საგარეო უწყება უკრაინიდან გამოწვეულ ელჩს ისევ უკან დააბრუნებს

„უახლოეს დღეებში, საქართველოს ელჩი უკრაინაში, კიევში დაბრუნდება“, – განაცხადა საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.

როგოც მინისტრი აცხადებს, ელჩის დაბრუნებას უკრაინელი მეგობრები დადებითად მიიღებენ.

„უკრაინა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან გვინდა, ის პროცესები, რამაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელი შეუშალა ორმხრივ ურთიერთობებს, აღმოიფხვრას. ამ მიმართულებით, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი. უახლოეს დღეებში, ჩვენი ელჩი უკრაინაში დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან, პოზიტიურად იქნება აღქმული. ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, რაც დაკავშირებულია მიმდინარე ოკუპაციასთან, ყირიმის ანექსიასთან. ასევე, ჩვენ ვართ ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირში, ვართ ნატოს ასპირანტი ქვეყნები და გვინდა საერთო კოორდინირებული ქმედება, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის რომ, უკრაინაში პროცესების შემდეგი დაძაბულობა არ მოხდეს“ – აცხადებს მინისტრი.

მსგავსი თემები