„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა გადაიდო – სამინისტროს განცხადება

„კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში“ – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა და მიზეზებიც განმარტა. „მსურს, მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის” უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია – კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს”,- განაცხადა მინისტრმა. თურნავას განმარტებით, დიალოგი ყველა დაინტერესებული პირისთვის გახსნილია. „მზად ვართ ვისაუბროთ – რა კითხვები არსებობს,…

მეტი...

შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ რიონის ხეობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა შეიტანეს

რიონის ხეობაში, ჰესის მშენებლობის გამო, ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ადგილზე საპოლიციო ქვედანაყოფები დიდი რაოდენობით იმყოფებიან და აქციის მონაწილეების გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტერიტორიაზე, საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურა შეიტანეს, რითაც აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციის დამყარება შეუძლებელია. „უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე მეორე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულნი. გარდა ამისა, ადგილზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ინფრასტრუქტურაც. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება მოხდა, არ…

მეტი...

ლილოს დასახლებაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ლილოს დასახლებაში, ერთ ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივ აირს უკავშირდება. არის მსხვერპლიც, გარდაცვლილია დახლოებით 60 წლის ქალბატონი. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსი სერიოზულად დაზიანდა. დაზიანებულია კორპუსის კედლები. არსებული საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ წუთებში, ადგილზე ელოდებიან ექსპერტებს, რომელმაც უნდა განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა კორპუსში მოსახლეობის შეშვება და ცხოვრება.

მეტი...

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით,  რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალება. მისივე განცხადებით, არქიმანდრიტ ათინოგენს მონაზონი ეწოდება.  მეუფე სასულიერო პირებს ამბოხში ადანაშაულებს და საკუთარ გადაწყვეტილებასაც აღნიშნული ქმედებით ხსნის.  “განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი.ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედებუს უფლებების დაბრუნებისა.ხოლო რაც შეეხება მონაზონი ათინოგენს მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია.…

მეტი...

ვირუსის მასშტაბების ზრდის გამო, სკოლებში კონტროლი მკაცრდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე საუბრობს და ახალი ტალღის დაწყებას აცხადებს. შესაბამისად, განცხადებას აკეთებს განათლების სამინისტროც და აცხადებს, რომ სკოლებში კონტროლი მკაცრდება. „მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0,03%-ს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება. მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება. (საგულისხმოა, რომ ორი დღის წინ, საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლა იმყოფებოდა. აქედან 15 სკოლა ორშაბათიდან…

მეტი...

„კლასტერული გავრცელება დაიწყო“ – დაავადებათა კონტროლი ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი კორონავრუსის მასშტაბური გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „კლსტერული გავრცელება“ დაიწყო. ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ვითარება ზუსტად იმ საწყისი ეტაპის მსგავსია, რომელიც ქვეყანამ პირველ ეტაპზე უკვე გაიარა და რომელის ე.წ. კლასტერებს ეხებოდა. “ჩამოყალიბებულია „კლასტერები“ გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში. ეს იმას ნიშნავს, რომ კლასტერები ისევ გაჩნდა და შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება.  შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე. შეგახსენებთ, რომ გურიაში, სამეგრელოსა და კასპის ერთ სოფელში სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს და შესაბამისი…

მეტი...

რიონის ხეობაში სპეცრაზმი და წყლის მანქანა შეიყვანეს

რიონის ხეობაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ადგილზე სამართალდამცველების უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული. ადგილზე შეიყვანეს სპეც. მანქანა, ე.წ. წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზემი. გუმათის დასახლებას სამართალდამცველები აკონტროლებენ და გადაადგილების უფლებას არავის აძლევენ. აღნიშნულის მიზეზი კი „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის განახლეაა, რომელსაც ადგილორივები და სხვა აქტივისტები აპროტესტებენ. მათ დღეს 12:00 აქციაც კი დაგეგმეს.

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 811 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა – 57, იმერეთი – 28, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 23, გურია – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 49, კახეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მეტი...

კორონავირუსის 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 15 649 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  464 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 454 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.97% ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 464 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  283 833-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.97 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.01 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 454 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 274…

მეტი...

შრომის ინსპექციამ 7 სუბიექტი დააჯარიმა

დღე-ღამის განმავლობაში,  შრომის ინსპექციამ არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის 7 სუბიექტი დააჯარიმა. დარღვევისთვის, კანონდამრღვევებს 2 000 და 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ინსპექციის ინფორმაციით, 4 ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს – 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. „ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, „კომენდანტის საათის“ მოქმედების დროს, ასზე მეტი პირის მონაწილეობით, გასართობი ღონისძიებები და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდებოდა. კლუბის ტიპის გასართობი სივრცის ფუნქციონირებისას ასევე არ იყო დაცული ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესები. შრომის ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან კოორდინირებულად განაგრძობს საზედამხედველო სამუშაოებს. ინსპექცია აგრძელებს კონტროლს დაწესებული…

მეტი...

გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის მოქალაქეების ძარცვისთვის შსს-მ ორგანიზებული ჯგუფი დააკავა

საქართველოში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაკავებულები არინ. 11 ადამიანისგან შექმნილი თაღლირი ჯგუფი, სხვადასხვა ქვეყნებში, მოქალაქეებს თალითურად ძარცვავდნენ. ამ ეტაპისათვის დადგენილი ზიანის ოდენობა 620 000 ევროა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დამნაშავე დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. „სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.ჰ., 1997 წელს დაბადებული კ.კ., 1999 წელს დაბადებული გ.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1994 წელს დაბადებული გ.ლ., 1996 წელს დაბადებული ვ.ნ., 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1997 წელს დაბადებული ა.გ., 1986 წელს დაბადებული ქ.ი. და 1997 წელს დაბადებული გ.ბ. დანაშაულები 9-დან 12…

მეტი...

აჭარაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. უწყების ინფორმაციით: „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული კ.ბ. და ამავე წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე შ.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბათუმში, კ.ბ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 303 აბი. პოლიციამ მეორე დაკავებულის – შ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას კი „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 112 აბი ნივთმტკიცებად…

მეტი...

“ნამახვან ჰესის“ მშენებლობის პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია

რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვენ ჰესის“ მშენებლობა განახლდა, დღესაც სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, ადგილზე დღესაც შეიკრიბებიან და მშენებლობას გააპროტესტებენ. აქცია 12:00 საათზე დაიგეგმა. მიმდებარე ტერიტორია ბლოკირებულია და გადაადგილება შეზღუდულია. საპოლიციო დანაყოფები კი გუმათთან არიან მობილიზებულები. შეგახსენებთ, რომ, გუშინ, სამართალდამცველებმა, ადგილზე 2 ადამიანი დააკავეს.  დაკავებულებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა. კერძოდ, 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი დანაშაული.

მეტი...