საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დაჭრა საგარეჯოში – დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.  შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. 

ინციდენტის ერთ მონაწილეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული. ის თავდაპირველად,  ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 

რაა გახდა სისხლიანი გარჩევის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები