მთაწმინდაზე სახლი იწვის

მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. სავარაუდოდ ცეცხლი სახურავიდან გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, რომლებიც ცდილობენ სახურავის გაჭრას და ჩასვლას. პერიმეტრი პოლიციას გადაკეტილი აქვს და მაცხოვრებლები ევაკუირებულები არიან. ტერიტორია საკმაოდ მჭიდრო დასახლებულია, რაც რისკს კიდევ უფრ ამძაფრებს. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 14 სახანძრო ეკიპაჟია ჩართული. 

მეტი...

„ერთ-ერთი ვაქცინა მიღებულია აბორტის მსხვერპლისგან, ეს მიუღებელია“ – მიტროპოლიტი იოანე

სასულიერო პირი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის მიღებულია უმანკო ჩანასახისგან. „არის სხვადასხვა ბაზაზე შესრულებული ვაქცინები. აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რომ ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან. უმანკო ჩანასახისგან აღებული ნაწილი შედის იქ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. კანიბალიზმის დონეზე მიდის უკვე, ძალადობით მოკლულის მიერ ჯანმრთელობას მივხედო. ეს სინოდზეც იყო განხილული – „ასტრაზენეკა’“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ , ს რუსთავში ეკლესიის კურთხევისას მედიასთან. მისი თქმით, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელ ვაქცინას შემოიტანს, თუმცა, განმარტავს, რომ რელიგიური მოტივით სასულიერო პირებს და სხვებსაც შეუძლიათ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციაზე უარი თქვან.

მეტი...

ტვ “პირველი” ბრძოლას ევროპულ სასამართლოშიც არ გამორიცხავს

ტელეკომპანია „პირველთან“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ტელეკომპანიას მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები და აცხადებენ რომ ბოლომდე იბრძოლებენ. პარალელურად, სპეციალური განცხადება გააკეთა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ და გადაცემის წამყვანებმა და აღნიშნეს, რომ მაუწყებლობას ვერავინ ჩააქრობს. როგორც ტელეკომპანიის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ქვეყნის მასშტაბით გასაჩივრება საკმარისი არ იქნება, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ. „დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა ტელეკომპანია „ტვ პირველს“ გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან, სანამ არსებობს ეს განჩინება და ის ძალაშია, მანამდე სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, იძულების სახით ნებისმიერ…

მეტი...

პროკურატურა ტელევიზიაში შეჭრას არ აპირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება

საქართველოს პროკურატურა ,,ტელეკომპანია პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ტელევიზიაში შეჭრას არ აპირებენ. ამავდროულად, პროკურატურაში განმარტავენ, რომ ტელევიზიამ უნდა ითანამშრომლოს მათთან და გადასცეს მათ ხელთ არსებული ყველა მოთხოვნილი მასალა. “როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, მიმდინარე წლის 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნებოდა ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს,…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ოფისთან 4 „პროტესტანტი“ დააკავეს

დაკავებით დასრულდა აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან. დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც ტვ „პირველში“ დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აპროტესტებდნენ.     „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, პოლიციელებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. ოთხივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით არიან დაკავებულნი, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მეტი...

57 ათასი მედპერსონალი ასაცრელთა პირველ პრიორიტეტულ ჯგუფშია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  საწყის ეტაპზე, ვაქცინაცია  57 000 სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. როგორც გაბუნიამ განმარტა, ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება. „ვაქცინა განაწილდება იმ დიდ ქალაქებსა და დიდ რაიონულ ცენტრებში, სადაც 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დარეგისტრირებული. როდესაც გაიხსნება ვაქცინის ფლაკონი, სრულად უნდა მოხდეს მისი გამოყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია ნაკადების დარეგულირება.  ყველა სამედიცინო პერსონალი იქნება ინფორმირებული, როდის და რა ადგილას უნდა მივიდეს, რათა ჩაიტაროს ვაქცინაცია. აქვე მოხდება მეორე ვიზიტის დადგემვაც. 57 ათასი ადამიანია მედპერსონალის პირველ პრიორიტეტულ ჯგუფში. შემდეგ მალევე გვექნება შესაძლებლობა, მოვიცვათ ის 2 000 ადამიანი, ვინც გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარი და…

მეტი...

სემეკმა შპს „დიღომი ვილა გაზი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „დიღომი ვილა გაზი“, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო,  სახელმწიფო ბიუჯეტის  სასარგებლოდ 15 000 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, შპს „დიღომი ვილა გაზმა“ სხვა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის მომხმარებლები/აბონენტები თავის ქსელზე გადააერთა და კომისიის თანხმობის გარეშე მომხმარებელებს შეუწყვიტა ბუნებრივი გაზით მომარაგება. შემდგომ ეტაპზე კი ბუნებრივი გაზი ქსელში გაუშვა უსაფრთხოების ნორმებისა და წესებით დადგენილი სათანადო პროცედურების დაცვის გარეშე.   სემეკის მიერ შპს „დიღომი ვილა გაზს“ განემარტა, რომ საცალო მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა და მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უნდა აწარმოოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის,…

მეტი...

საქართველო ჩინური ვაქცინის შემოტანაზე აქტიურად მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ჩინური ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით ჩინურ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, ჩინური ვაქცინა ჯანმოს აკრედიტაციას მალე მიიღებს. „ჩინური ვაქცინა არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს. ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკას“ და ასევე, „ფაიზერის“ შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს პლატფორმასთან“. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები“ – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, პირველი ეტაპისთვის პირდაპირ მომწოდებელთან მცირე დოზაა შეკვეთილი და ეს რაოდენობა 100…

მეტი...

„ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე“ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით რეგულაციები იმდენად მკაცრია, მის ხარისხში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. „ხარისხის კომპონენტზე საუბრისას, მთავარია, მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება. მაშინ, როდესაც ჩინურ ვაქცინასაც აქვს და ექნება მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან მკაცრი აღიარება, ეს მის ხარისხს არ აყენებს ეჭვის ქვეშ. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე, რაც ბევრი მოქალაქისათვის უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან. მისივე განმარტებით, საქართველო ვაქცინას იმაზე ბევრად ადრე მიიღებს, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი.

მეტი...

ვაქცინა სავალდებულო არ იქნება და მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, რომელი ვაქცინა გაიკეთოს

ჯანდაცვის მინისტრის, განმარტებით, კორონავირუსის ვაქცინაციას არავინ არავის დააძალებს და პროცესი ნებაყოფლობითი იქნება. მისივე თქმით, ვაქცინაც არჩევითი იქნება და მოსახლეობა ტავად გადაწყვეტს, რომელი წარმოების ვაქცინით აიცრას. „მოსახლეობის განწყობა დეკემბერთან და იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და კიდევ გვაქვს გარკვეული ღონისძიებები განსახორციელებელი. პირველ რიგში, ეს იქნება ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიები. ვაქცინაცია საქართველოში არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ამას ვემხრობით. ასევე ნებაყოფლობითი იქნება ვაქცინის არჩევა და ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას მათ აირჩიონ მათთვის სანდო ვაქცინა, რომელსაც ისინი მეტად ენდობიან“, – განმარტა მინისტრმა ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მეტი...

„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა“ – ჯანდაცვის მინისტრი  

ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია იმაზე ადრე შემოვა, ვიდრე ქვეყანა ამას ელოდებოდა. „გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე განმარტებით, პირველად საქართველო ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიღებს. „მას შემდეგ, რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, აცრილი იქნება 43 200 ადამიანი, მეორე დოზით ისინი აიცრებიან მას შემდეგ რას მივიღებთ დამატებით „ასტრაზენეკას“ დოზებს.…

მეტი...

„მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი“ – პრემიერ მინისტრი

„მივესალმებით შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლმიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას და ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მინდა…

მეტი...

პირბადის ტარება დაეცა, რაც დაუშვებელია“ – პრემიერ-მინისტრი

„პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა, თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში. ვიდრე ვაქცინაცია დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს, კიდევ ერთხელ, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა თხოვნით მიმართა მოსახლეობას, პირბადის ტარების წესი დაიცვას ყველამ, იმისათვის, რომ არ იქნას დაშვებული მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში. „მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების…

მეტი...

სამეგრელოში ასაკოვან ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს

სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი სამეგრელოში. შემთხვევა აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. დანაშაული, სავარაუდოდ, წუხელ საღამოს მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 194, იმერეთში – 73, შიდა ქართლში – 28

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 194, იმერეთში – 73, შიდა ქართლში – 28, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 065 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 529 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 395 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 045-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 310 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 310 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 594 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 065, ხოლო პისიარტესტით – 9 529. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,61 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,83 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 045 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 421 გამოჯანმრთელდა, 3 622 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 324 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი. ამასთან, 10 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 513…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 622-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 310 პაციენტი.

მეტი...

“რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას” – გაერო-ში აშშ-ის ელჩი

რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას. მას ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უკრაინის მიმართ აგრესიის გარდა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას, მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ან მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტებს. რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია, მათ შორის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე ან ვალდებულება ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის თავისუფალი წვდომის…

მეტი...

საქართველოში ამინდი გაუარესდება

უამინდობა საქართველოში – გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალ მთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. “საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. 13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ…

მეტი...

სამხრეთ კორეა AstraZeneca-ს ვაქცინის 65 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებში გამოყენებას იწყებს

სამხრეთ კორეა AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას 65 წლის და მეტი ასაკის პირებშიც იწყებს,- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჩუნგ უი ჰვამ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ აქამდე სამხრეთ კორეა AstraZeneca-ს ვაქცინით აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებს არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო არ ცრიდა. “65 წელს გადაცილებულების ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობის დასადგენად მტკიცებულებების არარსებობის გამო გადაიდო, მაგრამ ცოტა ხნის წინ გაერთიანებულ სამეფოში გამოქვეყნდა მონაცემები, რაც ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტურობას ადასტურებს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია თებერვლის ბოლო კვირიდან დაიწყო. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი…

მეტი...

“ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში” – შარლ მიშელი

ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ წერილშია ნათქვამი. პუბლიკაცია ევროპაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხება. წერილში შარლ მიშელი აცხადებს, რომ ზედმეტ დოზებს ევროკავშირი მსოფლიოს რეგიონისა და პარტნიორ ქვეყნებს გადასცემს. მისივე თქმით, ევროპა თავის ღირებულებებს კონკრეტული და ძლიერი ქმედებებით ხელს შეუწყობს ისეთ ქვეყნებში, სადაც სტრატეგიული კავშირები აქვთ, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

მეტი...