ვაქცინაციის შემდგომ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა

​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია კიდევ ერთ სამედიცინო პერსონალს განუვითარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა თბილისში მოხდა, რის შემდეგაც, პაციენტი  ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა. მისი თქმით, პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერ გაამხელს, თუმცა, ფაქტი დაადასტურა. “პაციენტი ახალგაზრდა ადამიანია. იცით, რომ არსებობს კომიტეტი ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების, მათთან იყო კომუნიკაცია. ეს ახალგაზრდა ქალი არის ერთ-ერთ საავადმყოფოში.  კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, თუმცა,  საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა, იყო თუ არა…

მეტი...

ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება, სადაც შოკის მართვა შესაძლებელია

ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც ეს იყო „ფაიზერის“ ვაქცინისთვის მომზადებული მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდეს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აჭარაში ვაქცინაციის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გრძელდება. სამედიცინო პერსონალს ხელახალი ჯავშანის გაკეთება 41 მრავალპოფილურ კლინიკაში შეეძლება. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართული სამედიცინო დაწესებულები: https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx… იმუნიზაციის ცენტრებში ყველა კაბინეტი შოკის მართვის შესაძლებლობებითაა აღჭურვილი, რაც შეეხება ადრენალინს, ეპინეფრინის შემადგენელი ნივთიერებაა, რომელიც ნებისმიერ დაწესებულებაში არსებობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაფილაქსიური შოკის რისკების შეფასებისთვის მომზადებულია…

მეტი...

სამედიცინო პერსონალის ნაწილმა ვაქცინაციაზე ჯავშანი გააუქმა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნებისმიერი კოვიდგადატანილი ადამიანის ვაქცინაცია შესაძლებელია. ვირუსგადატანილი ერთხელ უნდა აიცრას თუ ორჯერ, ამაზე კვლევები მიმდინარეობს. „რადგანაც მსოფლიოში ვაქცინების დიდი დეფიციტია, მეორე მხრივ, კვლევებია, რომ კოვიდგადატანილებში ერთჯერადი ინექცია საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა, ვიდრე, ვთქვათ, ორი ინექცია. კოვიდგადატანილობა აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს. ზოგიერთი ქვეყანა ერთი თვის შემდეგ ცრის, ზოგი ორის, სამის, ჩვენ დავთქვით, მაგალითად, მე დამიდასტურდა კორონავირუსი და დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უნდა ავიცრა და ავიცრები“, – აღნიშნა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის ნაწილმა ვაქცინაციაზე ჯავშანი გააუქმა. „საბჭოს გადაწყვეტილებით. 82 დაწესებულებიდან…

მეტი...

„ვიწყებთ სამართლებრივ დავას, უნდა დამტკიცდეს, რა მოხდა“ – გარდაცვლილი ექთნის ოჯახი

27 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის სიმართლის დასადგენად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ოჯახმა რეალობის დასადგენად ადვოკატები უკვე აიყვანა და საქმის ბოლომდე მიყოლას აპირებს. როგორც გარდაცვლილი ექთნის ბიძამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახისთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე. ოჯახმა ორი ადვოკატი აიყვანა. ერთი სისხლის სამართლის მიმართულებით იმუშავებს, მეორე კი სამოქალაქო კუთხით. პარალელურად, ახალციხის „იმედის კლინიკაში“ ექსპერტები მუშაობენ. ამოღებულია ნივთმტკიცებები, ცარიელი ფლაკონი, რა ვაქცინაც ექთანს გაუკეთდა და ასევე სხვა დოკუმენტაცია. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, დღეს კი გარდაიცვალა.  

მეტი...

“იმუნიზაციის შეჩერება ყოველთვის ადვილია, მაგრამ ყოველდღიური სიკვდილობა გვაქვს სამწუხაროდ კოვიდის გამო” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესის შეჩერება ძალიან მარტივია, თუმცა მისივე თქმით, მეორე საკითხია, რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად კოვიდის გამო იღუპებიან. “გუშინ საბჭოზე მსჯელობა ძალიან რთული იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა შეჩერდეს თუ არა იმუნიზაცია. შეჩერება ყოველთვის ადვილია, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მერე რას ვეუბნებით იმ ადამიანებს? იცით, რომ ყოველდღიური სიკვდილობა გვაქვს, სამწუხაროდ, კოვიდის გამო,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“სამწუხაროდ, მედიცინის მუშაკების ხვედრი არის ის, რომ შეიძლება შენ დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალება ძალიან მძიმე ფაქტია და მედიცინის მუშაკების ხვედრი არის ის, რომ შეიძლება დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება. “ეს ძალიან მძიმე ფაქტია და არის ისტორიაში ამ ტიპის ფაქტები, როდესაც იქცევა გზის განმანათებლად სხვებისადმი. სწორედ ეს არის, სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი მედიცინის მუშაკების ხვედრი, რომ შეიძლება შენ დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა

თბილისში ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 17 მარტს ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გართულება “ასტრაზენაკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ განუვითარდა. როგორც კლინიკაში განმარტეს, ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

“ვაქცინაციის პროცესში ამ ტიპის გართულება არის ძალიან მძიმე “- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანაფილაქსიური შოკის გამომწვევი მიზეზი ბევრი ფაქტორი შეიძლება გახდეს. მათ შორის, მწერის ნაკბენიც კი. “მოგეხსენებათ, ანაფილაქსიური შოკი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და უპირატესად ის ფიქსირდება ანტიბიოტიკებზე და სხვადასხვა მედიკამენტებზე. ასევე, შეიძლება იყოს ფუტკრის, ბზიკის ნაკბენზე და სხვადასხვა კონტრასტულ ნივთიერებებზე და ა.შ. ამ დროს, როცა ადამიანი ავად არის და მკურნალობს სხვადასხვა წამლით და იქ ფიქსირდება ანაფილაქსიის შემდეგ მსგავსი გამოსავალი, გასაგები ხდება ეს. მაგრამ როდესაც ვაქცინაციის პროცესი ჯანმრთელ პოპულაციაზე ხორციელდება და აქ დგება ეს სავალალო შედეგი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ…

მეტი...

“ადრენალინის მარაგი არის ყველა დაწესებულებაში” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ადრენალინის მარაგი არის ყველა დაწესებულებაში. ამის შესახებ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადრენალინის გარეშე ვერ მუშაობს სამედიცინო სისტემა. „ადრენალინი არის ეპინეფრინი, დავაზუსტებ. ადრენალინი არის ის ნივთიერება, რომელიც ნაჩვენებია პროტოკოლით და რომლის მარაგიც არის, ასევე არის ყველა დაწესებულებაში. ამდენად, რა თქმა უნდა, ეს მედიკამენტი გამოყენებულ იქნა. მის გარეშე სამედიცინო სისტემა ვერ მუშაობს. უხერხულია შეკითხვა, ადრენალინი არის თუ არა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

“ვაქცინაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება” – თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება.  “ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელების შესახებ, რაც ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას. გამომდინარე იქიდან, რომ “ასტრაზენეკას” ფონზე გვერდითი მოვლენები არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა, მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი, ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება.  ექსპერტების რეკომენდაციით, ვაქცინაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში ჩატარდება. გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა დროულად შესრულდა და 1 წუთი არ დაკარგულა და იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება,…

მეტი...

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება. პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

მეტი...

“როგორც კი სპეციალისტების მხრიდან რეკომენდაცია მივიღეთ, რომ ფაქტი საფრთხის შემცველი გზა იმავე დღეს ჩაიკეტა” – ირაკლი ბენდელიანი

მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თავად გაავრცელა და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მერის მოადგილე მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ ვითარებას გაეცნო და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მონიტორინგი ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში დაიწყეს. „როდესაც მერიამ აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა, პროცესი რამდენიმე დღით ადრე იყო დაწყებული. როგორც კი პირველი ბზარი გაჩნდა – გავრცელებული ფოტოები რომელ დღესაც არის გადაღებული, იმავე დღესვე, ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე ვიმყოფებოდით და მონიტორინგი დავიწყეთ. როდესაც ვნახეთ, რომ ბზარები…

მეტი...

არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულ პირს სააპელაციო სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა

არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკაშირებით სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულ რაიონული სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეუცვალა პატიმრობით “თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 2021 წლის 19 მარტის განჩინებით ცვლილება შეიტანა ბრალდებულ ა. ნ.- ს მიმართ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განჩინებაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ 1995 წლის 24 ნოემბერს დაბადებული ა.ნ. ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2021 წლის 12 მარტს და 2021 წლის 14 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

“მოლაპარაკებებზე დათქმა იყო, რომ ორ წამყვან კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ოპოზიცია” – ალეკო ელისაშვილი

დათქმა იყო, რომ ორ წამყვან კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ოპოზიცია, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მოლაპარაკების პროცესში მხარეები მსჯელობდნენ თუ არა საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე. ელისაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე ეს საკითხი განიხილებოდა. „ეს საკითხი იდგა მოლაპარაკების მაგიდაზე, ოღონდ ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგებს. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს თანამდებობებით ვაჭრობა, მაგრამ ამას სათაური ჰქონდა – „პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება“. დათქმა იყო, რომ ორ წამყვან კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ოპოზიცია. კომიტეტის თავმჯდომარეობა ნიშნავს უფრო მეტ რესურსს, უფრო მეტ შესაძლებლობას. ამაზე იყო მსჯელობა. „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამაზე იმსჯელებდა, დიდად არ მოსწონდათ ეს იდეა,…

მეტი...

“გოგი წულაია ქალისთვის ლოყაზე კოცნის გამოა დაკავებული” – ადვოკატი

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ძალადობის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაიას ადვოკატის თქმით, წულაიამ დაზარალებულს „ლოყაზე აკოცა“, რის გამოც ბოდიშს უხდის. ადვოკატის თქმით, სწორედ ლოყაზე კოცნის შესახებ საუბრობს წულაია იმ ვიდეოჩანაწერში, რაც პროკურატურას მტკიცებულების სახით გააჩნია. „გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი და დარწმუნდებით ყველანი, რომ სექსუალურ მოტივაციაზე საერთოდ არ არის საუბარი. წულაია ქალბატონს ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი. პროცესზე თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომ მან გააკეთა განცხადებები ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის მიმართ, რაზეც იყო პასუხი, რომ დედის შეგინებას არავის აპატიებდა”, – განაცხადა გელბახიანმა. ამასთან,…

მეტი...

ვასილ მახარაძეს 9 წლიანი, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, თენგო ბარბაქაძესა და გიგა ტატოშვილს კი, 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ – შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ძალადობის ეპიზოდზე, ვასილ მახარაძეს 9 წლიანი, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, თენგო ბარბაქაძესა და გიგა ტატოშვილს კი, 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.  ვასილ მახარაძეს გამოძიება ძალადობის ორგანიზებასა და გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. დანარჩენებს კი, ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებას.  პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. 

მეტი...

27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ექსპერტიზა დაადგენს თუ რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი. შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

გარდაცვლილი ექთნის ოჯახი გამოძიებას ითხოვს

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელიც კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, დღეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი გამოძიებას და სიკვდილის მიზეზის დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციის წინ მეგი გოცირიძე სათანადოდ არ შეამოწმეს, შეიძლებოდა თუ არა მისთვის აცრის გაკეთება: “ჩაივლის ეს მდგომარეობა და ოჯახი გადაწყვეტს ყველაფერს. გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს. დაისაჯოს ვინც გაუკეთა ეს, ანუ ანალიზები არ ჰქონდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს აცრა გაკეთებულიყო,” – აცხადებს მეგი ბაქრაძის და. მეგი ბაქრაძის ბიძა ტარიელ ბაქრაძე ამბობს, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს რა და როგორ მოხდა: “უპირველესი საკითხია ჩვენთვის, რომ გამოძიებამ დაადგინოს რა მოხდა…

მეტი...

“ვწუხვარ ახალგაზრდა მედიკოსის გარდაცვალების გამო, მან პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა საზოგადოებას” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 27 წლის ექთნის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.  “ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა მედიკოსის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. გული მწყდება, რომ პროფესიონალი, თავისი საქმისთვის თავდადებული ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა საზოგადოებას.  სამწუხაროა, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  საქართველოს პარლამენტის სახელით, მთელი გულით ვუთანაგრძნობ გარდაცვლილი ახალგაზრდა მედიკოსის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- აცხადებს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მეტი...

გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.  გოგი წულაიას ადვოკატი 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.  წულაიას ბრალი გუშინ კიდევ უფრო დაუმძიმდა, თუმცა დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება.  უფლებადამცველები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. პოლიტიკოსი გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მეტი...

კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

27 წლის ექთანი გარდაიცვალა, მის გარდაცვალებას ოჯახი ადასტურებს.  ახალგაზრდა მედიკოსს გული გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადრჩენა ვეღარ შეძლეს. შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალციხიდან გადმოიყვვანეს, მას შემდგე რაც ვაქცინაციის გამო ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, კომაში მყოფი ექთანი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვლა.

მეტი...

“პოლიტიკოსები არ იყვნენ მისული იქ შეთანხმების მიზნით” – ვახტანგ მეგრელიშვილი

“გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების ჩაშლა მხარეთა განწყობამ გამოიწვია და არა კონკრეტულ პუნქტებზე შეუთანხმებლობამ.  მისივე შეფასებით, მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკოსები შეთანხმების მიზნით არ იყვნენ მისულნი. “ჩემი აზრით, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ მისული შეთანხმების მიზნით, ამიტომ ვერ მოხდა. პუნქტები არ არის მნიშვნელოვანი, მინდა, რომ გამოვიდეთ ამ პუნქტების ტყვეობიდან. ნებისმიერ პუნქტზე, თუ მას შინაარსობრივად შევხედავთ, შესაძლებელია მოიძებნოს კომპრომისული ვერსია, ისეთი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები, ამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ, წინასწარ თუ არ გაქვს სურვილი, ნებისმიერ პუნქტსა და დეტალში აღმოაჩენ შესაძლებლობას, მეორე მხარეს არ დაეთანხმო,”-აცხადებს მეგრელიშვილი.  შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან…

მეტი...

“დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობაა საჭირო. „ველოდები სენატის ქვეკომიტეტის მოსმენას საქართველოს საკითხზე. 3 წლის წინ კონგრესს მივმართე, რომ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიეღოთ და ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ის კანონპროექტად წარადგინეს. ის დემოკრატიის დაცვითა და გაძლიერების მოწოდებით იწყება. დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ ახლა აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება,“ – წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. თემაზე – „საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა“ -მოსმენა 23 მარტს გაიმართება და მას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.

მეტი...

ხურვალეთში საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები დათა პაპა გარდაიცვალა

ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები, დათა პაპა გარდაიცვალა. დათა ვანიშვილი ხურვალეთში, ბობნევის უბანში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობდა სადაც ოკუპანტენმა ე,წ საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართები გაავლეს, რის შედეგადაც მისი ეზო ორად გაიყო, თავად სახლი კი მავთულხლართებს მიღმა მოექცა. 

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 164, იმერეთში – 71, ქვემო ქართლში – 29

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 164, იმერეთში – 71, ქვემო ქართლში – 29, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 912 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 796-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.51 %, ხოლო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 242 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 827 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 915, „პისიარ“- ტესტით – 8 912. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,51%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,37%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 796 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 626 გამოჯანმრთელდა, 3 683 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 235, სტაციონარში მეთვალყურეობას  1 434 ადამიანი…

მეტი...

“დედა მალე გამეშვას შვილებთან გამოჯანმრთელებული, ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ” – ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ 27 წლის ექთანთან დაკავშირებით კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. „ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში…..დედა ის არსება, რომლის უმისიდ მე პირადად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც…. დედა პირველრიგში ჩვენი პაციენტი…. დედა რომელსაც ორი შვილი ელოდება სადღაც სახლში… სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩეს…. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა….. დედა უნდა გადარჩეს!!!! ეს უპირობა….. მშვიდობა დაგვბულებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული…. ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. ეს ომი უპირობოდ უნდა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 683-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 242 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 18 მარტს კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.

მეტი...

შავ ზღვაში NATO-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ხომალდები – “დიოსკურია” და “ოჩამჩირე” და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: “REGINA MARIA” (რუმინეთი), “KEMALREIS” (თურქეთი) და “SMELI” (ბულგარეთი). წვრთნების მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ…

მეტი...

“ამ დილისათვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა” – ლალი ტურძელაძე კომაში მყოფ ექთანზე

კვლავ კრიტიკულად მძიმეა ახალციხეში ვაქცინირებული ექთნის მდგომარეობა, რომელსაც აცრის შემდეგ ანაფილაქისური შოკი განუვითარდა, თუმცა როგორც თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტუძელაძე ამბობს, ექიმებმა დღეს დილისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიღწევა შეძლეს. “პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში. მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ შემდეგ 24 საათში. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე.  ამ დილისათვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, ეს ნიშნავს რომ აპარატთან სინქრონშია, წნევა ხერხდება 3 მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა. ამ დილისათვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, კიდევ 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებით ღრმა კვლევების ჩატარება,” – აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო…

მეტი...

“Pfizer-ს და AstraZeneca​-ს ანაფილაქსიური გართულებები ერთნაირი აქვს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკები, Pfizer-სა და AstraZeneca​-ს ვაქცინებით იმუნიზაციის შემდგომ, თითქმის ერთნაირია.  მისი თქმით, იმის ალბათობა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსია მოხდება, ყოველთვის არსებობს.  “სტატისტიკის მიხედვით, Pfizer-ს და AstraZeneca​-ს ანაფილაქსიური გართულებები ერთნაირი აქვს. აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს ვაქცინა გავიკეთო, რადგან ამას არ აქვს ანაფილაქსია, ასე არ არის. სამწუხაროდ, იმის ალბათობა, რომ ანაფილაქსია მოხდება, ყოველთვის არსებობს,”- აცხადებს პაატა იმნაძე.  შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პროცესებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტებისა და მედიკოსების შეხვედრა გაიმართა. სპეციალისტების შეფასებით, იმის თქმის საფუძველი, რომ AstraZeneca​-ს ვაქცინა საფრთხის შემცველია და მისი გამოყენება უნდა შეწყდეს, არ არსებობს. ამასთან, გვერდითი რეაქციების…

მეტი...

“ბორელმა ირაკლის თავზე ხელი ცოტა რბილად წამოარტყა, მიშელმა კი საჯაროდ ყური არ აუწია – ლავროვი დილას სიცილით მოკვდება” – სალომე სამადაშვილი

ლავროვი დილას სიცილით მოკვდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ეხმაურება. სამადაშვილი მომხდარის ანალიზს აკეთებს და მოლაპარაკებების პროცესის უშედეგოდ დასრულებას მათ შორის იმ ფაქტს უკავშირებს, რომ „ბორელმა ირაკლის თავზე ხელი ცოტა რბილად წამოარტყა, მიშელმა კი საჯაროდ ყური არ აუწია“. „ამ ამბის მოკლე ისტორია პოპულარულ ენაზე ასე გამოიყურება: ევროკავშირის საგარეო მინისტრი, ესპანელი სოციალისტი, ბორელი ჩავიდა მოსკოვში, დაამცირეს და გამოუშვეს. ბელგიელმა ლიბერალმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა გადაწყვიტა ევროკავშირის რეპუტაცია დაეცვა, რუსეთის სამეზობლოში ევროკავშირის მნიშვნელობა ეჩვენებინა, მათ შორის საქართველოში…

მეტი...

“უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც მათ არც კი ეკუთვნით” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა დიალოგი განაგრძოს და მოლაპარაკება ბოლომდე მიიყვანოს. არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმებისთვის, რადგან მისი განმარტებით, ხელისუფლების ოპონენტები “ქართულმა ოცნების” მხრიდან, კომპრომისის გაკეთებას მნიშვნელოვანი სამართლიანი პრინციპების ხარჯზე ითხოვდნენ. “ოპოზიციის ერთ ნაწილს განსაკუთრებით ამ მოლაპარაკებებში სურთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კომპრომისი გააკეთოს მნიშვნელოვანი სამართლიანი პრინციპების ხარჯზე, ანუ მოგვიწოდებენ დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასოდეს არ დათმობდნენ და მეტსაც გეტყვით, ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც არც კი ეკუთვნით მათ.  მოგვიწოდებენ ზურგი შევაქციოთ ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ მხარდამჭერებს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ…

მეტი...

“შევაგინებდი, მაგრამ სად მაქვს იკაკოს და ანზორიკოს ნერვები” – გურამ ჩალააგშვილი

ჩაშლილი მოლაპარაკებებს ოპოზიცია სოციალურ ქსელში ეხმაურება. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ – ერთი“ ლიდერი, ხელისუფლების შეთავაზებას იუმორულ ჭრილში განიხილავს: „პარლამენტის წევრი არ ვარ, მაგრამ ხუთიდან ერთი კომიტეტის თავმჯდომარეობაზე არ ვიტყოდი უარს, თან თეაკოც გადადის მინისტრად და არავის გაგდება არ მოგიწევთ. არაა ცუდი იდეა აშკარად, არაა ჩვენი საშველი “თქო” გავიძახი და არ გჯერათ. ვინ დაგვწყევლა ასე მწარედ…. P.S. შევაგინებდი, მაგრამ სად მაქ იკაკოს და ანზორიკოს ნერვები,“ – წერს გურამ ჩალაგაშვილი.

მეტი...

“ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც და მათი რეპუტაციაც” – ზურაბ ჯაფარიძე

ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად საქართველოს ევროალანტიკური მისწრაფებებიც – ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი არც კი მისულა იქამდე, რომ ოპოზიციის პოზიციები სერიოზულად განხილულიყო. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებების პროცესში – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ევროკავშირის ელჩს და შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს. ამ…

მეტი...

“შეთანხმების არმიღწევა ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო” – ირაკლი კობახიძე

პოლიტიკურ ოპონენტებთან უშედეგოდ დასრულებული 10-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ცოტა ხნის წინ დასრულდა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეთანხმების ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა. “იყო წინსვლა ამ დღეების განმავლობაში, თუმცა სამწუხაროდ გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის მაგალითად ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში. ოპოზიციის თვითმიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია. ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა იმართება კიევიდან კონკრეტული პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ამ…

მეტი...