რადგანაც სასაფლაოები იკეტება, მას სასულიერო პირები აკურთხებენ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებ. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რადგანაც აღდგომის დღესასწაულზე ისევ შეზღუდვები იმოქმედებს, სასულიერო პირები სასაფლაოებს აკურთხებენ. „საზოგადოებისთვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი შენარჩუნებული იქნება 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისს გამთენიამდე, 04:00 საათამდე. ვინაიდან ტაძარში მისვლის მსურველები და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო წირვის მონაწილენი, სავარაუდოდ, მრავლად იქნებიან, ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, რომ გავუწიოთ ანგარიში საკუთარ თავსაც და სხვასაც. რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია დარჩეს სახლში და მათთან საზიარებლად მათი მოძღვარი მივა. ვინაიდან, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე…

მეტი...

„მელიას ადგილზე ევროკავშირის გირაოს მივიღებდი“ – გიორგი რურუა

პრეზიდენტის შეწყალების აქტით საპატიმროდან გათავისუფლებული გიორგი რურუა აცხადებს, რომ ნიკა მელიას ადგილზე, ევროკავშირის გირაოზე უარს არ იტყოდა. „ნიკას პირველივე დღეს შევუთვალე ჩემი აზრი, ამას ჩემთვის დავიტოვებ. ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. მე მესმის ნიკასი, ის არის მართალი“,- განაცხადა რურუამ მედიასთან.

მეტი...

„სახლში მიმავალი დამიჭირეს, იარაღი არ ჩაუდიათ, მითხრეს იარაღი ჯიბეში გიდევსო“ – გიორგი რურუა

პრეზიდენტის შეწყალების აქტით საპატიმროდან გამოსული გიორგი რურუა აცხადებს, რომ მისი შეწყალებით, ხელისუფლებამ ჩადენილი დანაშაული გამოისყიდა. „მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ და პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის, ეს ყველას საქმეა. ჩემი შეწყალებით თავისი დანაშაული გამოასწორე. მე შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა. ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს, რომ მეღიარებინა დანაშაული და უარი ვთქვი, რადგან თავს დამნაშავედ არ ვცნობ. სახლში მიმავალი დამიჭირეს, იარაღი არ ჩაუდიათ, მიმიყვანეს და მითხრეს იარაღი გიდევსო ჯიბეში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საერთო, ეროვნული ამნისტია გამოცხადდეს“ – განუცხადა რურუამ მედიას. შეგახსენებთ, რომ რურუას შეწყალების აქტს პრეზიდენტმა ხელი რამდენიმე საათის უკან მოაწერა.…

მეტი...

გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

გიორგი რურუა საპატიმრო დაწესებულებიდან ამ წუთებში გამოვიდა. ის გლდანის ციხესთან ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. როგორც რურუამ აღნიშნა, შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს. „თავისუფლებას ვერ შეგიფასებთ. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის მადლობა ევროკავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელს, ამერიკის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში შაჰინს და რიშს, დიდ მეგობარს კუბილიუსს და ყველას. შეთანხმების პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად მნიშვნეოვანია, მეორე მახევარიც შესრულდეს და მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონი პატიმრობა. წელიწად ნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. მადლობა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მადლობა ჟურნალისტებს“ – განაცხადა რურუამ გლდანის საპატიმროსთან.   

მეტი...

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა. შეწყალების აქტზე ხემოწერის შესახებ განცხადება თავად სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. „მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!“, – აცხადებს პრეზიდენტი. გიორგი რურუა საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

მეტი...

ნარკორეალიზატორებს ნარკოტიკების გაყიდვაში ბავშვიც ჰყავდათ ჩათრეული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. დაკავებულები ნარკოტიკების რეალიზაციისთვის მცირეწლოვან ბავშვს იყენებდნენ. კერძოდ, მცირეწლოვან გოგონას ნარკოტიკი შეთანხმებულ ადგილზე მიჰქონდა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ. გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი – ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში…

მეტი...

“სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებას და არაადამიანური მოპყრობას ამნისტია არ უნდა შეეხოს“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტია ყველა ტიპის დანაშაულს არ უნდა შეეხოს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარია ის, რაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ კრიზისი დასრულებულია.     „შარლ მიშელმა თქვა რომ კრიზისი დასრულებულია, ეს არის მთავარი. დანარჩენი, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კვლავაც ეწინააღმდეგება როგორც შეთანხმების შინაარსს, ასევე შეთანხმების შინაარსის საერთო სულისკვეთებას, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უბრალოდ არასწორია. ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს ერთადერთ რამეს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, თუმცა ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს. არის გარკვეული მუხლები, რომლებსაც არ შეიძლება,…

მეტი...

“მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან” – მიხეილ სააკაშვილი

მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ჩვენ ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვისას აცხადებს. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ დადგნენ თავიანთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ნუ ჩათვლაინ, რომ თუ სააკაშვილი ქვეყანაში ვერ ჩადის, ეს მათ სიტუაციას უადვილებს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პირიქით, ეს აძნელებს. „პარლამენტში, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიზისი ჯერ არ არის გადალახული, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოხდეს მართლაც განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის,…

მეტი...

პრემიერმა Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან ვაქცინის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილა​

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.  “ვაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაქცინების მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით,” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.  მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილა. “ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე – ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს.ყურადღება გავამახვილეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას…

მეტი...

“მინდა, დღეს მამუკა ხაზარაძეს მივმართო და თანამშრომლობის ხელი გავუწოდო” – ლევან იოსელიანი

ჩემი თხოვნაა, დავასრულოთ ის პერიპეტიები, რაც ოპოზიციის შიგნით ერთმანეთთან გვქონდა, დავასრულოთ ოპოზიციის ზიზღზე აგებული პოლიტიკა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პირადადაც მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მათი პარლამენტში თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. „მივესალმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც დღეს შემოვიდნენ პარლამენტში. ვულოცავ მათ ამ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად სწორი და ამ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება, საითაც ძალიან დიდ ხანს მივდიოდით ჯერ ერთად, მერე ცალ-ცალკე, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივედით იმ შედეგამდე, რომ დღეს პარლამენტი ასე თუ ისე შედგა და ოპოზიციის…

მეტი...

დააკავეს პირები, რომლებიც ნარკოტიკებს ბავშვს ასაღებინებდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას ასაჯაროებს. „მიმდინარე საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. გამსაღებელი პირები, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, დაკავებულები არიან. თავისი მნიშვნელობით, აღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა, ვინაიდან სქემაში ჩართული იყო არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდა, შემდგომი გასაღების მიზნით“, – აცხადებენ უწყებაში. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

მეტი...

ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ამ წუთებში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

მეტი...

“დღეიდან ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს” – კახა კუჭავა

მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს – შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაჟღერდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან განაცხადა, ის უზრუნველყოფს, რომ დაიცვას ბალანსი და ხელი შეუწყოს პარლამენტში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას. „სიმბოლურია, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როდესაც რამდენიმეთვიანი, მე ვიტყოდი, ხელოვნური შეფერხების შემდეგ, დღეს ოპოზიციის რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი შემოუერთდა საპარლამენტო საქმიანობას. ყველას დიდი მადლობა, ვინც იზრუნა იმისთვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ჩამდგარიყო. მე მჯერა, რომ…

მეტი...

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 86 ხმით აირჩიეს

პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ახალი თავმჯდომარის პირობებში განაგრძობს. კახა კუჭავას მხარი 86 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 6. “დღეს ჩვენ ყველანი გამარჯვებულები ვართ. ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. მინდა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მისი ინიციატივით წარმადგინეს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე,” – განაცხადა კახა კუჭავამ.  კახა კუჭავა ქვეყნის ისტორიაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგით მეთორმეტე სპიკერია.  მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს არჩილ თალაკვაძე იკავებდა.  “ქართული ოცნების” პირობებში ერთი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილება მეორედ მოხდა. წინა შემთხვევაში, 20 ივნისის მოვლენებისას, თანამდებობა ირაკლი კობახიძემ დატოვა.

მეტი...

„გილოცავთ „დიდებით შესვლას“ – ოქრუაშვილი ოპოზიციას

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელიდან პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებს მიმართავს: „დიდებით შესვლას ღირსისა ჩვენისა მართალი ოპოზიციონრებისა ვაშაძისა, ხაზარაძისა, ჯაფარიძისა, უსუფაშვილისა და სხვათა სახლსა ბიძინასისა – ჩვენისა პარლამენტში“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

“ბატონო კახი! დიდი წუხილით გემშვიდობებით” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახი კავსაძის გარდაცვალებას “ფეისბუქში”  გამოეხმაურა. “ბატონო კახი! დიდი წუხილით გემშვიდობებით,” – წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კახი კავსაძე 86 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

მეტი...

კახი კავსაძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო. კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან. კახი კავსაძემ შექმნა ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა. მათ შორის, “ნატვრის ხე“ (იორამი) “მონანიება“ (მიხეილ კორეშელი) “მზე შემოდგომისა“ (სამსონი) “სიყვარული…

მეტი...

“მსახიობის გული შეიძლება ნებისმიერ დროს გაჩერდეს” – ლევან რატიანის თქმით, კახი კავსაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კახი კავსაძის ჯანმთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.  ლევან რატიანი განმარტავს, რომ მსახიობის გული შეიძლება ნებისმიერ დროს გაჩერდეს. “რეანიმაცია მწვავდება, ნებისმიერ დროს შეიძლება დაფიქსირდეს ბიოლოგიური სიკვდილი,” – ამბობს ლევან რატიანი.

მეტი...

“ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, „ოცნება“ შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას უზრუნველყოფს” – ირაკლი კობახიძე

დღეს საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი დღეა, პარლამენტის სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სხდომას ესწრებიან იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის მხარდაჭერით დადებულ პოლიტიკურ შეთანხმებას. „ამ შეთანხმების მთავარი ამოცანა გახლდათ არა პარლამენტში ვინმეს შემოსვლა არ-შემოსვლა, რაც თავისთავად ბუნებრივია მნიშვნელოვანი ამოცანა და ფაქტორია, არამედ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება, ნაკლები დესტრუქციისა და მეტი კონტრუქციის უზრუნველყოფა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. უნდა ითქვას, რომ ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება. ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სამწუხარო მოვლენა, რომ საქართველოში…

მეტი...

“გუშინდელი და გუშინწინდელი დღეები წარსულში დარჩება და ჩვენ წავალთ წინ” – გიორგი ხოჯევანიშვილი

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ურთულესი ყოფა. ეს არის ის საკითხები, რაც დღეს პირველ რიგში ხელისუფლების და პოლიტიკოსების განხილვის მთავარი თემა უნდა იყოს და პრინციპში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე გაცვლიან თუ არა ერთმანეთში სავარძლებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. „მე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა, ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო, იმ კონკრეტული საკითხებით, რომელიც დღეს აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სამართლიანი განცდა, რომ ხელისუფლება მათზე სათანადოდ არ ზრუნავს და სხვა ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით არის…

მეტი...

18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური “სინოფარმის” ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ​

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური “სინოფარმის” ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ. “ძირითადი თემა იყო “სინოფარმი”. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის “სინოფარმი” უსაფრთხოა,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

მეტი...

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს

თითქმის 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მედიატორ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. კერძოდ, დღეს პარლამენტში შევიდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია. პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა. ამ წუთებში სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება, განცხადებების დასრულების შემდეგ კი პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დაიწყება. ამ პოსტზე წარდგენილია კახა კუჭავა.

მეტი...

“მიზანმიმართული ჭორია” – არჩილ თალაკვაძე მერობის არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობაზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მიზანმიმართული ჭორია.  “გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, ეს გახლავთ მიზანმიმართული ჭორი. მე ვთქვი, რომ თბილისს გამორჩეული მერი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, თბილისში ძალიან ბევრს სურს მერად კვლავ კახა კალაძე იხილოს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მეტი...

„დაიდოს ვადამდელი“ – ოპოზიცია პარლამენტში, – „ენმ“ კარვებში

„არავის არაფერს არ შევარჩენთ,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის პოლიტიკური მდივანი, ირაკლი გვალია წერს. დღეს აქტივისტები ვახტანგ მეგრელიშვილის პარლამენტთან შეძახილებით შეხვდნენ: „თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ სახუმაროდ ვზივართ კარვებში? დაიდოს ვადამდელი,“ – წერს ირაკლი გვალია სოციალურ ქსელში.

მეტი...

“მე და ჩემი ახალშემოსული კოლეგები” – იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს

პარტია “გირჩის” ლიდერმაი იაგო ხვიჩიამ, პარლამენტში მისვლის შემდეგ სელფი გადაიღო და სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” პოსტი გამოაქვეყნა – “მე და ჩემი ახალშემოსული კოლეგები” – წერს იაგო ხვიჩია.  დღეს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო ტრიბუნებს პირველად დაიკავებენ. იქნება სიტყვით გამოსვლები, განიხილება დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი –  ამნისტიის კანონპროექტი. ასევე, დღეს სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს. 

მეტი...

“სულ არ მაინტერესებს ნიკა მელია იქიდან გაზეთ “პრავდაში” რა დირექტივებს აქვეყნებს” – ალეკო ელისაშვილი

ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთდ არ მაინტერესებს – რას დავუჭერთ მხარს და რას არ დავუჭერთ მხარს ამას ჩვენი პარტია გადავწყვეტთ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. “სულ არ მაინტერესებს მელია იქიდან, გაზეთ “პრავდაში” რა დირექტივებს აქვეყნებს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მეტი...

“ველოდებით, რომ გიორგი რურუას დღეს შეიწყალებენ” – ოპოზიცია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, აცხადებს, რომ დღეიდან შეთანხმების აღსრულება იწყება.  “დღეიდან შეთანხმების აღსრულება იწყება. ველოდებით, რომ გიორგი რურუას დღეს შეიწყალებენ. პარალელურად გვექნება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმუშავებთ მხოლოდ იმ საკითხებზე, რასაც შეთანხმება მოიცავს. ნიკა მელია კი ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ გათავისუფლდება,”- აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.  დღეს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები  საპარლამენტო ტრიბუნებს პირველად დაიკავებენ. იქნება სიტყვით გამოსვლები, განიხილება დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი –  ამნისტიის კანონპროექტი.

მეტი...

“ვინც შედიხართ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ” – აქტივისი მეგრელიშვილს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას სამოქალაქო აქტივისტების გაღიზიანება მოჰყვა. ისინი ვახტანგ მეგრელიშვილს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სამოქალაქო აქტივისტები ოპოზიციის პარლამენტში შესვლას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა შესულიყო. „რა უფლებით მოხვედით? ვინც შედიხართ იქ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომელმაც ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში შესვლისას შეაფერხა. სამოქალაქო აქტივისტების ეს ქცევა ვახტანგ მეგრელიშვილმა საბოტაჟად შეაფასა. „ეს არის საბოტაჟი,“- აღნიშნა მან.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. “ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 060 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 27 373 ტესტი ჩატარდა.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,48 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,48 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,76 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,19 პროცენტი. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 909 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 909 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 909 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 373 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 127, „პისიარ“ ტესტით – 14 156. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 4,19%, ბოლო შვიდი დღის – 4,48%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 305 850 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 287 938 გამოჯანმრთელდა, 4 043 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 40 095 ადამიანი, დღიურად აცრილია 1…

მეტი...

მესტიის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

მესტიის მუნიციპალიტეტს, რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ, პრობლემები შეუქმნა. მუჟალსა და ჟაბეში მეწყერი ჩამოწვა და რვა ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სტიქიამ საგზაო ინფრასტრუქტურაც დააზიანა. მათ შორის, შიდა სასოფლო გზები და ნაპირდამცავი გაბიონები, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიც. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ადგილზე საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს, მუშაობს სპეცტექნიკა.

მეტი...

ქართული მხარე, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს

ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში 99-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე, საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. ქართული მხარე ასევე, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს გააპროტესტებს. ბოლო ასეთი ფაქტები, დირბი-ტახტისძირისა და ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთებზე მოხდა. უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება. ქართულმა მხარემ წინა შეხვედრაზეც მოითხოვა, გამარტივდეს და აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლება და მიეცეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სთავაზობს.

მეტი...

“ერთი ადამიანის ხუშტური, ვის რა როგორ მოუნდება, ვერაფერს გადაწონის” – ანრი ოხანაშვილი, ნიკა მელიაზე

მმართველ გუნდში მიესალმებიან ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის გადანაცვლებას და იმედს გამოთქვამენ, რომ საპარლამენტო საქმიანობა უფრო დატვირთული და საინტერესო გახდება. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, 26 აპრილს ციხიდან წერილი გამოაგზავნა და ოპოზიცური პარტიების წარმოამდგენლებს მიმართა. მელია აცხადებს, რომ თანახმაა გირაოზე იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები ამნისტიის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმება ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით აუცილებლად შესრულდება რადგან “ქართულ ოცნებას” ევროკავშირთან აღებული აქვს პასუხისმგებლობა. შეთანხმებას სჭირდება შესრულება, “ქართული ოცნება” რჩება ერთგული შეთანხმების, აქედან გამომდინარე, გვაქვს პასუხისმგებლობა, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტზე. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი ვერ…

მეტი...

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს. საქართველოს პრეზიდენტი 21 აპრილს გავრცელებული განცხადებიც თანახმად, გამომდინარე იქიდან, ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლა 27 აპრილს იგეგმება, პრეზიდენტი, შეწყალების აქტს იმავე დღეს გამოსცემს. „საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა – მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია. რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო…

მეტი...

“ადამიანები საავადმყოფოების კართან იღუპებიან” – ეპიდაფეთქება ინდოეთში

ინდოეთის საავადმყოფოებში საწოლის მარაგი იწურება. ხალხი იძულებულია, სახლში იმკურნალოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ჟანგბადის ბალონებისა და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტია, მოსახლეობამ შავ ბაზარს მიმართა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, შავ ბაზარზე აუცილებელი მედიკამენტების ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ასევე, ბაზარზე გამოჩნდა საეჭვო მედიკამენტებიც. ორშაბათს, ინდოეთში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების ახალი გლობალური მაჩვენებელი – 352, 991 დაფიქსირდა. იმის გამო, რომ ადამიანები ძირითადად, დროს, ჟანგბადის ბალონებისა და საჭირო მედიკამენტების ძიებაში ატარებენ, როგორც მათი, ასევე ოჯახის წევრების მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება. ინდოეთის მოსახლეობა უიმედოდ არის. უკვე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანები საავადმყოფოების კართან იღუპებიან, რადგან არ შეუძლიათ…

მეტი...