„პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ, პასუხისმგებლობა მათზეა და არა ევროკავშირზე“ – ევროპელი მედიატორი

ევროპელმა მედიატორმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა ჯერი პოლიტიკურ ლიდერებზეა. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ყველა ლიდერმა იცის, მეორე მხარის პოზიცია და გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ და არა ევროკავშირმა.

„შევხვდით საქართველოს სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგენლებს. მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო და ეს დღესაც განვიხილეთ. საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ჩემი წინა მისიის შემდეგ, ყველა იმ მისიებთან მქონდა კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. ეს ინსტიტუციებია: როგორც პრეზიდენტ მიშელი, ისე ევროპარლამენტი, ევროკომისია. ევროკავშირი ძალიან აქტიურადაა ჩართული საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. ამაზე პასუხისმგებლობა აქაურ პოლიტიკური ლიდერებზეა და არა ევროკავშირზე“ – განაცხადა დანიელსონმა მედიასთან.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საჭიროა კომპრომისი და კომპრომისი დამარცხებას არ ნიშნავს.

„ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც პროცესში ჩართულია, ძალიან კარგად იცის მეორე მხარის პოზიციები და ისიც, რისი გაკეთებაა საჭირო რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. ეს მათ უნდა გააკეთონ და იპოვონ კომპრომისი. ჩვენ გუნდს შეუძლია მათ მხოლოდ დაეხმაროს და ყველაფერს გავაკეთებთ რაც შესაძლებელია. საჭიროა გამბედაობა და კომპრომისი. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი ის არის სიძლიერის, დემოკრატიის ნიშანი და ეს არის ევროპული გზა“ – განაცხადა დანიელსომა პრესკონფერენციაზე.    

მსგავსი თემები