საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 219 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 560 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 791, პისიარტესტით – 11 769.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,62 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,77 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 804  გამოჯანმრთელდა, 3 746 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 589 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 192 პირი.

ამასთან, 26 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პაციენტი.

მსგავსი თემები