კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,6 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,6 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,2 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,66 პროცენტი. საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი, 14 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 547, პისიარტესტით – 5 751. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,2%, ბოლო 14 დღის – 1,66%, ბოლო 7 დღის – 1,6%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 601 გამოჯანმრთელდა, 3 765 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 276, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 653 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 200 პირი. ამასთან, 28 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 765-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი.

მეტი...

საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დაჭრა საგარეჯოში – დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.  შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.  ინციდენტის ერთ მონაწილეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული. ის თავდაპირველად,  ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.  რაა გახდა სისხლიანი გარჩევის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

“ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების,…

მეტი...

კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა

კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი, ლანჩხუთელი ნანა ცინცაძე ემსხვერპლა. ამის შესახებ ლადო აფხაზავა წერს. „ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ექიმი, ნანა ცინცაძე გარდაიცვალა. მადლობა, საოცარო ქალბატონო. რამდენი ექიმი შეიწირა კოვიდმა“, – წერს მასწავლებელი სოცქსელში.

მეტი...

ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგები დღეს უნდა გახდეს ცნობილი – რა გახდა ექთნის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიით მტკიცდება, რომ რეანიმატოლოგი ადგილზე 13:00 საათსა და 10 წუთზე მივიდა, თუმცა ამავე დოკუმენტით, ვაქცინაციის დრო განსხვავებულია და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების პერიოდი 20-25 წუთის შემდეგ არის მითითებული. ოჯახის ადვოკატის მტკიცებით, უნდა შეფასდეს რამდენად დროული იყო ექიმების რეაგირება. “ამ დასკვნებმა უნდა მოგვცეს გარკვეული ინფორმაცია მეგის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. რეალურად აღმოჩნდა, რომ მეგის ვაქცინა გაუკეთდა არა 12:00 საათსა და 30 წუთზე, როგორც ფორმა-100-ში არის დაწერილი, არამედ, დაახლოებით, 12:00 საათსა და 13 წუთზე. ამ…

მეტი...

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები დღეს განახლდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები 29 მარტს განახლდება. კრისტიან დანიელსონი კვირას, 28 მარტს უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მათგან კრიზისის დაძლევის გზებზე პოზიცია მოისმინა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დგენანი ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

მეტი...

პარლამენტი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტში სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. რეფორმის მიხედვით, გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები ​ღია იქნება. საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევასა და პარლამენტისთვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები. ასევე, გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს. წარმოდგენილი ცვლილებით, გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, აღნიშნულ ცვლილებებს…

მეტი...

კრისტიან დანიელსონი შეხვედრებს პრემიერითა და პრეზიდენტით იწყებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელის საქართველოში იმყოფება, დღევანდელ შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილითა და პრეზიდენტით – სალომე ზურაბიშვილით დაიწყებს. შეხვედრები სულ რამდენიმე წუთში შედგება. კერძოდ, 09.00 საათიდან. ევროპელი მედიატორს, პრემიერ-მინისტრის აპარატში უკვე ელოდებიან. შემდეგ კი, ის პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლებს. დღესვე, დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და მმართველ გუნდთან. ევროპელი მედიატორი, ამჯერად, საქართველოში 3 დღით ჩამოვიდა, თუმცა, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, მან, პროტოკოლით გათვალისწინებული გეგმა შეცვალოს.

მეტი...

დღეს სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება

დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე შესავალი სიტყვით წარდგება ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველი. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი რაიმე შუამდგომლობის წარდგენას არ აპირებენ და კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ საქმე პოლიტიკურია და მას რეალურ ბრალდებასთან კავშირი არ აქვს. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც გირაოთი არიან გათავისუფლებული, საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში ადანაშაულებენ.

მეტი...

„პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ, პასუხისმგებლობა მათზეა და არა ევროკავშირზე“ – ევროპელი მედიატორი

ევროპელმა მედიატორმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა ჯერი პოლიტიკურ ლიდერებზეა. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ყველა ლიდერმა იცის, მეორე მხარის პოზიცია და გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ და არა ევროკავშირმა. „შევხვდით საქართველოს სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგენლებს. მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო და ეს დღესაც განვიხილეთ. საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ჩემი წინა მისიის შემდეგ, ყველა იმ მისიებთან მქონდა კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. ეს ინსტიტუციებია: როგორც პრეზიდენტ მიშელი, ისე ევროპარლამენტი, ევროკომისია. ევროკავშირი ძალიან აქტიურადაა ჩართული საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. ამაზე პასუხისმგებლობა აქაურ პოლიტიკური…

მეტი...

ევროპელი მედიატორი არასამთავრობო სექტორს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვდრას მართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო. არასამთავრობოები საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მედიასთან განაცხადა, ევროპელ დიპლომატს არასამთავრობო სექტორის პოზიციები აინტერესებს.   „შეგვატყობინეს, რომ დანიესოლთანაა დღეს შეხვედრა, აინტერესებს ჩვენი მოსაზრება მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით.  მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა გავატაროთ ის სისტემური რეფორმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ერთი პარტიის მმართველობას. რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური თემა და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ ევროპელი მომლაპარაკებელი საქართველოში 3…

მეტი...

ნინო ლომჯარია მზადაა, პოლიტიკურ სუბიექტებს შეხვდეს და მედიაციის პროცესში ჩაერთოს

საქართველოს საქართველოს სახალხო მზაობას აცხადებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და ყველა პროცესში ჩაერთოს, რომელიც მედიაციისა და მხარეების დაახლოების პროცესს ხელს შეუწყობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს და მის, როგორც სახალხო დამცველის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე საუბრობს.     „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გადაწყვეტილებას საქართველოში მისი ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის გაგრძელების თაობაზე, რომლის წარმატებით დასრულებაც ქვეყანას ზემოაღნიშნულ მიზანთან დააახლოებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოლაპარაკების პროცესში ევროპის საბჭოს…

მეტი...

„თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, ავიცრები“ – მეუფე ვაქცინაციაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზი ვაქცინაციასთან დაკავშირებით მედიასთან კიდევ ერთხელ საუბრობს და განმარტავს, რომ მას ვაქცინაცია არ სჭირდება და თუ ეს საჭიროა, ექიმებმა უნდა დაარწმუნონ. „თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად, რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე ავიცრა“ – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა მედიას. მეუფე ასევე დარწმუნებულია, რომ მას ეს ვაქცინა არ სჭირდება და არასდროს არანაირი ვაქცინაცია არ ჩაუტარებია.   „მინდა ყველას ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, თუ შეიძლება ყოველგვარი შელამაზების, გადასხვაფერების გარეშე, ზუსტად აგვიხსნათ რა ვაქცინებზეა საუბარი,…

მეტი...

„დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის“, – კათოლიკოს-პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ქადაგებთ,  დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის. როგორც პატრიარქმა იქადაგა, ახალგაზრდებსა და მომავალ თაობაზე განსაკუთრებულად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ. „ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე – დაბლა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ ყველა მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ. მაცხოვარი ამბობს – ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ.  უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ…

მეტი...

ევროპელი მედიატორი ევროკავშირის ოფისში შეხვედრას მართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი თბილისშია და ოფიციალური შეხვედრა უკვე დაიწყო. მედიატორი ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფება და ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება. რაც შეეხება პოლიტიკური სუბიექტებთან შეხვედრას, გეგმის მიხედვით, მედიატორის მონაწილეობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან დიალოგი, ოფიციალურად, ხვალ განახლდება. ამჯერად, კრისტიან დანიელსონი ქვეყანაში 3 დღე დარჩება.

მეტი...

„ცრუ პეტრე“, განხეთქილებისა და ამბოხის შემომტანი“ – მეუფე „ურჩ“ სასულიერო პირებს ვადას აძლევს  

მეუფე სტეფანე, ჭყონდიდის ეპარქიაში მასთან დაპირისპირებაში მყოფ სასულიერო პირებს შენდობისთვის ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ზიარების უფლებას აუკრძალავს. „სასულიერო პირებს, ყველას ვაძლევ ერთკვირიან ვადას, ვინც არის ჩემს იურისდიქციაში, რომ მოინანიონ ღიად და საქვეყნოდ მათი საქციელი. ერთ კვირაში ვინც ამას არ გააკეთებს, ის რაც ჩემზეა დამოკიდებული, მე იმას გავაკეთებ. „ცრუ პეტრეს“ და მის ამფსონებს მე მათ სასულიერო პირებად ვერ ვხედავ. თუ არ მოინანიებენ, ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად მოხდეს. მაგრამ, უკვე ისეთში გადავიდნენ, ზღვარს გადააცილეს. მე ვაყენებ წმინდა სინოდის წინაშე მათ საკითხს“ – აცხადებს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი.    ის ეკლესიაში ამბოხის შეტანაში ყოფილ…

მეტი...

გოგი წულაიას მხარდასაჭერად მსვლელობა იმართება

ოპოზიციონერ გოგი წულაიას მხარდასაჭერად, დღეს ავტო მსვლელობა იმართება. მსვლელობას ქუთაისიდან დაძრული ავტოკოლონებიც შეუერთდებიან. პატიმრობაში მყოფ გოგი წულაიას ახლობლები, მეგობრები და ნათესავები ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრნენ. ავტო მსვლელობა თბილისში 14:30 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს. ის საკვებთან ერთად, მედიკამენტების მიღებაზეც უარს აცხადებს. მას სს კოდექსის 138-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.

მეტი...

„ახლა კომპრომისების დროა“ – ევროპელი მედიატორი დაბრუნდა

ევროპელი დიპლომატი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებულ დიალოგის პროცესში აქტიურად მონაწილეობს უკვე თბილისშია. როგორც კრისტიან დანიელსონი აცხადებს, კომპრომისი აუცილებელია და ეს მხარის სუსტ მხარეზე არ მიანიშნებს. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რომ დავეხმარო მათ, მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა ნამდვილად კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა მედიასთან.

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა – 27, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 39, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მეტი...

კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 934 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 926 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 008  PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  280 301-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.68 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 415 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 272 219-მდე.

მეტი...

კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, მას მალე გაწერენ

პროფესორი ზურაბ ფაღავა კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშიებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ თბილისის მერისთვის დასმული დიაგნოზი არასწორი აღმოჩნდა.   „ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში. დიაგნოზი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. ამჟამად, მისი რეჟიმი არის თავისუფალი, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ დაკვირვებასა და კვლევების ჩატარებას. პრაქტიკულად, კვლევები ჩატარებულია და ველით მათ შედეგებს“ – პროფესორმა. როგორც ზურაბ ფაღავა განმარტავს, კახა კალაძეს…

მეტი...

კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის

კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, დღის წესრიგი ჯერ შედგენილი არ არის, თუმცა ოფიციალური შეხვედრები მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებთან, ორშაბათიდან დაიწყება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ წინასწარ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა დანიელსონის ვიზიტის შემდეგ, საზოგადოებას კომპრომისულ ვარიანტებს გააცნობენ. ამასთან, ოპოზიციამ აქციე 15 მაისისთვის 2 თვით ადრე დააანონსა, ამას კი, ხელისუფლების ოპონენტები ერთ-ერთ კომპრომისად მოიხსენიებელ.

მეტი...

ვაქცინაციის პოპულარიზაციაში ცნობად სახეებს ჩართავენ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციის პროცესში ცნობადი სახეებიც ჩაერთონ. “ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ გამოჩენილი ადამიანების ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ვაქცინის პოპულარიზაციას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ამ პრაქტიკას მიმართა არაერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების შემთხვევაშიც დაცული იქნეს ის პრინციპები რომელიც ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის გეგმაში. აქ ვგულისხმობ, რომ მედიკოსების ჩართულობაა მნიშვნელოვანი და 65 წელზე მეტი ჩვენი მოქალაქეების და სავარაუდოდ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის მოხალისეები, რომლებიც დღეს არიან დარეგისტრირებულები, ამ 100 პოპულარული ადამიანის შემთხვევაში სწორედაც რომ არჩეულები იქნებიან ამ პრინციპით,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი…

მეტი...

ჯანმო მოსახლეობას ინტერნეტით ფალსიფიცირებული ვაქცინების გაყიდვის შესახებ აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოსახლეობას ინტერნეტით ფალსიფიცირებული ვაქცინების გაყიდვის შესახებ აფრთხილებს. ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, მიმდინარეობს ვადაგასული და პირობების დარღვევით შენახული ვაქცინების რეალიზაცია. ჯანმო ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ ვაქცინების იმ გამყიდველებთან გარიგების დადებისგან, რომლებიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამებში არ მონაწილეობენ.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 256, იმერეთში – 69, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 41

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 256, იმერეთში – 69, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 41, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათვე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 560 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 936-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %, ბოლო 14 დღის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 746-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსი კიდევ 490 ადამიანს დაუდასტურდა, 219 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 25 მარტს „კოვიდ-19“-ით საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პაციენტი, ექვსი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 219 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 560 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 791, პისიარტესტით – 11 769. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,62 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,77 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 804  გამოჯანმრთელდა, 3 746 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარში…

მეტი...

ესპანეთის ნაკრები თბილისშია

ესპანეთის ნაკრები თბილისშია – საქართველო-ესპანეთის მატჩი 28 მარტს 20 საათზე გაიმართება. საფეხბურთო მატჩს 15 000 მაყურებელი დაესწრება. 28 მარტს საქართველო-ესპანეთს საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს კონკრეტული წესების დაცვით სტადიონის ტრიბუნებზე დაუშვებენ. დინამო არენაზე მაყურებლის 30%-ს შეეძლება მატჩზე დასწრება, რაც სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობას გახდის. ასევე, 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროს და ავტობუსის მუშაობა.

მეტი...

ვაქცინაციის შემდგომ, გვერდითი მოვლენები ჯანდაცვის მინისტრსაც დაუფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის საჭიროებისა და პროპაგანდისთვის, რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრასა და აგიტაციას გეგმავს. თუმცა, განმარტებასაც აკეთებს, რომ სამედიცინო პერსონალს ეს არ უნდა სჭირდებოდეს. როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, გვერდითი მოვლენები ნებისმიერ აცრას ახასიათებს და ამაში უჩვეულო და საგანგაშო არაფერია. „ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. მქონდა გვერდითი მოვლენები. ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია და ალბათ, აკვირდებით, რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას. ეს ადასტურებს იმას, რომ „ასტრაზენეკას“ ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ, კარგი იქნება, რომ ვენდოთ მასაც, ისევე, როგორც…

მეტი...

20:30-21:30 საათზე, სინათლე მსოფლიოში ჩაქრება

მსოფლიო კამპანიას –  „დედამიწის საათს“  საქართველოც უერთდება. ამ „დედამიწის საათი“ მსოფლიოს ქვეყნებში, თითქმის ყველგან, ოფისებში, ოთახებში, დაწესებულებებში ელექტროენერგიის გათიშვას გულისხმობს.  „დედამიწის საათი“ ყოველწლიურად მარტის ბოლო შაბათს აღინიშნება და ის  ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე მიუთითებს. დღეს, ღონისძიებას, მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოც უერთდება.  თბილისის დროით 20:30-21:30 შუალედში, ე.წ. ბუნების გულშემატკივრები სინათლეს ყველგან გათიშავენ.

მეტი...

ვაშლიჯვარში, მეწყრული ნაპრალის მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია და გადაადგილდება

“დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, სეისმოლოგ  თეა გოდოლაძის განცხადებით, ვაშლიჯვვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე გაჩენილი მეწყრული პროცესები მხოლოდ ერთ ბლოკს არ ეხება და ფერდობის სხვა ნაწილიც დაძრულია.   „მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები შემდეგია, ისრებით მოცემულია მეწყრის ტანის გადაადგილების მიმართულება, ხოლო ციფრებით ფარდობითი გადაადგილების მნიშვნელობა. შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსაც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენს მიერ ელექტროძიებით მიღებულ პროფილებს. დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს. ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ. (გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთხელ, სიჩქარე…

მეტი...

კახა კალაძე კლინიკაში მოხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლინიკაში მოხვდა. როგორც კახა კალაძე წერს, მას  ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დაუდასტურდა. „მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!“ – წერს კახა კალაძე.

მეტი...

მერიის ინფორმაციით, მეწყრის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა არსებობს

თბილისის მერიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ვაშლიჯვრისა და ნიციბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე გაჩენილი მეწყრული ნაპრალები, ამ ეტაპისთვის, მოსახლეობისთვის საშიში არ არის. საშიშროების შემთხვევაში კი, ადგილობროვების ევაკუაციის გეგმაც არსებობს. აღნიშნულის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა გააკეთა.    „წინა დღეების განმავლობაში, ყოველთვის ამას ვამბობდით და ახლაც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხოა. დღევანდელი მონაცემებით, აქაც და მიმდებარე ტერიტორიაზეც, ცხოვრება არის უსაფრთხო, თუმცა ყველა შესაძლო სცენარისთვის მერია და შესაბამისი სამსახურები მზად არიან. ყველანაირი ზემოქმედება, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორები, უხვი რაოდენობით ნალექის მოსვლა, გარკვეულწილად, თავის კვალს დატოვებს მეწყრულ პროცესებზე.…

მეტი...

„მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია“ – კახა ოქრიაშვილი

პარტიის  – „პროგრესი და თავისუფლებას“ ხელმძღვანელი  კახა ოქრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, ნიკანორ მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მელიას გირაოს გადახდა არ შეუძლია.   „ერთადერთი შენიშვნა გამოითქვა ოპოზიციის მხარეს სენატის მოსმენაზე – მათ თქვეს, რომ ნიკა მელიას არ უნდა მოეხსნა და გადაეგდო სამაჯური. თუმცა, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და ციხიდან გამოვიდეს. დღეს ქართული ოცნება ამ ტყუილს ავრცელებს! მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია. პროცედურა შემდეგნაირია – პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით, სასამართლომ იგი უნდა გაიზიაროს და მელიას მისცეს ვადა თანხის…

მეტი...