მოაწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს – მხარეები რამდენიმე საათია, თათბირობენ  

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, რამდენიმე საათია, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი  კრისტიან დანიელსონი, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან შეკრებილები. გაერთიანებულ ფორმატში შხვედრა რამდენიმე საათია გრძელდება. სწორედ დღეს უნდა გადაწყდეს, მოაწერენ თუ არა მხარეები ხელს მედიატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტს. ცნობილია ისიც, რომ მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მთავარი საკითხი საარჩევნო რეფორმა იქნება.  რაც შეეხება მმართველ გუნდს, ვადამდელ არჩევნებზე, მათი მხრიდან კატეგორიული უარია.  

მეტი...

რუსთავის ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს

დღეს რუსთავში, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 48 ოჯახს, სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები ჩაუტანეს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო დევნილთა მოწყვლად ჯგუფებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ერთი წელია ა(ა)იპ-ი „სოციალური სოლიდარობისთვის“ მეშვეობით, განუწყვეტლივ ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების აქციას. „დღემდე დახმარება გაეწია 5000-ზე მეტ ადამიანს. მიზნობრივ ჯგუფებს შეადგენენ სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ხანდაზმულები, ვეტერანები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. სასურსათო პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა მიერ ნებაყოფლობით ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან გაღებული სახსრებით…

მეტი...

მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში სამუშაოები გრძელდება

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში სამუშაოებს განაგრძობს. კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით დაიწყო.  ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩის საგზაო მონაკვეთში, საყრდენ კედელთან უკუშევსების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებითი წინაღობა, კედლის ვერტიკალური საბჯენი (ე.წ. კონტრფორსი) მოეწყობა.  უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირის ბოლოს, ასევე, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა, მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყოს.  პარალელურად კი გაგრძელდება კვლევის პროცესი. თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას მიმდინარე თვის დასაწყისიდან სწავლობენ. სამუშაო…

მეტი...

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის და ანგარიშგების წესები დაამტკიცა. წესების მიზანია ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, ბაზრისა და სისტემის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირება და რეგიონულ დონეზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის და ანგარიშგების წესების შესაბამისად, ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სემეკი იხელმძღვანელებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე განახორციელებს ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს №1227/2011 (EC) რეგულაციის მოთხოვნებსა და…

მეტი...

ვაქცინაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

„კოვიდ-საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩაერთვებიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ვაქცინაციის ჩატარებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ“ – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა, სხვა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა. საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნის ფონზე დაფიქსირებული შემთხვევების მატების მაჩვენებლები. აღინიშნა, რომ თებერვლის დასაწყისის შემდეგ, გასული 24 საათის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 673…

მეტი...

„არავის მოგცემთ უფლებას, პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოგვიყენოთ“ – “ცენტრ-პოინტის“, „სვეტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულები „მედიაცენტრ მთავარში”

მეტი...

„თავისუფლების ფასი არაფერია“ – რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროდან გაათავისუფლეს

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი თავისუფალია. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ის ბოლომდე მაშინ გათავისუფლდება, როცა კომპანიის მშენებლობით დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან და მისი და – მაია რჩეულიშვილიც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. „მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა, იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია – ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის მერე…

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 8 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 773 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 57, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.

მეტი...

კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 361 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 390  PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  281 145-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.69 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.60 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა…

მეტი...

რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს რუსუდან კერვალიშვილს პენიტენციურ დაწესებულებიდან დღეს გაათავისუფლებენ. მან დაკისრებული სასჯელი სრულად მოიხადა, შესაბამისად,  რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებას დღეს დატოვებს. რაც შეეხება „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელს და რუსუდან კერვალიშვილის დას, მაია რჩეულიშვილს, ის საპატიმროში რჩება, რადგანაც დაზარალებული მენაშენეები საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგნი არიან და აცხადებენ, რომ სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.

მეტი...

„ფაიზერით“ ვაქცინაცია იწყება

ქვეყანაში დღეიდან „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა იწყება. ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია  თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება. ვაქცინაციისთვის ადგილები უკვე შევსებულია და ის მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ,  ვინც booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ. ვაქცინაცია  სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეხებათ.

მეტი...

„მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება“ – მედიატორი პარტიებს მიმართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრას დღესაც გამარტავს და ამით მისიას ამოწურავს. ევროპელი მომლაპარაკებელი იმედის იტოვებს, რომ პოლიტიკური სუბიექტები მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერენ და შეთანხმებაც შედგება. „თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ერთი მთავარი გამარჯვებული – ქართველი ხალხი. ამიტომ, დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება“, – ასე მიმართა ევროპელმა მედიატორმა როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას. მედიატორი აქცენტს საარცევნო რეფორმაზე აკეტებს და აცხადებს, რომ მთავარია საარჩევნო რეფორმისა და მართლმსაჯულების საკითხების მოგვარება. შესაბამისად, არის მოლოდინი,…

მეტი...

„ხელმოწერა პარტიების პასუხისმგებლობაა“ – დანიელსონი დოკუმენტს დღეს წარადგენს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი  წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს ხელმოსაწერ დოკუმენტს დღეს წარუდგენს. როგორც ევროპელი მედიატორი აცხადებს, მოაწერენ თუ არა ხელს, ახლა ჯერი მათზეა. „ჩემი მიზანი იყო მომეძებნა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს არის რთული პროცესი. დემოკრატია ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის და ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას,  რომ გატარდეს სისტემური რეფორმა იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს.…

მეტი...