კრისტიან დანიელსონი შეხვედრებს პრემიერითა და პრეზიდენტით იწყებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელის საქართველოში იმყოფება, დღევანდელ შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილითა და პრეზიდენტით – სალომე ზურაბიშვილით დაიწყებს.

შეხვედრები სულ რამდენიმე წუთში შედგება. კერძოდ, 09.00 საათიდან. ევროპელი მედიატორს, პრემიერ-მინისტრის აპარატში უკვე ელოდებიან. შემდეგ კი, ის პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლებს.

დღესვე, დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და მმართველ გუნდთან.

ევროპელი მედიატორი, ამჯერად, საქართველოში 3 დღით ჩამოვიდა, თუმცა, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, მან, პროტოკოლით გათვალისწინებული გეგმა შეცვალოს.

მსგავსი თემები