„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა“ – პრემიერ-მინისტრი

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ დიალოგი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებოდა.  პრემიერ-მინისტრის თქმით, საჭიროა საერთო ეროვნული კონსესუსი. „ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს გააერთიანებს; ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად დღეს, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ, კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ შესაძლოა გვქონდეს“, –…

მეტი...

„გვაქვს პრინციული პოზიცია გარკვეულ საკითხებზე, დიალოგი გაგრძელდება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ოპოზიციური სპექტრი ესწრებოდა. როგორც მხარეები აცხადებენ, შეთანხმება მიღწეულია, რომ პოლიტიკური ვითარება განიმუხტოს და პოზიციამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიოს. შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გვაქვს პრინციული პოზიცია გარკვეულ საკითხებზე და დიალოგი გაგრძელდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა და ის 2 საათზე მეტი გაგრძელდა. დღეს კონკრეტული შეთანხმება არ შემდგარა, თუმცა 2 კვირაში, შეხვედრა ბრიუსელში, ევროსაბჭოს ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით გაგრძელდება.   

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძე სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სახლის პირობებში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს. როგორც ხუნდაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ტემპერატურა გუშინ ჰქონდა, დღეს კი სიცხე არ აქვს და არც სხვა ჩივილი აწუხებს. „თვითიზოლაციაში სახლის პირობებში ვიმყოფები. კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს, მხოლოდ ერთი დღე მქონდა ტემპერატურის მატება. სხვა მხრივ, ენერგიულად ვარ და ამ ეტაპისთვის, არაფერი მაწუხებს“ – განუცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.

მეტი...

„აქ, საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ“ – შესაძლოა საქართველომ  „კოვაქს პლატფორმას“ უჩივლოს

შესაძლოა, საქართველო „კოვაქს პლატფორმასთან“ დაპირისპირებაში შევიდეს და ეს დაპირისპირება სამართლებრივ ჭრილში გაგრძელდეს. აღნიშნულ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აკეთებს. როგორც მინისტრი ამბობს, „კოვაქს პლატფორმამ“ უნდა ახსნას, რა მოხდა, რატომ დარჩა საქართველო შეთანხმებული ვაქცინის გარეშე.    „სამინისტრომ დღესვე მიმართა „კოვაქს პლატფორმას.“ ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ „კოვაქს პლატფორმასთან“ 18 სექტემბრის შემდეგ, მათი მხრიდან მსგავსი გადაცდომა და წერილი, რომ რაიმე შეცდომა დავუშვით, არ ყოფილა. „კოვაქს პლატფორმა“ ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან მიმართებით, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა. ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან,…

მეტი...

შარლ მიშელის მოთხოვნით, ხელისუფლება და ოპოზიცია დღესვე იკრიბება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით, 20:00 საათზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიგეგმა. ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციაში,  მიდიან, სადაც შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ოპოზიციასთან დიალოგთან და არსებული კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით მკვეთრი გზავნილები გააჟღერა და ხელისუფლებას მიმართა, ყველაფერი გააკეთოს ვითარების განსამუხტად. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანას ისე დატოვებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზოციციას შორის პირველ შეხვედრას თავადაც დაესწრება. შეხვედრა პრეზიდენტის, ათონელის რეზიდენციაში იმართება. შეხვედრაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრიც მიიღებს.    

მეტი...

„უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია“ – ევროპის საბჭოს პრეზიდენტის გზავნილი

„ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. მე ვიმეორებ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა. მანვე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მონიტორინგის გუნდს. „დღეს ასევე გვქონდა საშუალება, მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და შევხვედროდი ადგილობრივ თემს. მე ვხედავ, რომ ეს კონფლიქტი აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. მე ვიმეორებ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ევროკავშირი არის სრულად ერთგული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და მინდა, კიდევ ერთხელ…

მეტი...

დიალოგი გაერთიანებისთვის – ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას მზაობას უცხადებს

„არასოდეს გვითქვამს უარი დიალოგისთვის, დიალოგი უნდა შედგეს და დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაგვყოფს“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან  ერთად გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.  მოსო თქმით, დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიალოგი უნდა შედგეს და დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს და…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა, ოპოზიციასთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს

„მინდა მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მე მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს ოპოზიციასთან შეხვედრაში. „მე მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მე მინდა აქვე დავადასტურო საჯაროდ , რომ მე ვარ მზად, ამ…

მეტი...

„ეს არ იქნება იოლი გზა, ეს იქნება რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი“ – პრემიერ-მინისტრი

„ჩვენ ვაპირებთ, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ოფიციალურად ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ერთიანი ძალისხმევით ეს გახდეს შესაძლებელი ჩვენი ქვეყნისთვის“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ იქნება იოლი გზა, ეს იქნება რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი. „ჩვენი ხალხის საერთო არჩევანი და ამოცანა არის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, საბოლოო, სრულფასოვანი გაწევრიანება. ჩვენ ვაპირებთ, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ოფიციალურად ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება იოლი გზა, ეს…

მეტი...

„მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“ – შარლ მიშელი

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ  წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში. „საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა და შეგრძნება. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული. ასევე, მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს…

მეტი...

„მე ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა“ – შარლ მიშელი

ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მას აწუხებს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მოუწოდებს ყველა მხარეს, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. „ჩვენი მთავარი გზავნილი ის არის, რომ ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის. ჩვენ ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას და კანონიერებას. ჩემი მეორე მთავარი მიზანი და გზავნილი ის არის, რომ…

მეტი...

აფეთქების შედეგად, 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გარდაბანში მომხდარი აფეთქების შედეგად, 15 წლის მოზარდი ვერ გადაარჩინეს. ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.    აფეთქება გარდაბანში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სკოლის მიმდებარედ მოხდა.  ბავშვები სკოლიდან შინ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქებისას ორი მოზარდი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მათ ხელყუმბარის მსგავსი ნივთიერება აუფეთქდათ, რომელიც ტერიტორიაზე იპოვეს. ისინი გარდაბნის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ერთ-ერთის, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, ვერაფერი უშველეს. „შემოყვანეს 2 ბავშვი, ერთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, პულსი ძაფისებრი. ჰემორაგიული შოკით. წნევა არ ისინჯებოდა. პირდაპირ საოპერაციოში შევიყვანეთ, სამწუხაროდ,  ვერ გადავარჩინეთ. მეორეს მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვი შოკირებულია“ – აცხადებენ კლინიკაში.   ადგილზე…

მეტი...

ნიკოლა სარკოზის პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ის კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მისჯილი 3 წლიანი პატიმრობიდან 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება. ყოფილ პრეზიდენტს შეუძლია, სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს და ის ელექტრონული სამაჯურის საშუალებით გაკონტროლდება.   ბრალდება ექს-პრეზიდენტს მოსამართლის მოსყიდვაში ადანაშაულებდა. საუბარია სარკოზის მხრიდან მოსამართლის მოსყიდვის მცდელობაზე, როცა სარკოზიმ მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.

მეტი...

ოპოზიცია კომპრომისზე თანახმაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიცია აცხადებს, რომ გარკვეულ კომპრომისზე წავლენ.  „ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე“ – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან. ვაშაძის თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ „პოლიტიკური პატიმრების“ თემა ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს. „დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა დაიხუროს და ეს არის განცდა ევროკავშირის მხრიდან. ეს არ არის ნორმალური გარემო, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში და დიდი მადლობა მათ ამ პოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ…

მეტი...

შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ევროპელი მეგობრები მედიაციისკენ იხრებიან ევროკავშირის მხარე, დიალოგის ალტერნატიულ წინადადებას წარმოადგენს. „პირადად შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში თუ მზაობა იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოშია. მეორე, ძალიან სერიოზული განაცხადი იყო რომ, ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან. ეს არის ორი განსხვავებული რამ. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე“ – განუცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს…

მეტი...

სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამზე მერიის თანამშრომელი დააკავა

სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი ჯანმრთელი ხეების გაკაფვის პირობით ქრთამის სახით 8 000 დოლარს ითხოვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის ერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით: „გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი ხეების გაკაფვას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 8 000 აშშ დოლარის გადახდა. მიმდინარე წლის 26 თებერვალს სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა…

მეტი...

ჯანდაცვის კომიტეტი სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ პეტიციას განიხილავს

პარლამენტში განსახილველად შევიდა სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის წარდგენილი პეტიცია სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ. ბიუროს სხდომაზე დღეს გადაწყდა, რომ პეტიციას, რომელიც სხვადასხვა სახეობის სამომხმარებლო პროდუქციის, მათ შორის საკვებისა და საბავშვო სათამაშოების ხარისხს ეხება, ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესები მაღალია. „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ წარმოდგენილი პეტიციაა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ. მნიშვნელოვანი თემაა ნამდვილად, საინტერესო თემა გახლავთ სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სტანდარტები. საზოგადოების ინტერესები მაღალია ამ საკითხებზე, განსაკუთრებით იმ პროდუქციაზე და არა მხოლოდ საკვებ პროდუქტზე, რომელთანაც აქვთ ბავშვებს შეხება. ამ სფეროში რეალურად,…

მეტი...

გარდაბანში აფეთქება მოხდა, დაშავდნენ ბავშვები

გარდაბანში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა სახის ნარჩენებია განთავსებული, აფეთქება მოხდა. დაშავებულები არიან არასრულწლოვნები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. მას სხვადასხვა სახის ჭრილობა აქვს მიღებული. ერთ-ერთი ინფორმაციით, ბავშვები სწავლის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, რომელიც სკოლის მიმდებარედ მდებარეობს. სავარაუდოდ რაღაცას ეძებდნენ, რა დროსაც გარკვეული ნივთიერაბა თუ დეტალი აფეთქდა. სავარაუდოდ, საუბარია ხელყუმბარაზე. ამ წუთებში ტერიტორია შემოსაზღვრულია და ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

“ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ” – თამარ გაბუნია

ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ. შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირაში დაზუსტდება „ფაიზერის“ დამატებითი პირობები. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში 2-3 კვირის განმავლობაში შემოვა. „პროცესი სამმხრივია: საქართველოს მთავრობა, „კოვაქსი“ და „ფაიზერი“. დღევანდელ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის მხარეს რა პირობაც იყო დაყენებული, სრულად შესრულებულია. ჩვენ ველოდებით დაზუსტებას „ფაიზერის“ მხრიდან, რა იქნება დამატებითი კონკრეტული მოთხოვნები ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით. Covax ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ პროცესის ფასილიტაციაში, რადგან Covax-ისთვისაც რეპუტაციულია ის დაპირება, რაც ჩვენ…

მეტი...

“ძველი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო” – საქართველოს რკინიგზის განმარტება

ისანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს: “შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი,  გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება

შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდება კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მიმართულებით: “პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს და ჩვენ მივიდეთ იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გვაქვს დასახული ქვეყანაში, რაც არის დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ვადამდელი, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ამასთან დაკავშირებით გვექნება დღეს საუბარი და იმედი გვაქვს რომ ეს ვიზიტი აღმოჩნდება შედეგიანი სწორედ ამ მიმართულებით ნაბიჯების წინ გადასადგმელად,” – აცხადებს სალომე სამადაშვილი. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერ დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაც და…

მეტი...

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი პროცესის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მონაწილეა” – თამარ გაბუნია

ვისზე ნაწილდება პასუხისმგებლობა ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის საკითხზე – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანაზე პასუხისმგებელი მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის და აღნიშნავს, რომ  პროცედურას წარმართავს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. რაც შეეხება ამირან გამყრელიძისა და ეკატერინე ტიკარაძის დაპირისპირებას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ვერანაირ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ დაადასტურებს. “დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ამ პროცესის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მონაწილე. როგორც მოგეხსენებათ შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მთლიანად წარმართავს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს, ეს არის უწყებათაშორისი საბჭო და მასში მონაწილეობს როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები,…

მეტი...

სამგორის მეტროსთან დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს ცეცხლი უკიდია

სამგორის მეტროსთან დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს ცეცხლი უკიდია. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. ვაგონი საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა.

მეტი...

“ვაქცინის შემოტანის შეფერხება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას არ უკავშირდება” – თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეფერხება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას არანაირად არ უკავშირდება. თამარ გაბუნიას თქმით, “კოვაქსმა” საქართველოს აცნობა, რომ “ფაიზერმა” დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა.  “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გავაკეთო სტატუსის განახლება COVID-19-ის ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის მზაობასთან და იმ ეტაპებთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე იყო განვლილი და უნდა გავიაროთ, მანამ სანამ, პირველი დოზები ქვეყანაში შემოვა. შესყიდვის პროცედურა არის სტანდარტული. როდესაც ჩვენ ველოდით “ფაიზერის” ვაქცინის ქვეყანაში შემოტანას თებერვლის შუა რიცხვებიდან, შუალედური კომუნიკაციების შემდეგ, “კოვაქსმა” გვაცნობა, რომ “ფაიზერის” მიერ არის დამატებითი მოთხოვნები, რომელიც არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის…

მეტი...

შსს-მ გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.შ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 თებერვალს, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ა.შ.-მ დანის გამოყენებით ორ პირს – 1993 წელს დაბადებულ ო.ი.-სა და…

მეტი...

“მექნება შესაძლებლობა, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები და ამ დროს გავაჟღერებ ჩემს ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს” – შარლ მიშელი

მე მექნება შესაძლებლობა, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ამ საღამოს განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები და ამ დროს გავაჟღერებ ჩემს ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთში განუცხადა, როდესაც ნიკა მელიას საქმეზე დასმულ კითხვას უპასუხა. ამასთან, მისი თქმით, უფრო მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, შარლ მიშელი თბილისს გუშინ ეწვია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მან დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

მეტი...

არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდება მშობელს წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პ.მ-მ სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის გეგმა. ექსპლუატაციის მიზნით, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულ არასრულწლოვან შვილს, 2009 წელს დაბადებულ ნ.მ,-ს 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით უწევდა შრომით ექსპლუატაციას. პ.მ. ნ.მ-ს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოწყალების მიღების თხოვნას და სხვადასხვა ნივთების გაყიდვას. ამასთან, სავალდებულოდ დაუწესა მისთვის ყოველ დღე 50 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ნ.მ-ზე ძალადობდა ფიზიკურად და…

მეტი...

“თქვენ მარტო არ ხართ!” – შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთში განუცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო. ამასთან, შარლ მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირები გავამყაროთ, ასევე დაინერგოს საჭირო რეფორმები, რომლებიც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თვალით მენახა ადგილზე არსებული სიტუაცია. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ…

მეტი...

„ბრძოლა ბოლომდე“ – რაგბის ოჯახი ფიქტიურ არჩევნებს უნდობლობას უცხადებს – მორაგბეები „მედიაცენტრ მთავარში“

ვეტერანმა მორაგბეებმა  – ბობა კვინიხიძემ და მამუკა ნამიჩეიშვილმა რაგბის კავშირში მიმდინარე პროცესებსა და არჩევნებთან დაკავშირებით  „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება გააკეთეს. მორაგბეები დანიშნულ არჩევნებს ფიქტიურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ  ცდილობენ დე-ფაქტო პრეზიდენტი დაასვან თავზე.     მორაგბეებმა, რაგბის დიდი ოჯახის სახელით განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:“ „გამარჯობა ქართული რაგბის გულშემატკივარო! გვინდა, რომ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ამინდში, წვიმასა თუ ქარში, ჩვენს გვერდით ხართ ტრიბუნებიდან და მე-16 მოთამაშეს წარმოადგენთ, შეცდომაში არ იყოთ შეყვანილი ვინმეს მხრიდან, რასაც ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი! სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის…

მეტი...

“მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, რისკენაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად, სხვა პარტნიორებიც მოგვიწოდებენ” – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს არა მხოლოდ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ სხვა პარტნიორებიც. მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, რისკენაც ორივე მხარეს არა მხოლოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ სხვა პარტნიორებიც პარტნიორებიც მოუწოდებენ. „მნიშვნელოვანია, რომ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გვეწვია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველო ევროპის და ევროკავშირის დღის წესრიგში არის, იყო და მომავალშიც იქნება. სტუმრობა ჯერ კიდევ პრემიერის ვიზიტის დროს იყო ჩანიშნული. მაშინ დაგვპირდა, რომ ჩამოვიდოდა. ეს არის ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ორივე მხარისთვის მოწოდება არ არის პირველი და უკანასკნელი…

მეტი...

“შარლ მიშელის ვიზიტი აშკარად ცხადყოფს, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის” – პრემიერი

ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე. „ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან. მისი ვიზიტი აშკარად ცხადყოფს, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე. საქართველო მადლობელია მხარდაჭერისთვის და აფასებს ამ პარტნიორობას“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ღარიბაშვილთან შეხვედრამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს…

მეტი...

“გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა 5-ვე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი – პროკურორი” – პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვები უკვე დასკვნით ეტაპზეა. სავარაუდოდ, მოსამართლე დანაშაულზე განაჩენს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. საქმის პროკურორის განცხადებით, უკვე ადვოკატებმაც კარგად იციან, რომ 5-ვე პირმა ( ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ, და ა.ქ.) მოკლა გიორგი შაქარაშვილი. ასევე, პროკურორი განმარტავს, რომ ჩვენების მიცემა მხოლოდ ნიკოლოზ რევაზიშვილმა გაბედა. თუმცა, მისივე თქმით, ნიკოლოზ რევაზიშვილის გამბედაობის მიუხედავად, ის ტყუილებში გამოიჭირა, მათ შორის, როდესაც ის ამბობდა, რომ მცხეთაში ავტომობილების ჩამოსაყვანად წავიდა.  “წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა 5-ვე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი. ამაში ეჭვი დაცვის მხარესაც…

მეტი...

„ემოციურები და მარგინალები“ – ასე გვამკობენ, ემოციურები ვართ, დანარჩენი თავისთან მოიკითხონ“ – რაგბისტები „მედიაცენტრ მთავარში“

„ანთაძემ განაცხადა, რომ რაგბის კავშირი და რაგბისტების უმრავლესობა მხარს უჭერენ ტყემალაძეს, რაცა რის სიცრუე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ვერეტანმა მორაგბემ, ბობა კვინიხიძემ განაცხადა. მორაგბეები იმ ბრალდებებს პასუხობენ, რაც საპირისპირო ბანაკიდან ისმის. კვინიხაძე ამბობს, რო  მათზე ძალადობა გრძელდება: „ადამიანებმა ყველა მეთოდი გამოიყენეს, რომ ქვორუმი შეევსოთ, გააკეთეს შეკვეთილი გადაცემა, რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ანთაძე გამოვიდა და თქვა, რომ რაგბის სამყარო მხარს უწერს იოსებ ტყემალაძეს, რაცა რის სიცრუის ტირაჟირება. ირაკლის აბუსერიძეს მხარს უჭერს 400 ვეტერანი მორაგბე, მათ წარადგინეს სია, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც წეზოლას ახორციელებდნენ ჩვენზე, საავადმყოფოშიც კი დაადგნენ თავზე ჩვენს მომხრეს…

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძეს COVID-19 დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტში კორონავირუსის ახალი შემთხვევაა. COVID-19 ამჯერად ქართული ოცნების დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს დაუდასტურდა. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა უმრავლესობის დეპუტატ გივი მიქანაძესაც.

მეტი...