს: „ხვალ თუ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, გახარიას ის 6 კაცი ოცნებიდან ოპოზიციის სკამებზე რომ გადმოჯდა, ისევ უკან უნდა გადაჯდნენ?“, – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...