იაპონიაში ოლიმპიადის გაუქმებას არ გამორიცხავენ

იაპონიის მმართველი, „ლიბერალ დემოკრატიული პარტიის“ გენერალური მდივანი, ტოშიჰირო ნიკაი თვლის რომ, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უნდა გაუქმდეს.

„ოლიმპიადის მასპინძლობა იაპონიისთვის დიდი შანსია და მისი წარმატებულად ჩატარებისთვის, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. მაგრამ თუ, მისი ჩატარება შეუძლებელი იქნება, ის უნდა გაუქმდეს. სიტუაცია ყველა ეტაპზე კარგად უნდა გავაანალიზოთ და საჭიროების შემთხვევაში, მკაფიო გადაწყვეტილება მივიღოთ“, – აღნიშნა ტოშიჰირო ნიკაიმ.

მსგავსი თემები