„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები მმართველ გუნდს ხვდებიან

ამ წუთებში, “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულია და სავარაუდოდ, ის კონფლიქტის დარეგულირებას ეხება.  

როგორც მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,  ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, თუმცა, მოხდება გადაღება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, აქციის ორგანიზატორებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან.

შეხვედრა ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სლოგანი „არა ნამახვანჰესს“ ამ დრომდე აქტუალობას არ კარგავს და აქცია გრძელდება. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოხმაურება საქართველოს საპატრიარქომაც გააკეთა და მზაობა გამოთქვა, მედიატორის ფუნქცია იტვირთოს.   

მსგავსი თემები