„მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია“ – კახა ოქრიაშვილი

  •  

პარტიის  – „პროგრესი და თავისუფლებას“ ხელმძღვანელი  კახა ოქრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, ნიკანორ მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მელიას გირაოს გადახდა არ შეუძლია.  

„ერთადერთი შენიშვნა გამოითქვა ოპოზიციის მხარეს სენატის მოსმენაზე – მათ თქვეს, რომ ნიკა მელიას არ უნდა მოეხსნა და გადაეგდო სამაჯური. თუმცა, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და ციხიდან გამოვიდეს. დღეს ქართული ოცნება ამ ტყუილს ავრცელებს! მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია. პროცედურა შემდეგნაირია – პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით, სასამართლომ იგი უნდა გაიზიაროს და მელიას მისცეს ვადა თანხის გადასახდელად, იქნება ეს 1 დღე, თუ 1 თვე, რაც ასევე არ არის გაკეთებული. აქედან გამომდინარე, „ოცნება“ ცრუობს, თითქოს ყველაფერი მელიას ხელშია, რადგან ხელისუფლების ხელშია პროკურატურა და სასამართლოც! მხოლოდ ამის მერე ექნება მელიას არჩევანის საშუალება, გამოვა თუ არა ციხიდან“, – აცხადებს ოქრიაშვილი.  

მსგავსი თემები