კახა კალაძე კლინიკაში მოხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლინიკაში მოხვდა. როგორც კახა კალაძე წერს, მას  ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დაუდასტურდა.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!“ – წერს კახა კალაძე.

მსგავსი თემები