ვაშლიჯვარში, მეწყრული ნაპრალის მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია და გადაადგილდება

“დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, სეისმოლოგ  თეა გოდოლაძის განცხადებით, ვაშლიჯვვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე გაჩენილი მეწყრული პროცესები მხოლოდ ერთ ბლოკს არ ეხება და ფერდობის სხვა ნაწილიც დაძრულია.   „მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები შემდეგია, ისრებით მოცემულია მეწყრის ტანის გადაადგილების მიმართულება, ხოლო ციფრებით ფარდობითი გადაადგილების მნიშვნელობა. შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსაც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენს მიერ ელექტროძიებით მიღებულ პროფილებს. დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს. ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ. (გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთხელ, სიჩქარე…

მეტი...

კახა კალაძე კლინიკაში მოხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლინიკაში მოხვდა. როგორც კახა კალაძე წერს, მას  ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დაუდასტურდა. „მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!“ – წერს კახა კალაძე.

მეტი...

მერიის ინფორმაციით, მეწყრის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა არსებობს

თბილისის მერიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ვაშლიჯვრისა და ნიციბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე გაჩენილი მეწყრული ნაპრალები, ამ ეტაპისთვის, მოსახლეობისთვის საშიში არ არის. საშიშროების შემთხვევაში კი, ადგილობროვების ევაკუაციის გეგმაც არსებობს. აღნიშნულის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა გააკეთა.    „წინა დღეების განმავლობაში, ყოველთვის ამას ვამბობდით და ახლაც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხოა. დღევანდელი მონაცემებით, აქაც და მიმდებარე ტერიტორიაზეც, ცხოვრება არის უსაფრთხო, თუმცა ყველა შესაძლო სცენარისთვის მერია და შესაბამისი სამსახურები მზად არიან. ყველანაირი ზემოქმედება, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორები, უხვი რაოდენობით ნალექის მოსვლა, გარკვეულწილად, თავის კვალს დატოვებს მეწყრულ პროცესებზე.…

მეტი...

„მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია“ – კახა ოქრიაშვილი

პარტიის  – „პროგრესი და თავისუფლებას“ ხელმძღვანელი  კახა ოქრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, ნიკანორ მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მელიას გირაოს გადახდა არ შეუძლია.   „ერთადერთი შენიშვნა გამოითქვა ოპოზიციის მხარეს სენატის მოსმენაზე – მათ თქვეს, რომ ნიკა მელიას არ უნდა მოეხსნა და გადაეგდო სამაჯური. თუმცა, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და ციხიდან გამოვიდეს. დღეს ქართული ოცნება ამ ტყუილს ავრცელებს! მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია. პროცედურა შემდეგნაირია – პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით, სასამართლომ იგი უნდა გაიზიაროს და მელიას მისცეს ვადა თანხის…

მეტი...

„ქართული ოცნება ცუდად დაამთავრებს, რადგან ის საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს“ – კახა ოქრიაშვილი

„ქართულ ოცნებას“ პანიკურად ეშინია ახალი საპარლამენტო არჩევნების. ხელისუფლება დღეს ზომავს ჩვენი ხალხის მოთმინებას და ეს ცუდი იდეაა. არ ვიცი, ამას სიგრძით ზომავენ თუ სიგანით, მაგრამ ძალიან ცუდად ამთავრებს ყველა ის ხელისუფლება და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, ვინც საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.   ევროპელი მედიატორის ჩართულობით, მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის წინ, პარტია – „პროგრესი და თავისუფლებას“ ხელმძღვანელი შემდეგ მოწოდებას აკეთებს: „ქართულ ოცნებას“ დათმობისკენ წამოიყვანს ხალხი და ხალხის რეაქცია. თუ ხალხს მოსწონს სიდუხჭირეში, უსამართლობასა და უპერსპექტივობაში ცხოვრება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ხალხი…

მეტი...

„პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის“ – მერის მოდაგილე

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა. აღნიშნული ქუჩის N41-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლებთან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართეს, დღეს კი მათ მერის მოადგილისა და დარგის სპეციალისტებისგან დამატებითი ინფორმაცია უნდა მიეღოთ.  ირაკლი ბენდელიანის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიისა და სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ისურვა, რადგან არ აქვთ სურვილი, ექსპერტებისგან კომპეტენტური მოსაზრებები მოისმინონ.  ბროწეულის ქუჩის მოსახლეობა დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა  ირაკლი ბენდელიანმა განუმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ნებისმიერ დროს მზადაა, მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხოს.…

მეტი...

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის თბილისში ადგილები უკვე შეივსო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის პორტალზე დასარეგისტრირებლად, თბილისში ადგილები უკვე თითქმის არ არის. რეგიონებში კი ადგილები ჯერ კიდევ დარჩენილია. „ფაიზერით“ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. აღნიშნულმა  გამოიწვია გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ ტექნიკურ ჯგუფთან, რომ დაჩქარდეს პასუხის გაცემა, რათა მომდევნო დღეებშიც თუ იქნება ასეთი აქტივობა, მოლოდინის რეჟიმი იყოს მინიმალური. „ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში, არის ადგილები ქუთაისსა და ბათუმში. ველოდებით მონაცემს, რამდენი დოზა „ფაიზერი“ დარჩება“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.   მისივე თქმით, „ფაიზერი“ ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს და ეს შეუძლებელიცაა. „დაახლოებით სამი ათასამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში. დამატებითი…

მეტი...

მადლობა გიორგი გახარიას – განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ფარცვანია მადლობას უხდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და აცხადებს, რომ სწორედ ყოფილმა პრემიერმა მისცა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება. დავით ფარცვანიას განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო, დღეს მივმართე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობისთვის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა ქვეყანაში თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მემუშავა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს განათლების სფეროს წინსვლისა და პროგრესისთვის. გასული წლის მანძილზე პანდემიის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების შეუფერხებლად განხორციელება შევძელით.…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი ჰუმანიტარული აქცია განახორციელა

„დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ 20 ოჯახს სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.“ – ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ავრეცელბს. როგორც განცხადებაში წერია, დეპუტატებისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით შეძენილი პროდუქტები, ამჯერად უკვე მესამედ ჩაიტანეს ზესტაფონში დევნილთა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის. „პროდუქტები ზესტაფონში  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ყოლბაიამ ჩაიტანა.  მისი განმარტებით, უმაღლეს საბჭოს დაუკავშირდა „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია – 100 საქმიანი ქალის“ ზესტაფონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ციალა ნებიერიძე და ამავე…

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი ამოიღო

დედაქალაქის მასშტაბით 24-25 მარტს 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. „ი/მ – (მის: ფიფიას ქ.17) – 147. კგ ვადაგასული ხორცი; შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) – 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი; შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) – 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი; შპს…

მეტი...

“ვიმყოფებით ფაზაში, რომელიც გარკვეულწილად არის მესამე ტალღის დასაწყისი” – ეკატერინე ტიკრაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანა იმყოფება ფაზაში, რომელსაც გარკვეულწილად შეიძლება მესამე ტალღის დასაწყისი ეწოდოს. მისი თქმით, ეპიდემიოლოგებს უკვე ოფიციალურად შეუძლიათ გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი: “დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და იმის ნიშანი, რომ შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ნუ უგულებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენ დღესდღეობით გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის პირბადე, ეს არის სოციალური დისტანცია და ეს არის პირადი ჰიგიენა და ასევე, ეს არის, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესში…

მეტი...

პურზე ფასი შენარჩუნდება

მთავრობის გადაწყვეტილებით,  „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა   2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათისა და სოფლის მეორნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად. „პროგრამის ბენეფიციარები გამოვლინდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის გზით, სადაც მონაწილე დააფიქსირებს მისაღები სუბსიდიის ოდენობას და მოცულობას,  ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით, რომლის…

მეტი...

„ჩვენი ამოცანაა, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა“ – თბილისის მერია

„როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ, ბაგები-წყნეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთში გამოვლინდა მეწყრული ზონა, ჩამოიშალა მიწის მასა და გზაზე გადაადგილებას შეექმნა საფრთხე. გუშინვე ოპერატიულად დაიგეგმა სამუშაო პროცესი, შეიზღუდა საგზაო მოძრაობა და საღამოს 9 საათიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები შეუდგნენ ჩამოშლილი მიწის მასის გატანის და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს. კედლის მოწყობა დილისთვის დასრულდა და აღდგა როგორც გზის უსაფრთხოება, ისე ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა,“ – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თბილისი მერის მოადგილემ განაცხადა. „ დედაქალაქში გვაქვს სხვადასხვა მეწყრული ზონები, მათ შორის, წყნეთის გზაზე, სადაც მიწის ჩამოშლა, კონკრეტულად ამ მონაკვეთში, პირველად არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში…

მეტი...

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები 29 მარტს განახლდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები 29 მარტს განახლდება. დანიელსონი საქართველოში 28 ან 29 მარტს ჩამოვა და მედიაციის პროცესს ორშაბათიდან განაახლებს. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაწერა. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან…

მეტი...

მარტვილში ილია მეორეს ფრესკა დააზიანეს

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ სამრეკლოში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, 2007 წლით დათარიღებული წარწერით, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე ამავე საპატრიარქოს ყოფილ მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა. ფრესკის დაზიანების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

„ასტრაზენეკა“ იმ ამპულის ნომერს ითხოვს, რომლითაც აცრა გაკეთდა” – გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანია „ასტრაზენეკასგან“ წერილი მიიღო. ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანია იმ ამპულის ნომერს ეკითხება, რომლითაც გარდაცვლილ ექთანს აცრა გაუკეთდა. ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია მხოლოდ გამოძიებას აქვს და თავად ოჯახიც ითხოვს, რომ გადაეცეთ საქმის მასალები, სადაც ამ დეტალებზეა საუბარი. ბარამაშვილის თქმით, ოჯახი ინფორმაციულ ვაკუუმშია და ყველა დოკუმენტაცია არასრულად აქვთ. „ჩვენთვის გადმოცემული დოკუმენტაციები არასრულია. დღეს კლინიკის დირექტორმა დაგვიდასტურა, რომ გამოძიებას ყველა დოკუმენტი, რაც არსებობს, ამოღებული აქვს. ჩვენ მოგვატყუეს, გვითხრეს, რომ მხოლოდ ის დოკუმენტები ჰქონდათ, რაც გადმოგვცეს. რა კითხვები ექნებათ მეუღლესთან, ზუსტად არ ვიცით. ტიკარაძის…

მეტი...

ბაკურიანში ავტომობილი აფეთქდა – დაშავებულია 50 წლამდე მამაკაცი

ბაკურიანში, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზით ავტომობილი აფეთქდა. სავარაუდოდ, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი მას თოვლისგან წმენდდა.   შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო 50 წლამდე მამაკაცმა. მას დამწვრობა და მოტეხილობები აღენიშნებოდა. მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია და ბინაზე გაეწერა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სსკ 229-ე მუხლით, რომელიც აფეთქების შედეგად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, ჭავჭავაძეზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მეტი...

“რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა” – თეა წულუკიანი

რაც არ უნდა ბერიას და ფელიქსას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელთაც მის მინისტრობასა და ზოგადად „ქართული ოცნების“ მმართველობასთან მიმართებაში კრიტიკული მოსაზრებები აქვთ. წულუკიანი უშუალოდ საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მწვავე პოზიციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ სისტემა არ იარსებებს და არ იქნება შემუშავებული ფულის ხარჯვის სწორი წესი, ის მომღერლებს ხელს ვერ შეუწყობს“. „იმდენად ჩემში ღიმილს იწვევს ეს შიშები… ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს თურმე ნარატივს, თეორიას, რომ წულუკიანს უნდა…

მეტი...

“ქართულმა მაფიამ უკრაინის რკინიგზა გაძარცვა” – უკრაინული მედია

“ქართულმა მაფიამ უკრაინის რკინიგზა გაძარცვა” – ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა obozrevatel.com ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის ეკონომიკას სატრანსპორტო კოლაფსი ემუქრება, პასუხისმგებლობას პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარე იულია გრიშინა მიხეილ სააკაშვილის პროტეჟეს, “უკრაინის რკინიგზის” ხელმძღვანელს ვლადიმერ ჟმაკს აკისრებს. დეპუტატ გრიშინას განცხადებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში ყველა გასაჯაროებული მასალა ვლადიმერ ჟმაკისა და ირაკლი ეზუგბაიას ფინანსური მაქინაციების შესახებ დეტალურად იქნება გამოძიებული. მარტის ბოლომდე კომპანია “ერნსტ ენდ იანგი-ის” აუდიტორები უკრაინის რკინიგზას ტექნიკურ დეფოლტს გამოუცხადებენ, თვის ბოლოს კი რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 8 490 პირი დარეგისტრირდა

სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის „ფაიზერით“ აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა. ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი. შესაბამისად, გასული ერთი დღის განმავლობაში 129 ადამიანი აიცრა. შეგახსენებთ, გუშინ საიტზე დარეგისტრირების საშუალება სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ, 18:00 სააათიდან კი ვაქცინების გრაფაში „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა გაჩნდა. ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს, „ფაზიერით“ იმუნიზაცია კი დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 30 მარტიდან შეეძლებათ.

მეტი...

“ხალხი ითხოვს ცვლილებებს ! ყველგან, მათ შორის ოპოზიციაშიც!” – ირაკლი ღლონტი

„ე.წ. ხელისუფლებისგან განსხვავებით ოპოზიციას გვაქვს საკადრო პოტენციალი, ნიკა მელიამ ეს ყველაზე კარგად დაგვანახა, თუმცა, დღეს ის ოლიგარქის სატუსაღოშია…,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი წერს. ღლონტი თვის, რომ პოლიტიკური ველი განახლებას საჭიროებს, როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში: „მოსახლეობას ყოველდღიურად, მიზანმიმართულად და ჯიუტად ვაჩეჩებთ ფიგურებს, რომელთა მიმართ მათ აქვთ სამართლიანი შენიშვნები, მათ შორის მეც. არ მესმის ვის აწყობს ეს, ხალხს და ქვეყანას ნამდვილად არა ! პუტინს და მის დესანტს კი ბატონო ! 10 მოქალაქიდან თუ 3 მაინც მხარს არ უჭერს ამა თუ იმ ,,ლიდერის” შეხედულებებს, ის უნდა გავიდეს…

მეტი...

“ნიკა მელიას გათავისუფლება არის 1 წუთის საქმე და ეს გასაღები აქვს მას” – სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს შალვა პაპუაშვილს ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში მხოლოდ “ქართული ოცნების” იმედი აქვს. პაპუაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებასაც, ანალოგიურად, მმართველი პარტია ეიმედება შეთანხმების მისაღწევად. სოზარ სუბარის თქმით, ოპოზიცია დღეს საერთოდ არ ლაპარაკობს არჩევნების გაყალბებაზე, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა და ამას ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს. თუ რის საფუძველზე არ შედის ოპოზიცია პარლამეტში, უკვე აზრს არის მოკლებული. რაც შეეხება პატიმრებს, პატიმრებთან დაკავშირებით არის ერთი ადამიანი – ნიკა მელია, რომელზეც არის ლაპარაკი. ნიკა მელიას გათავისუფლება არის 1 წუთის საქმე და ეს გასაღები აქვს მას, მის პირად ხელში. გადაიხდის გირაოს და გამოვა გარეთ. ეს იცის…

მეტი...

“პირველი რაუნდი ჩემთვის იმედგაცრუება იყო, 6 პუნქტიანი გეგმა რჩება მოლაპარაკების საწყის წერტილად” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ მეორე ვიზიტს გამოეხმაურა. ჰარცელის განცხადებით, ევროპული მედიაციის მეორე ეტაპზე, შარლ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ მოლაპარაკების საწყისს ეტაპად რჩება. ჰარცელი აღნიშნავს, რომ შეთანხმების გარეშე დასრულებული მოლაპარაკების პირველი ეტაპი მისთვის იმედგაცრუება იყო. ვროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მხარეებმა მოლაპარაკების პროცესში წინ წაიწიონ რაც პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული.  ჰარცელი იმედოვნებს, რომ შეთანხმებისთვის ყველა მხარე გადადგამს საჭირო ნაბიჯებს. “რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა დაანონსა, რომ ელჩი დანიელსონი საქართველოში მეორედ ჩამოვა. ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მედიაციის პირველი რაუნდი ჩემთვის იმედგაცრუება იყო. ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში წინ წაიწიოს. დანიელსონი აქ ჩამოდის იმისთვის რომ გაარკვიოს არის…

მეტი...

“ექსპერტიზის კვლევა მოგვცემს საშუალებას დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ვაქცინა უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სამხარაულის ბიუროს კვლევის შედეგები გახდება ცნობილი, ექსპერტიზის დასკვნა მათ მოქალაქეების დარწმუნების საშუალებას მისცემს, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა. მინისტრი იმედოვნებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობა კვლავ მნიშვნელოვნად გაიზრდება.  “დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია. ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთადერთი რჩევა მექნება ქართული ოპოზიციის მიმართ, მოერიდონ, როგორც კეთროვანს​” – სოზარ სუბარი

მსოფლიოში ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა სხვა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა საპარლამენტო მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ. არ მესმის, ასეთ დროს გაჯიუტება რაში ჯდება და რა პოლიტიკაა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა პარტნიორი და სადამკვირვებლო მისია აღიარებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა. „ქართული ოცნების” პოლიტიკა არის მყარი და უცვლელი. მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, თუ გაყალბდა. დღეს არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამას აღიარებს ყველა ჩვენი პარტნიორი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამან დაკარგა აზრი და რის…

მეტი...

„ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა” – ეკატერინე ტიკარაძე

„ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა. „რა თქმა უნდა, „ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა…

მეტი...

„მერის სიძემ 4 მილიონის ტენდერი მოიგო უკონკურენტო გარემოში“ – ოპოზიცია ბოლნისის მერს კორუფციაში ადანაშაულებს

„ბოლნისშიც კლანური მმართველობააა, თუ ხარ მთავრობასთან დაახლოებული პირი ავტომატურად პრივილეგირებული ხარ,“ – ამბობს „მედიაცენტრ მთავრთან“ ბოლნისი „ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიხეილ ჩომახაშვილი, როგორც ის განმარტავს ბოლნისში ტენდერებს ადგილობრივ ხელისფლებასთან დაახლოებული პირები იგებენ: „ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა ბოლნისის მერიის ტენდერები და აღმოჩნდა რომ მერის სიძემ 4 მილიონის ტენდერი მოიგო ფაქტობრივად უკონკურენტო გარემოში. კლანმა ასახა კიდეც ბოლნისში საპარლამენტო არჩევნების შედეგი, მეთოდიკა გაყალბების იდეალური ვერ დაუწუნებთ,“ – ამბობს მიხეილ ჩომახაშვილი „მედიაცენტრ მთავრთან.“

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმის სამ ბრალდებულ პირს ამნისტია შეეხო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდში ბრალდებული სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მასზე ძალადობაში ბრალდებულებს – საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს ამნისტია შეეხოთ. ცნობისთვის, საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მეტი...

“ქართული ოცნებისთვის“ წითელი ხაზი არა ვადამდელი არჩევნები, არამედ წესიერი არჩევნების გზით, ძალაუფლების დაკარგვაა, თავს ნურავინ მოიტყუებს” – ზურაბ ჯაფარიძე

სინამდვილეში, „ქართული ოცნებისთვის“ წითელი ხაზი არა ვადამდელი არჩევნები, არამედ წესიერი არჩევნების გზით, ძალაუფლების დაკარგვაა, თავს ნურავინ მოიტყუებს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მან ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასა და ამ ფონზე, კრისტიან დანიალსონის ჩართულობით მოლაპარაკების პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია, ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებულია, ინვესტიციები აღარ შემოდის, არავინ რისკავს აქ ფულის ჩადებას. ამას ემატება კოვიდპანდემია და რეგიონში გაუარესებული გეოპოლიტიკური ვითარება. ამ ფონზე მთავრობა მილიარდობით ახალი ვალის აღებით, ტყუილებზე დაფუძნებული პროპაგანდითა და ძალოვანი/უშიშროების სტრუქტურების გამოყენებით ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას. პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც დასრულების ნაცვლად გაღრმავდა 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კატასტროფულ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 203, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 27

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 203, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 27, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 964 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 377 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 419 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 446-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე –…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 738-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსი კიდევ 419 ადამიანს დაუდასტურდა, 307 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 25 მარტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 356 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 307 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 341 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 964, პისიარტესტით – 10 377. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,89 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 446 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 585 გამოჯანმრთელდა, 3 738 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 271, სტაციონარში მეთვალყურეობას…

მეტი...

კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – პოლიციამ 2 პირი დააკავა

პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის და სამი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 2 პირი: 1965 წელს დაბადებული ა.ტ. და 1980 წელს დაბადებული ჯ.ტ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და თავად ავტომობილის მფლობელმა – მ.ბ. -მ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება…

მეტი...

პოლიციამ ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ხაშურში 1986 წელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული ხაშური-სურამის შემოვლითი გზის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა კალიბრის 745 საბრძოლო ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სათადარიგო ნაწილები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

აფეთქების შედეგად ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ჭლოუში მამაკაცი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუში აფეთქების შედეგად ხანში შესული მამაკაცი გარდაიცვალა. ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუს ე.წ. გამგებელი ასლან სანგულია ადასტურებს 80 წლის მამაკაცის აფეთქების შედეგად გარდაცვალების ფაქტს, თუმცა მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი. Sputnik– ის ინფორმაციით, ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა.

მეტი...