„ახლა კომპრომისების დროა“ – ევროპელი მედიატორი დაბრუნდა

ევროპელი დიპლომატი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებულ დიალოგის პროცესში აქტიურად მონაწილეობს უკვე თბილისშია. როგორც კრისტიან დანიელსონი აცხადებს, კომპრომისი აუცილებელია და ეს მხარის სუსტ მხარეზე არ მიანიშნებს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რომ დავეხმარო მათ, მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა ნამდვილად კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა მედიასთან.

მსგავსი თემები