ნიკანორ მელია კორონავირუსის ტესტირებაზე უარს აცხადებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ ნიკანორ მელია ტესტირებაზე  უარს აცხადებს. „მიმდინარე წლის 23 აპრილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატს მისი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება ჰქონდა ბრალდებულ ნ.მ-თან. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ადვოკატი ბექა ბასილაია, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულ ნ.მ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 19 აპრილს შეხვდა. ბრალდებულსა და ადვოკატს შორის შეხვედრა მინის ბარიერის მიღმა, კოვიდრეგულაციების წესების სრული დაცვით განხორციელდა. შესაბამისად, მისი ვირუსით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ამისა, ბრალდებულს შეეთავაზა სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირება, რაზეც უარი…

მეტი...

„გირჩის“ საარჩევნო სია ჩაიხსნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ საარჩევნო სია რეგისტრაციიდან ჩახსნა. განკარგულებას ხელი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, „გირჩს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების 8-დან 129 ნომრის ჩათვლით. „გირჩის“ სიაში დარჩნენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია. შეგახსენებთ, რომ  „გირჩის“ გადაწყვეტილება პარტიული სიის ჩახსნის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება.

მეტი...

„ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს, ვაგრძელებ მკურნალობას, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის სრულად არ გამოჯანმრთელებულა და ამ დრომდე მკურნალობს, თუმცა, მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან მიდის. „ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარალელურად დედაქალაქის მერი. ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დამაკისრა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ამასთან დაკავშირებით გითხარით ჩემი პოზიცია, რომ მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცნობილი თქვენთვის, საზოგადოებისთვის. მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, პოლიტიკიდან მივდივარ. ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს მოვიგონე და ეს უნდა გამოვიყენო, რომ პოლიტიკიდან წავიდე. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას,…

მეტი...

ვაქცინაციის შემდგომ გარდაცვლილი ექთნის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა, ფეხმძიმობის საწინააღმდეგო აბები იყოს

ახალციხეში, კორონავირუსით გარდაცვლილი ექთნის სიკვდილის მიზეზების დადგენა ისევ გრძელდება. როგორ გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველი აცხადებს, გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად  ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებაც განიხილება. როგორც ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ოჯახისთვის აღნიშნული მიზეზი გაუგებარია. „საქმის მასალებში ჩანს, რომ აფთიაქებში მიდიან გამომძიებლები და და კითხულობენ, მეგი ბაქრაძე ხომ არ იყო შემოსული. აფთიაქში პასუხობენ, რომ ეს პიროვნება მხოლოდ ტელევიზორში ნახეს და არ ახსოვთ. გადმოცემულ საქმის მასალებში არანაირი მინიშნება ან მტკიცებულება არ არსებობს, რომ შესაძლოა მეგი ბაქრაძე ამ აბებს იყენებდა,“ – აცხადებს ადვოკატი. მისივე განმარტებით, სამართალდამცველებმა აფთიაქში ერთი კონკრეტული მედიკამენტი იკითხეს. „აფთიაქებში მათ…

მეტი...

„მოგკიდებ ხელს და გაგგლიჯავ“…. „ნუ მჭყლიტავ…“ – ქუჩაში სამათხოვროდ გაგდებული ბავშვები

ფარული ჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, საკმაოდ მძიმე მოსასმენია. საუბარია დაკავებულ მამაკაცზე, რომელიც უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვან დის შვილებს ამათხოვრებდა, ქუჩაში გარკვეულ ნივთებს აყიდინებდა და ძალადობდა კიდეც. „ – თვალებიდან ვერ იყურები ბიჭო? მოდი აქ… მოდი! მ ო დ ი! –         შე დედა….  გარეთ რომ მარტო დარჩები… –         გამაგიჟეს…. ავადმყოფი… ავადმყოფი… (ასე უყვირის მამაკაცი ბავშვს) –         ავადმყოფი ვარ და რა ვქნა (პასუხობს ატირებული ბავშვი). –         რატომ ხართ ასეთი გამზრდელ …… –         მოგკიდებ ხელს გაგგლიჯავ შე …. –         ნი მჭყლიტავ (ტირის ბავშვი) –         შემომაკვდები ხელზე (ისევ მოძალადე)…. ეს მცირედი ამონარიდია იმ აუდიოჩანაწერისა,…

მეტი...

მეუღლის დის შვილებს ამათხოვრებდა, ქუჩაში ამყოფებდა და ძალადობდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა პირი, რომელიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის…

მეტი...

რომელ ჯგუფებს ჩაუტარდებათ ვაქცინაცია ჩინური “სინოფარმით – საკითხზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური “სინოფარმით” ვაქცინაცია, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ, კერძოდ, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციას, იუსტიციის სახლებსა და “ფრონტ-ოფისებში” მომუშავე ადამიანებს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭო ორშაბათს იმსჯელებს. “ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის” დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, “ფრონტ-ოფისებში” მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას,” – აცხადებს გამყრელიძე. გამყრელიძის თქმით, ქვეყანას 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა სჭირდება, რათა ორჯერადად აიცრას…

მეტი...

მკვლელობა აბასთუმანში – ერთმანეთს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

დაბა აბასთუმანში სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ადგილობრივების ინფორმაციით, კურცხანას ხეობაში ორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, სანადირო თოფით ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მეტი...

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები პრემიერს ვადას დღის ბოლომდე აძლევენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების პასუხს ელოდებიან – აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს ვადას დღის ბოლომდე აძლევენ. აქციის მონაწილეთა თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან რადიკალურ ნაბიჯებს მიმართავენ. ჰესის მოწინააღმდეგეები ამ დრომდე გუმათში რჩებიან, მათი მოთხოვნა, გზის გახსნა ნამოხვანში შესვლის უფლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების ყველა დიდ ქალაქში გამართვას და პროტესტი თბილისში გაგრძელებას გეგმავენ.

მეტი...

“პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისამდე აცრის დღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ ქვემო ქართლში განაცხადა, სადაც ეპიდვითარების გასაცნობად ჩავიდა. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 35 ათასამდე ადამიანია აცრილი. „პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთვარდება, ერთმანეთის გვერდით ყოფნით წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ. დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში აცრილია 35 ათასამდე ადამიანი. გუშინ, 24 საათში, 1600-მდე აიცრა, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება. მაგრამ ამ რიცხვმაც უნდა მოიმატოს და ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე, რომ სამიზნე…

მეტი...

“ვაქცინაციამ რომ დაცვითი ფუნქცია შეასრულოს, საჭიროა, მოსახლეობის ნახევარზე ბევრად მეტი ორჯერადად აიცრას” – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ვაქცინაციამ რომ დაცვითი ფუნქცია შეასრულოს, საჭიროა, მოსახლეობის ნახევარზე ბევრად მეტი ორჯერადად აიცრას. „კარგად ვაცნობიერებ, რომ მოსახლეობისთვის მოსაბეზრებელი და შეიძლება, დამძაბავია ინფორმაცია, რომელსაც ექიმები და ეპიდემიოლოგები ავრცელებენ, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. აპრილ-მაისში მთელი მსოფლიო მესამე ტალღის მოლოდინშია. მესამე ტალღის გამომწვევია ვირუსის ბუნების ცვლილება და მისი ახალი ნაირსახეობების, ახალი შტამის გამოჩენა, რომელიც უფრო გადამდებია. სამწუხაროდ, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ის, რაც მთელ მსოფლიოშია, მისი გამოძახილია საქართველოშიც. ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა, ეს ზიანი შეძლებისდაგვარად შეამციროს და დარტყმა შეარბილოს. ვაქცინაციის პროცესს ჯერ ისეთი შედეგები ვერ ექნება, რომ დაცვითი ფუნქცია შეასრულოს. ამისთვის საჭიროა მოსახლეობის ნახევარზე მნიშვნელოვნად მეტი ორჯერადად იყოს…

მეტი...

პუტინი ზელენსკის მოსკოვში შეხვედრას სთავაზობს

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17-ჯერ დაირღვა. დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო. უკრაინის საზღვართან დაძაბული ვითარების პარალელურად, ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებას გამოეხმაურა და დონბასის ნაცვლად, შეხვედრა მოსკოვში შესთავაზა  იმ პირობით, თუ ამ შეხვედრის საგანი უკრაინის ხელისუფლების მიერ დარღვეული რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების აღდგენა იქნება.

მეტი...

ტახტისძირში ოკუპანტები ხნულებს ავლებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ამჯერად მათ ხნულების გავლება განაახლეს. ბოლო წლების განმავლობაში ოკუპანტებმა ხნულების გავლება ტრადიციად აქციეს და ამას ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით ხსნიან.  სამუშაოების განახლებას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

მეტი...

“ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი , ეკატერინე ტიკარაძე, კორონავირუსის მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ელოდება. ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა დამატებით ღონისძიებებზე, თუმცა ეს რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები არ იქნება. “გამომდინარე ეპიდსიტუაციიდან, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს ეს სიმართლეს ვერ შეესაბამება და არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მსჯელობა თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გადატრდეს, ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზრუდვები, თუმცა ეს იქნება იმ ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ეკლესიის და საეკლესიო ღონისძიებების ფორმატში უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას”,…

მეტი...

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო. აღნიშნულით მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მას „ნადვილად არ ეგონა, რომ მსგავსი ფაქტი ქართულ ჯარში შეიძლებოდა მომხდარიყო“. ხორავას განმარტებითვე, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე, სხვა საფრთხეებიც არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო. მოსამართლის თქმით, როგორ უნდა მოთხოვო ჯარისკაცს სამშობლოს დაცვა, რომელიც მთელი ღამე თვითმკვლელობაზე ფიქრობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების – გიორგი…

მეტი...

„გოგაშვილი ცდილობს თავისი ბინძური ტყავის გადარჩენას დრო ყველაფერს დაფქვავს დაელოდეთ“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„როცა ადამიანი მაღალი დონის პროფესიონალია თავისი საქმეში როგორიც ქალბატონი ინგა გრიგოლია მას არ უნდა დაუჯდეს ეთერში ისეთი ადამიანი როგორიც არის სოსო გოგაშვილი,“ – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გოგაშვილი საკუთარი „ტყავის გადარჩენას“ ცდილობს: „მხდალი და ლაჩარი არსება, რომელიც ცდილობს მთელი ტყუილების ბლაყუნით რაღაცის გასაჯაროებას და ცდილობს თავისი ბინძური ტყავის გადარჩენის მიზნით რაღაც არ არსებული საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს, სოსო გოგაშვილო და ირაკლი ჩიმაკაძე დიდ შარში ხართ, ძალიან დიდ შარში, რომ იცოდეთ თქვენს“ ნასეტკებთან“ ერთად, „ნასედკები“ კი ყველა ეროვნებისა გყავთ ხეობიდან დაწყებული აჭარამდე. ამ დანაშაულს ვერსად გაექცევით,…

მეტი...

„გპირდებით დავუმიზნებ მხოლოდ იმ ადგილს სადაც ჭკუა გაქვთ“ – ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის ამნისტიაზე

„მაინც მე-18 საუკუნეში ვართ ჩარჩენილი მთელი ქვეყანა და ყველა “ოპოზიციონერ” დეპუტატს ვინც აპირებს ხმა მისცეს 20 ივნისის მოვლენების მოძალადე პოლიციელების ამნისტიის კანონს, პარლამენტის წინ ვიწვევ დუელში დათვზე სანადირო რეზინის ტყვიებით სასროლად, „ – ირაკლი ოქრუაშვილი იმ ოპოზიციონერებს, ვინც ამნისტიის კანონზე ხელის მოწერას აპირებს აპირებს, მორიგი სარკაზმით პასუხობს: „პირველი გასროლაზე და სროლის მეთოდის შერჩევაზე ფორას ვიძლევი. გინდათ ხელით ვესროლოთ, გინდათ თევზაძის “რაგატკით”, გინდათ იმ იარაღით რითიც ეგ პოლიციელები გვესროდნენ 20 ივნისის ღამეს. დეტალებზე შესათანხმებლად დაუკავშირდით ჩემს სეკუნდანტს კაკო ბობოხიძეს. გპირდებით დავუმიზნებ მხოლოდ იმ ადგილს სადაც ჭკუა გაქვთ,“ – წერს ოქრუაშვილი სოციალურ…

მეტი...

“ლელოს” წინადადება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ “ნაციონალური მოძრაობისთვის” მისაღებია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, “ლელოს” წინადადება ნიკა მელიას ევროპარლამენტარების თავდებობით გათავისუფლების შესახებ, მათი პარტიისთვის მისაღებია. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” და თავად ნიკა მელიასთვის გირაო და ამნისტია კატეგორიულად მიუღებელია.  “უკეთესი წინადადებაა, რადგან გირაო ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მიუღებელია ამნისტია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც “ნაციონალური მოძრაობისთვის” ყოველთვის იყო, არის ის, რომ ნიკა უნდა განთავისუფლდეს უპირობოდ. ნიკასთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის გირაო,”- აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

მეტი...

დავით ზალკალიანი ზბიგნევ რაუს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს შეხვდა. ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, საქართველო-პოლონეთის წარმატებულ თანამშრომლობას და საერთაშორისო ასპარეზზე, პოლონეთის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე „ღია კარის“ პოლიტიკის კონტექსტში. მინისტრმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა, ეუთოში პოლონეთის მოახლოებული…

მეტი...

ანდრიუს კუბილიუსი შარლ მიშელს მოუწოდებს საქართველოს მსგავსად აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბელარუსის კრიზისის გადაჭრაშიც

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საქმეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ძალისხმევას მიესალმება და მას წერილით მიმართავს, რომ ასეთივე ლიდერობა გამოიჩინოს ბელარუსის კრიზისის საქმეში. “იმედი მაქვს ბატონო პრეზიდენტო საქართველოს მაგალითი თქვენთვის ინსპირაცია გახდება – მხედველობაში მიიღოთ ბელარუსის პოლიტიკური პროცესები, რომ ევროკავშირმა აქტიური როლი მოირგოს ბელარუსის კრიზისის გადაჭრაში” – წერს ანდრიუს კუბილიუსი.

მეტი...

“პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ – როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი” – ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს ვიყენებ – პარლამენტში ძირითადად პირადი მანქანით დავდივარ და ძალიან ხშირად დავდივარ მეტროთი, რადგან უფრო ჩქარა მივდივარ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა. მისივე თქმით, როგორც კი დათბება, პარლამენტში სკუტერით ივლის. როგორც იოსელიანმა განმარტა, ის ვიცე-სპიკერებისთვის განკუთვნილი უპირატესობიდან სარგებლობს მხოლოდ იმით, რომ ჰყავს სამდივნო სამი თანამშრომლით, რომელიც საკანონმდებლო პროექტებზე მუშაობაში ეხმარებიან. “პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს ვიყენებ, თუ არ ჩაითვლება ის, რომ ცოტა დიდი ოთახი მაქვს, ვიდრე სხვა დეპუტატებს. არ ვიყენებ მანქანასა და ბენზინის ხარჯს – შესაბამისად, არ მყავს მძღოლი. არ ვიყენებ ტელეფონის ხარჯს.…

მეტი...

ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

მიმდინარე წლის 21-22 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე, სპეციალისტი, ზაზა კირეულიშვილი და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ და გურიის სამმართველოების უფროსები, ოზურგეთის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ალეკო მამეშვილს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდნენ. შეხვედრის დროს, ალეკო მამეშვილმა რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით მოქმედ პროგრამებზე ისაუბრა, ყურადღება, ძირითადად, გამახვილდა არასამთავრობო და კერძო სექტორის მიერ თანადაფინანსებით განხორციელებულ ბიზნეს-პროექტებზე, სადაც ვეტერანები არიან დასაქმებულნი. მხარეებმა, აღნიშნულ საკითხში, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაც დაისახეს მიზნად. ადგილობრივმა ვეტერანებმა, ისაუბრეს მათ მიერ წამოწყებულ მცირე…

მეტი...

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ქურდობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ქურდობის, რამაც მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ბრალდებულები ა.ს და ნ.ს. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 22 აპრილიდან 21 ივნისის ჩათვლით ა.ს და ნ.ს. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, ეტაპობრივად დაეუფლნენ 58 დაზარალებულის 73 628 ლარს. უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით კი, აღნიშნული თანხა შპს “იმანი ჯორჯიას” ელექტრონულ საფულეებზე გადარიცხეს და ეტაპობრივად შეიძინეს სულ 41 601 ლარის ოდენობის კრიპტოვალუტა “ბიტკოინი”, რითაც შენიღბეს თანხის უკანონო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 22 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 126 პაციენტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 729 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 187, პისიარტესტით – 14 564. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის –  3,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –4,55 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 301 535 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 286 გამოჯანმრთელდა, 3 992 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია  34 897 პირი, დღიურად აცრილია…

მეტი...

დასახელდებიან მოსამართლეები, რომლებმაც დიპლომის აღიარება სასამართლოს ჩარევით მოიპოვეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ კონკრეტული მოსამართლეების გვარებს, რომლებმაც დიპლომის აღიარება სასამართლოს ჩარევით მოიპოვეს, დღეს გაასაჯაროვებს. 300-მდე მოსამართლის უმაღლესი განათლებისა და ქონებრივი დეკლარაციების საქმეები, ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა. „დიპლომთან დაკავშირებით, 11 მწვავე შემთხვევაა, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. მოსამართლეებს, რომლებსაც დიპლომთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, სასამართლო სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ“, – ამბობს, ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ პროექტის კოორდინატორი კარლო ნიკოლეიშვილი.

მეტი...

“შესანიშნავი საუბარი მქონდა იენს სტოლტენბერგთან ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბრისას მათ ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან მომავალი სამიტის წინ ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

“ყოველ დაავადებულ 100 ადამიანზე 1 გარდაიცვლება” – პაატა იმნაძე

“რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ” – ასეთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის პროგნოზი: “დღეს ხომ დღეში 1 200-1 300 ახალ ავადმყოფზე ავედით და დათვალეთ, ცოტა ხანში, დღეში რამდენი ადამიანი დაგვეღუპება. აქედან გამოსავალი ისაა, რომ წესები დავიცვათ – პირბადე ვატაროთ, ხალხმრავალ შეკრებებს, ძირითადად, სუფრებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი და ა.შ” – განაცხადა იმნაძემ.

მეტი...

საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდა

საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ელჩი უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა. ქართველი დიპლომატი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრი კულებას უკვე შეხვდა. საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელჩის ადგილზე არ ყოფნის მიუხედავად, ქვეყნებს შორის, საერთაშორისო გამოწვევებსა და გეგმებზე, ხშირად იყო კომუნიკაცია. უკრაინელ კოლეგას, დღეს დავით ზალკანიანიც შეხვდება. შეგახსენებთ რომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2020 წლის 8 მაისს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია. გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.

მეტი...