ვაჟა ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, კომაროვის სკოლის მიმდებარედ, საკუთარ მანქანასთან ქალი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის საჭის მართვისას ცუდად გახდა, მანქანიდან გადმოვიდა და წაიქცა. ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი იდენთიფიცირებულია. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, ქალი საჭეს მართავდა, უცებ სწრაფად დაიძრა და მანქანა გააჩერა. როგორც კი გადმოვიდა, ეგრევე წაიქცა და გული გაუჩერდა.

მეტი...

როცა მეგი ბაქრაძეს გართულება დაეწყო, ექიმი დაყოვნების ოთახში არც ყოფილა – პროკურატურა

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილ ექთანის სს საქმეში პროკურატურამ ბრალდებულები გამოკვეთა. ამ ეტაპისთვის, საუბარია კლინიკის სამ ექიმზე, რომლებსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, აცრის შემდეგ მეგი ბაქრაძის მიმართ არანაირი მედიკამენტის გამოყენება არ მომხდარა და უფრო მეტის, მას შემდეგ, რაც მას გართულება დაეწყო, ექიმი ე.წ. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ ყოფილა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ბრალდებულები ცდილობდნენ, ეს ინფორმაცია დამალულიყო და არ გამჟღავნებულიყო. “ბრალდებული ექიმის, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა…

მეტი...

ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის საქმეზე ექიმებს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, ახალციხეში ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებიათ და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ექიმი ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მ.ბ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა,…

მეტი...

„ჩვენ არასდროს გიკარნახებთ უნდა ჩაატაროთ თუ არა ვადამდელი არჩევნები“ – ევროპარლამენტარი   

“კომპრომისი თქვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გამოძებნოს“ – აცხადებს  ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და ყველას მოუწოდებს, ქვეყნისა და ხალხისთვის მისაღები და საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს.    „კომპრომისი თქვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გამოძებნოს და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ კომპრომისს, თუ მას ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს. ჩვენ არ შეგვიძლია გამოსავალი შემოგთავაზოთ, გამოსავალი თქვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გამონახოს… ერთობლივ განცხადებაში ჩვენ გავაკრიტიკეთ საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, ვინც მონაწილეობდა ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში, რადგან შუამავლობას მხოლოდ ევროკავშირი ვერ შეძლებს, კომპრომისს ვერ შეათანხმებს ევროკავშირი. ბატონი დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს და ქართველი პოლიტიკოსების სახელით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ეს უნდა…

მეტი...

მდინარე ენგურში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს, დანარჩენებს ეძებენ

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველო კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობისას, რამდენიმე ადამიანი მდინარეში დაიხრჩო. ამ ეტაპისთვის, 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, კიდევ რამდენიმეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურისკენ 11 ადამიანი მოდიოდა.     შემთხვევა სოფელ ორსანტიაში მოხდა.  მეოთხე ცხედარი რამდენიმე წუთია მდინარეში იპოვეს. ის ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა ქალის მეუღლეა. შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭიროებებისთვის, მდინარის გავლით გადმოდიოდნენ.   

მეტი...

შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამას ფსიქიატრიულში გადაიყვანენ

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამა – თამაზ ხომასურიძე შეურაცხადია. მას ციხიდან ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ. ხომასურიძეს შეურაცხადობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  დაადასტურა.   თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმისთვის დააკავეს.

მეტი...

პარლამენტში „კორონავირუსი“ გავრცელდა

საქართველოს პარლამენტის წევრები – მამუკა მდინარაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი მეძმარიაშვილი და მაია მენაღარიშვილი ინფიცირებულები არიან. საკანონმდებლო ორგანოს კიდევ რამდენიმე წევრს კვლევა უტარდება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძე აცხადებს, მას ვირუსი რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურდა. „ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია. როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა. ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა,…

მეტი...

კობა კობალაძე სვანეთში ვეტერანებს ხვდება და არსებულ საჭიროებებს ერთად განიხილავენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, ამჯერად სვანეთში მცხოვრებ ვეტერანებს ხვდება და არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს ერთად განიხილავენ. შეხვედრა ასევე გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან კაპიტონ ჟორჟოლიანთან. კობა კობალაძემ, მესტიის მერს, სამსახურის გეგმები გააცნო, რომლებიც უშუალოდ, რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. თავის მხრივ, კაპიტონ ჟორჟოლიანმა, შეხვედრაზე ისაუბრა იმ შეღავათებსა და დახმარებებზე, რასაც მესტიის მუნიციპალიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, ვეტერანების მიმართ ახორციელებს. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონში მცხოვრები ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და მათი ერთობლივად გადაჭრის გზები დასახეს. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე,…

მეტი...

ტურისტების რაოდენობა 73.4%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის მარტის თვეში, საქართველოში 55 907 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს კი გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, მინუს  73.4 პროცენტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტორი, ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. თურქეთი – 20 237 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით –50.8 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 5 760 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით– 62.7 პროცენტი; სომხეთი – 5 656 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით – 82.8 პროცენტი; რუსეთი – 4 703 ვიზიტორი, კლება წინა წელთან –85.7 პროცენტი; აზერბაიჯანი – 4 226 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -90.3 პროცენტი; უკრაინა – 3 115 ვიზიტორი, კლება…

მეტი...

ფერმის მოწყობა მინიმალური ფინანსური ხარჯებით

მიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის ორგანიზებით, უწყებაში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერანებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მესაქონლეობით. შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, თამაზ ნარიმანიძე. „თამაზ ნარიმანიძემ, რომელიც თავად ფლობს მეცხოველეობის ფერმას, მოწვეულ სტუმრებს დეტალურად აუხსნა ამ სფეროში არსებული პერსპექტივები და გამოწვევები, გააცნო ის ნაბიჯები, რომლებიც თავად გადადგა საწყის ეტაპზე. ასევე, დაიგეგმა შეხვედრის მონაწილეების ადგილზე ჩასვლა და მოკლე სასწავლო სემინარის ჩატარება თემაზე: ,,ფერმის მოწყობა მინიმალური ფინანსური ხარჯებით“. მსგავსი შეხვედრები…

მეტი...

„ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა განცხადებით, თუ მოსახლეობა რეკომენდაციების მკაცრად არ დაიცავს, შემზღუდველი ღონისძიებების გამკაცრება გახდება საჭირო. „შეზღუდვები თუ არ გვინდა, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული კლასტერები, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფის, ჭირის სუფრის, ქორწილების შემდეგ. გასაგებია, რომ პირბადით სუფრასთან ვერ დაჯდები. ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა. სადაც არის რეგულაციები დაცული, იქ კორონავირუსის გავრცელების რისკი არის დაბალი. ჩვენ ხომ ვხედავთ, სადაც ეპიდაფეთქებებია, იმ დასახლებულ პუნქტებში მკაცრდება რეჟიმი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

„ეპიდსიტუაცია რთულდება და უარესდება, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს“ – ამირან გამყრელიძე

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულებულია.  ყველა ინდიკატორი იმატებს, რაც კი კორონავირუსს ახასიათებს. ეს მესამე ტალღის დაწყების ზღვარია. მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს,  მთავარი ჩვენი თვითკონტროლი და თვითდისციპლინაა“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.   მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ე.წ. კლასტერების რაოდენობაც მატულობს. „დღეს ქვეყანაში, ათი „კლასტერია“ ჩამოყალიბებული. ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან. საზოგადოება შევთანხმდეთ რა, სოლიდარული ხომ უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ ამ ტიპის შეკრებებისგან. ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში. გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?“ – აცხადებს გამყრელიძე.

მეტი...

„მცირდება ის კაპრიზი, ჭირვეული ბავშვის მოთხოვნა, რომ „ფაიზერი“ უნდოდათ“ – თენგიზ ცერცვაძის მიმართვა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა, რადგან ისინი დარწმუნდნენ, მას უპირატესობაც კი აქვს. „ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ჩავარდნა – პირდაპირ ასე ვთქვათ, ვაქცინაციის თვალსაზრისით. პირველ ათ დღეში, სულ 1 000 კაცი აიცრა, რაც არაფერია, ჩვენ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა გვაქვს სამიზნედ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს დასახული იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 1%, ეს არის 28 000. რატომღაც, ყველას გვაქვს ასეთი რწმენა, 1%-იან ზღვარს თუ გადავლახავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სკეპტიციზმი დაძლია და დაიძრა მასობრივი ვაქცინაცია. თუ 1%-ს გადავაცილეთ, მერე წავალთ ძალიან…

მეტი...

„თბილისი შედარებით იცავს, რეგიონებში მოშვებულია“ – თენგიზ ცერცვაძე რეგულაციების დაცვაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, რეგიონებში სიტუაცია გაცილებით რთულია. შესაბამისად, მთავარი ინფექციონისტი რეგიონების კუთხით, კონტროლისა და რეგულაციების გამკაცრების მომხრეა. „ქართველი კაცი ვერასდროს ამბობდა უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, მათ შორის სამეგობროს შეკრებებზე, ქორწილზე, ქელეხზე, მაგრამ მათი რაოდენობა იყო მინიმალური. თუ ერთი-ორი შეკრება იქნებოდა, ის ცნობილი ყველასთვის ხდებოდა. ახლა სამწუხაროდ, პირბადეების გამოყენება ჩამოვიდა 40%-ზე, სოციალურ დისტანცირებას აღარ ვიცავთ და ხალხმრავალი შეკრებები გამრავლდა, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისი შედარებით იცავს, მაგრამ რეგიონებში არის მოშვებული“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.   მთავარი ინფექციონისტის თქმით, საჭიროა ორთვიანი მოთმინება, რომ ისევ მძიმე შედეგები არ მივიღოთ. „მოითმინონ ერთი-ორი თვე, სადაც ნოემბერ-დეკემბრის…

მეტი...

“მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს” – თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მატებაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც ინფექციონისტმა მედიასთან განაცხადა, არ გამორიცხავს, მოქალაქეების ნაწილს არსებული ვითარების გართულება ხელს აძლევდეს. „მართალია, დღეს შემთხვევების რაოდენობა ცოტა არ არის, ბევრია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით, 200-ით შემცირდა. აი, ეს მაფიქრებინებს, რომ ჯერ ის, რაც ასე ძალიან არ უნდა ქვეყნას, ყველა ნორმალურ ადამიანს, ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდა კიდეც. შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, შედეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს,…

მეტი...

შალვა ნათელაშვილმა გლდანის ციხეში ნიკა მელიას ხილი მიუტანა

გლდანის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მივიდა. შალვა ნათელაშვილმა ნიკა მელიას ხილი მიუტანა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა.

მეტი...

“რუსთაველზე გავიარე, იმდენი კარავია, ცუდი სუნი იყო, ეტყობა იქვე ისაქმებენ” – ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს გამოეხმაურა. “მე კიდევ ისიც არ მომწონს, პირდაპირ გეტყვით, გუშინ წინ უწმინდესთან მივდიოდი, გავიარე რუსთაველზე, თბილისი თბილისს აღარ ჰგავს, იმდენი კარავი რა არის? რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი, რას ვაკეთებთ? ხალხიც არაა და სამწუხაროდ, ცუდი სუნი იდგა, იმიტომ, რომ ეტყობა იქვე ისაქმებენ, რომ მიდიან და იქ არიან. ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება,” – განაცხადა ბოდბელი ეპისკოპოსმა.

მეტი...

“თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება” – ილია მეორე

დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია II-მ აღავლინა. სადღესასწაული წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. „ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხარებობას. ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის – ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი…

მეტი...

“არჩევნების ასეთი ფორმით გამოძიებას თავი უნდა დავანებოთ” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ დროისთვის მოლაპარაკებების არანაირი ეტაპი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება „გირჩის“ სამოქმედო გეგმა, ხვიჩია ამბობს, რომ ამ თემაზე პარტიის სათათბიროში მსჯელობა მიმდინარეობს. „მე არ ვიცი, რაოდენ დიდია შანსი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსწორდნენ და შემდეგ შერიგდნენ, ერთად გააგრძელონ მშვიდი თანაცხოვრება, მაგრამ ალბათ ამის შანსიც არსებობს. მემგონი, საერთო ოპოზიციურ მოლაპარაკებებში „გირჩმა“ კიარა, ბატონმა დანიელსონმა ვერ ქნა ვერაფერი. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ცოტათი გვერდზე გავდგეთ ამ პროცესიდან და ვაცადოთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთთან ჩხუბი, რადგან აზრი არ აქვს, ამ ამბავში ამ…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 13:02 წუთზე 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან დაფიქსირდა.

მეტი...

ჟურნალისტები და დემონსტრანტები საქართველოს წინააღმდეგ – საია სტრასბურგში 2 სარჩელს აგზავნის

ჟურნალისტები და დემონსტრანტები საქართველოს წინააღმდეგ – საია სტრასბურგში 2 სარჩელს აგზავნის. საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე.  “საიას მიერ წარგენილი ორი საჩივარი შეეხება სახელმწიფოს მიერ აქციების მართვასთან დაკავშირებით სისტემურ პრობლემებს, რომელიც ამ საქმეში ნათლად წარმოჩნდა და სახელმწიფოს დღემდე არ აქვს ეფექტიანი ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართვის პოლიტიკა დემონსტრაციებთან დაკავშირებით,”-აცხადებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი თამარ ონიანი. “ჟურნალისტებთან მიმართებით გარდა არასათანადო მოპყრობისა, ვითხოვთ გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადგენას, რაც ცალკე გამოძიების საგანია. პროკურატურას გამოძიება უნდა მიჰყავდეს ამ მუხლით, თუმცა ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა თავს იკავებს ამ მიმართულებით გამოძიების ჩატარებისგან,”- აღნიშნა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა…

მეტი...

გარდაცვლილი ექთნის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება

ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ არც დაადასტურა და არც უარყო ინფორაცია, ჰქონდა თუ არა დაღუპულ ექთანს გადატანილი კორონავირუსი. მათივე ინფორმაციით, ექიმ-ალერგოლოგის გამოკითხვის მიხედვით, ირკვევა, რომ ალერგიული ფონი ორგანიზმში სავარაუდოდ ნორმაში არ იყო. გარდაცვლილი ექთნის საქმე 7 ტომისგან შედგება, საიდანაც 5 ტომი მოწმეების გამოკითხვას ეთმობა. ოჯახის ადვოკატების თქმით, ყოველ ჯერზე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები გამომძიებლებს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიდნენ, რომელმაც გარდაცვლილი ექთნის საქმე ბუნდოვანი გახადა. “თუ ვაქცინაციის პროტოკოლი იყო დაცული და 30 წუთიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 10-ივე პირი, მინიმუმ მეგი ბაქრაძესთან ერთად უნდა ყოფილიყო დაკვირვების ოთახში 8 ან 9 ადამიანი, რომელიც გამოძიების…

მეტი...

თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

თბილისის მერია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროექტის კონცეფციის შექმნაზე, ტენდერის საფუძველზე, ესტონურმა კომპანიამ იმუშავა. მისივე თქმით, პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები. “პროექტის კონცეფციის შექმნაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და ესტონურმა კომპანია “კოკომ” გაიმარჯვა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამგვარ პროექტებზე მუშაობის. ზოგადად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები. ეს პროექტი ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაა და ამაზე არჩევნების წინა…

მეტი...

“პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. “პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი. ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში, ყოველდღიური შრომითა და ზრუნვით უფრო მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის. რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გავუსვა იმ თანადგომასა და მხარდაჭერას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვგრძნობდი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უწმინდესს, საქართველოს პატრიარქს,” – განაცხადა კახა კალაძემ.…

მეტი...

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მის ფეისბუკგვერდიდან ცნობილი ხდება, რომ ის თბილისამდე სტამბოლში იმყოფებოდა.

მეტი...

“მდინარე ენგურიდან სამი მოქალაქის ცხედარია ამოყვანილი” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: “მდინარე ენგურზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მდინარიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი. დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

“ეპიდვითარება კონტროლზე უნდა იყოს, ვერ დავუშვებთ სამედიცინო სექტორის გადატვირთვას” – ბიძინა კულუმბეგოვი

ეპიდვითარება კონტროლზე უნდა იყოს, ვერ დავუშვებთ სამედიცინო სექტორის გადატვირთვას, დღეში 4 და 5 ათას ახალ შემთხვევამდე ამის აყვანას, ეს დამაზიანებელი იქნება ჩვენთვის, – ამის შესახებ ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. „საზოგადოებას ხშირად უნდა შევახსენოთ პირბადის მნიშვნელობა, ეპიდვითარების გაკონტროლებაში პირბადეს დიდი მნიშვნელობა აქვს და შეზღუდვების შემოღებამდე არსებული უნდა გაამკაცროს. შეიძლება სწორად ბევრი რამის მოფიქრება, იგივე ვაქცინირებული ადამიანების რაღაცები უფრო ხელმისაწვდომი გახადო და არ დაკეტო ბიზნესი, ვაქინაციის შემთხვევაში იქ ადამიანებს შეეძლოთ მისვლა. ამაზე უნდა იფიქროს ქვეყანამ, ასევე აღსრულების ნაწილზეც, იქნება ეს ტრანსპორტი თუ სხვა, სადაც გავრცელების ყველაზე დიდი რისკია, უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.…

მეტი...

“ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს” – კახა კალაძე

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყოველი შემთხვევისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა. „ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა, რაღაც თუ მოხდება გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. თუ საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააკეთებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ აუცილებელია თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა.…

მეტი...

გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარემ სავარაუდოდ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეძებენ მის თანმხლებ პირებსაც. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 351 თბილისში, 84 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 68 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 351 თბილისში, 84 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 68 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 713 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 223 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 687 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 285 645-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.98%,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 327 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 713 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 490, პისიარტესტით – 10 223. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,42 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 285 645 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 547 გამოჯანმრთელდა, 3 840 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 169, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 984 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 291 პირი. ამასთან, 6 აპრილის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 840-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 687 ადამიანს დაუდასტურდა, 327 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 6 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 196 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.

მეტი...

ფინანსურმა პოლიციამ საზღვარზე 1 მილიონის ღირებულების პროდუქციის უკანონოდ შემოტანა აღკვეთა

სამართალდამცველებმა საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადაადგილების ფაქტი გამოავლინეს. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ორი სატვირთო ავტომანქანით რეალურად შემოტანილი თითქმის ერთი მილიონი ლარის ღირებულების ტვირთის ნაცვლად მხოლოდ 137 ათასი ლარი დააფიქსირეს. კანონდამრღვევებს ახლა 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.

მეტი...

„ფეისბუქმა“ ქსელიდან „ქართული მარშის“ ანგარიშები წაშალა

ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ, „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა და გააუქმა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მარტის თვეში,  საქართველოდან წაიშალა „ფეისბუქის“ 23 ანგარიში, 12 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 11 ანგარიში, რომლებიც მიმართული იყო ადგილობრივ აუდიტორიაზე. როგორც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის გამოძიებამ გამოავლინა, წაშლილი გვერდები კავშირში იყო „ქართულ მარშთან“ და მათ ახალგაზრდულ ფრთასთან.

მეტი...

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება

მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში ლიტურგიას კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.

მეტი...

“ბატონებო და ქალბატონებო! გაფრთხილდით – აცრა არ ნიშნავს, რომ იმ დღიდან დაცულები ხართ“

„ბატონებო და ქალბატონებო! გაფრთხილდით“ – ასე იწყებს მიმართვას ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია, რომელიც ვაქცინაციის შემდგომ ანტისხეულების გამომუშავებაზე საუბრობს. „აცრა არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღიდანვე დაცული ხართ ინფექციისგან! აცრით იწყება თქვენი ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავება (წარმოქმნა). ეს პროცესი დროს მოითხოვს და ამასთან დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალობაზე. არის სამწუხაროდ ალბათობაც, რომ საერთოდ არ გამომუშავდეს ანტისხეული. სწორედ ესაა ვაქცინის ეფექტურობის პროცენტი. ასე რომ, აცრის შემდეგაც დაიცავით თავი და არ იქნება ურიგო, თუ 3-კვირის შემდეგ გაისინჯავთ, წარმოიქმნა თუ არა ანტისხეულები“ – აცხადებს გადელია.

მეტი...