„ექიმს ეს არ უნდა სჭირდებოდეს“ – თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის პროცესზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეიქმნა, სავალალოა და ამ შედეგს არ ელოდნენ. მისი თქმით, ექიმს არ უნდა სჭირდებოდეს დარწმუნება და კამპანია, რომ ვაქცინაცია საჭიროა.     „ჩვენ გვჩვევია გულარხეინობა.  ჩვენ ხომ შეგნებული ერი ვართ და გვგონია, რომ რასაც მოსახლეობას მოვუწოდებთ ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ეს იქნება საკმარისი. მით უმეტეს, საუბარია ექიმებზე. როცა ისმის კრიტიკა, რატომ არ ჩატარდა საკმარისი საინფორმაციო კამპანია ვაქცინის უსაფრთხოებასა და საჭიროებაზე, ექიმებს ეს უნდა სჭირდებოდეს? არ უნდა სჭირდებოდეს. მესმის, რომ ეს არ გააკეთოს მასამ და იქ იყოს პრობლემა, მაგრამ, ექიმს ეს არ უნდა სჭირდებოდეს“…

მეტი...

ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ დაპირისპირებაა

ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ დაპირისპირება მოხდა. „არაკაცი“ – ეს სიტყვები ეძახეს სასულიერო პირებმა ერთმანეთს.  ამჯერადაც ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. მეუფე სტეფანემ ტერიტორია დატოვა და ის ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს. დაპირისპირება სოფელ ბალდალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მოხდს. როგორც დიაკვნები აცხადებენ, დაპირისპირების მიზეზი მეუფე სტეფანეს განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრე საეკლესიო კანონებს არღვევდა და ის საკუთარ შვილს გერმანიაში მალავს. „მან უნდა დაამტკიცოს ის, რაც თქვა. ეს მოვთხოვე მე მას. მან კი მითხრა მაშ მტყუანსო?“ – აცხადებს დიაკვანი, რომელსაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. მეუფე სტეფანე ეპარქიაში განკვეთილ დიაკვნებთან სალაპარაკოდ ჩავიდა, თუმცა, საუბრის ნაცვლად კონფლიქტი მოხდა.…

მეტი...

“სენატორების მთავარი გზავნილი არის, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, მათ ქაჯანას ვერ გამოვუგზავნით, შემოვიდნენ და იმუშაონ” – სოზარ სუბარი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, სენატში მოსმენისას სენატორებმა თქვეს, რომ ეუთო/ოდირი-ს დასკვნას სრულად ეთანხმებიან. „მათი დასკვნაა, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური და დარღვევების მიუხედავად, ამას გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე. ეუთო/ოდირის წინადადებაც და სენატორების მთავარი გზავნილიც არის, რომ ოპოზიციური პარტიები შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ. ქაჯანას ვერ გამოვუგზავნით – შედით, შედით, ვერ ვაყვირებთ, შემოვიდნენ და იმუშაონ. აბსოლუტურ უმრავლესობას სურვილი აქვს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და როგორმე დაუსხლტნენ სააკაშვილის ბულინგს, რა გახდა ასეთი? არავის მხრიდან არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ არ დამდგარა. ერთადერთი, ვისაც ლეგიტიმაცია არ უცნია დღემდე, არის გავრილოვ-ნარიშკინი და ქართული ოპოზიცია.…

მეტი...

„ჯანმრთელი იყო, კლინიკაში მოვიდა, ნემსი გაუკეთეს და მოკლეს“ – გარდაცვლილი ექთნის ბიძა „მედიაცენტრ მთავარში“

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის ოჯახი, პასუხისმგებელი და დამნაშავე პირის გამოკვეთას ითხოვს. როგორც ექთნის ბიძამ,  ტარიელ ბაქრაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დამდგარ შედეგთან დაკავშირებით დამნაშავე პირი ან პირები არსებობენ და ყველაფერი რომ სწორად წარმართულიყო, ლეტალური შედეგი არ უნდა დამდგარიყო. „მეგის ქუჩაში რომ დამართნოდა ეს ამბავი, სხვა რამეა, მაგრამ საავადმყოფოში ეს არ უნდა მომხდარიყო. ლეტალური შედეგი არ უნდა დამდგარიყო. ის უნდა გადაერჩინათ. იმდენი ექიმი იყო, იმდენი საშუალება. რა თქმა უნდა, ვიღაც იყო დამნაშავე, ეს შედეგი რომ დადგა. სწორად რომ ყოფილიყო წარმართული ყველაფერი, არ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი“ – განაცხადა ოჯახის ახლობელმა…

მეტი...

“მოგვიწევს შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება, თუ არ ავირჩევთ ვაქცინაციის, პირბადეების გზას” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმისთვის რომ ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, აუცილებელია მასობრივი ვაქცინაცია და პირბადეების ტარება: “საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, უარის თქმა ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმზე და პირბადეების ტარება. ასეთ შემთხვევაში გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა საქართველოს, ისეთი პერსპექტივა, როგორიც ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს, ეს არის, რომ ახალი შემთხვევები არ გაიზრდება კიდევ უფრო შემცირდება, გარდაცვალებები კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება, განულდეს კიდეც, რასაც თან მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის, კომენდანტის საათის. ბიზნესი იქნება ღია, ეკონომიკა იქნება ღია და ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას.  ავირჩიოთ ვაქცინაციისა და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან…

მეტი...

“დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის უპირატესობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასშტაბური ვაქცინაციის შემთხვევაში, დასტაბილურდება ეპიდვითარება და მოიხსნება შეზღუდვები, მათ შორის „კომენდანტის საათიც“. მისი განცხადებით, ადამიანებმა კვლავ უნდა გაითვალისწინონ ის აუცილებელი რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. „საქართველო დღე გზაგასაყარზე დგას. უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან ერთ-ერთი. პირველი, ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიურ, სრულმასშტაბიან ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად, ვაფართოვებთ პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში, ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს, ისეთი, რომელიც ბევრ…

მეტი...

“სენატორებმა ოპოზიციას გაულაწუნეს და ყურები დაახიეს” – ირაკლი ზარქუა

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სენატში გამართული დებატებისას მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. “მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ეს ნათლად იყო ხაზგასმული და ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს კიდეც და ყურებიც დაახიეს. ერთადერთი ამოცანა დაუსვეს მათ, უთხრეს, რომ მათი ადგილი არის პარლამენტში და გააგრძელონ მანდ მუშაობა,” – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მეტი...

“ქმარი დაკავებულია, ცოლის მკვლელობის ბრალდებით” – თუქეთში მოკლულის მეგობარი

თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის, თეო თუაშვილის მეგობარი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით თუაშვილის ქმარი, პაკისტანის მოქალაქე დააკავეს.  “დღევანდელი ინფორმაციით, ბიჭი დაკავებულია. მეგობრებისგან ვიცი და არა პოლიციისგან. ედება ბრალად ცოლის მკვლელობა.  იმ უბედური შემთხვევის დღეს, შემთხვევამდე ერთი საათით ადრე მითხრა, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო, ქმართან სიტუაცია ჰქონდა დაძაბული, უნდა დაეტოვებინა და რაც შეიძლება მალე წამოსულიყო. მე მას შევთავაზე, პატარა ჩანთა გაემზადებინა და ისე გამოვაცილებდი იქაურობას, ვერავინ მიხვდებოდა, მაგრამ ეტყობა, არ დააცადეს. სხვა ვერსიას ვერ დავუშვებ, ვიცი, რომ ქმართან ჰქონდა პრობლემა,” – ამბობს მარიკა სონღულაშვილი.  ოჯახისთვის ცნობილი ერთადერთი ვერსია კი დაყაჩაღებაა. მოკლულის ბიძა, ავთო თუაშვილი ამბობს, რომ წყვილს შორის კონფლიქტის შესახებ…

მეტი...

„ძალიან სუსტები აღმოვჩნდით, რასაც მე ვუყურებ – თავისუფლება პოლიტ პატიმრებს“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ უწყვეტი აქციები იქნებოდა,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება „სუსტი“ აღმოჩნდა: „ნიკა მელია, ხომ ერთ ერთი უმსხვილესი პარტიის თავმჯდომარეა, რომელსაც „ქართულ ოცნებაზე“ არანაკლები ამომრჩეველი ჰყავს, ახლა წარმოიდგინეთ იმ ადამიანებმა რომლებიც მიშა სააკაშვილს სთხოვთ ჩამოსვლას დაიცავდით? ხო რა თქმა უნდა როგორც ნიკა მელიას ძალიან სუსტები აღმოვჩნდით, რასაც მე ვუყურებ, თავისუფლება პოლიტ პატიმრებს,“ – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მეტი...

“ქართული ოცნების” ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. “მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ქართული ოცნების ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს. არჩილ თალაკვაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. “რეგიონული არასტაბილურობის, კოვიდ-19-ის პანდემიის და ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით,” – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მეტი...

„ჩვენი პოზიციაა, რომ მოკლეს, სამედიცინო ენით როგორ აიხსნება არ გვაინტერესებს – მოკლეს“ – ტარიელ ბაქრაძე “მედიაცენტრ მთავარში”

„ვფიქრობ, რომ საავადმყოფოში არ იყო ვაქცინაციისთვის საჭირო პირობები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში,“ – გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ბიძამ, ტარიელ ბაქრაძემ განაცხადა. ტარიელ ბაქრაძე ამბობს, რომ მედ პერსონალი მათ არ ესაუბრება: „ექიმები არ გველაპარაკებიან, ცხადია ვიღაც არის მომხდარში დამნაშავე , ჩვენი პოზიცია ის არის, რომ მოკლეს, მედიცინის ენით როგორ აიხსნება არ გვაინტერესებს, სულ რომ არ გაეკეთებინა ვაქცინა მოკლეს, ადრენალინი ან დაგვიანებით გაუკეთეს ან სულ არ გაუკეთებიათ, ჟონავს იქიდანაც ინფორმაცია, ამხელა მსოფლიოში, ეს მხოლოდ ჩვენს შვილს დაემართა საქართველოში,“ – განაცხა ტარიელ ბაქრაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ ბიძის თქმით, გარდაცვლილი ავარიაში იყო მოყოლილი, რაც…

მეტი...

“სენატორების მოსმენიდან ორივე პოლიტიკურმა ძალამ – „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სათავისო გზავნილები ამოკრიფა” – ლევან იოსელიანი

ამ მოსმენის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ საქართველოში ინსტიტუციები უნდა გაძლიერდეს, სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიზირებული და პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განუცხადა. იოსელიანის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მოსმენებიდან სათავისო გზავნილები ამოკრიფეს და დაიწყეს ამ პოზიციების გამყარება. „სენატორების განცხადებებმა ის შთაბეჭდილება გამიღრმავა და გამიმყარა, რასაც აქამდეც ვამბობდი, რომ ჩვენდა სამარცხვინოდ, ქართულ პოლიტიკურ კლასზე მეტად საქართველოში პოლიტიკური…

მეტი...

“გვყავს 4 პირი, ვინც იცოდა ექთნის მდგომარეობა ვაქცინაციამდე, ასევე, რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ და ისინი ამას საგანგაშოდ მიიჩნევენ” – ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში”

“მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დღეის მდგომარეობით ექსკლუზიურად გაგვაჩნია, არის ის, რომ ჩვენ გვყავს 4 პირი, ვინც იცოდა მეგი ბაქრაძის მდგომარეობა ვაქცინაციამდე,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” გარდაცვილი ექთნის, მეგი ბარქაძის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა განაცხადა. მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიება ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები საუბრობენ. მათ უკვე მიმართეს კომპანია “ასტრაზენეკას”, რომ შეისწავლონ საქართველოში პრეპარატის მიღების შემდეგი გართულებები, რის გამოც ლეტალური შედეგი დადგა: “მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დღეის მდგომარეობით ექსკლუზიურად გაგვაჩნია, არის ის, რომ ჩვენ გვყავს 4 პირი, ვინც იცოდა მეგი ბაქრაძის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და იცის, რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ…

მეტი...

„ოჯახს უნდა გაგება, რატომ გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე და არა ვინმეზე დაბრალება“ – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„ოჯახს უნდა გაგება, რატომ გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე და არა ვინმეზე დაბრალება, ვინმეს იდენტიფიცირება, ვისზეც ჯოხი გადატყდება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა გაანცხადა. ადვოკატები საბოლოო დასკვნას ელოდებიან: „სრული სურათი გვინდა, ვიცოდეთ. ვმუშაობთ საქმეზე, გვაქვს კომუნიკაცია საგამოძიებო უწყებებთან. სამედიცინო ისტორიის ნაწილი მივიღეთ. ეს არის ძალიან ზოგადი ისტორია, რომელიც იძლევა ზოგად სურათს. ​ანაფილაქსია არის პირველი ვერსია, მეორე – ფილტვის თრომბოემბოლია. ორივე მათგანი ახასიათებს ზოგადად, კოვიდზე იმუნიზაციის პროცესს და ჯანმო-ს მიერაც არის იდენტიფიცირებული. მესამე ვერსია არის, რომ მეგის ჰქონდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა, რაც კოვიდის მაჩვენებელია. იქიდან გამომდინარე, რომ…

მეტი...

“ვაქცინაციის შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი იქნება 55 წლის ზემოთ, არ გვაქვს ფუფუნება, ვაქცინა გამოუყენებელი დაგვრჩეს” – თამარ გაბუნია

ვაქცინაციის შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი იქნება 55 წლის ზემოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას თქმით, დაბალი აქტივობის შემთხვევაში, რეგისტრაცია შეეძლებათ 55 წელს ზემოთ პირებსაც. „ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, რეგისტრაცია გაიხსნება 55 წელს ზემოთ პირებისთვის. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელსაც სურს, რომ ვაქცინაცია გაიკეთოს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი, რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს.…

მეტი...

“სენატში გამოთქმული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის” – კახა კუჭავა

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება, სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პროდასავლურმა ძალამ, მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ განაცხადა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატს საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილები ჰქონდა. „2012 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ არაერთ ტესტს გაუძლო, განმტკიცდა და გაღრმავდა;  ამერიკის შეერთებული შტატები ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს როგორც თავისუფალს, დემოკატიულს და კონკურენტულს; ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს;…

მეტი...

“ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ მელია ციხეში ზის, რადგან კანონი დაარღვია” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას ცალსახად უთხრა, რომ  „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია. „ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქართულ ოპოზიციას მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა და რა თქმა უნდა, გარკვეული რჩევები მოგვცა ჩვენც. მკაფიო გზავნილები ქართული ოპოზიციისადმი იყო შემდეგი. ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია. ასევე, აშშ-ის პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ იყო ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებებს. ეუთო/ოდირისა და ყველა…

მეტი...

კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ე.წ. სამგორის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ე.წ. სამგორის პარკის ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას პარკის რეაბილიტაციის პროექტის დროულად მომზადება და სამუშაოების უმოკლეს ვადაში დაწყება დაავალა. „იცით, ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიური სივრცეების მიმართ, თუ რამდენად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ამ მიმართულებით, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით და არც უნდა გავჩერდეთ. ჯერ კიდევ არაერთი სივრცეა ქალაქში, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში პარკის განახლების სამუშაოები და წლის ბოლოსთვის მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი…

მეტი...

„შესაძლოა მას ჰქონდა გადატანილი კოვიდი და ვაქცინაციამ გამოიწვია მძიმე შედეგი“ – მეგი ბაქრაძის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„პირველი ვერსია ესაა ანაფილაქსიით გამოწვეული შოკი, თუმცა არაა დამტკიცებული ეს იყო თუ არა მიზეზი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა. უფლებადამცველი განმარტავს იმ სავარაუდო ვერსიებს, რასაც შესაძლოა ექთნის დაღუპვა გამოეწვია: „მეორე ვერსია ესაა, ფილტვის თრემბო ემბოლია, ორივე მათგანი ახასიათებს კოვიდზე იმუნიზაციის პროცესს და მესამე ვერსია ეს არის,  ის, რაც ერთ – ერთ სამედიცინო ჩვენებაში წერია, რომ მეგის ჰქონდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა, მას ჩაუტარდა პისიარ ტესტი და შედეგი იყო უარყოფითი, შესაძლოა მას ჰქონდა გატანილი კოვიდი და ამის შემდგომ ვაქცინაციამ გამოიწვია მძიმე შედეგები. ჯერ…

მეტი...

“ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისო და პრინციპული იქნება. ამ განცხადებით კახა კალაძე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კანონისთვის თავის არიდების საშუალება არავის მიეცემა.  “ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. არავის მიეცემა საშუალება, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ. ზოგადად სისტემა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეფექტურად მუშაობს და რა თქმა უნდა, ეს შედეგი სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში,” – განაცხადა კახა კალაძემ.  დედაქალაქის მერმა…

მეტი...

“სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს” – კახა კალაძე ვაშლიჯვრის ფერდობზე

ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები სპეციალური მონიტორინგის სისტემებით გაკონტროლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მერიას სთავაზობენ, მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების და სადრენაჟო სამუშაოები. კონკრეტული ღონისძებების შესახებ კი, კალაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული არის ის, რომ ადგილზე უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემები, რაც მოგვცემს საშუალებას არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები, სადრენაჟო სამუშაოები. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.92 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.92 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.93 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –1.59 პროცენტი. საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 254 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 722-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 254 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 254 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 254 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 293 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 751, „პისიარ“ ტესტით – 9 542. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,93% ბოლო 14 დღის – 1,59%, ბოლო შვიდი დღის – 1,92%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 628 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 922 გამოჯანმრთელდა, 3 722 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 265, სტაციონარში მეთვალყურეობას…

მეტი...

დააკავეს პირი, რომელიც PCR ტესტის უარყოფითი შედეგების ამსახველ დოკუმენტებს ამზადებდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი თაბახის ფურცლები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მეტი...

“აშშ-მა მეტად ხილული და თვალსაჩინო როლი უნდა ითამაშოს საქართველოსთან მიმართებაში” – დევიდ კრამერმა და იან კელიმ ონლაინკონფერენციაზე პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელეს

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელეს ონლაინ კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა და ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ. მათი თქმით, სენატში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენა კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველო ამერიკისთვის. ონლაინ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შეერთებულმა შტატებმა ძალისხმევა უნდა გააძლიეროს. “სენატში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენა ერთგვარი სიგნალია. კარგია, რომ შტატების ყურადღება აქცენტირებულია საქართველოსკენ. იმედი გვაქვს, საქართველო დარჩება დემოკრატიის კუნძულზე. ამერიკამ მეტი უნდა გააკეთოს საქართველოსთან მიმართებაში, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას. უნდა გაიზარდოს შტატების ჩართულობა პროცესებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის საქართველო შავი…

მეტი...

“ეს არის ნაბიჯი უკან, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის” – ჯორჯ კენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯორჯ კენტმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ეუთომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, მაგრამ არსებული მდგომარეობა საზოგადოების ნდობას ამცირებს.  “იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა, სურთ დაიკავონ [ოპოზიციონერებმა] თავიანთი ადგილები საქართველოს პარლამენტში. ეს არის ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის, როგორც “ქართული ოცნებისთვის”, ისე ოპოზიციისთვის, რომელმაც დაკარგა საშუალება მომხდარიყო პროცესის დეესკალაცია. როგორც საქართველოს მეგობარმა, ამერიკამ უნდა ილაპარაკოს გულახდილად, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან, რომ არ მოხდეს გადახვევა იმ გზიდან, რომელიც საქართველოს ხალხმა აირჩია. დასავლეთთან ინტეგრაცია გახლავთ გამოწვევებით აღსავსე გზა და ეს გულისხმობს ვალდებულებებს ერთიანი ღირებულებების, დემოკრატიული ნორმების. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და…

მეტი...

კონგრესის ზედა პალატა, სავარაუდოდ, მუშაობას დაიწყებს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე

ამერიკელი სენატორები პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ. საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ვაშინგტონში, კონგრესის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილეს. სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობით, ერთადერთი მხარე – რუსეთი სარგებლობს. სენატორებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ყურადღება სასამართლოსა და საარჩევნო რეფორმების გატარების აუცილებლობაზე გაამახვილეს.  კითხვები დაისვა ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებებთან დაკავშირებით პირობის დაწესების შესაძლებლობაზე. კონგრესის ზედა პალატა, სავარაუდოდ, მუშაობას დაიწყებს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე, რომელშიც კომპრომისის მონახვის აუცილებლობაზე იქნება საუბარი. მოგვიანებით, სენატორმა შაჰინმა ტვიტერზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ სენატის ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას, ასევე “ქართული ოცნებასა” და “ერთიანი…

მეტი...

“საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის ფინანსურადაც – ეს ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება” – ჯიმ რიში

ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დახმარებების შეწყვეტა მხოლოდ განიხილება, თუმცა „ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში, რომ პროგრესი გამოჩნდეს“. ,,ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას…

მეტი...

თუ “ქართული ოცნება” ვერ შეძლებს, რომ საქართველოში დემოკრატია აამუშაოს ახლა, დაკარგავენ შესაძლებლობას, შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს” – ჯიმ რიში

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა სენატში, საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა. მისივე თქმით, კონფლიქტი საქართველოს ვნებს და კარს უხსნის მხოლოდ რუსეთს. “პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისზე, რომლის წინაშეც საქართველოა, მოდის რამდენიმეწლიანი გაზრდილი დაძაბულობისა და ჩავარდნილი რეფორმების კულმინაციაზე, რაც მჯერა, რომ ნაწილდება ყველა მხარეზე. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ მათი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და დაძლიონ ეს უთანხმოება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა გამოიყვანოს საქართველო ამ კრიზისიდან, ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქვეყანას და მის ხალხს და უხსნის…

მეტი...

საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა

საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ მედიას ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მიაწოდა. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა. „პირველი ლოკაცია იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც მოხდება მისი ტრანსპორტირება. შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც “ფაიზერით” პირების ვაქცინირება მოხდება. ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

მეტი...