„ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა“ – კახა ოქრიაშვილი პარტიების რეიტინგებზე

„ის ადამიანები, ვინც გამოკითხვებში მალავენ საკუთარ პოზიციებს, როგორც წესი, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. გავიხსენებ 2012 წლის გამოკითხვებს, როცა გამოკითხულთა 15 % ამბობდა, რომ მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და 43 % არ პასუხობდა კითხვებს, საბოლოოდ კი ეს 43 % ოპოზიციას დაემატა. დღესაც იგივე მოცემულობაა – სამწუხაროდ, ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგის შეფასებისას.   მისივე შეფასებით, შიში, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში, ისევ არსებობს და შესაძლოა, მეტადაც კი დამყარდა. „შიშის დამყარების პროცესი ძალიან სწრაფად 2018 წლიდან დაიწყო. „ოცნების“ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი…

მეტი...

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოხსნას პოლიტიკური კომენდანტის საათი“ – კახა ოქრიაშვილი

კახა ოქრიაშვილი ხელისუფლებას კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით,  ეკონომიკა რეგრესშია, რასაც ე.წ. კომენდანტის საათი უფრო ამძიმებს. „ტურიზმის აღდგენის გარეშე იმ ეკონომიკური ორმოდან, რომელშიც ახლა ვართ, ვერ ამოვალთ. ეკონომიკური კრიზისი და ლარის კურსის ვარდნა პანდემიასთან ერთად არ დაწყებულა: 2012 წელს ჩვენი ჯამური მშპ იყო 16,5 მლრდ დოლარი და 2019 წელს იყო 17,4 მლრდ დოლარი. ანუ, ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად არ გვქონია. 2012 წლიდან 2020 წლამდე ჩვენი ეკონომიკა რეგრესშია! როცა ეკონომიკა არ იზრდება, არაფერი იზრდება – არც ხელფასი, არც პენსია, არც სოციალური შემწეობა. პირიქით, საშუალო ხელფასები შემცირებულია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში…

მეტი...

„15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული“ – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ 15 მაისის აქციისთვის აქტიურად ემზადება და მხარდამჭერების მობილიზებასაც მოახდენს. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის ხელმძღვანელი კახა ოქრიაშვილი ადასტურებს. „მინდა, გამოვეხმაურო მაისში დაგეგმილი აქციის სამზადისს. ამ პროცესში აქტიურად ვარ ჩართული, არამარტო ჩემი სამაჟორიტარო ოლქის, არამედ მთელის საქართველოს მასშტაბით. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი, რომ ჩვენ გვაქვს პარტია, „პროგრესი და თავისუფლება“ და ვეცდებით ჩვენი მხარდამჭერების დარწმუნებას, რომ გამოვიდნენ და ჩვენთან ერთად დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია 15 მაისის მშვიდობიან აქციაზე“ – აცხადებს ოქრიაშვილი. მისივე თქმით, ის რევოლუციის წინააღმდეგია, თუმცა, სამოქალაქო პროტესტი აუცილებელია.   „ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არათუ ვემხრობი, არამედ რევოლუციების წინააღმდეგი ვარ. ერთ-ერთი…

მეტი...

მეცო სოპრანო ნინო სურგულაძეს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა

ნინო სურგულაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ მეცო სოპრანო ტავად საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს “არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, სირთულე, ვირუსი თუ სხვა რამე, რასაც ერთმანეთის სიყვარულით, მოფრთხილებით, ერთმანეთზე ზრუნვით და უფლის შეწევნით ვერ მოვერევით. დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც უკვე კოვიდინფიცირებული ვარ, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თქვენი სიყვარული და სითბო ახლაც ძალიან გამაძლიერებს გთხოვთ ყველას ძალიან, გაფრთხილდით, დაიცავით რეგულაციები, ნუ მივცემთ შანსს კოვიდს, მოგვერიოს, ჩვენ მოვერიოთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. მიყვარხართ”, – აცხადებს ნინო სურგულაძე.

მეტი...

„აღნიშნულ ფერდზე მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ დაიწყო“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ ფერდზე მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ დაიწყო, ხოლო მისი გააქტიურების პირველივე დღეებიდან, თბილისის მერიამ, სპეციალისტებთან ერთად, საპრევენციო ღონისძიებები მყისიერად დასახა.  „პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ათეულობით წლების. ამ პრობლემას სჭირდება მოგვარება, რათა  მომდევნო წლებში აღარ შეიქმნას მსგავსი ვითარება. როდესაც გაირკვა, რომ ფერდზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა და იყო გარკვეული საშიშროება, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება ორმხრივად შევზღუდეთ. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც ქართველი და უცხოელი…

მეტი...

მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება საპატრიარქოსგან მხარდაჭერილია

საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დასრულდა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე სტეფანე სწორად მოიქცა და მისი ყველა ქმედება საპატრიარქოს მხრიდან მხარდაჭერილია.    „პირველ რიგში, ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც ეპარქიაში მან განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი და არის ლეგიტიმური, აბსოლუტურად კანონიერი. ამიტომ ყველა იმ ზომის მხარდაჭერა გაგრძელდება, რაც მეუფე სტეფანემ მიიღო“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე შეფასებით, ის, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში მოხდა, შეფასებულია როგორც ამბოხი. „ის გარკვეული დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი ტაძარში არ შეუშვეს…

მეტი...

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ექიმებს გირაო შეუფარდეს

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმისთვის ბრალდებულ კლინიკის მედპერსონალს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.     ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროკურატურა ბრალდებულებისთვის 5000 ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ ექთნის გარდაცვალების საქმეზე “ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით პროკურატურამ გუშინ წარუდგინა.  ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

11 ათასი ჰექტარი მიწა აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩაერთვება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება. თუ აქამდე გამოსყიდვის უფლება დაშვებული იყო მხოლოდ იჯარით გაცემულ, „სახნავი“ კატეგორიის მიწებზე, ამას ემატება „სათიბი“ კატეგორიაც. „მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11 ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის რესურსებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ლევან დავითაშვილის განცხადებით, როცა მიწა საკუთრებაშია, მისი გამოყენება უფრო თამამია. „დარწმუნებული ვარ, მიწის საკუთრებაში გამარტივებულად გადასვლა ფერმერებისთვის და ინვესტორებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას კიდევ უფრო გააქტიურებს. როცა მიწა საკუთრებაშია, უფრო თამადად ხდება მისი გამოყენება, როგორც უზრუნველყოფის…

მეტი...

“მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი” – პრემიერი გარდაცვლილების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის საკითხი მკაცრად დადგება დღის წესრიგში. მთავრობის მეთაურმა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მთავრობის სახელით მიუსამძიმრა. “მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ჩვენი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანებიც სწორედ ამ მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ უკანონო შეზღუდვებმა არათუ დაამძიმა მათი ყოველდღიურობა, არამედ ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ეს წინა წლებშიც მომხდარა, საუბედუროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები…

მეტი...

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

პირველ რიგში მინდა, შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც; შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას დაწესებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა. პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება – ეს…

მეტი...

ჩეჩნეთში კლდიდან გადაჩეხილი იპოვეს ყოფილი მერი, რომლის სტუმარმაც კადიროვის პორტრეტი შეურაცხყო

ჩეჩნეთში გარდაიცვალა არგუნის ყოფილი მერი, იბრაგიმ ტემირბაევი. გამოცემა “კავკაზ.რეალის” თანახმად, თემირბაევის მანქანა შატოი-გროზნოს მაგისტრალზე კლდიდან გადაიჩეხა.  მერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ტემირბაევმა წელიწადნახევარი გაატარა არგუნის No3 კოლონიაში, სადაც იგი არაოფიციალურად დააპატიმრეს.  ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ვარაუდობს, რომ არგუნის ყოფილი მერი იგივე მეთოდით მოკლეს, როგორც 2016 წელს გროზნოს უნივერსიტეტის ლექტორი ხიზირ ეჟიევი.ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში ეჟიევის გარდაცვალება მიზეზიც “კლდიდან გადაჩეხვა” გახდა, თუმცა მანამდე ისიც საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გაიტაცეს. “იგი (ეჟიევი) სავარაუდოდ გაიქცა ქალაქ გროზნოს პოლიციის განყოფილებიდან, შემდეგ კი ურუს-მარტანის რაიონის კლდის ძირას მკვდარი იპოვეს. ვფიქრობ, ტემერბაევთანაც, იგივე მოხდა, ის მოკლეს ნელა…

მეტი...

“მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ მოწოდება და კანონი “საერთო სასამართლოების შესახებ” საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მმართველი გუნდი მზადაა მხედველობაში მიიღოს პარტნიორების მოწოდება და “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს. როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი, რომელშიც ცვლილებები ორი წლის წინ მიიღო, ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა ღია და გამჭვირვალე წესს, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტს შეესაბამება და რიგ შემთხვევაში უფრო ამომწურავადაც არეგულირებს ამ მნიშვნელოვან პროცესს. ამასთან, ერთი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით: “1. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პროცედურა უნდა ყოფილიყო სრულად ღია და საჯარო. ეს რეკომენდაცია სრულად…

მეტი...

ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედების პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დაემატება

კითხვარში, რომელსაც აცრაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ რამდენიმე კითხვას, რომლებიც სისხლის შედედების პრობლემებს შეეხება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს კითხვარის საშუალებით გარკვეული რისკ-ფაქტორი თუკი დაუდგინდება, მის აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ექიმი მიიღებს. „ე.წ. ჩეკ-ლისტში, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ ასევე ცვლილებებს, სადაც რამდენიმე უფრო სიღრმისეული კითხვა იქნება, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ უკვე ცნობილ დაავადებებს ან სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებას შეეხება. ასეთი რამ თუ დაფიქსირდება, ექიმი გადაწყვეტს, გაუკეთოს აცრა ამ ადამიანს იმ დღეს, თუ გაუშვას სპეციალისტთან და შემდგომ ანალიზებით დაბრუნდეს უკან, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ იმუნიზაციის…

მეტი...

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან

საქართველოში „ასტრაზენეკის“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას  55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ  ნებისმიერი სხვა ჯგუფი“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მეტი...

ენგურს გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად ყვავილები გაატანეს

შამგონაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მდინარე ენგურთან, სადაც ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანები დაიღუპნენ, აქცია-პერფორმანსი გაიმართა. “შეცვალეს” წევრებმა აქტივისტებთან ერთად მდინარეს სიმბოლურად გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები გაატანეს. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეები რუსული ოკუპაციის მსხვერპლები არიან, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, 5 დღიანი კარანტინი, რომელიც გალელებისთვისაა დაწესებული, მოხსნას. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს დისკრიმინაციული მიდგომაა, რომელიც გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ პირებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ 4 ადამიანს ახლობლები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ შამგონაში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელში საოკუპაციო ხაზთან მდინარე ენგურმა ერთ-ერთი მათგანის ცხედარი გამორიყა, ორი კი მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს,…

მეტი...

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 9 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წარუდგენს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.

მეტი...

ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

მთავრობის დადგენილებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება, – შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს. გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19)…

მეტი...

“სიტუაცია გარკვეულწილად უარესდება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის ფონზე ეპიდემიური თვალსაზრისით სიტუაციის გარკვეულწილად გაუარესება მოსალოდნელი იყო, თუმცა განსაკუთრებულ რისკებს ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქმნის: “ბოლო პერიოდში სიტუაცია გარკვეულწილად უარესდება ეპიდემიური თვალსაზრისით.  შეზღუდვების შემსუბუქების და მობილობის გაზრდის ფონზე ეს რამდენადმე მოსალოდნელიც იყო. თუმცა, განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი.  ამის გამო კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რათა არ მოგვიხდეს კიდევ მეტად გამკაცრება და ისევ არ დავბრუნდეთ შეზღუდვების რეჟიმზე, რაც იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან რთული გადასატანი როგორც სოციალური, ასევე ბიზნეს…

მეტი...

“პეტრე ცაავა ლენინია ანაფორაში” – აქცია საპატრიარქოსთან

აქცია საპატრიარქოსთან – პატრიარქის დასაცავად შეკრებილთა თქმით, ისინი ილია მეორეს შესახებ ჭორაობისა და შეტევის უფლებას არავის აპატიებენ.   “მე დღეს ომში ვარ, საქრისტიანოს ვიცავ ლენინისაგან. პეტრე ცაავა ლენინია ანაფორაში შტურმს აპირებს. მართლაც და უზნეო კაცია,”-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე, ილია მეორეს მხარდასაჭრად მაღალი იერარქებიც მივიდნენ. აქციის პარალელურად კი საპატრიარქოში საგანგებო თათბირი იმართება.

მეტი...

კორონავირუსი კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა

საკანონმდებლო ორგანოში ინფიცირებული დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა. ინფიცირებულია კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი ზარქუა. დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვირუსი სამ დეპუტატს: მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდა.

მეტი...

„32 წელი არ გვახსოვს ის შეგრძნება, რაც იქ გვქონდა – ერთიანი და მთლიანები, რომ ვიყავით“ – დღე, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნება – ლევან ბახია „მედიაცენტრ მთავარში”

“ის, რაც მე მინდა ვთქვა, არის უფრო მედიის წარმომადგენლებისთვის, მე არ მაქვს საკმარისად ხმამაღალი ხმა, რომ დიდ საზოგადოებას გავუზიარო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“ „ილუზიების მუზეუმისა“ და „ჰოლოზეუმის“ პროექტის იდეის ავტორმა, ლევან ბახიამ განაცხადა. ხვალ აუდიო – ვიდეო აქციას „ჰოლოზეუმი“ უმასპინძლებს. აქცია სახელწოდებით – „უბატონობას არ ჰყავს ბატონი,“ – მთლიანად 9 აპრილს მიეძღვნება: „რატომღაც მგონია, რომ 9 აპრილს ჩვენ იქ არ ვიყავით დამოუკიდებლობისთვის, არც თავისუფლებისთის ვიყავით, ჩვენ იქ გვინდოდა უბატონობა, ჩვენ ვართ უბატონო არსებები, ამას ვგრძნობდით, როგორც ერთ, იქ ვიყავით ერთიანი და მთლიანი. ისინი იქ იყვნენ და სხვაგან არ იყვნენ,…

მეტი...

“საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტროსთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავ ორგანოებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება საექიმო შეცდომა. „ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ჩვენი კოლეგა ექთნის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც არ ასახავდა იმ სურათს, რომელიც კლინიკაში იყო. ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. თავის მხრივ, რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები…

მეტი...

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო. მორიგი სხდომა 13 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება

მეტი...

მეგი ბაქრაძის მეუღლე კლინიკა “იმედის” ხელმძღვანელების დაკავებას ითხოვს

27 წლის გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე, კლინიკა “იმედის” უფროსების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს და ამბობს, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს.  “პირველ რიგში, უნდა დაიჭირონ კლინიკის უფროსი ბარძიმაძე და მაისურაძე. დღეს რომ არაფერი იციან, როგორ არ იციან ამხელა კლინიკა აქვთ, ადამიანი მოუკვდათ და არ იციან? ქალბატონი ვიოლეტა რომ გამოდის და ამბობს, იქ არ ვყოფილვარო, აბა სად იყო? გამოძიება არასწორად მიდის, ამიტომ, სხვანაირად მოვიქცევი, როგორც საჭირო იქნება ისე გავაკეთებ. ბატონი გიორგი ხომ ამბობდა, ორ წუთში იქ ვიყავიო, დაგვიანებას ჰქონდა ადგილი, დღეს ის ჩვეულებრივ მუშაობს და უნდა, რომ აცრების გაკეთება დაიწყოს,”- აცხადებს მეგო ბაქრაძის მეუღლე. 

მეტი...

“მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავ” – პროკურატურა

გენერალური პროკურატურა ძალაში ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის შეთავაზებას, რომ მის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს იქნა გაკეთებული შეთავაზება დაცვის მხარისთვის და შევთავაზეთ მათ ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა უფრო მუსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, დაცვის…

მეტი...

“არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე” – მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის აღიარება

ვრცელდება ექიმის ჩვენება, რომელიც მეგი ბაქრაძის საქმეს უკავშირდება, ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, რომ მან მეგი ბაქრაძეს, აცრის შემდეგ, ადრენალინი გაუკეთა შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მას მეგი ბაქრაძითვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია. “მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია.” გამომძიებლის კითხვაზე, უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს, ვიოლეტა ინასარიძე პასუხობს: “პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო…

მეტი...

“ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი” – პროკურორი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. პროკურორის თქმით, სხდომაზე ბრალდების მხარე უტყუარ მტკიცებულებს წარადგენს. “მოცემული საქმის განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ყველა უტყუარი მტკიცებულება, რაც ცალსახად დაადასტურებს ნიკანორ მელიას მიერ ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენას. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოხდება მოწმეთა დაკითხვა. გამოკვლეული იქნება ვიდეოჩანაწერები, რომელიც ნათლად ასახავს ნიკანორ მელიას დანაშაულებრივ ქმედებებს, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს, იმის გამო, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, სასამართლოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს მის მიერ გამოყენებული პატიმრობა ან…

მეტი...

ნიკა მელია დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრება

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრება.  როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, მისი ინფორმაციით, მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს. “ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეტაპირება არ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 6 აპრილს ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, რომ მას მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს სასამართლო პროცესზე, ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ მოხდა და მელია სასამართლო სხდომას არ დაესწრება,”- განაცხადა კონდახიშვილმა.

მეტი...

ნიკა მელიას დღევანდელი სასამართლო პროცესი აქციის ფონზე იწყება

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დღევანდელი სასამართლო პროცესი აქციის ფონზე ჩაივლის. “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები მელიას მხარდასაჭერადსასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ. ნიკა მელიას პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 201 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 281, პისიარტესტით – 13 920. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,23 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,03 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,5 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 286 406 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 084 გამოჯანმრთელდა, 3 849 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 229, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 045 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 314 პირი. ამასთან, 7…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 849-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 761 ადამიანს დაუდასტურდა, 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 7 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.

მეტი...

წყნეთში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა წყნეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული დ.ფ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დაბა წყნეთში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას – 1961 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული…

მეტი...

დატოვებს თუ არა ნიკა მელია საპატიმროს? – ადვოკატები პროგნოზს ვერ აკეთებენ

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ადვოკატს უჭირს პროგნოზირება, თუ რა შედეგით დასრულდება საქმის არსებითი განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს მოიცავს. გიორგი კონდახაშვილის თქმით, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობისთვის ვადა 17 აპრილამდე აქვს.

მეტი...

წყნეთში შვილმა მამა მოკლა

წყნეთში, კერძოდ სოფელ კიკეთში შვილმა მამა მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. როგორც ადგილობრივებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, შვილმა კვალის წაშლა სცადა. ინციდენტი კიკეთში გუშინ მოხდა, პოლიციამ ბრალდებული ადგილზევე დააკავა. მომხდარის შესახებ შს სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა უწყებაში დამატებითი კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მეტი...

“საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ” – ჯორჯ კენტი

თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე გააკეთა. მისი თქმით, აშშ-მა მკაფიოდ უთხრა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ახლა დროა, ორივე მხარემ უარი თქვას პარტიულ ინტერესებზე და ფოკუსირებული იყოს ეროვნულ საკითხებზე, როგორებიცაა შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობა კავკასიაში და „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკური აღდგენა. „საქართველოში, რომელიც დიდი ხანია, არის აშშ-ის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში, რომელსაც წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, იბრძვის ნატო-ს ხელმძღვანელობით მომუშავე…

მეტი...