„გამამტყუნებელი განაჩენი, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“ – შაქარაშვილის საქმის პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ბრალდებულებთან დაკავშირებით ერთადერთ განაჩენს – მათ გამტყუნებას და პატიმრობას ელოდება. როგორც პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მცხეთის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულები იტყუებიან. „როდესაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, ცრუობენ. ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, რომ ისინი უშუალოდ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს მისდევენ და თავს დაესხნენ. შემდეგ, უკვე იმ პირობებში, როდესაც ვიდეოჩანაწერები არ არსებობს, უკვე მოწმეთა ჩვენებებით ვადგენთ, რომ გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ბრალდებულები და შემდეგ წყალში გადააგდეს. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულების პოზიციას, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნაწილმა საერთოდ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი არ ისაუბრა,…

მეტი...

„დღეს, ვაქცინების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ადრე“ – ვანო ჩხაიძე

„ვაქცინების არჩევანი გაიზარდა და ბევრად მეტია“ – ეს განცხადება თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა 1-2 კვირის დაგვიანება, არამედ, პროცესის უწყვეტობა და მეტი ადამიანის აცრა.   „დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 11 ვაქცინა გამოიყენება. ეს ვაქცინები წარმოებულია რამდენიმე ქვეყნის მერ.  3 ვაქცინა არის ჩინეთიდან, 3 წარმოებულია რუსეთში, 3 ვაქცინა – აშშ-ში, 1  – დიდ ბრიტანეთში და 1 ინდოეთში. ასე რომ, ვაქცინების არჩევანი გაიზარდა და ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ადრე. გარდა ამისა, არის…

მეტი...

„ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი“ – შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული

ამ წუთებში, მცხეთის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულთა სასამართლო პროცესი გრძელდება. ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ ფეხებით რომ დაკიდონ და დენზე შეაერთონ, არ ვიტყვი იმას, რაც არ ჩაუდენია. მორაგბე არჩილ გაგნიძე გიორგი შაქარაშვილთან შეხებას და მის განზრახ მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს. “რაც სიმართლე იყო, ის ვუთხარი გამოძიებას და დავაფიქსირე ჩვენებაში. გამომძიებელს უნდოდა ის მეღიარებინა, რაც არ ჩამიდენია, ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი.   ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა. მეც მოვკვდი იმ დღეს და თქვენი ბრალია, რომ გიორგის დედას და საზოგადოებას შეუქმენით იმის…

მეტი...

ინფიცირებულია სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები

სასწავლო პროცესის განახლებიდან რამდენიმე დღეში თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში კორონავირუსმა იფეთქა. ამ ეტაპისთვის ინფიცირებულია სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, დარაჯი და მოსწავლეები. შემთხვევა იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე საჯარო სკოლაში მოხდა. სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ 21 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. “კორონავირუსი ოთხ მასწავლებელს დაუდასტურდა. ასევე, სხვა თანამშრომლებს.  იზოლაციაში  18 მასწავლებელი იმყოფება. ასევე,  ინფიცირებულია მოსწავლეები, სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა“  – აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში. რაც შეეხება სასწავლო პროცესის შეწყვეტას, ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ის კლასები გადავლენ, სადაც ვირუსი დაფიქსირდა. „კოვიდ 19“ სულ ექვს კლასში გავრცელდა.

მეტი...

“რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა” – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.  უწყების ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ, ერგნეთის შეხვედრებზე. “უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას.  საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.…

მეტი...

პარლამენტის წინ „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრებმა ორი ახალი კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრებმა ორი ახალი კარავი გაშალეს. მათი მთავარი მოთხოვნები ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად კუპრავას განცხადებით, კარვების გაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ განიხილება. კუპრავას განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პარლამენტის წინ კარვების რაოდენობა გაიზრდება. „უახლოეს დღეებში ვგეგმავთ კიდევ გავშალოთ რამდენიმე კარავი. ვუერთდებით პროტესტს, რომელიც რუსთაველზე მიმდინარეობს. ჩვენი მოთხოვნა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და წელს ვიცოდეთ თარიღი, როდის იქნება ვადამდელი არჩევნები. მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დატოვა საქართველო, გამოვიდა ღარიბაშვილი და თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებზე…

მეტი...

“ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სახელწიფო ბოდიშს ხვალ აუცილებლად მოუხდის” – ადვოკატი

სახალხო დამცველმა დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს “სასამართლო მეგობრის” სტატუსით მიმართა. როგორც დღევანდელი სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღწერილია “ის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა”. “ეს დოკუმენტი არის ამ პროცესების ნეიტრალური არბიტრის, სახალხო დამცველის შეფასება მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, სადაც საუბარია და აღწერილია არამარტო ის დაბრკოლებები, რომელსაც ვაწყდებოდით, არამედ ის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა და ძალიან ლოგიკური დასკვნა აქვს გაკეთებული სახალხო დამცველს, რომ ეს პროცესი ხორციელდება არა მართლმსაჯულების ინტერესებით, არამედ სხვა მიზეზებით, რაც ნიშნავს,…

მეტი...

პრემიერი პატრიარქს შეხვდა

პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა, შეხვედრის ამსახველ ფოტოებს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრა სავარაუდოდ ქვეყანაში შექმნის მდგომარეობს შეეხო და ის პრემიერის ინიციატივით მოხდა. ირაკლი ღარიბაშვილისა და ილია მეორის საუბარს რამდენიმე მღვდელმთავარიც ესწრებოდა. უცნობია დეტალები თუ რაზე ისაუბრეს პატრიარქმა და პრემიერმა.

მეტი...

„ვაქცინების არჩევანი გაიზარდა, 11 ვაქცინას იყენებენ ამ ეტაპზე“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავრში“

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინების რაოდენობა და ვაქცინაციის პროცესი დროზე დაწყებამ თუმცა დროზე დაწყებას უფრო ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორი მიიჩნევს, რომ მთავრი პრობლემა ვაქცინის რაოდენობაა და არა მისი დაგვიანება: „წლის ბოლოსთვის განსაზღვრულია მოსახლეობის 60% – ის აცრა, დაგვიანებაში დრამატული არაფერია, მთავრია შევძლოთ დიდი რაოდენობის შემოტანა და ვფიქრობთ, რომ ამოცანაა, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, განსაზღვრულია სამედიცინო დაწესებულებებიც, სადაც უდნა ჩატარდეს ვაქცინაცია, თეორიულად ქვეყანა მზადაა, კარგი იქნება თუ ამ პროცესს დავიწყებთ მარტის თვეში და ყოველ თვიურად იქნება მზარდი,…

მეტი...

სუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სუს-ში განუცხადეს, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.

მეტი...

„ნამახვარჰესის“ საკითხზე შესაძლოა, მიმდინარე კვირაში იმსჯელონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სხდომაზე „ნამახვარჰესის“ საკითხზე ისაუბრა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რადგან ოპოზიცია და უმრავლესობა გამოდის მოთხოვნით, რომ ამაზე იყოს აქტიური დისკუსია პარლამენტში, მიმდინარე კვირას შეიძლება ამ საკითხის განხილვა. „პარლამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რადგან ოპოზიციაც და უმრავლესობაც ამ შემთხვევაში გამოდის მოთხოვნით, რომ ამაზე იყოს უფრო აქტიური დისკუსია პარლამენტში. ეს განხილვის საგანია. მთავრობა არ იყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში ჩვენ დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი, სადაც შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ, თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება ამაზე, შეგვიძლია, პლენარულ სხდომაზე მოვუსმინოთ სხვა პროფილის მინისტრებს, მთავრობას ზუსტად…

მეტი...

ოპოზიცია ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება

ამ წუთებში ოპოზიცია “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება. პოლიტიკური პარტიების ლიდერების განხილვის მთავარი თემა სავარაუდოდ, გუშინ გამართული მოლაპარაკება და ის ორკვირიანი ვადაა, რომელიც მხარეებს შეთანხმებისთვის აქვთ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით გამართული შეხვედრის შემდეგ, ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პირველი შეხვედრაა.

მეტი...

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ“ – იყო გმირი ქართველის პასუხი – დღეს გურამ გაბისკირია 74 წლის გახდებოდა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ქართველი პოლიტიკოსისა და ფეხბურთელის, ქალაქ სოხუმის მერის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა. ის 74 წლის გახდებოდა. გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა, აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტყვედ აიყვანეს. ოკუპანტებმა მას დაჩოქება მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ, – იყო გმირი ქართველის პასუხი. ეს გურამ გაბისკირიას უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსმა ირაკლი ალასანიამ პირად ტრაგედიაზე ისაუბრა და გურამ გაბესკირია გაიხსენა. „სამოქალაქო დაპირისპირების დროს თითქმის ყველა ადამიანი თბილისში შეიარაღებული იყო. ძალიან ბევრი უდანაშაულო სისხლი დაიღვარა. მეტ-ნაკლებად ყველას გვიწევდა შეხება ამ…

მეტი...

შარლ მიშელთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძე არ დაპატიჟეს

პირველ მარტს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიშელის მედიაციით საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 3 საათიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ ნინო ბურჯანაძე და მისი პარტიის, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლები. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ მათ შეხვედრის შესახებ არ იცოდნენ და არც მოწვევა არ მოსვლიათ. „ჩვენი წარმომადგენელი არ იყო, არ ყოფილა მოწვევა და არ ვიცოდით, ღარიბაშვილთან საღამოს შეხვედრა თუ იყო დაგეგმილი. შეიძლება ე.წ. ბარიერ გადალახულებთან იყო შეხვედრა, მაგრამ თუ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, მაშინ ეს ვერ იქნება მიზეზი.…

მეტი...

„თბილისის მერობა ჩემთვის მხოლოდ თანამდებობა არ არის, ეს დიდი პასუხისმგებლობაა“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა. მან მედიასთან განაცხადა, რომ ის არჩეული მერია, რაც მისთვის უდიდესი პასუხიმგებლობაა. „თქვენ იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს უბრალოდ თანამდებობა არ არის, ეს დედაქალაქის სამსახურში ყოფნას ნიშნავს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ავიღე და რაც თბილისის მოსახლეობამ დამაკისრა ღირსეულად შევასრულო, დანარჩენზე კი ჩემი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ

მეტი...

“ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს” – კახა კალაძე

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელში მთავარი გზავნილი იქნება, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია დიალოგის დაწყების მზაობას გამოთქვამს. „ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები გვაჩვენებს, ვის აქვს სურვილი ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა. უბრალოდ კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე რომ შეგვეძლოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ მგონია, რომ ქართული პოლიტიკა ისე უნდა განვავითაროთ,…

მეტი...

“გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ნიკა მელიას შესახებ, ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში” – ირაკლი ღარიბაშვილი

ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მელიას ოჯახს ან პარტიის წევრებს, ნებისმიერი დროს შეუძლიათ, გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და გამოიყვანონ ეს ადამიანი ციხიდან, ვიდრე საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება. „ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ…

მეტი...

“მელიასა და მის ოჯახს სრული შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ დროს გადაიხადონ გირაო, თუ მათ ინტერესში შედის მისი ციხიდან გამოყვანა” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, განსახილველი თემა იყო ნიკა მელიას საკითხი.  როგორც პრემიერმა განაცხადა, მან შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა. “საკითხები, რომელიც გუშინ შეხვედრაზე იყო განხილული, არის ის საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და არის განხილვის საგანი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ჩვენი პოზიცია მინდა კიდევ საჯაროდ დავაფიქსირო, რომ საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას, ამაზე მე დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. მელიასა და მის ოჯახს სრული შესაძლებლობა აქვთ, რომ ნებისმიერ დროს გადაიხადონ გირაო და თუ მათ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში დასაკითხი მოწმეების სიაშია

დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში დაიკითხება, – ამის შესახებ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელი სხდომის დაწყებამდე აღნიშნეს. ინფორმაცია არ უარყო საქმის პროკურორმაც. „დღესაც მოსამართლის წინაშე იქნება ყველა ის საკითხი გაჟღერებული, რაზეც აქამდე ვამახვილებდით ყურადღებას. ამ საქმეს ბევრი მიმართულება აქვს, ერთი არის სამართლებრივი, მეორე კარტოგრაფიული, მესამე პოლიტიკური. ყველა ამ მდგენელის შესახებ გვსურს, რომ მოსამართლემ გაამახვილოს ყურადღება. გვინდა, რომ ყველა ამ საკითხზე ერთად გაამახვილოს ყურადღება, არა ცალ-ცალკე რომელიმე მათგანი, არამედ ერთობლიობაში უნდა აღიქვას საქმე მოსამართლემ. ამ საქმის დაწყებიდან ვამბობდით, რომ ეს არ არის…

მეტი...

“ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის, ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი შედგა საკითხებზე, რომელიც რის განხილვის საგანი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. „ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას. ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას, მის…

მეტი...

“ოპოზიციის ქმედებები არის სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო” – პრემიერი

ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელა ოპოზიციამ, ვგულისხმობ პიკეტირების მცდელობას, რაც არის სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერი თქმით, ოპოზიციის ქმედებები ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტების თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. მთავრობის მეთაურმა, გუშინ, ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს დიალოგზე უარი არ უთქვამს. „მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს ჩვენი გუშინდელი შეხვედრის. აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა შარლ მიშელის ინიციატივით, მის მიერ იყო ინიცირებული,…

მეტი...

“სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, აპლიკაციები ჯეროვნად შეავსოს და წარადგინოს, ხარისხზე საუბარი სასაცილოა” – თამარ გაბუნია

„კოვაქსთან“ თანამშრომლობა გრძელდება იმ რეჟიმში, როგორც იყო თავდაპირველად დაგეგმილი, „კოვაქსი“ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ვაქცინების მობილიზების პროცესში. პირადად ვადევნებ თვალს ყველა კომუნიკაციას „კოვაქსთან“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, აპლიკაციის ხარისხთან საუბარი აბსოლუტურად სასაცილოა. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ აპლიკაციები შესაფერისად იყოს შევსებული და წარდგენილი. გაბუნიას თქმით, სინამდვილეში, „ფაიზერი“ პირობას აზუსტებს. „აპლიკაციის ხარისხზე საუბარი აბსოლუტურად სასაცილოა. სამინისტროს და პირადად მე ნამდვილად გვაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ, აპლიკაციები იყოს შესაფერისად, ჯეროვნად შევსებული და წარდგენილი. აქედან გამომდინარე, ის რომ იყო რაღაც დოკუმენტური ხარვეზი და ასე შემდეგ, აბსოლუტურად არ…

მეტი...

“ჯანდაცვის მინისტრთან არავითარი დაპირისპირება არ მაქვს, ვაგრძელებ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას” – ამირან გამყრელიძე

დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის. ეს არის კორონავირუსი, რომელსაც ვებრძვი ერთი წელი და ერთი თვეა. ხან მე ვჯაბნი, ხან ის. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს დაპირისპირება. არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ განაცხადა, საკუთარ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს. „ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხზე დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას. თუ სადმე განიხილებოდა ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება, არ ვიცი. გუშინდელ შეხვედრაზე განიხილებოდა…

მეტი...

“COVAX-ი ვაქცინის მოწოდების 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ COVAX პლატფორმა ვაქცინის მოწოდების 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს.  “საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია – ეს ის 4 ქვეყანაა, რომელიც “ფაიზერის” მისაღებად შეირჩა. ​ჩვენ ყველამ მივიღეთ ერთნაირი კომუნიკაცია 29 იანვარს, სადაც მითითებული იყო ვაქცინის მიღების თარიღად თებერვლის შუა რიცხვებიდან, თებერვლის ბოლომდე. ეს თარიღები ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად გადავადდა.  ჩვენ, კვლავ ვაგრძელებთ COVAX-თან და “ფაიზერთან” თანამშრომლობას და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გადავადება მოკლე ხანში აღმოიფხვრება. COVAX პლატფორმა 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დაპირება მიმწოდებლის პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.  თამარ გაბუნია აცხადებს, რომ არსებული…

მეტი...

„სასაცილოა, როცა მონები გესაუბრებიან თავისუფლების გამოხატვის კულტურაზე“ – კობა ხაბაზი

“პროტესტი არასდროს არ არის უკულტურობა, ამას უგუნური ადამიანი ვერ ხვდება.“ – ამის შესახებ აქციიდან „ნაციონალური მოძრაობის წევრმა კობა ხაბაზმა განაცხადა. ის ხელისუფლების გამოხმაურებაზე კომენტარს აკეთებს: „სასაცილოა, როცა ხმის ქურდები გელაპარაკებიან გამოხატვის თავისუფლების ფორმაზე, სასაცილოა, როცა მონები გესაუბრებიან გამოხატვის კულტურაზე, ესენი ძალიან ცუდად დაასრულებენ,“ – განაცხადა კობა ხაბაზმა

მეტი...

“სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტთან დღეს დილიდან მიმდინარე პროცესებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციის მიერ ადამიანთა ჯგუფების შეკრებას არანაირი ზეგავლენა და მიზანი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით არა აქვს. “რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება გარკვეულწილად სახის შენარჩუნება, რომ ვითომ მან რაღაც წარმატებას მიაღწია, თავისი მომხრეების გამხნევება და ეს შემოსასვლელებში ადამიანთა ჯგუფების შეკრება – ეს სწორედ ამას ემსახურება, რომელსაც ვიმეორებ, არანაირი რეალური ზეგავლენა და მიზანი ამ მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით არა აქვს და ძირშივე ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რა სულისკვეთებითაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიმართავდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. დიალოგის ფორმატში უნდა ხდებოდეს ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღება. “სვისტოკით”…

მეტი...

შეძახილებით “მონა”, “მოღალატე” – აქცია პარლამენტთან გრძელდება

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ ხმაურია. შეძახილებით “მონა”, “მოღალატე”  – ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში მისულ დეპუტატებს მიმართავენ. ადგილზე შეკრებილები ოპოზიცის წარმომადგენლები, რომელიც პარლამენტთან პიკეტირების აქციას მართავენ, ამტკიცებენ, რომ ეს არის მშვიდობიანი შეკრება და შენობის ბლოკირება არ იგეგმება. “ეს არის მშვიდობიანი, თუმცა ხმაურიანი აქცია. ჩვენ არ ვგეგმავთ შენობის ბლოკირებას, დეპუტატები შევლენ შენობაში, თუმცა მოუწევთ ძალიან ხმამაღალი პროტესტის გაგონება. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ ყინული დაიძრა და გამოჩნდა სხივი გვირაბის ბოლოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტი შეწყდება,” – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.  მიუხედავად გუშინდელი…

მეტი...

“შარლ მიშელმა გვითხრა თუ არა, შევიდეთ პარლამენტში? საკითხი აქამდე არ მისულა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, გვაქვს მყარი პოზიცია” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგია ბოკერია აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საკითხი მთავრობისგან მოდის. „ზოგადად, ეს შემოთავაზება მთავრობისგან არსებობს. ოღონდ, ეს შემოთავაზება ვერ განხორციელდება, თუ არ განიმუხტა ის დანარჩენი საკითხები, რადგანაც ეს ყველა საკითხი ერთად – იგულისხმება პოლიტიკური დაპატიმრებები და ვადამდელი არჩევნები, ეს საკითხები თუ არ გადაიჭრა, სხვა საკითხები ვერ დაიძვრება, რომელიც ბევრად უფრო გრძელვადიანია. საპარლამენტო მუშაობა და შიგნით დემოკრატიული ახალი პროცესების დანერგვა, ვერ მოხდება, თუ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი არ გაირკვა“, – განაცხადა ბოკერიამ. ამასთან, შეკითხვაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრაზე ხომ არ იყო საუბარი, რომ ჯერ ოპოზიცია…

მეტი...

“შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, თითქოს იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა. მამუკა მდინარაძე ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.  “რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვიპოვოთ ერთმანეთთან გადაკვეთის წერტილები. რაღაც საკითხებზე იქნება მზაობა და არის იქ ისეთი საკითხები, რომელზეც უკვე ქმედითი მზაობაა გამოცხადებული. არის იქ რაღაც საკითხები, რაც არ განიხილება მაგალითად რიგგარეშე არჩევნები. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, რომ თითქოს, იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე…

მეტი...

ზეთი 34%-ით, შაქარი 14%-ით, თევზეული 10.6%-ით, პური და პურპროდუქტები 8.7%-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა

ერთი წლის განმავლობაში ზეთი 34%-ით, შაქარი 14 %-ით, თევზეული 10.6 %-ით, პური და პურპროდუქტები 8.7 %-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა,- ამის შეასხებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის თებერვალის ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული. „საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი), თევზეული (10.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი…

მეტი...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი, ასევე შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,4 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,01 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,78. საქართველოში დღეს კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163 პაციენტი, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 250, იმერეთში – 57, შიდა ქართლში – 35

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 250, იმერეთში – 57, შიდა ქართლში – 35, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 900 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 895 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 005 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 461 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 379-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პირველი მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.78…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 900 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 895, „პისიარ“ ტესტით – 6 005. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,01% ბოლო 14 დღის – 1,78%, ბოლო შვიდი დღის – 1,4%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 379 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 265 686 გამოჯანმრთელდა, 3 532 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 237, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 471 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 532-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163 პაციენტი.

მეტი...