ესპანეთის ნაკრები თბილისშია

ესპანეთის ნაკრები თბილისშია – საქართველო-ესპანეთის მატჩი 28 მარტს 20 საათზე გაიმართება.

საფეხბურთო მატჩს 15 000 მაყურებელი დაესწრება.

28 მარტს საქართველო-ესპანეთს საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს კონკრეტული წესების დაცვით სტადიონის ტრიბუნებზე დაუშვებენ. დინამო არენაზე მაყურებლის 30%-ს შეეძლება მატჩზე დასწრება, რაც სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობას გახდის.

ასევე, 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროს და ავტობუსის მუშაობა.

მსგავსი თემები