კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, მას მალე გაწერენ

პროფესორი ზურაბ ფაღავა კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშიებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ თბილისის მერისთვის დასმული დიაგნოზი არასწორი აღმოჩნდა.  

„ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში. დიაგნოზი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. ამჟამად, მისი რეჟიმი არის თავისუფალი, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ დაკვირვებასა და კვლევების ჩატარებას. პრაქტიკულად, კვლევები ჩატარებულია და ველით მათ შედეგებს“ – პროფესორმა.

როგორც ზურაბ ფაღავა განმარტავს, კახა კალაძეს მალე გაწერენ და დაუბრუნდება ჩვეულებრივ რეჟიმს.

მსგავსი თემები